Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.107.816

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ემანუელ მაკრონი - ბოლომდე მობილიზებულები ვართ, რათა უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გავზარდოთ, კერძოდ საჰაერო თავდაცვა - ზამთრამდე უნდა ვიმოქმედოთ

ჩვენ ბოლომდე მობილიზებულები ვართ, რათა უკრაინისთვის ჩვენი სამხედრო დახმარება გავზარდოთ, კერძოდ საჰაერო თავდაცვა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი Twitter-ის პირად გვერდზე წერს. მან აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ეს დილით სატელეფონო საუბრის დროს დაუდასტურა. “ამ დილით პრეზიდენტ ზელენსკის დავუდასტურე: ჩვენ ბოლომდე მობილიზებულები ვართ, რათა რაც შეიძლება სწრაფად გავზარდოთ უკრაინისთვის ჩვენი სამხედრო დახმარება, კერძოდ საჰაერო თავდაცვა. უკრაინის

12 რუსი სამხედრო გასამართლებულია უკრაინაში ჩედენილი სამხედრო დანაშაულისთვის

ხარკოვის, დონეცკის და ხერსონის რეგიონების დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო ორი თვის განმავლობაში 700-ზე მეტი გვამი აღმოაჩინეს. „მათი 90 პროცენტი მშვიდობიანი მოქალაქეა“, - განაცხადა უკრაინის გენერალურმა პროკურორმა ანდრეი კოსტინმა ეროვნული ტელემარათონის ეთერში. პროკურორის თქმით, უკრაინაში სამხედრო დანაშაულის ჩადენისთვის უკვე გასამართლებულია 12 რუსი სამხედრო. რუსეთის ფედერაციის კიდევ 216 სამხედრო მოსამსახურე, რომელთაგან 17 ტყვეა, ეჭვმიტანილია სამხედრო დანაშაულის ჩადენაში. ანდრეი კოსტინ

შპს „ლიდერს“ ცხენისა და ვირის ხორცის განმეორებით გამოვლენის გამო წარმოება შეუჩერდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურმა შპს „ლიდერს“ (გლდანის ა/მიკრორაიონი, 48-ე კორპუსის მიმდებარედ) ხორცპროდუქტებში განმეორებით აღმოჩენილი ცხენისა და ვირის ხორცის გამო, საწარმოო პროცესი შეუჩერა და დააჯარიმა. სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ამ კომპანიის მიერ წარმოებულ ხორცის ფარშში ვირისა და ცხენის ხორცის კვალის არსებობის შესახებ ინფორმაცია პირველად 16 ნოემბერს გაავრცელა, განმეორებითი კვლევების ჩატარების და მისი შედეგების შესახებ კი - დღეს, 21 ნოემბერს. სააგენტოს მიერ გ

ლატვიაში „დოჟდისთვის“ ლიცენზიის გაუქმების წინაპირობები განმარტეს

ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ (NEPLP) 8 დეკემბრიდან ტელეკომპანია „დოჟდის“ არა მხოლოდ სამაუწყებლო ბადიდან ამოღების გადაწყვეტილება მიიღო, არამედ ლატვიის ტერიტორიაზე ტელეკომპანიის სატელევიზიო პროგრამებზე წვდომა შეიზღუდა Youtube-ის პლატფორმაზე. როგორც საბჭოს თავმჯდომარემ ივარს აბოლინშმა Delfi-ს ეთერში განაცხადა, „დოჟდს“ გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრების უფლება აქვს. რაც შეეხება ტელეკომპანიის ჟურნალისტების ლატვიაში დარჩენის საკითხს, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას საგარეო საქ

ხორვატიის სახელმწიფო მდივანი - ხორვატია მხარს უჭერს საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას, რომელთა ევროპული გეზი დადასტურდა

ხორვატია მხარს უჭერს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, რომელთა ევროპული გეზი დადასტურდა, – ამის შესახებ ხორვატიის სახელმწიფო მდივანმა ანდრეა მეტელკო-ზგომბიჩმა ბრიუსელში ევროკავშირის საბჭოს სხდომის დაწყების წინ განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის გაფართოება არის უსაფრთხოებაში, განვითარებაში, სტაბილურობასა და მშვიდობაში დაბანდებული ინვესტიცია. „ხორვატია ყოველთვის გახლდათ ევროკავშირის გაფართოების მტკიცე მხარდამჭერი დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის მიმართ. ახლა კი ხორვატია მხარს უჭ

თელავში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს

თელავში ხანძრის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, შუამთის მიმდებარე ტერიტორიაზე კოტეჯის მშენებლობაზე დასაქმებული დაღამეს მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ოთახში ათევდნენ. „ბიჭები ხაშურიდან იყვნენ და აგვისტოდან მშენებლობაზე მუშაობდნენ. ღამით ელექტროღუმელს რთავდნენ და ისე თბებოდნენ. სავარაუდოდ, ერთს კართან ახლოს ეძინა, მან ხანძრიდან მხოლოდ ერთი კაცის გამოყვანა შეძლო, ორი კი, ადგილზე გარდაიცვალა“, – აცხადებს ობიექტზე

