Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.107.837

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ჩეჩნეთში გროზნო-თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება სურთ

ჩეჩნეთის ტრანსპორტის მინისტრმა რამზან ჩერხიგოვმა და კომპანია „აზიმუტის“ ხელმძღვანელმა ედუარდ ტეპლიცკიმ განიხილეს გროზნოსა და სხვადასხვა ქალაქს, მათ შორის თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყება. „აზიმუტი“ არის ერთ-ერთი რუსული კომპანია, რომელიც რუსეთიდან საქართველოში პირდაპირ რეისებს ანხორციელებს. ნეტგაზეთი

ანა ბუჩუკური - ჩვენს გუნდს არ სჭირდება 50%, იმისთვის, რომ „ოცნება“ ოპოზიციაში გაუშვას და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცეს ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობა - ჩვენ ეს დავადასტურეთ მუნიციპალიტეტების დონეზე (ვიდეო)

“ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „ოცნებასთან“ რაიმე ტიპის თანამშრომლობა. 2021 წლის არჩევნების შედეგებით, ანუ ფაქტებით გვაქვს დადასტურებული, რომ ჩვენს გუნდს არ სჭირდება 50%, იმისთვის, რომ „ოცნება“ ოპოზიციაში გაუშვას და „ნაციონალურ მოძრაობას“ არ მისცეს ხელისუფლებაში დაბრუნების შესაძლებლობა. ჩვენ ეს დავადასტურეთ მუნიციპალიტეტების დონეზე.” ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი 360127956_309890588232564_5062868311866043256_n.m

15 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებიდან

დღეს, 7 აგვისტოს, 15 წელი შესრულდა 2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომის დაწყებიდან. 2008 წლის 7 აგვისტოს, გამთენიისას, რუსეთის რეგულარული სამხედრო ძალები, რომლებსაც არ ჰქონდათ მშვიდობისმყოფელთა სტატუსი, უკვე საქართველოს ტერიტორიაზე აწარმოებდნენ სამხედრო იერიშს, რასაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 7 აგვისტოს, 23:35 საათზე, ცხინვალის რეგიონისკენ გადაადგილებითა და ცეცხლის გახსნით უპასუხეს. რუსეთის მიერ დაწერილი ისტორიის მიხედვით, 7 აგვისტოს ღამით თბილისი ესხმის თავს "მძინარე ცხინვალს" და კრემლ

ეგვიპტე, ისრაელი და აშშ შეთანხმდნენ, რომ ღაზაში მყოფი აშშ-ის მოქალაქეები რაფაჰის გადასასვლელის გავლით ეგვიპტეში შესვლას შეძლებენ

ეგვიპტე, ისრაელი და აშშ შეთანხმდნენ, რომ ღაზაში მყოფი აშშ-ის მოქალაქეები რაფაჰის გადასასვლელის გავლით ეგვიპტეში შესვლას შეძლებენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს. ამერიკელი ოფიციალური პირის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გადასასვლელი ადგილობრივი დროით 12 საათიდან 17 საათამდე იქნება ღია. ჯერჯერობით არ არის ცნობილი, მისცემს თუ არა „ჰამასი“ ამერიკელებს ღაზას დატოვების უფლებას. იპნ

ბექა ლილუაშვილი - ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ მესამე შანსი აღარ არსებობს. ის ან გაიგებს და გამოიყენებს ამ მეორე შანსს, გადადგამს ნაბიჯებს და ქვეყანას მოუტანს ლიდერობას გაწევრიანების პროცესში, ან მოუწევს სახლში წასვლა (ვიდეო)

“დღეს ხელისუფლებას უნდა ესმოდეს, რომ მესამე შანსი აღარ არსებობს. ის ან გაიგებს და გამოიყენებს ამ მეორე შანს, ან გადადგამს ნაბიჯებს და ქვეყანას მოუტანს ლიდერობას გაწევრიანების პროცესში, ან არადა მოუწევს სახლში წასვლა, 2024 წლის არჩევნები შორს არ არის.” ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე. 400645966_640172308271442_7461011111446168934_n.mp4

