Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    888.139

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ეს არეული ორიენტაციის პირი დაკავშირებულია ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძის „ბოლშევიკურ ტროიკასთან“ – კობახიძე დაკავებულზე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჩანს, რომ დაკავებულ პირს, რომელიც პოლიციის მტკიცებით სამართალდამცველების მისამართით ქვებსა და „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისროდა, „ყველანაირი ორიენტაცია აქვს არეული“, „გზას აცდენილია“ და ის დაკავშირებული იყო გიორგი ვაშაძესთან, ელენე ხოშტარიასა და ზურაბ ჯაფარიძესთან. „მნიშვნელოვანია, რომ სადაც არის სავარაუდო დანაშაული ჩადენილი, იქ ადამიანებმა პასუხი აგონ. რა თქმა უნდა, არავის არ უნდა შერჩეს ის უმძიმესი თავდასხმები, რომლებიც ჩვენ

ეროვნულმა ბანკმა მაის-ივნისში იმაზე მეტი დოლარი გაყიდა ვიდრე 2023 წელს მთლიანად

ეროვნულმა ბანკმა 16 მაისიდან - 11 ივნისამდე პერიოდში, სავალუტო აუქციონზე 168.7 მილიონი დოლარი გაყიდა, რაც 2023 წლის ჯამურ მონაცემს დაახლოებით 2 მილიონით აჭარბებს - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ მონაცემებშია საუბარი. სებ-ის თანახმად, სავალუტო აუქციონზე აშშ დოლარით ვაჭრობის(გაყიდვის) დინამიკა ასეთია: 16 მაისი - 60 მლნ. დოლარი; 28 მაისი - 48.7 მლნ. დოლარი; 11 ივნისი - 60 მლნ. დოლარი.   2023 წლის განმავლობაში საქართველომ 166.750 მლნ დოლ

ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა

ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურების ფონზე ეროვნულმა ბანკმა 60 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა. ეროვნული ბანკის ცნობით, გადაწყვეტილება „აჟიოტაჟური პროცესების გამო მიიღო, რომელსაც თან ახლდა ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები”. სებ-ი მიუთითებს, რომ შედეგად, ვალუტაზე ჭარბი მოთხოვნა იყო, რამაც ლარის გაცვლით კურსზე დამატებითი წნეხი შექმნა. ერონული ბანკი ასევე აღნიშნავს, რომ სავალუტო ბაზარზე რყევები არ არის გამოწვეული ფუნდამენტური მაკროეკონომიკური ფაქტორებით და შესაბამისად, მოკლევადიანია. ლარ

ეროვნულმა არქივმა კოტე მარჯანიშვილის დაკრძალვის კინოკადრების მაღალი ხარისხის ელექტრონული ასლი შექმნა

რეჟისორ კოტე მარჯანიშვილის დაკრძალვის ახალაღმოჩენილი კინოკადრები საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში 4K გარჩევადობის სკანერით გაციფრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული არქივი ავრცელებს. „სტუდია „მემატიანეს“ საცავში თანამედროვე ქართული თეატრის ფუძემდებლის დაკრძალვის კინოფირი რამდენიმე კვირის წინ აქამდე გაუშიფრავ მასალაში აღმოჩნდა. სტუდიამ  ახალაღმოჩენილი კადრების ელექტრონული ვერსია ეროვნულ არქივს გადასცა და იგი მკვლევართა დარბაზის მეშვეობით ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვ

ეროვნული პლატფორმა პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს აუქმებს

საქართველოს ეროვნული პლატფორმა პარლამენტთან თანამშრომლობის მემორანდუმს წყვეტს. საქართველოს ეროვნული პლატფორმაში ერთიანდება 150-ზე მეტი ორგანიზაცია და პარლამენტთან მათი თანამშრომლობის მთავარი მიზანი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერა იყო. გთავაზობთ განცხადებას: სწორედ ამ მიზნიდან გამომდინარე, გასულ წელს, საქართველოს ეროვნული პლატფორმის მიერ საქართველოს პარლამენტთან გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელმაც შექმნა თანამშრომლობის ფორმატი და პოზიტიური წვლილი შეიტანა ჩვენ

ეროვნული მუზეუმი ლევილის მამულში ქართული ოდის აშენებაზე ტენდერს აცხადებს - ღირებულება 2,6 მილიონ ლარზე მეტია

საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა ლევილის მამულის ტერიტორიაზე ქართული ოდის განთავსების მიზნით ტენდერი გამოაცხადა, რომელიც ოდა სახლის დეტალების დამზადება-დამუშავების, ლევილში ტრანსპორტირებისა და აწყობა-მონტაჟის სამუშაოებს მოიცავს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 2 680 353 ლარია. შეთავაზების ფასის კლების ბიჯი 10 721 ლარი და საგარანტიო თანხა 26 804 ლარია. „ქართული ყაიდის სახლის აშენება საფრანგეთში, ლევილში, მისასალმებელი და ფრიად მნიშვნელოვანი ფაქტია. აქ მოეწყობა საქმიანი შეხვედრები ქართული ღ

ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორს იაპონიის ელჩის სიგელი გადაეცა

ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორს, ირინე დანელიას იაპონიასა და საქართველოს შორის კულტურული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის იაპონიის ელჩის სიგელი გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ირინე დანელიას სიგელი იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, იშიძუკა ჰიდეკიმ საკუთარ რეზიდენციაში გამართულ ღონისძიებაზე გადასცა და ქვეყნებს შორის მეგობრობისა და კეთილგანწყობის ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა. „იაპონიის ელჩე

ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობაზე გიორგი კეკელიძეს კონსტანტინე გამსახურდია შეცვლის

კონსტანტინე გამსახურდია ადასტურებს, რომ საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის თანამდებობას დაიკავებს. ამის შესახებ მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. კონსტანტინე გამსახურდია თანამდებობაზე გიორგი კეკელიძეს შეცვლის. როდის დაინიშნება გამსახურდია ეროვნული ბიბლიოთეკის თავმჯდომარედ, ზუსტი დრო ჯერჯერობით უცნობია. თავად გამსახურდია აცხადებს, რომ ამას „გარკვეული დრო“ დასჭირდება. შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის გიორგი კეკელიძის განცხადებით

ეროვნული ბიბლიოთეკის „წიგნის ბუდეების“ მხარდამჭერი არველაძეების ფონდი გახდა

ეროვნული ბიბლიოთეკის „წიგნის ბუდეების“ მხარდამჭერი არველაძეების ფონდი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბიბლიოთეკა ავრცელებს. მათივე ცნობით, არველაძეების ფონდის მხარდაჭერით წიგნის ბუდეებიც დამზადდება და წიგნებითაც შეივსება. „უმნიშვნელოვანესი ამბავი - საქართველოში სკვერის ბიბლიოთეკებისა და წიგნის ბუდეების მხარდამჭერი Arveladze Foundation - ფონდი არველაძე გახდა. მათი თანადგომით, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა • საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა ქვეყნის ქალაქებსა და სოფლებში გააგრძე

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტად ნათია თურნავა აირჩიეს

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომაზე ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა აირჩიეს. როგორც თურნავამ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, მას მხარი საბჭოს 7 წერვიდან 5-მა დაუჭირა, ხოლო 2-მა თავი შეიკავა. „დღეს ჩატარდა ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომა და ხმათა უმრავლესობით, საბჭომ მხარი დამიჭირა და ამირჩია პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე. ძალიან დიდი მადლობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებს, მიუხედავად იმისა, დამიჭირა თუ არა რომელიმე მათგანმა

ეროვნული ბანკის ვაკანტურ თანამდებობებზე შესარჩევად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 19 განაცხადი შევიდა

საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ვაკანტურ თანამდებობებზე შესარჩევად საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სულ 19 განაცხადი შევიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ადმინისტრაციის თანახმად, განაცხადების განხილვის ეტაპი დასრულდა და შეირჩა 8 კანდიდატი, რომლებთანაც გასაუბრება მომავალ კვირაში გაიმართება. გასაუბრების შედეგად შეირჩევა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატები, რომლებსაც პრეზიდენტი, კონსტიტუციის შესაბამისად ასარჩევად პ

ეროვნული ბანკი სამომხმარებლო სესხებზე მაქსიმალურ ვადას 4 წლამდე ზრდის

საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2023 წლის პირველი ნოემბრიდან არაუზრუნველყოფილ სამომხმარებლო სესხებზე მაქსიმალური ვადის ლიმიტი 3 წლიდან 4 წლამდე გაიზრდება. ეროვნული ბანკის თქმით, გადაწყვეტილება იმითაა განპირობებული, რომ არაუზრუნველყოფილი სამომხმარებლო სესხების 2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ზრდის მაჩვენებელი შემცირებულია, ხოლო აქტივობა მდგრად დონეზე ნარჩუნდება: „მიმდინარე წლის 1 ნოემბრიდან ამ ტიპის სესხების მაქსიმალური ვადის ლიმიტი 3 წ

