გვირჩევნია, ოპოზიციაში დავრჩეთ, ვიდრე ნაციონალურ მოძრაობასთან შევქმნათ კოალიცია. „ნაციონალური მოძრაობა" ჩვენთვის წითელი ხაზია.
რა ლოგიკასაც ჩვენს წინააღმდეგ ავითარებენ, მაგ ლოგიკით საკრებულოებში კოალიცია „ოცნებასთან" გვაქვს.
მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1465400681053765/
2023 წლის ბოლო სამ თვეში „ქართულმა ოცნებამ“ 9.5 მილიონამდე ლარის შემოწირულება მიიღო - მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა თერთმეტმა კომპანიამ კი 2023 წლის მეორე ნახევარში 200 მილიონზე მეტი ლარის ოდენობის ტენდერი მოიგო,- ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სადაც ორგანიზაციას პოლიტიკური შემოწირულებების კვარტალური მონაცემები აქვს წარმოდგენილი.
ინფორმაციის თანახმად, გასული წლის ბოლო კვარტალში მმართველი პარტიის მიერ მიღე
როდესაც გალის რომელიმე სკოლაში აფხაზურის გაკვეთილი ცდება, მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც შეთანხმებული არიან, რომ ქართულის გაკვეთილი ჩატარდეს, რაც თუნდაც მცირე შესაძლებლობას აძლევს მოსწავლეებს, ქართული ენის სწავლებისთვის გამოყოფილზე ოდნავ მეტი დრო ჰქონდეთ.
ყოველ ახალ სასწავლო წელს გალში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ახალი საფიქრალი უჩნდებათ – წელსაც ამცირებენ თუ არა ქართულის საათებს?
უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში გალში ქართული ენის
ჩვენი მიზანია, ყველა პროცესი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელი შევუწყოთ, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პარლამენტში, ევროკავშირის ცხრა რეკომენდაციის შესრულების საკითხზე შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროდ, რასაც “ქართული ოცნება” სთავაზობს, ვერ იქნება ვერც ყოვლისმომცველი და ვერც ეფექტური.
“ჩვენი მიზანია, რომ ყველა პროცესი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ქვეყნის ევროინტეგრაციას ხელი შევუწყოთ. მიუხედავად იმისა, მოლოდი
მედვედევისთვის მხოლოდ ფსიქიატრიული დახმარების რჩევა შეგვიძლია. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა პიტერ სტანომ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სტანოს განცხადება ჟურნალისტის კითხვას მოყვა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის შესახებ, რომელმაც განაცხადა, რომ კიევი და ოდესა რუსული ქალაქებია, ხოლო რუსეთი კიევამდე უნდა მივიდეს.
“როგორც წესი, კომენტარს არ ვაკეთებთ ხოლმე უცნაურ განცხადებებზე, განსაკუთრებით ისეთი ხალხისგან, რომლებიც სასოწარკვეთით ეძებენ
ამერიკის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ბიუჯეტს მოაწერა ხელი და კონგრესს უკრაინის დახმარების შესახებ შეახსენა.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებაში წერია, რომელიც თეთრი სახლის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
ბაიდენის თქმით, 1,2 ტრილიონი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსების ორპარტიული კანონპროექტი, რომელსაც მან ხელი მოაწერა, მთავრობას მუშაობის გაგრძელების საშუალებას აძლევს, ამერიკელ ხალხში აკეთებს ინვესტირებას, და აძლიერებს აშშ-ის ეკონომიკასა და ეროვნულ უსაფრთხოებას.
„ეს შ
მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, წლების განმავლობაში მიმდინარეობს სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია და მოსამართლეების დევნა, რომ სასამართლო სისტემიდან მოსამართლეები გაყარონ.
„წლების განმავლობაში მიდის სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია, პირდაპირ მოსამართლეების დევნა, დემონიზაცია, ანუ ქმნიან ნოყიერ ნიადაგს იმისთვის,
რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებმა დღეს დილით უკრაინაზე ბოლო ოთხი დღის განმავლობაში მესამე მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს, ლვოვსა და კიევში აფეთქებების ხმები ისმოდა, დედაქალაქში განგაში 2 საათზე მეტხანს გაგრძელდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„მტერმა კიდევ ერთხელ გამოიყენა X-101/X-555/X-55 ტიპის ფრთოსანი რაკეტები Tu-95MS სტრატეგიული ბომბდამშენებიდან. გაშვება განხორციელდა სარატოვის ოლქის ენგელსის ტერიტორიიდან. საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში დედაქალაქში 2 საათზე მ
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, -აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინაში ქართველი მებრძოლი, ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი ბრძოლის ველზე დაეცა.
