Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.097.337

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სოხუმი აფხაზური პასპორტების აღიარებას ითხოვს

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მორიგ, 57-ე რაუნდზე, სხვადახვა საკითხთან ერთად, მონაწილეებმა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობიდან, აფხაზური პასპორტებით მსოფლიოში გადაადგილების შესაძლებლობა მოითხოვეს. “მეორე სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ჰუმანიტარული საკითხების განხილვისას, აფხაზურმა მხარემ მორიგ ჯერზე აფხაზური ნაციონალური პასპორტებით მსოფლიოში გადაადგილების შესაძლებლობის მიღების საკითხი დააყენა. ამასთან, განიხილებოდა განათლების წვდომის, სამედიცინო უზრუნველყოფისა და სხვა აქტუალური საკითხები”, – ნა

ანა ბუჩუკური - მე-6 დღეა ჭიათურაში მაღაროელები გაფიცულები არიან და ითხოვენ ღირსეულ შრომით პირობებს, გვერდით დავუდგეთ ამ ადამიანებს, ვისაც როგორ შეგვიძლია

ანა ბუჩუკური: მე-6 დღეა ჭიათურაში მაღაროელები გაფიცულები არიან და ითხოვენ ღირსეულ შრომით პირობებს. დღეს მერს მივმართავ, ხვალ პარლამენტის ტრიბუნის დროს დავუთმობ ამ თემას. თუმცა მხოლოდ ეს საკმარისი არ და ვერ იქნება. გვერდით დავუდგეთ ამ ადამიანებს, ვისაც როგორ შეგვიძლია!

3 ავიაკომპანიის განაცხადი გვაქვს მიღებული, დღის ბოლომდე დავასრულებთ დოკუმენტაციის შესწავლას - მინისტრი

ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე რუსეთიდან ფრენებთან დაკავშრებით ისაუბრა. მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ეს იყო ცალმხრივი გადაწყვეტილება იყო და საქართველოს ხელისუფლებას ამაში რამე წვლილი არ მიუძღვის. ლევან დავითაშვილის თქმით, პირდაპირი ფრენების აღგენის შესახებ პუტინის განკარგულებისთანავე, გასული კვირის ბოლოს უკვე  საქართველომ  მიიღო რამდენიმე განაცხადი, როგორც რუსული, ისე ქართული ავიაკომპანიებისგან. მისი თქმით, 3 ავიაკომპანიის გა

შესაძლო საექსპორტო შეზღუდვები მესამე ქვეყნებისთვის - რას ითვალისწინებს ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი

სანქციების მეთერთმეტე პაკეტის საფუძველია მესამე ქვეყნების მეშვეობით შეზღუდვების გვერდის ავლის თავიდან აცილების ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც შემოთავაზებული იყო გერმანიის ვიცე-კანცლერის, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრის რობერტ ჰაბეკის მიერ. ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „ამ პაკეტის მეშვეობით ევროკავშირი ზრდის სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ მდგრადი მოქმედების ინსტრუმენტთა პაკეტს“, - ნათქვამია განცხადებაში.

28-29 ოქტომბერს ბოტანიკურ ბაღში ყვავილების ფესტივალი გაიმართება | ნია ტყეშელაშვილის ჩართვა (ვიდეო)

28-29 ოქტომბერს ბოტანიკურ ბაღში ყვავილების ფესტივალი გაიმართება | ნია ტყეშელაშვილის ჩართვა... ცნობისთვის,  საქართველოს ეროვნული ბოტანიკური ბაღის ორგანიზებით 28 და 29 ოქტომბერს ‘’ყვავილების გამოფენა’’  გაიმართება.    გამოფენაზე ეროვნული ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი ჯიში, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება, თბილისსა და რეგიონებში არსებული სანერგე მეურნეობების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. ღონისძიებაზე დამთვალიერებელს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეი

ბექა ლილუაშვილი - რას ნიშნავს სამუშაო ფორმატები და რატომ ვითხოვთ მათ შექმნას... (ვიდეო)

რას ნიშნავს სამუშაო ფორმატები და რატომ ვითხოვთ მათ შექმნას... ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  406575836_1704017016776400_3992934436293476473_n.mp4

პრეზიდენტი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს - ერთად შევალთ ევროკავშირში, ეს უთუოდ მოხდება, ეს არის ერთადერთი რეალური პერსპექტივა ჩვენი ქვეყნისთვის