ეროვნული ბანკი მომხმარებლებს ვალუტის გადამცვლელი არარეგისტრირებული პუნქტების შესახებ აფრთხილებს და მოუწოდებს, ვალუტა მხოლოდ რეგისტრირებულ პუნქტებში გადაცვალონ

ეროვნული ბანკი მომხმარებლებს არარეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების შესახებ აფრთხილებს და მოუწოდებს, ვალუტა მხოლოდ რეგისტრირებულ პუნქტებში გადაცვალონ, – ამის შესახებ აღნიშნულია ეროვნული ბანკის განცხადებაში. „გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სხვადასხვა ლოკაციაზე დაფიქსირდა არარეგისტრირებული ვალუტის გადამცვლელი პუნქტების არსებობა და მათ მიერ ვალუტის გადაცვლის ოპერაციების უნებართვოდ წარმოების ფაქტები. ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს ეროვნული ბ

ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს ირანთან დაკავშირებულ ტრანზაქციებზე აფრთხილებს

საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს აფრთხილებს, რომ კოვიდ-19 პანდემიის გამო მნიშვნელოვნად გაზრდილია ირანის ტერიტორიის სატრანზიტო კორიდორად გამოყენების შემშთხვევები და ანგარიშსწორებების ნაწილი შესაძლოა აშშ-ს მიერ დაწესებული საერთაშორისო სანქციების დარღვევად ჩაითვალოს. საუბარია ირანის ტერიტორიის გავლით და/ან ირანში რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებით (საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო, სარკინიგზო) ტვირთების ტრანსპორტირებაზე. "ასეთი გარიგებები საბანკო სექტორის საკორესპონდენტო ურთიერთობებ

ეროვნული ბანკი იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა, თამარ ქუსიკაშვილმა დატოვა

ეროვნული ბანკი იურიდიული სამსახურის ხელმძღვანელმა, თამარ ქუსიკაშვილმა დატოვა. ინფორმაცია მან „ფორმულას“ დაუდასტურა, თუმცა დამატებითი კომენტარი არ გააკეთა. თამარ ქუსიკაშვილი მეოთხე ადამიანია, რომელმაც ეროვნული ბანკი ბოლო 3 კვირის განმავლობაში დატოვა. მანამდე სებ-დან ორი ვიცე-პრეზიდენტი, პაპუნა ლეჟავა და არჩილ მესტვირიშვილი და სებ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, გიორგი ბაქრაძე წავიდნენ. 19 სექტემბერს ეროვნულმა ბანკმა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შესაბამისად ოთარ ფარცხალაძისთვის

ეროვნული ბანკი აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციების აღსრულებაზე განმარტებას აკეთებს

საქართველოს ეროვნული ბანკი აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ დაწესებულ სანქციებზე განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეზე სანქციათა რეჟიმი განსხვავებული წესით ვრცელდება. კერძოდ, ეროვნულ ბანკში აღნიშნავენ, რომ ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ სანქციების საფუძველზე საქართველოს სასამართლოში გამამტყუნებელი განაჩენია გამოტანილი. ოთარ ფარცხალაძეს სანქციები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაუწესა. ამის შემდეგ აშშ-ის სანქციებთან შესაბამისობის მიზეზით ფარცხალაძეს შეზღუდვები დაუწე

ეროვნული ბანკი - საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 23.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა, 2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით 23.4 მლრდ აშშ დოლარი (62.6 მლრდ ლარი) შეადგინა, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, საკუთრივ საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალი 2023 წლის მესამე კვარტალში 10.0 მლნ აშშ დოლარით შემცირდა. „მთლიანი საგარეო ვალის სტატისტიკა ჰარმონიზებულია საგადასახდელო ბალანსთან. იგი მოიცავს სახელმწიფო (სამთავრობო სექტორი, სახელმწიფო საწარმოები და ეროვნული ბანკი) და კერძო ს