„ბრძოლაში გმირულად დაეცა ჩვენი ძმა თენგო ჭანია, „აზოვის“ მესამე მოიერიშე ბრიგადა“, - წერს ნადირაძე სოციალურ ქსელში.
იპნ
თათია ჩაფიჩაძე
"ბახმაროს პროექტს არ ახლავს მშენებლობისთვის საჭირო ყველა კვლევა და მისი მასშტაბი კურორტის მოცულობასთან წინააღმდეგობაშია,“ - ამის შესახებ “ურბანული განვითარების ინსტიტუტის” დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა ანი ბიბილაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში ისაუბრა.
ბიბილაშვილი ამბობს, რომ პროექტი არ ჯდება კურორტის ლანდშაფტში და მისი ზომა ვერ უზრუნველყოფს გახსნილი ხედების შენარჩუნებას.
არქიტექტორებისა და ურბანისტების ნაწილი მოითხოვს, რომ განაშენი
მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე პროცესი გადაიდო. შესაბამის ინფორმაციას ლაზარე გრიგორიადისის დედა, თამთა კალანდაძე ავრცელებს.
“რამდენიმე წუთის წინ დაგვირეკა ადვოკატმა, ლაზარეს სასამართლო პროცესი გადაიდო, მოსამართლე შვებულებაშია...”, - წერს გრიგორიადისის დედა.
შეგახსენებთ, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებუ
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ომში რუსებზე ხუთჯერ ნაკლები დანაკარგები განიცადა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინული ძალების მიერ ომში განცდილი დანაკარგების შესახებ დასმული შეკითხვის საპასუხოდ, ზელენსკიმ განაცხადა :
„ვიცით, რომ ათიათასობით ადამიანი დაიღუპა. ათიათასობით ბავშვი იქნა დეპორტირებული. თუ შევადარებთ დაღუპული ჯარისკაცების რაოდენობას, მე ვიტყოდი, რომ თანაფარდობა არის 1:5. ბრძოლაში დაღუპული ყოველ უკრაინელ ჯარისკაც
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლისთავზე, 24 თებერვალს, თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია „Believe in Ukraine“ გაიმართება.
აქციის მონაწილეები 18:00 საათზე პირველი რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და პარლამენტისკენ მსვლელობას გამართავენ.
აქცია საქართველოში უკრაინელი აქტივისტების მიერ არის ორგანიზებული და მას ქართულ-უკრაინული პლატფორმაც უერთდება.
ქართულ-უკრაინული პლატფორმა არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ამოცანაა საქართველოში უკრაინული სათემო ჯგუფებისა და უ
“ოცნების” ამოსავალი წერტილია თვითონ კარგად იყვნენ, ბევრი ფული მოიპარონ, ძალაუფლება გაიხანგრძლივონ, ჩარტერებით იფრინონ, ვილები აიშენონ, პარტიული აქტივი დაასაქმონ, ჩვენი მოქალქეები კი ისევ სიღარიბეში იყვნენ, არც განათლების პერსპექტივა ჰქონდეთ, არც კეთილდღეობა, არც უმუშევრობის დაზღვევა, არც მინიმალურ ხელფასი, არც ჯანმრთელობის დაზღვევა.
ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/356920193879024/
თბილისში, გლდანში შვილმა მამა მოკლა. მომხდარის სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.
„ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე ერთი პირია დაკავებული და ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.
იპნ
ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ახალი, მე-13 პაკეტი 194 ფიზიკურ და იურიდიულ პირს მოიცავს, - ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზშია აღნიშნული.
„საბჭომ დღეს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების მეორე წლისთავის გათვალისწინებით, შემაკავებელი ზომების მე-13 პაკეტი მიიღო პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ, მათ მიმართ, ვინც პასუხისმგებელია პუტინის უკანონო, არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიული ომის გაგრძელებაზე და მნიშვნელოვნად უჭერს მას მხარს. საბჭომ მ
გლდანში, შვილის მიერ მამის მკვლელობის საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც კორპუსის მაცხოვრებლები აღნიშნავენ, მკვლელობა დანით მოხდა.