კახაბერ ქემოკლიძე - “ოცნება” ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აქტიური ახალგაზრდები დააჩუმოს, ან მწვანე დერეფანი გაუკეთოს და ქვეყნიდან გაიყვანოს, ხოლო იმედგაცრუებული ადამიანები ისეთ ნიჰილიზმში დატოვოს, რომ არჩევნებზე არ გამოცხადდნენ (ვიდეო)

“ოცნება” ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აქტიური ახალგაზრდები დააჩუმოს, ან მწვანე დერეფანი გაუკეთოს და ქვეყნიდან გაიყვანოს, ხოლო იმედგაცრუებული ადამიანები ისეთ ნიჰილიზმში დატოვოს, რომ არჩევნებზე არ გამოცხადდნენ. ამიტომ, გამარჯვების ფორმულა მდგომარეობს შემდეგში, ქართულმა საზოგადოებამ უნდა დაიჯეროს, რომ გამარჯვება შესაძლებელია.”  კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი.  406644719_266739933046296_6865350437843864680_n.mp4

ანა ბუჩუკური - იმის ნაცვლად, რომ 7 ნოემბრის საქმეზე სამართალი ვიხილოთ, “ოცნება” გვაყურებინებს სამარცხვინო ცირკს, თუ როგორ მართავს პატიმარი სააკაშვილი პარტიულ თათბირებს სასამართლოში (ვიდეო)

"იმის ნაცვლად, რომ 7 ნოემბრის საქმეზე სამართალი ვიხილოთ, “ოცნება” გვაყურებინებს სამარცხვინო ცირკს, თუ როგორ მართავს პატიმარი სააკაშვილი პარტიულ თათბირებს სასამართლოში. არც ერთ სხვა პატიმარს მოსამართლე ამის უფლებას არ მისცემდა."  ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  GKXAmhiXAcOtjy8DAPHDtGHCoh8AbmdjAAAF.mp4

უკრაინაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად თურქეთი მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლოს

უკრაინაში მშვიდობის უზრუნველსაყოფად თურქეთი მზად არის სამშვიდობო მოლაპარაკებებს უმასპინძლოს, - ამის შესახებ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა. თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატის ცნობით, სატელეფონო საუბრისას პრეზიდენტებმა რეგიონული და გლობალური საკითხები განიხილეს, პირველ რიგში კი უკრაინაში მიმდინარე ომი. „თურქეთი ინტენსიურ ძალისხმევას იჩენს, რათა სისხლისღვრა როგორც უკრაინაში, ისე პალესტინის ტერიტორიებზე შეაჩეროს და მუდმივი მშვიდობა უზრუნველყოს“,

ვოლოდიმირ ზელენსკი - პოლონეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს

პოლონეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გადასცემს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოლონეთის პრემიერ-მინისტრ, დონალდ ტუსკთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „ჩვენ პოლონეთის ურყევ მხარდაჭერას და სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ვაფასებთ, ისევე როგორც თანამშრომლობის ახალ ფორმას, რომელიც უკრაინის საჭიროებებიდან გამომდინარე იარაღის უფრო მასშტაბურ შესყიდვას ისახავს მიზნად - ეს არის პოლონური სესხი უკრაინისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ზელენსკიმ დონალდ ტუ

დმიტრო კულება - უკრაინას Taurus-ის რაკეტები მოსკოვზე თავდასხმისთვის არ სჭირდება

უკრაინას Taurus-ის რაკეტები მოსკოვზე თავდასხმისთვის არ სჭირდება, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ Bild-თან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ Taurus-ის რაკეტები მოსკოვზე თავდასხმისთვის არ გვჭირდება. ჩვენ დასავლელი პარტნიორების მიერ მოწოდებული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტები მოსკოვზე ან რუსეთის სხვა ნაწილებზე თავდასხმისთვის არ გვჭირდება. ჩვენ Taurus-ის რაკეტები გვჭირდება, რათა უკრაინის ტერიტორიაზე, ფრონტის ხაზს მიღმა, რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურა გავანადგუროთ“, - გა

