Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.097.915

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გიორგი გახარია - გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ნიღბებს უკან განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ადამიანები არიან არაფორმალური დაჯგუფებების წევრები და არ განეკუთვნებიან შსს-ს - მოგიწოდებთ, მოხსენით ამ მოძალადეებს ნიღბები

გვაქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ნიღბებს უკან განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ადამიანები არიან სხვადასხვა არაფორმალური დაჯგუფების წევრები და არ განეკუთვნებიან შსს-ის საპოლიციო ქვედანაყოფებს - მოგიწოდებთ, მოხსენით ამ მოძალადეებს ნიღბები,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ნიღბებით აღჭურვილ ადამიანებს, როგორც ჩანს, დაუსჯელობის გარანტია აქვთ მიცემული. ის მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს, სასწრაფოდ შეაჩეროს „სისასტიკე და ძა

ნათია მეზვრიშვილი - როგორც არ უნდა მოგაჩვენოთ თავი კობახიძემ, სახელმწიფო სტრუქტურებში არის ძალიან მძიმე ვითარება, პანიკა, ქაოსი და მძლავრი წინააღმდეგობა „ოცნების“ ქმედებების მიმართ

როგორც არ უნდა მოგაჩვენოთ თავი კობახიძემ, სახელმწიფო სტრუქტურებში არის ძალიან მძიმე ვითარება, პანიკა, ქაოსი და მძლავრი წინააღმდეგობა „ოცნების“ ქმედებების მიმართ,-ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. მისივე თქმით, მშვიდობიანი პროტესტი კიდევ უფრო მასშტაბურად, ყველა დიდ ქალაქში უნდა გაგრძელდეს. „პოლიციაში ბევრი აპროტესტებს, რომ „ოცნებამ“ სისტემის სახელი ნიღბიან ბანდფორმირებებს დაუკავშირა. პლუს, ფიზიკურად უჭი

ზვიად ძიძიგური - ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა გაანთავისუფლონ დაკავებული ახალგაზრდები, ის ახალგაზრდები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის დაცვისთვის არიან დასჯილები (ვიდეო)

ჩვენი უპირველესი მოთხოვნაა გაანთავისუფლონ დაკავებული ახალგაზრდები, ის ახალგაზრდები, რომლებიც საქართველოს კონსტიტუციის დაცვისთვის არიან დასჯილები. ხელისუფლების ეს ესკალაციის მცდელობები, რომ უფრო მეტად გააღიზიანოს თავისი მოსახლეობა, ყველაფერთან ერთად იწვევს სისტემის შიგნიდან რღვევას. ზვიად ძიძიგური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/597635042814780

ადვოკატის განცხადებით, იმ ნარკოტიკულ საშუალებებზე, რომლის ქონასაც ჟურნალისტ ნიკა კაციას ედავებიან, ექსპერტიზა დაინიშნა

ადვოკატ ნინა ლომინაძის განცხადებით, იმ ნარკოტიკულ საშუალებებზე, რომლის ქონასაც ჟურნალისტ ნიკა კაციას ედავებიან, ექსპერტიზა დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც ლომინაძე განმარტავს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს, თუმცა, ექსპერტიზის დასკვნამდე, მუხლის ნაწილი უცნობია, რაც სასჯელის ნაწილს განსაზღვრავს. ადვოკატი ელოდება, რომ ნიკუშა კაციას ბრალს დ

ჯიმ რიშმა და ჯინ შაჰინმა MEGOBARI Act-ი წარადგინეს

ამერიკელმა სენატორებმა, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ჯიმ რიშმა და კომიტეტის წევრმა ჯინ შაჰინმა გასულ კვირას „საქართველოს ანგარიშვალდებულების, გამძლეობისა და დამოუკიდებლობის ასაშენებლად საქართველოს შესაძლებლობების მობილიზებისა და გაძლიერების აქტი”, MEGOBARI Act-ი წარადგინეს, - ინფორმაციას სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი ავრცელებს. „ეს ორპარტიული კანონმდებლობა მხარს უჭერს ქართველ ხალხს, რადგან მათი მთავრობა აგრძელებს ძალადობრივ თავდასხმებს მშვიდობიანი მომიტინგეებზ

ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელს მიმართავს, ჩამოყალიბდნენ, ვის უჭერენ მხარს, უკრაინას თუ რუსეთს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელს მიმართავს, ჩამოყალიბდნენ, ვის უჭერენ მხარს, უკრაინას თუ რუსეთს. პრეზიდენტმა ჰაარეცის დემოკრატიულ სამიტში ვიდეოკონფერენციის სახით მიიღო მონაწილეობა და ისრაელს მოუწოდა, განსაზღვროს, სურთ თუ არა დემოკრატიულ სამყაროსთან ყოფნა. „დრო ხომ არ დადგა, თქვენმა სახელმწიფომ აირჩიოს, ვისკენ ხართ? ან დემოკრატიულ სამყაროსთან, რომელიც იბრძვის არსებობის საფრთხის წინააღმდეგ, ან მათთან, ვინც თვალს ხუჭავს რუსულ ტერორზე მაშინაც, როდესაც ეს გლობალურ უსაფრთხოებას სრულ

კახა კალაძე - სპეციალურად მანიპულირებენ თითქოს ბავშვების ყოფნის დროს საცურაო აუზში ქლორი ჩაყარეს - იქ მომუშავე რამდენიმე თანამშრომელმა მიზანმიმართული სიცრუე გაავრცელა

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და მორიგი სიცრუე - რეალურად, ვიდეო გადაღებულია ზაფხულის პერიოდში და ასახულია პერსონალის მიერ აუზიდან წყლის სინჯის აღების პროცედურა, რომელიც სწრაფი ტესტებით ყოველდღიურად ხდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სპორტულ ცენტრ „იმედთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ინფორმაციის გავრცელებისთანავე, რომ „თითქოს ბავშვებმა აუზში ინტოქსიკაცია მიიღეს“ აუზის წყლის ტესტირება

ირაკლი პეტრიაშვილი - ორი წლის განმავლობაში ინფლაცია არის 25,9%, საშუალო ხელფასი კი მხოლოდ 9%-ით გაიზარდა

ორი წლის განმავლობაში ინფლაცია არის 25,9% და საშუალო ხელფასი მხოლოდ 9%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა. „ანუ, ინფლაციამ შეჭამა შემოსავალი და ამ 9%-ით გაზრდაში კიდევ რამდენი იყო ტოპმენეჯმენტის და ადმინისტრაციის წილი და რამდენი დასაქმებული ადამიანების, ეს კიდევ ცალკე საკითხია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეკონომიკური ზრდაა საჭირო

"დასავლური იარაღის წყალობით უკრაინა რუსეთთან საარტილერიო ბრძოლაში თამაშის წესს ცვლის" - New York Times

აშშ-ის გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმსის" (The New York Times) 30 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "დასავლური იარაღის წყალობით უკრაინა რუსეთთან საარტილერიო ბრძოლაში თამაშის წესს ცვლის" (ავტორი - ენდრიუ კრამერი). "თბოვიზორის [ინფრაწითელი] კამერის ეკრანზე ჩანს, თუ როგორ გაქრა კვამლის ღრუბელში რუსული ჯავშანტრანსპორტიორი. "მშვენიერი აფეთქებაა", - თქვა ლეიტენანტმა სერგეიმ, უკრაინული უპილოტო საფრენის აპარატის ოპერატორმა, რომელიც პორტატული მოწყობილობით თვალს ადევნებდა დრონის მოქმედებას რუსე

კორუფციასთან ბრძოლა და მერიის ანგარიშვალდებულების გაზრდა – ფრაქციამ „თბილისი საქართველოსთვის“ მოქალაქეებს ანგარიში წარუდგინა

