Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.107.833

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

რუსული ჭურვის შედეგად დაზიანებული კოშკის აღდგენის პროექტმა კულტურული მემკვიდრეობის პრესტიჟული ჯილდო მოიპოვა

ხევსურეთში რუსული ჭურვის შედეგად დაზიანებული კოშკის აღდგენის ქართულმა პროექტმა მემკვიდრეობის სფეროში ევროპის უმაღლესი აღიარების  ჯილდო მოიპოვა. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ფონდი ავრცელებს. ფონდის ცნობით, „ევროპა ნოსტრას“ ერთ-ერთი გამარჯვებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის – ცისკარაულების კოშკის რეაბილიტაციაა, რომელიც დასავლელი პარტნიორების დაფინანსებით გახდა შესაძლებელი და ქართველი და ევროპელი პროფესიონალებისა და  ახალგაზრდა მოხალისეების ერთობლივი მუშაობის შედეგია. „ევროპა ნოსტრ

ზაზა თავაძე - დღეს, სასამართლო ხელისუფლებას სრულად აკონტროლებს ივანიშვილი და მის დაკვეთებს ასრულებს ჩინჩალაძე-მურუსიძის მეშვეობით (ვიდეო)

დღეს, სასამართლო ხელისუფლებას სრულად აკონტროლებს ივანიშვილი და მის დაკვეთებს ასრულებს ჩინჩალაძე-მურუსიძის მეშვეობით. ზაზა თავაძე., პარტია "გახარია საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1147771196435039

ანა ბუჩუკური - ამ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ ყველა ხელისუფლებამ უნდა შეიგნოს, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებით ვაჭრობა არავის გაუვა (ვიდეო)

ამ ქვეყანაში, ერთხელ და სამუდამოდ ყველა ხელისუფლებამ უნდა შეიგნოს, რომ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებით ვაჭრობა არავის გაუვა. ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7543376972457028

პრეზიდენტი - თავდაცვის ძალებისთვის გამიზნული 30 მილიონი ევროს გაყინვა პასუხია ხელისუფლების ანტიევროპულ და ანტიდასავლურ ქმედებებზე - რატომაა ეს კანონი რუსული? რატომ და ამიტომ!

აქ ნიშნის მოგების დრო არაა, მხოლოდ დიდი წუხილის: აშშ-ს მიერ წვრთნების გაუქმებას მოჰყვა ევროკავშირის გადაწყვეტილება თავდაცვის ძალებისთვის გამიზნული 30 მილიონი ევროს გაყინვა - ეს პასუხია ამ ხელისუფლების ანტიევროპულ და ანტიდასავლურ რიტორიკასა და ქმედებებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის ევროკავშირის მხრიდან დაფინანსების გაყინვას გამოეხმაურა. პრეზიდენტის თქმით, აღნიშნული ნაბიჯებით პარტნიორები საზოგადოებ

ოლაფ შოლცი - გერმანიის ისტორიის გათვალისწინებით, ჩვენ უკრაინის მხარეს უნდა ვიყოთ

გერმანიის ისტორიის გათვალისწინებით, ჩვენ უკრაინის მხარეს უნდა ვიყოთ, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ადოლფ ჰიტლერის წარუმატებელი მკვლელობის მცდელობის მე-80 წლისთავზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. „ჩვენი საკუთარი ისტორიის გათვალისწინებით, გერმანიისთვის ამ სიტუაციაში მხოლოდ ერთი ადგილი შეიძლება არსებობდეს: უკრაინის მხარეს. 2024 წელს არ შეგვიძლია ამ 20 ივლისის აღნიშვნა უკრაინის მამაც მოქალაქეებზე ფიქრის გარეშე, რომლებიც ორ წელზე მეტია ეწინააღმდეგებიან დანაშაულებრივ რუსულ აგრ

გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ რიკოთის მონაკვეთზე გზა გაწმენდილია და საავტომობილო მოძრაობა შეუფერხებლად მიმდინარეობს

რიკოთზე გზის სავალ ნაწილზე ჩამოსული წყლისა და ტალახის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდული იყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, გზის მშენებარე მონაკვეთთან ჩამოსული წყალი და ტალახი უკვე გაწმენდილია. მათივე თქმით, ამ დროისთვის მოძრაობა რიკოთზე შეუფერხებლად მიმდინარეობს. იპნ

გიორგი გახარია - მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გამოაქვეყნონ ყველა განკარგულება... ეს განკარგულებები, რომ გამოქვეყნდეს, "ოცნება" არჩევნებს მოიგებს კი არა, ბევრი ქვეყნიდან გაიქცევა (ვიდეო)

"მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, გამოაქვეყნონ ყველა განკარგულება. მათ თუ უნდათ ეს არჩევნები იყოს ღია და კონკურენტული, საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ინფორმირებული არჩვანის გაკეთების შესაძლებლობა, მაშინ ყველაფერი უნდა გამოაქვეყნონ. ბევრად უფრო რთული იქნება მათთვის არგამოქვეყნებული განკარგულებები. ამ პატარა, მშიშარა, კორუმპირებულ ბიჭებს ჰგონიათ, საქართველოს მოქალქეებს რომ ფული მოპარეს, ვინმეზე მაღლა დადგნენ. ეს განკარგულებები, რომ გამოქვეყნდეს, "ოცნება" არჩევნებს მოიგებს კი არა, დარწმუნებული ვარ

ანა ბუჩუკური - კორუფციონერ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს ყოველგვარი მორალური თუ პოლიტიკური უფლება, სხვის გამჭვირვალობაზე ისაუბროს (ვიდეო)

კორუფციონერ ხელისუფლებას გამოცლილი აქვს ყოველგვარი მორალური თუ პოლიტიკური უფლება, სხვის გამჭვირვალობაზე ისაუბროს.  ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1177944966849607/

ნათია მეზვრიშვილი - „ოცნება“ აპირებს გააფართოოს ამნისტიის არეალი - გადაწიოს თარიღი 1 ივლისის შემდეგ და ამნისტია შეახოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ ძალადობისკენ მოწოდებას- ნამდვილ ამნისტიას ჩვენი გუნდი არჩევნების შემდეგ დააინიცირებს

„ოცნება“ აპირებს გააფართოოს ამნისტიის არეალი - გადაწიოს თარიღი 1 ივლისის შემდეგ და ამნისტია შეახოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ ძალადობისკენ მოწოდებას. ყოველგვარი ანალიზის გარეშე, პოლიტიკური გემოვნებით ემატება სხვა საშიში მუხლებიც, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, ამნისტიის შესახებ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.   მისივე თქმით, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ გუნდმა, შესაბამისი ექსპერტების მონაწილეობით

სახელმწიფო დეპარტამენტში რუსეთის დაზვერვის განცხადებას საქართველოში არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით „აბსოლუტურად მცდარს“ უწოდებენ

რუსეთის სამხედრო დაზვერვის ბრალდებას საქართველოს არჩევნებში მოსალოდნელ ჩარევასთან დაკავშირებით, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან პასუხობს და აცხადებს, რომ „ეს აბსოლუტურად“ მცდარია. მეთიუ მილერის განცხადებით, აშშ-ს სურს, მხარი დაუჭიროს დემოკრატიას და თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მთელ მსოფლიოში, რუსეთის განცხადება კი სრული აბსურდია. “ეს აბსოლუტურად მცდარია. პირველი შემთხვევა არაა, რომ რუსეთის დაზვერვის სამსახურების ასეთ ბრალდებებს

პრეზიდენტი - ამ გადამწყვეტ მომენტში ევროპული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - მორალური მხარდაჭერა და დამკვირვებლები არჩევნებზე ქართველ ხალხს გააძლიერებს

ამ გადამწყვეტ მომენტში ევროპული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პლატფორმა X-ზე წერს. ზურაბიშვილის თქმით, „ერის სახელით მადლიერება გამოხატა საქართველოს მეგობრის, შარლ მიშელის მიმართ, რომელიც ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს მტკიცედ უჭერს მხარს”. „ამ გადამწყვეტ მომენტში ევროპული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია - მორალური მხარდაჭერა და დამკვირვებლები არჩევენბზე ქართველ ხალხს გააძლიერებს მაშინ, როცა ევროპული მომავლის მიმართ ჩ

სამინისტრო პრეზიდენტს პასუხობს: ინფორმაციის შეგროვება ემსახურება მშობლებთან სწრაფ და მარტივ კომუნიკაციას

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, „თითქოს სკოლებში კონკრეტული მიზნებისთვის ხდება ბავშვების პირადი მონაცემების შეგროვება, სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება”. სამინისტრო აღნიშნავს, რომ „მსგავსი სახის დეზინფორმაციის გავრცელება არის მიზანმიმართული ქმედება, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ განათლების სისტემის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად”. განცხადებაში სამინისტრო განმარტავს, რომ პერიოდულად სკოლების მიე

გიორგი გახარია - თუ საარჩევნო უბნებზე მივა 2 მილიონი ამომრჩეველი, მაშინ „ოცნების“ მხარდაჭერა იქნება 28%, ხოლო თუ მივა 1 მილიონი, მაშინ 60% - სწორედ აქ წყდება ქვეყნის ბედი, ყველაფერი ჩვენს ხელშია, გთხოვთ, აუცილებლად მიდით არჩევნებზე!

