Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.457
  • comments
    0
  • views
    748.476

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ბერდია სიჭინავა - მოსამართლემ, მე - ექიმი არ ვარ, სამედიცინო შემოწმება ჩავუტაროო... დადგინდა, რომ ჩვენს თანაგუნდელს, ცემისგან 3 ნეკნი აქვს ჩამტვრეული - ჩამტვრეული ნეკნებით, ადამიანს, 8 დღე საკანში, ნარზე წოლაში გაატარებინეს

"მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ (ოროსანი იურისპრუდენციაში) ერთ-ერთი ჩვენი თანაგუნდელის საქმის განხილვისას, როცა ვითხოვდით მისთვის სამედიცინო შემოწმების ჩატარებას, რადგან ძალიან ნაცემი იყო, მე ექიმი არ ვარო და 8 დღით გაუშვა ადამიანი იზოლატორში… დღეს, იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ ჩატარებული სამედიცინო შემოწმებით დადგინდა, რომ ცემისგან 3 ნეკნი აქვს ჩამტვრეული… ჩამტვრეული ნეკნებით ადამიანს 8 დღე საკანში ნარზე წოლაში გაატარებინეს…", - წერს სოციალურ ქსელში პარტია "გახარია საქართველოსთვის

პატიმრობა შეუფარდეს ფოტოგრაფს, რომელსაც ეგონა, რომ “ტიტუშკები” მისდევდნენ და პოლიციას დახმარება სთხოვა

მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ 1-კვირიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა 22 წლის ფოტოგრაფს, ლუკა ღვინიაშვილს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა, თავად ღვინიაშვილი კი ამბობს, რომ პირიქით, პოლიციას დასახმარებლად მიმართა ღვინიაშვილი 12 ოქტომბერს, დაახლოებით ღამის 3 საათზე დააკავეს. ის მეგობრის სახლიდან გამოვიდა და საკუთარ სახლში მიდიოდა. სადარბაზოდან გამოსულმა დაინახა BMW-ს მარკის, თეთრი, დაბურულმინებიანი მანქანა, საიდანაც სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული აგრესი

„ბოიკოტს ვუცხადებ პრეზიდენტის არჩევნებს“ - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თემურ მჟავია, რომელიც, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის ამრჩევი კოლეგიის წევრია, ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს, რომლითაც დღეს, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის არჩევას გეგმავს. დღეს, 14 დეკემბერს, „ქართული ოცნება“ ატარებს პრეზიდენტის არჩევნებს, რომელშიც ერთადერთი კანდიდატი მონაწილეობს. ეს „ოცნების“ მიერ დასახელებული კანდიდატი, ყოფილი ფეხბურთელი და პარლამენტის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილია. მან საზოგადოებას თავი გინებით, ზიზღის ენით და ანტიდასავლური გ

„მენტალურ რუსს ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ავირჩევ, არც ამ არჩევნების ლეგიტიმურობას ვიზიარებ“ - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი

„მენტალურ რუსს ქვეყნის პრეზიდენტად ვერ ავირჩევ და საერთოდ, არც ამ არჩევნების სამართლიანობას და მის ლეგიტიმურობას ვიზიარებ“, – ამის შესახებ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ზურაბ ჯგუბურია პარლამენტში დაგეგმილ „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით აცხადებს. ზურაბ ჯგუბურიას გარდა, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თემურ მჟავიაც, რომელიც, კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის ამრჩევი კოლეგიის წევრია, ბოიკოტს უცხადებს არჩევნებს, რომლითაც დღეს, „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის არჩე

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრი ადა მარშანია “ქართულ ოცნებას“ - საქართველოსაც ზიანი მიაყენეთ და თქვენს თავსაც - მე არ შემოვხაზავ მიხეილ ყაველაშვილს