ბრიტანეთის მეფე ჩარლზს სიმსივნე დაუდგინდა

გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზს სიმსივნე დაუდგინდა, წერს „ბი-ბი-სი“ ბუკინგემის სასახლის განცხადებაზე დაყრდნობით. განცხადებაში არ არის აღნიშნული, რისი სიმსივნე აქვს მეფეს. ოფიციალური ცნობებით, მკურნალობა ჩარლზმა ორშაბათს დაიწყო და გარკვეული პერიოდი საჯაროდ არ გამოჩნდება. მეტი დეტალი მეფის მდგომარეობაზე არ ვრცელდება. ცნობილია, რომ აქამდე იგი პროსტატის მკურნალობას გადიოდა, თუმცა სიმსივნე აღნიშნულს არ უკავშირდება. „მეფე პოზიტიურადაა განწყობილი და ელის, რომ რაც შეიძლება მალე დაუბრუნდება მ

შსს - ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მოყოლილი ყველა ცხედარი ნაპოვნია

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ, განხორციელებული ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მოყოლილი ყველა ცხედარი ნაპოვნია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 200-ზე მეტი მაშველი, სტიქიის ეპიცენტრში, შესაბამისი აღჭურვილობით, ტექნიკით, მცურავი საშუალებებით და დრონებით უწყვეტ რეჟიმში ახორციელებდა

ჯო ბაიდენი - ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება - რატომ არ შეუძლია ტრამპს ამის თქმა?

ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობა პუტინს ეკისრება. რატომ არ შეუძლია ტრამპს ამის თქმა? - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი, ტრამპი და სხვა "რესპუბლიკელები" უარს ამბობენ, რომ ნავალნის სიკვდილზე პასუხისმგებლობა პუტინს დააკისრონ. „ამის სანაცვლოდ, ტრამპმა თქვა, რომ ნავალნის სიკვდილით გააცნობიერა, თუ რამდენად ცუდია ამერიკა“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა. ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა

გიორგი შარაშიძე - არა ნეპოტიზმს, არა კორუფციას, არა კერპთაყვანისმცემლობას და ბელადომანიას, რომლითაც ჯერ "ნაც.მოძრაობა" იყო შეპყრობილი, ახლა კი "ოცნება"

"სამართლიანი წესრიგი არის ჩვენი მთავარი მიზანი. აუცილებელია თანაბარი შესაძლებლობები ყველასთვის, ადამიანები უნდა შედიოდნენ სამართლიან კონკურენციაში ერთმანეთთან. არა ნეპოტიზმს, არა კორუფციას, არა კერპთაყვანისმცემლობას და ბელადომანიას, რომლითაც ჯერ "ნაც.მოძრაობა" იყო შეპყრობილი, ახლა კი "ოცნება". დღეს არ არსებობს ინსტიტუტები და ერთი ადამიანის პირად ნებაზეა დამოკიდებული გადაწყვეტილებების მიღება.”  გიორგი შარაშიძე, ფრაქცია "თბილისი საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebo

ანა ბუჩუკური - ადეიშვილი ახლა აქ უნდა იხდიდეს სასჯელს - „ოცნების“ უსუსურობის დადასტურებაა, რომ ის გერმანიაში ოფიციალურ შეხვედრაზე ვიხილეთ

ადეიშვილი ახლა აქ უნდა იხდიდეს სასჯელს - „ოცნების“ უსუსურობის დადასტურებაა, რომ ის გერმანიაში ოფიციალურ შეხვედრაზე ვიხილეთ, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ზურაბ ადეიშვილის ბუნდესტაგში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ადეიშვილი აქამდეც უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული საქართველოში, ეს ყველაფერი კი ადასტურებს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან "ოცნების" სიტყვას ფასი აღარ აქვს. "მე პირადად ვერავინ მასწავლის ადეიშვილი სად უნდა იყოს ახლა, წესით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - საკრებულოს მაჟორიტარის არჩევნების მეორე ტურის გაუქმება უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებით, ხელისუფლება საარჩევნო კანონმდებლობის გაუარესებასა და საკუთარ თავზე მორგებას ხშირად ცდილობს. ორგანიზაცია პარლამენტს მოუწოდებს, ინიცირებული კანონპროექტი არ მიიღოს. „მიმდინარე წლის 20 მარტს „ქართული ოცნების” დეპუტატებმა პარლამენტს მიმართეს საარჩევნო კოდექსში ცვლილების ინიციატივით, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების ასარჩევად დადგენილი მინიმალური 40%-იანი ბარიერის გაუქმებას ითვალისწინებს. ცვლილების მიღების შემთ