ფაქტია, რომ ყველაფერი ჩვენს ხელშია ამიტომ, გთხოვთ, აუცილებლად მიდით არჩევნებზე, არ მისცეთ ხმა „ქართულ ოცნებას“, არ მისცეთ ხმა „ნაციონალურ მოძრაობას , - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ არჩევნებამდე ერთი დღით ადრე შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, თუ ამომრჩეველი ხმას მისცემს პარტიას, „გახარია საქართველოსთვის“ , ისინი არ დაუშვებენ „ოცნების“ დამარცხებას ისე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ რამე შანსი ჰქონდეს ხელისუფლებაში დაბრუნები

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა - საქართველოში არჩევნების დღეა! ჩვენი დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან განლაგებულები

საქართველოში არჩევნების დღეა! ჩვენი დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან განლაგებულები, - ამის შესახებ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA) სოციალურ ქსელში წერს. „საქართველოში არჩევნების დღეა! ჩვენი დამკვირვებლები მთელი ქვეყნის მასშტაბით არიან განლაგებულები, რათა საპარლამენტო არჩევნები საქართველოს მიერ ეუთო-ს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით შეაფასონ“, - წერს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა. იპნ

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ჩამოდის

საქართველოს 28-29 ოქტომბერს ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, 29 ოქტომბერს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრ ორბანის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. „უნგრელ კოლეგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე უმასპინძლებს. გაიმართება შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდე

მეზვრიშვილი: საარჩევნო კომისიებში იყვნენ „ოცნებასთან" დაკავშირებული ადამიანები

პარტია „გახარია-საქართველოსთვის“ აცხადებს, რომ რეგიონებში საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებში განაწილებული იყვნენ ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული არიან მმართველ გუნდთან. ნათია მეზვრიშვილის თქმით, მათ შორის: ნათია მეზვრიშვილმა წარმოადგინა ფოტოები, რომლებზეც ჩანს, რომ საარჩევნო კომისიის წევრებმა დაარღვიეს ეთიკის კოდექსის მუხლები. მისი თქმით:

შვედეთის ელჩი - ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებულია, წელს საქართველო უკან წავიდა, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება გაჩერებულია

ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებულია, წელს საქართველო უკან წავიდა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება გაჩერებულია, - ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩი, ანა ლიბერგი X-ის პირად გვერდზე წერს, რითაც საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის გუშინდელ განცხადებებს ეხმაურება. მისი თქმით, ევროკავშირის კარი ღია რჩება, როდესაც საქართველო ევროკავშირის გზას დაუბრუნდება. „მესიჯი ცხადია: ევროკავშირში გაწევრიანება დამსახურებაზე დაფუძნებულია. სრულიად დამოკიდებულია თითო

გიორგი გახარია - სამი სისტემური კრიზისის წინაშე ვდგებით: პოლიტიკური იზოლაცია, საერთაშორისო ურთიერთობების კრიზისი, ეკონომიკური და უსაფრთხოების კრიზისი

„სამი სისტემური კრიზისის წინაშე ვდგებით: პოლიტიკური იზოლაცია, საერთაშორისო ურთიერთობების კრიზისი, ეკონომიკური და უსაფრთხოების კრიზისი“ — გიორგი გახარია.     ინტერვიუ სრულად  youtu.be/h5T7ALkqp-o?si=hPUutz3LraL-yO_4

გიორგი გახარია - ჩვენ ამაში [სამოქალაქო პროტესტში] აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას და ვიქნებით იქ, სადაც ჩვენი ამომრჩეველი იქნება

„ჩვენ ამაში [სამოქალაქო პროტესტში] აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას და ვიქნებით იქ, სადაც ჩვენი ამომრჩეველი იქნება“ — გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ინტერვიუ სრულად  youtu.be/h5T7ALkqp-o?si=hPUutz3LraL-yO_4

ბერდია სიჭინავა - ჩვენ, ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, რაღაც რიტუალებში მონაწილეობა არ გვჭირდება, იმიტომ, რომ ჩვენს სიტყვას და საქმეს აქვს ფასი (ვიდეო)

ჩვენ, ჩვენს პოლიტიკურ პარტიას, რაღაც რიტუალებში მონაწილეობა არ გვჭირდება, იმიტომ, რომ ჩვენს სიტყვას და საქმეს აქვს ფასი. სიტყვა გვითქვამს და ის ქცეულა საქმედ. ჩვენგან ეს პარლამენტი ვერ მიიღებს ლეგიტიმაციას. საერთო მიზანი უნდა გვამოძრავებდეს ყველას - ამ ქვეყანაში იმედის გადარჩენა. ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/520310834338005