მათივე ცნობით, შემთხვევას დაკავებულის 12 წლის დაც შეესწრო.
„დანით მოკლაო ამბობენ, მე რომ ჩამოვედი, უკვე დამთავრებული იყო ყველაფერი. ოჯახში რა მოხდა, არ ვიცი. ერთი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, სისხლისგან დაიცალაო, ეს ბიჭი არ გაქცეულა, სახლიდან გამოიყვანეს სამართალდამცავებმა. თუ არ ვცდები, კლინიკაში გარდაიცვალა, 49 წლის იყო დაღუპული. ხელოსანი, მშრომელ
წელს რაჭაში განსაკუთრებით დიდი თოვლი მოვიდა. ნახეთ, როგორია ის სტიქიის მიღმა:
ზამთარი რაჭაში – ფოტო: თამთა აბუსელიძე/netgazeti
ზამთარი რაჭაში – ფოტო: თამთა აბუსელიძე/netgazeti
ზამთარი რაჭაში – ფოტო: Snow vigil
ზამთარი რაჭაში – ფოტო: Snow vigil
ზამთარი რაჭაში – ფოტო: Snow vigil
ზამთარი რაჭაში – ფოტო: თამთა აბუსელიძე/netgazeti
ზამთარი რაჭაში – ფოტო: Snow vigil
ნეტგაზეთი
გამოცემა Україна Православна-ს ინფორმაციით, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დონეცკის ეპარქიის მოძღვარი, მარიუპოლის მახლობლად მდებარე სოფელ კამენკას ამაღლების ეკლესიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ქრისტეფორე (ხრიმლი) უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს და დეპორტაცია საქართველოში გაუკეთეს.
დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტი სერგიუსის განცხადებით, არქიმანდრიტმა ქრისტეფორემ უკვე გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი.
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი რუსეთის ხელისუფლებამ 2023 წლის სექტე
“კეთილი ინებოს ირაკლი კობახიძემ, რომელიც გამჭვირვალედ აცხადებს თავს, ანგარიშვალდებულად საზოგადოების წინაშე, როგორც პრემიერის ინსტიტუტის წარმომადგენელი და უმაღლესი პოლიტიკური პირი, ღარიბაშვილის განკარგულებები დადოს.”
ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1435814807372137/
უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან და სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა.
2022 წლის 24 თებერვლის უკრაინის დროით დილის 5:00 საათზე ვლადიმერ პუტინმა გამოაცხადა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში ე.წ. სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.
რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები ჩრდილოეთიდან, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან შეიჭრნენ უკრაინის ტერიტორიაზე და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
ომის დაწყებიდან 731-ე დღეს უკრაინა საკუთარი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის იბრძვის. დღემდე, 3
ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა! რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა, - ასე ეხმიანება საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ორი წლისთავს.
როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, უკრაინის მიმართ საქართველოს მხარდაჭერა სახეზეა.
“ორი წელი… ორი წელი გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ გაიმარჯვა! რუსეთმა ვერ შეძლო უკრაინისა და თქვენი სიმტკიცის გატეხა. რუსეთმა ვერ შეძლო ევროპის დაყოფა და თქვენგან ევროპის გამოყოფა. თქვენს მიმართ სოლიდარობა ერთსულოვანია, მხარდაჭერა სა
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის მეორე წლისთავზე კიევში ჩავიდა.
„უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მეორე წლისთავის და უკრაინელი ხალხის განსაკუთრებული წინააღმდეგობის აღსანიშნავად კიევში ვიმყოფები. ისე, როგორც არასდროს, ჩვენ უკრაინის გვერდით მტკიცედ ვდგავართ. ფინანსური, ეკონომიკური, სამხედრო და მორალური თვალსაზრისით. იქამდე, სანამ ქვეყანა სრულიად თავისუფალი არ გახდება“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.
იპნ
ხერსონის ოლქში რუსული „სუ-34“ ჩამოვარდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, რუსული მოიერიშე-ბომბდამშენი ხერსონის ოლქის გენიჩესკის რაიონში ჩამოვარდა.
თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან თვითმხილველები სოციალურ ქსელებში ვიდეო კადრებს აქვეყნებენ. დაუდასტურებელი ინფორმაციით, „სუ-34“ ჩამოაგდეს.
შეგახსენებთ, გუშინ, უკრაინის სამხედრო ძალებმა რუსული A-50 ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
იპნ