კოკა კობალაძე - აქ ყველანი ვართ სუფთა ხელებით მოსული, ერთი იდეის გარშემო შეკრებილი, ერთი აზრი გვაქვს, რომ არ გვჭირდება ხვალ გავიღვიძოთ რუსეთში (ვიდეო)

აქ ყველანი ვართ სუფთა ხელებით მოსული, ერთი იდეის გარშემო შეკრებილი, ერთი აზრი გვაქვს, რომ არ გვჭირდება ხვალ გავიღვიძოთ რუსეთში და შვილები, შვილიშვილები გავზარდოთ რუსულ ქვეყანაში. ნათლად დაინახა მთავრობამ და ყველამ, რომ ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ სუფთა, ნათელ მომავალში, ამ მომავალს ჩვენ ვიმსახირებთ და ამ დამსახურების გამო აქ ვართ.    კოკა კობალაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/387368520929004/

განათლების სამინისტრო „ტელეგრამში“ გავრცელებულ ინფორმაციაზე - სწავლა ოფიციალურად არ შეწყვეტილა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს განცხადებით, უწყებას „ტელეგრამში“ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით სწავლის შეწყვეტის გადაწყვეტილება არ მიუღია. როგორც სამინისტროში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, სკოლებში ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება. „სწავლა ოფიციალურად არ შეწყვეტილა, სკოლებში ყველა საჭირო ღონისძიება ტარდება“,- აცხადებენ უწყებაში. ცნობისთვის, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ახლადშექმნილ რუსულენოვან „ტელეგრამ“ არხზე თბილისის სკოლ

"საქართველოსთვის" - აშშ-ს სენატორების ორპარტიული წერილი და ევროპარლამენტის რეზოლუცია ადასტურებს, რომ ხელისუფლების ბოლო 3 წლის პოლიტიკამ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაწყვეტის რისკის, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ჩაშლის ფაქტის წინაშე დაგვაყენა

აშშ-ს სენატორების ორპარტიული წერილი და ევროპარლამენტის რეზოლუცია ადასტურებს, რომ ხელისუფლების ბოლო 3 წლის პოლიტიკამ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაწყვეტის რისკის და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის ჩაშლის ფაქტის წინაშე დაგვაყენა, - ამის შესახებ პარტია "გახარია საქართველოსთვის" განცხადებაშია ნათქვამი. მათივე განცხადებით,  ხელისუფლება ასრულებს რუსეთის სტრატეგიულ მიზანს, ტოვებს ქვეყანას მეგობრების გარეშე, ართმევს განვითარების პერსპექტივას, ამკვიდრებს რუსული ტიპის ავტორიტარიზმს და ქვე

ბექა ლილუაშვილი - კობახიძე არის პირველი სამართლის დოქტორი პრემიერი  მსოფლიო ისტორიაში, რომელიც არასწორი სამართლებრივი დოკუმენტის მიღებით ღუპავს ქვეყნის ევროპულ მომავალს

"კობახიძეს არც ერთ მნიშვნელოვან კითხვაზე პასუხი არ გაუცია და ყველას თავი აარიდა, თუმცა ცუდია, რომ არც დაისვა ბევრი მნიშვნელოვანი კითხვა. 1. რატო მოხდა რომ 4 ქვეყანაში პოსტ საბჭოთა სივრციდან, ერთი და იგივე დროს დაინიცირდა ე.წ. რუსული კანონი? (პასუხს თავი აარიდა) 2. რა უნდა უქნას მოქალაქემ ამ გამჭვიევალე ინფორმაციას (ეს კითხვა საზმაუმ დასვა, თუმცა შინაარსობრივად ეს ნიშნავდა ჩემი აზრით, რომ სახელმწიფო რატომ არ ზღუდავს თუ რამე არაკანონიერი ხდება, მას ხომ ყველანაირ ინფორმაციაზე აქვს

შალვა პაპუაშვილი - მივმართავ განსაკუთრებით ქალ კოლეგებს ოპოზიციიდან, რა წესია, კოლეგებს სახეში უჩრით თქვენი ტელეფონის კამერას - ფარული ჩანაწერები, რაც 2012 წლამდე გაქვთ გაკეთებული, გეყოფათ