ანა ბუჩუკური - თუ ეს გაყალბებული არჩევნები ივანიშვილს შერჩა, 2025 წლის არჩევნებს კი არა, ათწლეულების განმავლობაში არჩევნებს, შესაძლოა, აზრი არ ჰქონდეს

თუ ეს გაყალბებული არჩევნები ივანიშვილს შერჩა, 2025 წლის არჩევნებს კი არა, ათწლეულების განმავლობაში არჩევნებს, შესაძლოა, აზრი არ ჰქონდეს ამ ქვეყანაში, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ანა ბუჩუკურმა “ინტერპრესნიუსს” თსუ-სთან განუცხადა. ბუჩუკურის თქმით, ივანიშვილი ამდენი წლის მანძილზე ახალგაზრდებს ვერ ხედავდა და ახლა მოუწევს, რომ დაინახოს. „ახალგაზრდების აქციები ყოველთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩემთვის პირადად. მე არ ვარ ორგანიზატორი, უბრალოდ ამ ადამიანების გვერდში ვდგავარ

მარკეტა გრეგოროვა - რეზოლუციაში გაწერილია ნათელი ნაბიჯები - მიზანმიმართული სანქციები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან საარჩევნო მანიპულაციების უკან

რეზოლუციაში გაწერილია ნათელი ნაბიჯები. მაგალითად, ინდივიდუალურად, მიზანმიმართული სანქციები იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც არიან საარჩევნო მანიპულაციების უკან, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარკეტა გრეგოროვამ სტრასბურგში პრესკონფერენციაზე განაცხადა. მარკეტა გრეგოროვას თქმით, რეზოლუციაში, რომელსაც ევროპარლამენტი მიიღებს, საუბარი იქნება მოგზაურობის აკრძალვაზე ინდივიდებისთვის, რადგან „ამ ადამიანებს აქვთ ფუფუნება, რომ ივანიშვილის რეჟიმის ფარგლებში იახტით მოგზაურობდნენ ევროპაში და არ უნდა მივ

გიორგი გახარია - ეს რა უბედურებაა? როდემდე შეიძლება ჩვენი შვილები სცემონ ვიღაც ნიღბიანმა პოლიციელებმა, რომელთაც არანაირი საიდენთიფიკაციო ნიშნები არ აქვთ (ვიდეო)

შინაგან საქმეთა მინისტრი მეც ვიყავი. ერთ უნიღბო პოლიციელს ვერ იპოვის ადამიანი რამე რომ დასჭირდეს. ეს რა უბედურებაა? როდემდე შეიძლება ჩვენი შვილები ცემონ ვიღაც ნიღბიანმა პოლიციელებმა, რომელთაც არანაირი საიდენთიფიკაციო ნიშნები არ აქვთ. ყველა არის ნიღბით, რაც პირდაპირ დაუსჯელობის სინდრომს ნიშნავს. ეს არასდროს მომხდარა აქამდე... გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.   AQNpFAbZdOBWwUo-zQeNAqBC8oNWrdk9Utx-9QfTOVOwkoRQnLt5HEd2HY4hDYHidB42_AZxkVrIv41PsZludIIl.mp4

საკონსტიტუციო სასამართლომ 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტისა და 30 პოლიტიკოსის სარჩელები არსებით განსახილველად არ მიიღო

საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ პრეზიდენტის და 30 პოლიტიკოსის კონსტიტუციური სარჩელები არსებით განსახილველად არ მიიღო. განჩინება, რომელიც სასამართლოს ვებ გვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა, საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება. განჩინებას თან ერთვის მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის განსხვავებული აზრი სარჩელების არსებითად განსახილველად მიღებაზე უარის თქმასთან დაკავშირებით, სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომე

აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა 18 წლის საბა ჯიქიას - მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა ანზორ კვარაცხელიაც

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით მგელიაშვილმა აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა თბილისში მიმდინარე აქციაზე დაკავებულ 18 წლის ბიჭს, საბა ჯიქიას.  ჯიქია 5 დეკემბერს დააკავეს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ადვოკატი ამბობს, რომ ჯიქია სწავლობა, მუშაობდა და არანაირი შეხება არ ჰქონია სამართალდამცავ ორგანოებთან. დღესვე გაიმართა კიდევ ერთი დაკავებულის, ანზორ კვარაცხელიას პროცესი. მგელიაშვილმა
×
×
  • შექმენი...