ჩვენ ერთად შევალთ ევროკავშირში, ეს უთუოდ მოხდება, ეს არის ერთადერთი რეალური პერსპექტივა ჩვენი ქვეყნისთვის, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებს, რომელთა მიღებაც კამპანიის - „ჩვენი ხმა ევროპას“ ფარგლებში ორბელიანების სასახლეში იმართება. პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მისასალმებელ სიტყვაში ტოლერანტობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ტოლერანტობა ყოველთვის იყო საქართველოსა და კავკასიი

ბექა ლილუაშვილი - „ოცნების“ ინიციატივები, რომლებიც ჩრდილოვან მმართველობას გააძლიერებს (ვიდეო)

„ოცნების“ ინიციატივები, რომლებიც ჩრდილოვან მმართველობას გააძლიერებს. ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წვერი, დეპუტატი.  409929007_1159855271657199_1085838136919520385_n.mp4

ბექა ლილუაშვილი - სწორედ ასეთია პოლიტიკური კორუფციის ფასი - ეკონომიკა იზრდება, ასევე იზრდება 20-25 ოჯახის საბანკო და არასაბანკო ანგარიშები, იზრდება ოცნების შავი საარჩევნო ყულაბაც

გუშინ გამოქვეყნდა საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევა. ღარიბაშვილის "ეკონომიკური დუღილის" ფენომენი,  ტყუილი - ჩვენმა მოქალაქეებმა ამხილეს!, - ამის შესახებ აცხადებს საპარალამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილი.  მისივე თქმით, 20-25 ოჯახის საბანკო და არასაბანკო ანგარიშებთან ერთად, იზრდება ოცნების შავი საარჩევნო ყულაბაც.   "მანამდე იყო რუსეთის ხელისუფლება, რომელიც ასევე ღარიბაშვილის ამ ცრუ თვითკმაყოფილებას წყალი შეუყენა და რუსი ტურისტები დაგვამადლა.

თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

მერიის ინფორმაციით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აღსანიშნავად, თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა. „ევროკომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველომ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა - გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დადებითი რეკომენდაცია ევროკომისიამ მიმდინარე წლის ნოემბერში გასცა, დღევანდელი გადაწყვეტილებით კი ქვეყანას აღნიშნული სტატუსი ოფიციალურად

გიტანას ნაუსედა - ვულოცავ საქართველოს კანდიდატის სტატუსს, თქვენ დაიმსახურეთ ეს - თვალს ვადევნებდი, რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში, ნამდვილად კარგი გრძნობაა და ნება მიბოძეთ, გულით ვიზეიმო

ვულოცავ საქართველოს კანდიდატის სტატუსს, რადგან თქვენ დაიმსახურეთ ეს. ვიცი, როგორი იყო რეაქცია და თვალს ვადევნებდი, რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში. ნამდვილად კარგი გრძნობაა და ნება მიბოძეთ, გულით ვიზეიმო, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მეორე დღეა ევროპული საბჭოს სამიტი მიმდინარეობს. „საოცარი პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, გუშინ ჩვენ ვსაუბრობდით უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან დაკავშირებულ დაბრკოლებებზე და დღეს ჩვენ ვზეი

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე - ვულოცავ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს - ველით რეფორმების მხარდაჭერას, რომლებსაც თქვენი მოქალაქეები ითხოვენ

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ, ბენ კარდინმა, უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს ევროპული საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიულოცა. „ვულოცავ უკრაინას, მოლდოვასა და საქართველოს! ჩვენ მივესალმებით ამ წინსვლას და მოუთმენლად ველით იმ რეფორმების მხარდაჭერას, რომლებსაც თქვენი მოქალაქეები ითხოვენ. ეს პროგრესი იმის ნიშანია, თუ რა გელით მომავალში, როცა ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში თქვენს კანონიერ ადგილს დაიკავებთ“, - წერს ბენ კარდინი სოციალურ ქსელ X-ზე (ყოფილი „ტვიტე

ბექა ლილუაშვილი - „ოცნება“ ივანიშვილს უხდის მადლობას კანდიდატის სტატუსისთვის, „ნაც.მოძრაობა” სააკაშვილს და არცერთს ახსენდება ის გმირები, ვინც სისხლით გადაიხადეს ამ ყველაფრის ფასი (ვიდეო)

„ოცნება“ ივანიშვილს უხდის მადლობას კანდიდატის სტატუსისთვის, „ნაც.მოძრაობა” სააკაშვილს და არცერთს ახსენდება ის გმირები, ვინც სისხლით გადაიხადეს ამ ყველაფრის ფასი." ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  411617032_1116464322856092_2173060871085595030_n.mp4

