საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა მზად არის იმისათვის, რომ ხელისუფლება შეცვალოს და ამას ძალიან კარგად ხედავს ივანიშვილი. ინსტიტუციების ხელში ჩაგდებით, თავისი თოჯინების გამოცვლით, ვადების განახლებით, თითქოს ამით მიაღწევს სასურველ შედეგს, მაგრამ ვერ მიაღწევს, იმიტომ, რომ ამას აჩვენებს კვლევები, საზოგადოებრივი პროტესტი და დარწმუნებული ვარ, რომ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი ივანიშვის ერთხელ და სამუდამოდ ეტყვის არას.
ზაზა თავაძე, თბილისის საკრებულოს წევრი.
ვიდეო: h
ჰელსინკის კომისია აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისთვის წარდგენილ MEGOBARI Act-ისა და მისი ძირითადი დებულებების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
ჰელსინკის კომისიის ცნობით, ორპარტიული კანონპროექტი MEGOBARI Act (საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის შესაძლებლობების გაძლიერებისა და მობილიზაციის აქტი) ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ და კონგრესმენმა ჯო უილსონმა (სამხრეთ კაროლინა) და კონგრესმენებმა სტივ კოენმა (ტენესი), რიჩარდ ჰადსონმა (ჩრდილოეთ კაროლინა), მარკ ვეისმა (ტეხასი
პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია აცხადებს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილის მანდატი მეორე ვადითაც გაგრძელდებოდა, მას მისი მხარდაჭერა ექნება.
გახარია ამბობს, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტია და სალომე ზურაბიშვილმა მოქალაქეებს დაანახა, რომ ის ერთმნიშვნელოვნად უჭერს მხარს ევროპულ ფასეულობებს.
„ვთვლი, რომ პრეზიდენტი დღეს არის ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუტი, საქართველოს პრეზიდენტი დღეს იცავს ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას და მე დარწმუნებული ვარ და ვთვლი,
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ Movement-თან ინტერვიუში რუსული კანონის შემდეგ მოსალოდნელ ზომებზე ისაუბრა.
მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს შეხვდებიან ივნისში და შესაბამის გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
ამჟამად, წევრმა სახელმწიფოებმა ევროკავშირში არსებულ ინსტიტუტებს სხვადასხვა ვარიანტის მომზადება სთხოვეს. ეს ვარიანტები განიხილება 27 წევრი სახელმწიფოს მიერ და ისინი გადაწყვეტენ, რომელ ვარიანტს მისდიონ და როგორი რეაგირება მო
გუშინ რაღაც ქარტიას აწერდი ხელს, დღეს გამოდიხარ და დეკლარაციას იღებ - ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში კითხვებს აჩენს, რომელი რა მიზანს ემსახურება - ჩვენთვის კოალიცია მიუღებელია როგორც “ნაცმოძრაობასთან”, ასევე ამ „ოცნებასთან“, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა, მიხეილ დაუშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც ის ფაქტი შეაფასა, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილი ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს.
მისი თქმით, აღნიშნულ დეკლარაციას ისინი იმიტომ არ უერთდებიან, რომ დეკლარაციაში მათ
თბილისის ბიუჯეტი 48 მილიონი ლარით გაიზარდა და 2 მილიარდ 58335 ათასი ლარი შეადგინა.
თბილისის საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის ბიუჯეტის ცვლილებას მხარი დაუჭირეს. საკითხი სხდომაზე საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა.
როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, გაზრდილი ბიუჯეტი, მუნიციპალიტეტებზე გადანაწილდება და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას მოხმარდება.
"48 მილიონი ლარით გაიზარდა თბილისის ბიუჯეტი, რომელიც შესაძლებლობას იძლევა, რომ კიდევ უფრო
„ოცნების“ კრიმინალური გარიგება ზონდერებთან და მოტყუებული პატიმრები და მათი ოჯახები.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/441092112086979/
„ჩვენ უნდა შევუზღუდოთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, თუკი ის არ გადაწყვეტს, რომ გაატაროს ის საერთო ღირებულებები, რომლებსაც ჩვენ ყველა ვიზიარებთ“, – თქვა ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარ რინკევიჩმა „ამერიკის ხმასთან“ რუსულ კანონზე საუბრისას.
რინკევიჩის თქმით, საქართველოს მთავრობა „შორს წავიდა“ და გადაწყვიტა, რომ შეუძლია ცხოვრება NATO-სა და ევროკავშირის გარეშე. რინკევიჩის თქმით, საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯები გახდა იმის მიზეზიც, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წლევანდელ კომუნიკეში საქართველოს წე
„ევოლუშენ ჯორჯია“ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ გავრცელებული ინფორმაცია თანამშრომლების მიმოწერასთან დაკავშირებით „კატეგორიულად მიუღებელია“ და ამის გამო „ინციდენტში მონაწილე პირები ტოვებენ „ევოლუშენის“ გუნდს“.