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ადა მარშანიამ პრეზიდენტობის კანდიდატს მიხეილ ყაველაშვილს მხარი არ დაუჭირა და პარლამენტის პლენარული სხდომის დარბაზში მიმდინარე არჩევნებზე “ქართულ ოცნებას” მიმართა, რომ კანდიდატი უკეთესად უნდა შეერჩია. როგორც მან განაცხადა, ყაველაშვილის წარდგენით “ქართულმა ოცნებამ” ზიანი ქვეყანასაც მიაყენა და საკუთარ თავსაც. მარშანიას თქმით, მას ყაველაშვილის კანდიდატურა არ მოსწონს, ამიტომ საარჩევნო ყუთში ცარიელ ბიულეტენს აგდებს. „უფრო უკეთესად უნდა მოგეფიქრებინათ. თ

აქციის მონაწილეები პარლამენტთან დიპლომებით მივიდნენ

საქართველოს პარლამენტთან აქცია სახელწოდებით: „ვაჩვენოთ დიპლომი ყაველაშვილს“ მიმდინარეობს. შესაბამისად, მომიტინგეებმა საკანონმდებლო ორგანოსთან საკუთარი დიპლომები მიიტანეს. აქციის მონაწილეების თქმით, ამგვარი ფორმით აპროტესტებენ პარლამენტის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე „უდიპლომო, გაუნათლებელი კანდიდატის“, მიხეილ ყაველაშვილის არჩევას. „ქართველ ხალხს იმისთვის არ მიგვიღია განათლება, რომ გვყავდეს უვიცი, გაუნათლებელი პრეზიდენტი, რომელიც ამავე დროს არალეგიტიმურია“, - აცხადებენ აქციის მონაწილე

აქციის მონაწილეები პარლამენტთან ბურთს თამაშობენ

„ყაველ, ჩამოდი, ბურთი გვეთამაშე“, - ამ სიტყვებით მიმართავენ საქართველოს პარლამენტთან მყოფი მოქალაქეები მიხეილ ყაველაშვილს, რომელიც „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატია. მოქალაქეებმა პარლამენტთან ბურთები მიიტანეს და თამაში დაიწყეს. ისინი ამგვარი ფორმით გამოხატავენ პროტესტს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის დასახელების გამო. გარდა ბურთებით თამაშისა, აქციის მონაწილეებს პარლამენტთან დიპლომებიც აქვთ მიტანილი. პარალელურად იმის შეძახილები

მაკრონი: ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი არ შეიძლება

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვიდეო მიმართვა ჩაწერა, სადაც საქართველოში შექმნილ ვითარებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ჩაწერილი ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ღალატი არ შეიძლება. და ბოლოს, მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ თქვენი ევროპული და დემოკრატიული მისწრაფებების მხარდასაჭერად. საქართველოს ვერ ექნება ევროპულ გზაზე წინსვლის იმედი, თუ მშვიდობიან დემონსტრაციებს ძალის არაპროპორციული გამოყენებით ახშობენ, თუ სამოქალაქო

დიმიტრი ცქიტიშვილი - “ოცნება” ვერ მართავს ამ ქვეყანას, რადგან არ აქვს ლეგიტიმაცია, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ (ვიდეო)

“ოცნება” ვერ მართავს ამ ქვეყანას, რადგან არ აქვს ლეგიტიმაცია, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/953565259981087

ევროპის კინოაკადემია მოუწოდებს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს ანდრო ჭიჭინაძე

ევროპის კინოაკადემია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც სისხლის სამართლის ბრალდებითაა დაკავებული. „ევროპის კინოაკადემია მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე. როგორც ჩანს, დაკავება არის მთავრობის უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილი მშვიდობიანი პროტესტის ჩახშობისა და საზოგადოების დაშინების მიზნით, რაც სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოში გამოხატვის თავისუფლებისა და ხელოვანების

ევროპარლამენტარები: ვითხოვთ დაკავებული დემონსტრანტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