ლილუაშვილი - „ოცნება“ საკუთარ ამომრჩეველსაც ვერ პასუხობს, რატომ აძლევს სააკაშვილს სასამართლო დარბაზიდან თათბირების ჩატარების უფლებას და რატომ ანიჭებს მას პრივილეგიებს

ბექა ლილუაშვილი, პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე: ჩვენი გუშინდელი სააკაშვილთან დაკავშირებული ბრიფინგის, შეკითხვის მთავარი ადრესატები „ოცნებიდან“ ისევ დაიმალნენ! ოცნება რომელსაც პატიმარ სააკაშვილთან დაკავშირებით, ჩვენ მიერ გამოთქმული ლეგიტიმური ეჭვები უნდა გაეფანტა. კითხვებზე  პასუხი უნდა გეცა,  ისარგებლა გუშინდელი საინფორმაციო ხმაურით და  უბრალოდ კიდევ ერთხელ დაიმალა!  გასაგებია, რომ უცებ ვერ გასცემდნენ პასუხს ისეთ შეკითხვას, რომელზეც აგებულია

ბექა ლილუაშვილი „ქართულ ოცნებაზე“ - პარტიულ ყრილობებს თუ არ უშლის ხელს ახალი წელი, სამუშაო ფორმატების შექმნას რით უშლის ხელს, ვის „აბოლებენ“ ამით?

ორი თვე გავიდა, იძახიან, რომ ახალი წელია. პარტიულ ყრილობებს თუ არ უშლის ხელს ახალი წელი, სამუშაო ფორმატების შექმნას რით უშლის ხელს. ვის „აბოლებენ“ ამით? შექმნან სამუშაო ფორმატები და დაიწყონ შინაარსობრივად რეფორმების განხორციელება, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ არ სურს შინაარსობრივი რეფორმები გაატაროს და ცდილობს მნიშვნელობა დაუკარგოს მოლაპარაკებებში ჩართვას. „სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესია, რომ ჩვენ რაც

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვა დადასტურდა

საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ბაქოში მომხდარი აფეთქების შედეგად საქართველოს მოქალაქის დაღუპვა დადასტურდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყებაში განუცხადეს, საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან. „დადასტურდა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში, ბინაგადის რაიონში ერთ-ერთ ს

ბერდია სიჭინავა - 30 დეკემბერს ივანიშვილი არწმუნებდა ხალხს, რომ პრემიერი და მთავრობა არ შეიცვლებოდა, თუმცა მორიგი ტყუილი აღმოჩნდა მისი მხრიდან

"30 დეკემბერს ივანიშვილი არწმუნებდა ხალხს, რომ პრემიერი და მთავრობა არ შეიცვლებოდა, თუმცა მორიგი ტყუილი აღმოჩნდა მისი მხრიდან. რეალურად, ფუნქციურად არაფერი შეიცვლება, ყველაზე ნეგატიური რეიტინგის მქონდე ადამიანი, თავად "ოცნების" ამომრჩევლებშიც კი, დაინიშნა პრემიერ მინისტრად."    ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1545579542958439/

შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, კოტე ჭილაიამ შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული კაცის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოიყენა 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით. ბრალდებული 80 წლამდე კაცია. პროკურორ ანა როყვას ცნობით, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ბრალდების მხარე აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვდა. უწყება მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ანა როყვას თქმით, საქმეში არის მოწმეთა ჩვენებები და ვიდეომტკიცებულ

კლინიკებს, სადაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6%-ზე მაღალი იქნება, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაფინანსებას შეუწყვეტენ

კლინიკების ნაწილს დოკუმენტი გაეგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ თუ პაციენტების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6 %-ზე მაღალი ექნებათ, სახელმწიფო დაფინანსებას შეუწყვეტენ. წერილი კლინიკების ნაწილს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ გაუგზავნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯეოჰოსპიტალში“ განუმარტეს, მსგავსი შინაარსის წერილი ნამდვილად მიიღეს და კომუნიკაციები მიმდინარეობს ლეტალობის დათვლის მექანიზმის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. "ეს დოკუმენტი რეალურად რამდენიმე კლინიკაში მივიღეთ. ჩვენ გარკვეულ კომუნი

ლევან მურუსიძე - მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე, მაგრამ არავინ აპირებს კეთილსინდისიერების შემოწმებას, ჩანს, ძალიან ბევრს წინასწარ გამოუტანეს განაჩენი - ქმნიან ნოყიერ ნიადაგს, რომ ისინი სისტემიდან გაყარონ