კოლეგებს მივმართავ, კიდევ ერთხელ, განსაკუთრებით ქალ კოლეგებს ოპოზიციიდან, ზოგადად, რა წესია ეს კამერების ჩართვა ტელეფონში, მისვლა და კოლეგებზე დამბეზღებელი დამოკიდებულებაა, თუ რა არის?! მედია აქ არის, ყველაფერი ფიქსირდება, - ასე მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციიდან იმ დეპუტატებს, რომლებიც პარლამენტში დღეს, არაერთხელ მომხდარ დაპირისპირებას ტელეფონით იღებდნენ. თავდაპირველად,აღნიშნული შინაარსის შენიშვნა, პაპუაშვილმა „ევროპტიმისტების“ წევრს, ხატია დეკანოიძეს მისცა.

მაიკლ როთი - სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური აგენტების კანონს“ ვეტო დაადო - შანსით ისარგებლეთ, ძვირფასო საქართველოს მთავრობა - ძალიან გვიანი არ არის ევროპის რუსეთის ნაცვლად ასარჩევად

ძალიან გვიანი არ არის ევროპის რუსეთის ნაცვლად ასარჩევად, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს. „პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური აგენტების კანონს“ ვეტო დაადო. შანსით ისარგებლეთ, ძვირფასო საქართველოს მთავრობა. ძალიან გვიანი არ არის ევროპის რუსეთის ნაცვლად ასარჩევად“, - წერს როთი. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტ

პრეზიდენტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტს იგივე სახით უკან უბრუნებს და მხოლოდ ერთ მუხლს ამატებს, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს პარლამენტს იგივე სახით უკან უბრუნებს და მხოლოდ ერთ მუხლის ამატებს, რომლის მიხედვით, კანონი ამოქმედებიდან მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში მოქმედებს და მეორე დღესვე ძალას კარგავს. მოტივირებულ შენიშვნებში პრეზიდენტი განმარტავს, რომ პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ზედმიწევნით იმეორებს რუსული კანონის სულისკვეთებას და იგივეა, რაც 2023 წლის 10 მარტს გაწვეული აგენტების შესახებ კანონი იყო. პრეზიდენტი ამბობს იმას

ვენეციის კომისია - ძლიერი რისკია, რომ კანონი შეეხებათ ორგანიზაციებსა და მედიებს, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებენ - უცხო ქვეყნების სახელით ლობისტური აქტივობები შესაძლებელია დარეგულირდეს ევროპული სტანდარტების შესაბამისად

ძლიერი რისკია, რომ კანონი შეეხებათ ორგანიზაციებსა და მედიებს, რომლებიც მთავრობას აკრიტიკებენ - მათი აღმოფხვრა ცუდ გავლენას იქონიებს ღია, ინფორმირებულ საჯარო დებატებზე, პლურალიზმსა და დემოკრატიაზე. ამის შესახებ ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ მოსაზრებაშია ნათქვამი. როგორც ვენეციის კომისია განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ არსებული ქართული კანონმდებლობა უკვე მოიცავს პირობებს, რომელიც ვალდებულებებს აკისრებს ორგანიზაციებს რეგისტრაციის, ასევე, ანგარიშების ჩაბარების, მათ შორის დაფინანსების წ

ვენეციის კომისია განმარტავს, რით განსხვავდება სხვადასხვა ქვეყნის ე.წ. აგენტების კანონმდებლობა

ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვერონიკა ბილკოვა განმარტავს, რა განსხვავებაა „უცხოური აგენტების“ ორი ტიპის კანონმდებლობას შორის და რატომ განეკუთვნება ქართული კანონი რუსულ ჯგუფს. ბილკოვამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონის შესახებ ვენეციის კომისიის დასკვნაზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მუდმივმოქმედი კომიტეტის სხდომაზე ისაუბრა, სადაც საქართველოზე დებატები გაიმართა. ვენეციის კომისიის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ არსებობს ე.წ. უცხოელი აგენტების კანონის ორი ტიპი,
×
×
  • შექმენი...