საქართველოში ვიზიტის შემდეგ, ევროპარლამენტარების დელეგაცია ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს „კრიტიკულ გზაჯვარედინზეა” და მისი დემოკრატიული მომავალი საფრთხის ქვეშაა. ისინი მოითხოვენ ყველა პოლიტიკური პატიმრის, მათ შორის დაკავებული დემონსტრანტების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას, იმეორებენ მოწოდებას სანქციების შესახებ და სთხოვენ ევროკავშირის წევრ სახელმწფიოებს, ინდივიდუალურად დააწესონ სანქციები. უნდა განიხილონ დამატებითი ეკონომიკური სანქციებიც, აშშ-ის ადმინი

პრეზიდენტი - უაზრო პროვოკაციას გვიწყობს ქალაქის ე.წ. მერი, რომელმაც დაგეგმა ხვალ, 19:00 საათზე ვითომდა ნაძვის ხის ანთება - თუ რამე მოხდა, პასუხისმგებლობა მთლიანად და მხოლოდ პირადად მასზე იქნება!

დავიწყებ ხვალინდელი დღით და იმ უაზრო პროვოკაციით, რომელსაც გვიწყობს ქალაქის ე.წ. მერი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილმა მიმართა დედაქალაქის მერს კახა კალაძეს და საზეიმო ღონისძიების მოწყობა ორბელიანების სასახლის წინ შესთავაზა. მისივე განმარტებით, თუ რაიმე პროვოკაციას ექნება ადგილი პარლამენტთან, პასუხისმგებლობა სწორედ დედაქალაქის მერს დაეკისრება. “დავიწყებ ხვალინდელი დღით და იმ უაზრო პროვოკაციით, რომელსაც გვიწყობს

სალომე ზურაბიშვილი - აქ ვარ და აქ ვიქნები, არსად მივდივარ - თუ ვინმეს ქვეყანაში მშვიდობა უნდა, თუ ვინმეს უნდა, რომ კრიზისიდან რაიმე ფორმით გამარჯვებულები გამოვიდეთ, არსებობს ერთადერთ გზა, არჩევნების გზა

აქ ვარ და აქ ვიქნები, არსად არ მივდივარ, იმიტომ, რომ ქვეყანას ამ მომენტში აუცილებლად სჭირდება ლეგიტიმური ინსტიტუტი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი მშვიდობიანი გზა არის ახალი არჩევნები. „ამბობენ, რომ არ ვიცით, რა მოთხოვნა დგას ამ პროტესტის უკან. ეს უზარმაზარი პროტესტი არის მხოლოდ ერთი რამისთვის, დაინიშნოს ახალი არჩევნები. იმიტომ, რომ სხვა მშვიდობიანი გზა არ არსებობს, სხვა

საგამოძიებო: აქციაზე დაკავებულის პირადი ცხოვრების გავრცელებისთვის 46 წლის კაცი დავაკავეთ

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, აქციაზე დაკავებული აქტივისტის პირადი ცხოვრების კადრების სოციალური ქსელით გავრცელების ფაქტზე 46 წლის მამაკაცი დააკავა. უწყების ცნობით, 2024 წლის დეკემბრის დასაწყისში, ბრალდებულმა, Facebook-ში ყალბი მომხმარებლისგან, დაზარალებულის ამსახველი ინტიმური ხასიათის ვიდეო მოიპოვა და 12 დეკემბერს, მისი დამცირების და სახელის შებღალვის მიზნით Facebook-ზე, ერთ-ერთ საჯარო პოსტზე, რომელსაც ათასობით ნახვა ჰქონდა, კომენტარის სახით ატვირთა და გაუვრ

მაკა ჩიხლაძე და გიორგი შეწირული პროკურატურამ დაზარალებულად ცნო - დანაშაულის შესაძლო ჩამდენი პირების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, 4 ადამიანის სახლში ჩხრეკა ჩატარდა

„ტვ პირველის“ ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული პროკურატურამ დაზარალებულად ცნო. ამასთან, როგორც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ამოღებულია ვიდეოკამერების ჩანაწერები და დანიშნულია ექსპერტიზები. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 2024 წლის 7 დეკემბერს, თბილისში, გრიბოედოვის ქუჩაზე, ტელეკომპანია „ტვ პირველის“ თანამშრომლებზე განხო