მე ვარ კეთილსინდისიერი მოსამართლე, - ამის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებს ე.წ. ვეტინგთან დაკავშირებით განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, წლების განმავლობაში მიმდინარეობს სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია და მოსამართლეების დევნა, რომ სასამართლო სისტემიდან მოსამართლეები გაყარონ. „წლების განმავლობაში მიდის სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია, პირდაპირ მოსამართლეების დევნა, დემონიზაცია, ანუ ქმნიან ნოყიერ ნიადაგს იმისთვის,

გიორგი შარაშიძე - “ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” რომ ჩავტოვოთ 50%-ს ქვემოთ, ამის გასაღები მხოლოდ გახარიას პარტიას უჭირავს

“ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” რომ ჩავტოვოთ 50%-ს ქვემოთ, ამის გასაღები მხოლოდ გახარიას პარტიას უჭირავს.” გიორგი შარაშიძე, თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/370335359222478/

მსხილაძე: საარჩევნო კოდექსის პარლამენტის ვერსიით მივიღებთ ერთპარტიულ ცესკოს

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის განცხადებით, თუ პარლამენტი “საარჩევნო კოდექსში” დაგეგმილ ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს და მმართველი პარტიის ვერსისას დაამტკიცებს, მივიღებთ ერთპარტიულად დაკომპლექტებულ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. დღეს, 18 მარტს პარლამენტმა საარჩევნო კანონმდებლობასა და რეგლამენტში შეტანილი ცვლილებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოს – მოტივირებული შენიშვნების განხილვა დაიწყო. გიორგი მსხილაძემ მოტივირებული შენიშვნები იურიდიულ საკითხთა

ზაზა თავაძე - გახარიას გუნდი “საქართველოსთვის“ ჩაერთვება საკონსტიტუციო განხილვებში, რომელიც “ოცნებამ” დაანონსა. ჩვენ არ მივცემთ მათ იმის საშუალებას, რომ პოლიტიკურ პროპაგანდად აქციონ ეს თემა

გახარიას გუნდი “საქართველოსთვის“ ჩაერთვება საკონსტიტუციო განხილვებში, რომელიც “ოცნებამ” დაანონსა. ჩვენ არ მივცემთ მათ იმის საშუალებას, რომ პოლიტიკურ პროპაგანდად აქციონ ეს თემა და გამოიყენონ ბავშვებთან მიმართებაში, მათი უფლებების შელახვაში. ზაზა თავაძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/773888138029842/

პრეზიდენტი - არ უნდა დაისაჯოს ქართველი ხალხი, არ შეიძლება სანქციები ქვეყანაზე იყოს დაწესებული - ინდივიდუალურ სანქციებზე არასოდეს ვსაუბრობ, ეს არ არის ჩემი როლი

არ უნდა დაისაჯოს ქართველი ხალხი, არ შეიძლება სანქციები ქვეყანაზე იყოს დაწესებული, სანამ ქვეყანამ, დემოკრატიულად არ გასცა პასუხი არჩევნებში, თუ როგორი მომავალი უნდა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებთან შეხვედრისას სანქციებთან დაკავშირებულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. კერძოდ, ახალგაზრდის კითხვაზე, არის თუ არა აშშ-ის მიერ დაწესებული სავიზო შეზღუდვები, რომელიც „ქართული ოცნების“ წევრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცველებს, კერძო პირებსა და მათი ოჯახის

ანა ბუჩუკური - ხელისუფლება ჩვენს წყობიდან გამოყვანას ცდილობს - მათ ჭკუით უნდა ვაჯობოთ, ჩვენი თავი, ემოციები ხელში ავიყვანოთ, რომ ეს ქვეყანა მშვიდად მივიყვანოთ არჩევნებამდე იმიტომ, რომ არჩევნებზე რეჟიმი დამარცხებული იქნება

ხელისუფლება ჩვენს წყობიდან გამოყვანას ცდილობს - მათ ჭკუით უნდა ვაჯობოთ, ჩვენი თავი, ემოციები ხელში ავიყვანოთ, რომ ეს ქვეყანა მშვიდად მივიყვანოთ არჩევნებამდე იმიტომ, რომ არჩევნებზე რეჟიმი დამარცხებული იქნება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, რაც ახლა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ხდება, ტერორია და თუ ვინმეს ჰქონდა კითხვა, „რატომ არის ეს კანონი რუსული, ზუსტად ამიტომ“. „მე თვითონ შევესწარი, შემოსვლისას,
×
×
  • შექმენი...