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის შეტევა მოგერიებულია 25 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსეთის ჯარების შეტევა მოიგერიეს ხარკოვის, ლუგანსკის და დონეცკის ოლქების 25 დასახლებულ პუნქტთან. უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 5 სარაკეტო და 16 საავიაციო დარტყმა და 61 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურ

ქართული ტრადიციული რძის პროდუქტების პირველი კატალოგი შეიქმნა

პროექტის „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“ (SQIL) ფარგლებში, ქართული ტრადიციული რძის პროდუქტების პირველი კატალოგი შეიქმნა. კატალოგის პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილი, საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანი და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ესწრებოდნენ. „პროექტი „ინვესტირება უვნებელ და ხარისხიან მესაქონლეობაში“, რომლის ფარგლებშიც  ეს კატალოგი შეიქ

პენტაგონის ინფორმაციით, აშშ-ის საჰაერო სივრცეში ჩინეთის სათვალთვალო-სადამკვირვებლო საჰაერო ბურთი შენიშნეს

პენტაგონის ინფორმაციით, აშშ-ის საჰაერო სივრცეში ჩინეთის სათვალთვალო-სადამკვირვებლო საჰაერო ბურთი შენიშნეს. ვაშინგტონი აკვირდება მაღალ სიმაღლეზე მფრინავ ბურთს მას შემდეგ, რაც ის აშშ-ის საჰაერო სივრცეში რამდენიმე დღის წინ შევიდა. ბოლო საჰაერო ბურთი მონტანას საჰაერო სივრცეში ნახეს. აშშ-ის სამხედრო ლიდერებმა გადაწყვიტეს, არ ჩამოეგდოთ საჰაერო ბურთი, რადგან იყო შეშფოთება ნამსხვრევების ჩამოვარდნის საშიშროების გამო. ვიდრე მონტანას შტატის ქალაქ ბილინგზის თავზე გამოჩნდებოდა, ობიექტმა გადაუ

თურქეთის ქალაქი ისკენდერუნი დაიტბორა - სანაპიროზე მდებარე შენობებიდან ევაკუაცია განხორციელდა

მიწისძვრის შედეგად თურქეთის ქალაქი ისკენდერუნი დაიტბორა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული ტელეარხი NTV-ი ავრცელებს. NTV-ის ცნობით, მიწისძვრის შედეგად, რომელიც თურქეთის 10 პროვინციას შეეხო, ჰათაის პროვინციის ისკენდერუნის ოლქში ზღვის დონე გაიზარდა. ქალაქ ისკენდერუნში სანაპიროს გასწვრივ მდებარე გზები, მოედნები და შენობები დაიტბორა. რისკების გამო, სანაპირო ბულვარზე მდებარე შენობების ევაკუაცია მოხდა. ისკენდერუნის ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, რომ დაზიანებულ სახლებში ა

კელი დეგნანი - საქართველო ჩვენნაირია? აქვს ამ ქვეყანას ისეთივე თავდადება თავისუფლების, ღირებულებების, პრინციპების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ? - ამაზე პასუხს ელიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები

საქართველო ჩვენნაირია? აქვს საქართველოს ისეთივე თავდადება თავისუფლების, ღირებულებების, პრინციპების, ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ? - ამაზე პასუხს ელიან ევროკავშირის წევრი ქვეყნები, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევრორეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც ელჩმა აღნიშნა, ეს არ არის მხოლოდ ვალდებულებების ფორმალურად შესრულების პროცესი, ეს არის პროცესი ევროკავშირისთვის და ქ

13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება

რადიოს მსოფლიო დღე წელს მეთორმეტედ აღინიშნება. „რადიო და მშვიდობა“ – ეს არის 2023 წელს რადიოს მსოფლიო დღის მთავარი იდეა. 13 თებერვალი იუნესკო-მ რადიოს მსოფლიო დღედ 2011 წელს გამოაცხადა. 1946 წელს სწორედ ამ დღეს შეიქმნა გაერო-ს რადიო. როგორც იუნესკო-ს ვებგვერდზე ვკითხულობ – „რადიო რჩება ყველაზე ფართოდ გავრცელებულ მედიასაშუალებად. მას აქვს დიდ აუდიტორიასთან წვდომის უნიკალური უნარი, შეუძლია, წარმოაჩინოს და ასახოს კაცობრიობის მრავალფეროვნება და საზოგადოების ყველა წევრის ხმა გააგონოს 