ეროვნული არქივის კინოთეატრი 2 დეკემბრიდან ოთხი კვირის განმავლობაში 1920-1930-იანი წლების ქართული კინოს რეტროსპექტივას უმასპინძლებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრი 2 დეკემბრიდან ოთხი კვირის განმავლობაში 1920-1930-იანი წლების ქართული კინოს რეტროსპექტივას უმასპინძლებს. ეროვნული არქივის პრესსამსახურის ინფორმაციით, კინოჩვენებები 2 დეკემბერს, 19:00 საათზე რეჟისორ ალექსანდრე წუწუნავას ფილმით „ვინ არის დამნაშავე?“(„უაილდ ვესტის მხედარი“) (1925 წელი) გაიხსნება. ღონისძიების ფარგლებში, 25 დეკემბრის ჩათვლით სულ 19 ქართული მხატვრული ფილმი იქნება ნაჩვენები. მათივე ცნობით, რეტროსპექტივაზე წარმოდგენი

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში შოკოლადის საახალწლო ფესტივალი დასრულდა (ფოტო)

საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 2-3 დეკემბერს შოკოლადის საახალწლო ფესტივალი გაიმართა. ღონისძიებაზე საქართველოში წარმოებული ხელნაკეთი შოკოლადების მრავალფეროვნება, საახალწლო ხელნაკეთი ნივთები და თემატური დეკორაციები იყო წარმოდგენილი. ფესტივალი „ბასტი-ბუბუს“ კონცერტითა და მაკნატუნას ფორმებში გამოწყობილი დრამერების შოუთი გაიხსნა. ფესტივალზე მისულ სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში სანტა და სხვადასხვა გათამაშება დახვდათ. დამთვალიერებლებმა ორივე დღის განმავლობაში „ქუჩის თეატრის“ წარმოდგენაც იხი

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში ფესტივალი ‘’ნაყინობანა’’ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 29 და 30 ივნისს ‘’დიდი ნაყინობანა’’ გაიმართება. ფესტივალმა სტარტი 2019 წელს აიღო და ყოველწლიურად მასშტაბურ სახეს იძენს.     ღონისძიება ბასტი ბუბუს კონცერტით გაიხსნება. მოსულ სტუმრებს დღის განმავლობაში ანიმაციური გმირები, გასართობი პროგრამა და სხვადასხვა სახალისო აქტივობა დახვდებათ. წარმოდგენილი იქნება ხელნაკეთი ნაყინების მრავალფეროვნება, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ჩაერთოს სხვადასხვა გასართობ აქტივობაში და დასაჩუქრდეს თემატური

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში იაპონური ჩაის ცერემონიალი გაიმართება

4 ივნისს ბოტანიკურ ბაღში საქართველოში იაპონიის საელჩოს ორგანიზებით ჩაის ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიებას გაუძღვებიან საგანგებოდ მოწვეული ჩაის ოსტატები და შემსრულებლები - იუ კომაკი და ტოშიკო ონერი.    იაპონური ჩაის ცერემონია რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ჩაის გზა, ანუ ჩადო ან სადო, წარმოადგენს სტუმრების წინაშე დაფქული მწვანე ჩაის რიტუალურ მომზადებას.      ღონისძიებას საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის დირექტორი ირინე დანელია და იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 2 და 3 ნოემბერს ტრადიციადქცეული ღონისძიება - საშემოდგომო „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. „ღონისძიებაზე დაინტერესებულ პირებს ეკო-შემეცნებითი პროგრამები ელოდებათ, რაც მათ შესაძლებლობ

ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში 6 და 7 ივლისს ფესტივალი ‘’ნაყინობანა’’ გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით, 6 და 7 ივლისს ‘’დიდი ნაყინობანა’’ გაიმართება. ფესტივალმა სტარტი 2019 წელს აიღო და ყოველწლიურად მასშტაბურ სახეს იძენს.     ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს დღის განმავლობაში ჯამბაზის წარმოდგენა, გასართობი პროგრამა, თემატური გათამაშებები, სხვადასხვა სახალისო აქტივობა და ხელნაკეთი ნაყინების მრავალფეროვნება დახვდებათ. დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება ჩაერთოს სხვადასხვა გასართობ აქტივობაში და დასაჩუქრდეს თემატური პრიზებით. ღონისძიებას  მუსიკა

ეროვნულ ბანკს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემატება

ეროვნულ ბანკს პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა ემატება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას სწორედ პირველი ვიცე-პრეზიდენტი შეასრულებს, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს დაავალებს. შესაბამისი შინაარსის ცვლილებები „ქართული ოცნების“ დეპუტატთა ინიციატივით „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონში ხორციელდება, რომელიც პარლამენტი
×
×
  • შექმენი...