12 ივლისიდან „ევოლუშენ ჯორჯიას” თანამშრომელთა ნაწილი გაიფიცა.
გაფიცულები ხელფასის ზრდას, შრომითი პირობების გაუმჯობესებას, ბულინგში, რასიზმში, სექსიზმში მხილებული მენეჯერების სამსახურიდან დაუყოვნებლივ და უპირობოდ გათავისუფლებასა და დამწყებ
“ოცნებას” აღარ აქვს პოზიტიური დღის წესრიგის შექმნის რესურსი, არჩევნებს აგებენ, თავიანთი შიდა კვლევებითაც 30%-ს ძლივს აღწევენ, ამიტომაც სჭირდებათ მოძალადეები, ზონდერები, პოლიტიკური კორუფცია, დამორჩილებული სასამართლო და ცესკო. სწორეს ეს არის დამარცხებული “ოცნების” რეალური სახე.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1011071770705940/
ხელის გულზე გიდევთ ყველანაირი მტკიცებულება, თუ როგორ წიხლით გვტენიდნენ ომში - არის ასეთი გამონათქვამი, „ადამიანს თუ არ უნდა რიყეზე ისე გავა, ქვას ვერ დაინახავს“. თქვენ ახლა რიყეზე ხართ, გარშემო ქვებია მიმობნეული და ამ ქვებს ვერ ხედავთ, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტს, რომელმაც კითხვა „გლობალური ომის პარტიაზე“ დაუსვა.
მისი თქმით, ყველა, ვინც საქართველოს მოუწოდებდა გაეგზავნა მოხალისეები უკრაინაში, მიეწოდებინა იარაღი უკრაინისთვის და დაეწესებინა სანქციები რუ
შექმნილი კრიზისი, როცა საქართველოს ევროინტეგრაცია გაყინულია, ხოლო ყველა პარტნიორი სახელმწიფო ურთიერთობების გადახედვის პროცესშია, მთლიანად "ქართული ოცნების" პასუხისმგებლობაა! - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია "გახარია საქართველოსთვის" დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განუცხადა.
ლილუაშვილის თქმით, "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ ნდობა დაკარგულია.
ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, მმართველ გუნდს ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობას აღება და შექმნილი რეალობისთვის თვალის გასწორება არ სურს.
"ამი
მოახლოებული არჩევნების წინ წინასაარჩევნო გარემოებების აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორსა და რონდელის ცენტრის მკვლევარს, კახა გოგოლაშვილს ესაუბრა.
- ბატონო კახა, მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების უდიდესმა უმრავლესობამ უარი თქვა რეგისტრაცია გაევლოთ იუსტიციის სამინისტროში და დარეგისტრირებულიყვნენ როგორც „უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციები,“ ხელისუფლებამ განაცხადა რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს იგი დააფინანსებს.
ამ თემაზე
თუ სიმართლეა, რასაც ამბობთ ქართველ ხალხზე და მათ სურვილებზე, მაშინ მათ ოქტომბერში შესაძლებლობა ექნებათ, რომ თაღლითები მოაშორონ და საკუთარ ხელში აიღონ მომავალი , - ამის შესახებ სენატორმა ჯიმ რიშმა (რესპუბლიკური პარტია) სენატში მოსმენაზე განაცხადა, როდესაც მიმართა „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ხელმძღვანელს, ეკა გიგაურს.
სენატორის თქმით, არ ესმის რატომ უნდა იყოს ქვეყანაში, სადაც რუსეთი შეიჭრა ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელთაც სურთ „კომუნისტურ, სოციალისტურ ცხოვრების წესში
რუსული დრონების ჩამოგდებით ჯერ მხოლოდ ბელარუსი გამოირჩა, ეს უბრალოდ დამამცირებელია დემოკრატიული სამყაროსთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იალტის ევროპულ სტრატეგიაზე (YES) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“როდესაც გვესმის, რომ რუსეთში ახალი რაკეტები ჩავიდა ირანიდან, ეს იგივე ბოროტებაა, რომლის ჩამოგდებაც მოკავშირეებს ახლო აღმოსავლეთის ცაში უწევდათ. ახლა, შესაძლოა, რაკეტების მარკა განსხვავდება, მაგრამ არა ირანის ტერორისტული მოტივი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ იარაღის გ
უკრაინა აწარმოებს მოლაპარაკებებს ისეთი მებრძოლების მიწოდებაზე, როგორიცაა Gripen-ი და Eurofighter-ი, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა.