Credit Suisse-მა 17.6 მილიარდი ფრანკის რუსული აქტივები გაყინა

შვეიცარიულმა ბანკმა Credit Suisse-მა 17.6 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის ოდენობის რუსული აქტივები გაყინა. SONNTAGSZEITUNG-ის ცნობით, ეს ქვეყანაში დეკლარირებული რუსული აქტივების, დაახლოებით, მესამედია. გამოცემის ინფორმაციით, გაყინული აქტივებიდან დაახლოებით 4 მილიარდი ფრანკი შვეიცარიის სანქციების ქვეშ მყოფი მოქალაქეების საკუთრებაა, დანარჩენი კი სხვა ქვეყნების  შეზღუდვებში მოხვედრილ მოქალაქეებს ეკუთვნით, ასევე რუსეთის ფედერაციის ცენტრალური ბანკის და სახელმწიფოს დაბლოკილი სახსრები. დაყა

შსს - დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვის და ძალადობის ფაქტზე 4 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, წარსულში ნასამართლევი 4 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანაშაულები 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „დიდი ოდენობით ქონების ჯგუფურად გამოძალვის და ჯგუ

შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას – აშშ აგენტების კანონპროექტზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა უცხოური გავლენის აგენტების შესახებ საქართველოში ინიციირებული კანონპროექტი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. “ჩვენ ინფორმირებული ვართ ამ კანონპროექტის შესახებ და ღრმად შეშფოთებული ვართ მისი გავლენით სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ჩვენ გამოვხატეთ ეს შეშფოთება საქართველოს მთავრობასთან პირდაპირ და არაერთხელ. შემოთავაზებული კანონპროექტი სტიგმატიზებას ეწევა და აჩუმებს დამოუკიდებელ ხმებს საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც იღვწიან სა

ამ სამარცხვინო ადამიანებმა თავიანთი ჩანაფიქრი ვერ უნდა განახორციელონ - Tbilisi Open Air

Tbilisi Open Air/AlterVision განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ წელს პროექტი 14 წლის ხდება, თუმცა ეს ძალიან მცირე მონაკვეთია იმ დროსთან შედარებით, რომელიც ქვეყანასა და ხალხს რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ თავისუფლებისათვის ბრძოლაში აქვს გატარებული.

პიტერ სტანო - მხოლოდ ერთი კანონით საქართველომ მოახერხა და დაარღვია 12 პრიორიტეტიდან ორი - აშკარაა, რატომ ჰქონდა ევროკავშირს რეაგირება

როდესაც ჩვენ რეაგირება გვქონდა „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონზე საქართველოში, ამას მარტივი მიზეზი ჰქონდა, რადგან საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც ინტერესი აჩვენა და ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი გააკეთა, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო სამსახურის პრესსპიკერმა, პიტერ სტანომ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, თუ რატომ ჰქონდა ევროგაერთიანებას საქართველოში ინიცირებულ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე რეაგირება და რატომ არ აქვს მსგავსი რეაგირება ისრაელში ინიცირებულ სას

ანა ბუჩუკური - პარადოქსული სიტუაციაა: ხალხი პროევროპელია, ხელისუფლება კი მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს - ეს გზავნილი პარტნიორების მხრიდან დანახულია

პარადოქსული სიტუაციაა, როცა ხალხი პროევროპელია და ხელისუფლება მოქმედებს მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ და რუსული ინტერესებიდან გამომდინარე. პარადოქსია ის, რის გამოც ევროპარლამენტში დებატები გაიმართა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირსა და ევროპარლამენტში ქართველი ხალხის გზავნილი კარგად დაინახეს. "რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი იყო. ევროკავშირსა და ევროპარლამენტში ჩვენმა პარტნიორებმა კარგად

"ვაფრთხილებდი ჩემ შვილს, რომ ასეთი ვიზუალით საქართველოში ცხოვრება არ შეიძლება - ზუსტად ვიზუალის გამოა დაჭერილი" - ლაზარე გრიგორიადისის მამა

ყო­ველ­თვის ვაფრ­თხი­ლებ­დი ჩემ შვილს, რომ ასე­თი ვი­ზუ­ა­ლით სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხოვ­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ღაც ამ ვი­ზუ­ალს გა­მო­ი­ყე­ნებს. ზუს­ტად ამ ვი­ზუ­ა­ლის გამო არის ბავ­შვი და­ჭე­რი­ლი, - ამის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას­თან მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ა­ზე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის ხელ­ყო­ფი­სა და სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე ბრალ­დე­ბუ­ლი ლა­ზა­რე გრი­გო­რი­ა­დი­სის მა­მამ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და. რო­გორც ბექ

ვოლოდიმირ ზელენსკი სალომე ზურაბიშვილს - დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი და ქართველი ხალხი მოახდენენ თავისი ტერიტორიებს დეოკუპაციას და დააბრუნებენ სამართლიან მშვიდობას უკრაინასა და საქართველოში

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აცხადებს, რომ უკრაინა ყოველთვის თანმიმდევრულად უჭერდა მხარს და გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ამის შესახებ უკრაინის პირველი პირის საქართველოს პრეზიდენტისთვის სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ წერილშია ნათქვამი. ზელენსკის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ უკრაინელი და ქართველი ხალხი მოახდენენ თავისი ტერიტორიებს დეოკუპაციას.