2150: გიორგი გახარია - „ოცნების“ რესურსები და ბრძოლა მოქალაქეების წინააღმდეგ (ვიდეო)

„ქართული ოცნების” ყოფილი შინაგან საქმეთა და პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ერთ-ერთია იმ ოთხ ოპოზიციურ პარტიას შორის, ვინც ბარიერი გადალახა, მაგრამ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს და სახალხო პროტესტს უერთდება. პოლიტიკოსი, რომლის სახელსაც წარსულში არაერთი სისტემური პრობლემა და გახმაურებული საქმე უკავშირდება, ბოლო თვეების განმავლობაში იკვეთება ლიდერად, რომლისგანაც საზოგადოების ნაწილს ძველ ცოდვებზე მეტად მომავლის გეგმები და ხედვა აინტერესებს  ჩვენ მასთან ვისაუბრებთ მისი ყოფილი გუნდის

„გამოდი გარეთ“ - პროევროპული აქცია თბილისის ქუჩებში

მეთექვსმეტე დღეა, დედაქალაქის ქუჩებში არ წყდება საპროტესტო აქციები „ქართულ ოცნებაში“ მიღებული გადაწყვეტილების გამო. ხელისუფლების გადადგომისა და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით, დღეს, 13 დეკემბერს, 13:00 საათზე თითქმის ერთი საათის განმავლობაში გადაიკეტა გზები დედაქალაქის რამდენიმე უბანში.   ვაკეში ჭავჭავაძის გამზირი, საბურთალოზე ყაზბეგის გამზირი და შარტავას ქუჩა, ვერაზე კი კოსტავასა და რუსთაველის გამზირები თითქმის ერთი საათის განმავლო

მსახიობი გიორგი ნაკაშიძე - წინააღმდეგობაც არ გამიწევია, ისე დამაკავეს, ადამიანის მოსაძებნად ვიყავი შესული - უცებ ჩამავლეს ხელი და შემათრიეს, მერე ფიზიკურად გაგვისწორდნენ

წინააღმდეგობაც არ გამიწევია, ისე დამაკავეს, ადამიანის მოსაძებნად ვიყავი შესული, - ამის შესახებ მსახიობმა გიორგი ნაკაშიძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც ის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნეს. „სასამართლო კორექტულად მიმდინარეობდა, უბრალოდ, აცილება მოხდა ჩვენს ჩვენებასა და მოწმეების ჩვენებებს შორის“, - განაცხადა ნაკაშიძემ. კითხვაზე, შსს-ს წარმომადგენლებმა ცრუ ჩვენებები მისცეს თუ არა, ნაკაშიძემ დადებითი პასუხი გასცა. „ჰო, ჩემი გადმოსახედიდან ასეა. მე წინაა

სხვადასხვა კომპანიის პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტები, ასევე შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლები აქცია-მსვლელობას მართავენ

სხვადასხვა კომპანიის პიარისა და მარკეტინგის სპეციალისტები, ასევე სხვადასხვა შემოქმედებითი ჯგუფის წარმომადგენლები, თბილისში აქციას მართავენ. ისინი ჭავჭავაძის გამზირიდან მსვლელობით მიემართებიან პარლამენტის შენობისკენ. მათი თქმით, აპროტესტებენ ხელისუფლების მიერ 28 ნოემბერს გაცხადებულ გადაწყვეტილებას, რომელიც 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების შეჩერებას ეხება. აქციის მონაწილეებს ამ დროისთვის სრულად აქვთ დაკავებული და გადაკეტილი ჭავჭავაძის გამზირი. მათ უჭირავთ საქართველოს და ევროკავშირ

სასამართლოს გადაწყვეტილებით, მსახიობ გიორგი ნაკაშიძეს 2 000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა და სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა

ადმინისტრაციული წესით დაკავებული მსახიობი გიორგი ნაკაშიძე თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ენუქიძემ მიიღო. მოსამართლემ ადმინისტრაციული წარმოება შეწყვიტა წვრილმან ხულიგნობაზე, თუმცა სამართალდამრღვევად ცნო პოლიციელის დაუმორჩილებლობაზე. გიორგი ნაკაშიძე სხდომათა დარბაზიდან გათავისუფლდა. დღევანდელ სხდომაზე დაიკითხნენ მოწმეებიც, მათ შორის, შსს-ს მხრიდან. კერძოდ, სა

რა ვიცით მოსამართლეებზე, რომლებიც დაკავებული და ნაცემი დემონსტრანტების საქმეებს განიხილავენ

პროევროპულ საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული და ნაცემი დემონსტრანტების საქმეებს ყველაზე ხშირად ექვსი მოსამართლე განიხილავს: კობა ჩაგუნავა, ლელა მილდენბერგერი, ლელა ცაგარეიშვილი, ზვიად ცეკვავა, ნინო ენუქიძე და მანუჩარ ცაცუა. ამ სტატიაში მათ შესახებ მოგიყვებით. 28 ნოემბრიდან დღემდე შსს-მ ადმინისტრაციული წესით აქციის 400-ზე მეტი მონაწილე დააკავა. მათ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის დაუმორჩილებლობას ედავებიან. ამ დარღვევებზე გათვალისწინებულია ფულადი ჯარიმა, სიტყვიერი

„გააღეთ, თორემ კარს შემოვამტვრევთ“ — აქტივისტის დედა იხსენებს ჩხრეკას

აქტივისტ ანა კვანჭილაშვილის დედა, მარინა კვანჭილაშვილი-ბასილაშვილი იხსენებს, როგორ ჩაატარა პოლიციამ ჩხრეკა მის სახლში, როცა იქ მისი შვილებიც იმყოფებოდნენ. პოლიცია ჩხრეკას ატარებს ილიაუნის ლექტორის სახლშიც მან ამის შესახებ ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა ფეისბუქში, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ: „ვარ საავადმყოფო ფურცელზე, ტყუპები ჩემთან არიან. ჩემთან არიან იმიტომ, რომ ანუკი აქციაზეა. ანუკი ღამე ჩვენთან დარჩა და მიამბო, რომ ვერაზე, ეზოში საეჭვო ტიპი შენიშნა და არ მოეწონა. ს

დიმიტრი ცქიტიშვილი - მითია, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობს, თითქოს ტრამპის ადმინისტრაციასთან „ჩააწყობენ“

იქნება უფრო მკაცრი სანქციები და „მაგნიტსკის სიაში“ კონკრეტული ადამიანების შეყვანა - სტრატეგიული თანამშრომლობის შეჩერება, დარწმუნებული ვარ, კოორდინირებულად მოხდა ახალ და მომავალ ადმინისტრაციებს შორის, ამიტომ მითია, რასაც „ქართული ოცნება“ ამბობს, თითქოს ტრამპის ადმინისტრაციასთან „ჩააწყობენ“,- ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ საქა

სამოქალაქო ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ და სავარაუდო ძალადობის მსხვერპლებს მიმართავენ, შესაბამისი მტკიცებულებები მიაწოდონ

სამოქალაქო ორგანიზაციები დანაშაულებისა და რეპრესიების სხვა ფორმების დოკუმენტირებას იწყებენ და სავარაუდო ძალადობის მსხვერპლებს მიმართავენ, შესაბამისი მტკიცებულებები მიაწოდონ. აღნიშნულის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. საია-ს თავმჯდომარის, ნონა ქურდოვანიძის განცხადებით, აღნიშნული მტკიცებულებები დაზარალებულების ინფორმირებული თანხმობით გამოყენებული იქნება როგორც დარღვევების მასშტაბის შესასწავლად, ისე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეების გასაგზავ
×
×
  • შექმენი...