„ჩვენ უკვე გვაქვს ვალდებულება ჩვენი პარტნიორებისგან F-16-ებზე, გვაძლევენ ვალდებულებას Mirage-ებზე, კონსულტაციები მიმდინარეობს Gripen-ზე და Eurofighter-ზე, ანუ ეს არის ძალიან კარგი პლატფორმების სია და ჩვენ განვიხილავთ, როდის დაიწყება ისინი“, - აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, უკრაინა უახლოეს მომავალში უკრაინა მიიღებს შედ
“ოცნებას” უნდა რომ პარლამენტში ისეთი დებუტატები ჰყავდეს, რომლებიც დავალებების უსიტყვო შემსრულებლები იქნებიან.
დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/961613629062857/
26 ოქტომბერს ქართველი თავისუფლებისმოყვარე ხალხის ნება გაიმარჯვებს, - ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი სოციალურ ქსელში წერს.
„მიუხედავად იმისა, რომ სამხედრო დამნაშავე პუტინი ქვეყნის ნაწილის უკანონო ოკუპაციას ახდენს, მოლდოვის მომავლის მოსაპარად სისხლიან ფულსა და ბანდიტებს გზავნის, მამაცმა მოლდოველებმა სუვერენიტეტი და კეთილდღეობა აირჩიეს. 26 ოქტომბერს ქართველი თავისუფლებისმოყვარე ხალხის ნება გაიმარჯვებს“, - წერს ჯო უილსონი.
შეგახსენებთ, მოლდ
არჩევნების ლეგიტიმურობის უზრუნველსაყოფად და პოლიტიკური კრიზისის თავიდან აცილების მიზნით უნდა მოხდეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ დადგენილი ფაქტების გამოძიება, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, არ გაჰყვეს ბელარუსის გზას , - ამის შესახებ საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაში უკრაინის საგარეო უწყება აღნიშნავს, “გასაკვირი არ არის, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებმა რუსეთში დიდი მოწონე
ურსულა ფონ დერ ლაიენი სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„ახლახან პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ვესაუბრე. არჩევნების შემდგომი ვითარება კვლავ შემაშფოთებელი რჩება. თუ საქართველოს სურს ევროკავშირისკენ სტრატეგიული ორიენტაცია შეინარჩუნოს, ჩვენ ხელისუფლებისგან კონკრეტული ქმედებები გვჭირდება. ჩვენი გაფართოების ანგარიში გზას აჩვენებს“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.
იპნ
საქართველოს არჩევნები არ განიხილება, როგორც თავისუფალი და სამართლიანი, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კრისტენ მიხალმა ბუდაპეშტში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების არაფორმალური შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ერთ-ერთი საკითხი საქართველოში ჩატარებული არჩევნები იქნება.
„გულწრფელად რომ ვთქვა, ბოლოს ჩატარებული არჩევნები არ განიხილება, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. უნდა ვთქვათ, რომ ევროპისკენ საქართველოს გზა მისმა ლიდერებმ
ადვოკატის განცხადებით, გუშინ, 16 ნოემბერს აღმაშენებლის ხეივანზე საპროტესტო მსვლელობის დროს დაკავებულებზე პოლიციამ იძალადა. აქციის დროს სამი პირი დააკავეს, მათ შორის, „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ლიფონავა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ვანო გომურაშვილი. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, ადვოკატი, მარიკა არევაძე ამბობს, რომ პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.
აშშ-ის კონგრესის ჰელსინკის კომისია ეხმაურება 28-29 ნოემბერს ღამით თბილისში გამართულ პროტესტს.
„ქართველი ხალხი მშვიდობიანად გავიდა ქუჩებში სუვერენიტეტისთვის, დემოკრატიისთვისა და ევროპული მომავლისთვის. მათ შეხვდნენ ძალადობით და რეპრესიით. ისინი უარს ამბობენ რუსეთის კოლონიად გახდომაზე. გვერდზე დავუდგეთ ქართველ ხალხს“, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ.
საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, გიორგი ქოჩორაშვილი, ეხმაურება რუსთაველზე მიმდინარე მოვლენებს.
„საქართველო იმსახურებს ერთიანობასა და სამართლიანობას. მტკივნეულია ვხედავდე, როგორ იტანჯება ჩვენი ხალხი. ჩვენი ხმა და მოქმედება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ“, – წერს იგი „სთორიში“.
netgazeti
მედიაომბუდსმენის ინფორმაციით, ძალოვანმა უწყებებმა ევროინტეგრაციის მხარდამჭერ აქციებზე ბოლო 10 დღის განმავლობაში 70-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი დააზიანეს, თუმცა, ამ დრომდე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს დანაშაულების ჩამდენი არცერთი სამართალდამცავი არ გამოუვლენია.
განცხადებაში ნათქვამია, რომ დღეს, 10 დეკემბერს როცა მსოფლიო ზეიმობს ადამიანის უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოში მედიას უწევს ბრძოლა გამოხატვის თავისუფლებისთვის.
პუბლიკა