შარლ მიშელი კახოვსკას კაშხლის აფეთქებაზე - რუსეთისა და მისი მარიონეტების პასუხისმგებლობას დავაყენებთ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი კახოვსკას კაშხლის აფეთქებას ეხმაურება და აცხადებს, რომ რუსეთმა და მისმა მარიონეტებმა პასუხი უნდა აგონ. „შოკირებული ვარ ნოვა კახოვკას კაშხალზე განხორციელებული უპრეცედენტო თავდასხმით. სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურება აშკარად კვალიფიცირდება, როგორც ომის დანაშაული და რუსეთისა და მისი მარიონეტების პასუხისმგებლობას დავაყენებთ“, - აღნიშნა მიშელმა. მისი თქმით, მომხდარს ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს მომავალ სამიტზე განიხილავენ, სადაც დატბორილი ტერი

ანა ბუჩუკური - რუსების უკონტროლო შემოსვლამ ქართველებისთვის ბინების ფასი გააძვირა, თავად რუსებმა დაიწყეს ფულის შოვნა და თავად რუსები ქირაობენ ამ ბინებს იაფად

არაერთი ადამიანისგან გავიგე, რომ რუსებმა შემოსვლიდან მალევე შეძენილი ბინების უფრო იაფად გაქირავება დაიწყეს - ისევ რუსებზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ანა ბუჩუკური წერს. მისი განცხადებით, რუსები ქმნიან ჩაკეტილ სოციუმებს, სადაც მათ მიერ შექმნილი ბიზნესი ისევ რუსებს ემსახურება.   "ანუ - რუსების უკონტროლო შემოსვლამ ქართველებისთვის ბინების ფასი გააძვირა, თავად რუსებმა დაიწყეს ფულის შოვნა და თავად რუსები ქირაობენ ამ ბინებს იაფად. ეს ნიშ

„ქართული კინო საფრთხეშია“ - კულტურის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

თბილისში, კულტურის სამინისტროსთან კინოცენტრის თანამშრომლების, მათი მხარდამჭერების, ასევე მხატვრული და დოკუმენტური კინოს წარმომადგენლების აქცია მიმდინარეობს. შეკრებილები კინოცენტრში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებს ორი მოთხოვნა აქვთ: შეჩერდეს კინოცენტრში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი; შეიცვალოს კინოცენტრის დირექტორის არჩევის წესი – კინოცენტრის დირექტორი დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის საფუძველზე და პროტესტის ჯგუფი ჩართული იყოს ყველა იმ ეტაპზე,

ნათია მეზვრიშვილი - ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა, ბრალდებულები ციხეში გაუშვეს, მაგრამ მართლმსაჯულება არ აღსრულებულა - კორუფციისთვის არავინ დასჯილა

ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე განაჩენი გამოცხადდა - ბრალდებულები ციხეში გაუშვეს, მაგრამ მართლმსაჯულება არ აღსრულებულა - სიკვდილის რისკები ისევ სახეზეა იმიტომ, რომ ელიტური კორუფციისთვის, რამაც რეალურად ბავშვის სიკვდილი გამოიწვია, არავინ დასჯილა; მერიაში კორუფცია გრძელდება, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს. მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის - ელიტური, პოლიტიკური კორუფციის აღმოფხვრა პრიორიტეტს არ წარმოადგენს, რასაც არც მალავე

გიორგი შარაშიძე - არც ისე შორსაა დრო, როცა ბატონ კალაძეს მოუწევს საკუთარი სიტყვის შესრულება - “თუ მაქვს რაიმე დანაშაული, მზად ვარ პასუხი ვაგო კანონის წინაშე!"

"ვაკის პარკის ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში, როცა საზოგადოება უიმედოდ ელოდა კალა მერის მიერ მორალური ან პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, რისი ნება და გამბედაობაც, სამწუხაროდ, არ აღმოაჩნდა, მან აქცენტი სამართლებრივ პასუხისმგებლობაზე გადაიტანა… - დღეს, როცა სასამართლომ განაჩენი გამოუტანა ადამიანებს, რომლებსაც ყველაზე ნაკლები ბრალი მიუძღვით ამ ტრაგედიაში, ვეკითხები ბატონ კალაძეს - -  რა გააკეთე იმისათვის, რომ სასამართლოს დაედგინა შენი, როგორც მერის პასუხისმგებლობა?
×
×
  • შექმენი...