კორუფციასთან ბრძოლა და მერიის ანგარიშვალდებულების გაზრდა – ფრაქციამ „თბილისი საქართველოსთვის“ მოქალაქეებს ანგარიში წარუდგინა თბილისის საკრებულოში ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ წევრებმა ზაზა თავაძემ, გიორგი შარაშიძემ და სალომე კობალაძემ მოქალაქეებს წლიური ანგარიში წარუდგინეს. ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ წევრებმა შეხვედრაზე საკრებულოში საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებებს გაუსვეს ხაზი: – კორუფციისა და ნეპოტიზმის წინააღმდეგ ბრძოლა – მერიის ანგარიშვალდებულე

სვანეთის უკანასკნელი ბერჩლიანი

ძველ მაჩუბთან, უშბას რომ უყურებს და სულ ცოტა ორას წელს ითვლის, ყოველდღე მიდის. დანგრევის პირას მყოფ სახლს შემოუვლის, აჭედილ კარში შეიჭყიტება, იტირებს და უკან ბრუნდება, ნათესავთან, სადაც დროებით ცხოვრობს. 83 წლისაა. უკანასკნელი ბერჩლიანია. მასთან ერთად გვარიც კვდება. „მამას გვარის გამგრძელებელი რომ არ ჰყავდა, ქალი ორჯერ მოვუყვანეთ, მაგრამ ბედმა არ არგუნა. მამა კარგი მყავდა, მართლა კარგი, ძალიან მიყვარდა. მიწა ბევრი გვქონდა. ყველას ჩუქნიდა. მე ვეუბნებოდი, ყველას კარგი სახლი აქვს, მამა, მ

ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდებაზე შეზღუდვები დაწესდა

ოჩამჩირის რაიონში “Ачгуара“ -ს (აჩიგვარა) მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზზე 1 ნოემბერს მომხდარი ავარიის გამო, ოკუპირებულმა აფხაზეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება მოითხოვა. ამის შესახებ, კომპანია „ჩერნომორენერგოს“ პრესსამსახური იტყობინება. „ჩერნომორენერგოს ცნობით“, შემთხვევის ადგილი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები. რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზას“ თანახმად, კომპანიამ დღეს განაცხადა, რომ 10.00-დან 15.00 საათამდე აბონენტებს ელექტროენერგია შეზღუდულად მიეწოდება

„შპიგელი“ - ოლაფ შოლცი ჩინეთს სთხოვს, რუსეთზე გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად გამოიყენოს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთს სთხოვს, რუსეთზე გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად გამოიყენოს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს. ჩინეთში კანცლერი ქვეყნის ლიდერს სი ძინპინს და პრემიერ-მინისტრს ლი კეციანს შეხვდა. როგორც ოლაფ შოლცმა ჩინეთის პრემიერთან შეხვედრისას განაცხადა, ჩინეთის და გერმანიის ხელისუფლებები თანხმდებიან, რომ რუსეთის ბირთვული მუქარა მიუღებელია. „პრეზიდენტი სი ძინპინი  და მე ვთანხმდებით: ბირთვული მუქარები უპასუხისმგებლო და უკიდურე

პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვას უბრუნდება

პარლამენტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვას უბრუნდება. პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 11 ნოემბრის სხდომაზე მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილავს. პროექტი შემუშავებულია ანალოგიური შინაარსის მქონე უკრაინის კანონის მაგალითზე და არსობრივად იმეორებს უკრაინის კანონის ნორმებს. პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური წონის მქონე პირად - ოლიგარქად მიიჩნევა ფიზიკური პირი, რომელიც შემდეგი კრიტერიუმ

უკრაინის გენშტაბი: რუსეთის შეტევა მოგერიებულია 13 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 1 და დონეცკის ოლქის 12 დასახლებულ პუნქტთან. უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 7 სარაკეტო და 9 საავიაციო დარტყმა და 50-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენშტაბის ცნობით, ზაპოროჟიეს ოლქში დაზიანებულია სამოქა

თურქეთში 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ დუზჯეში დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 6.0 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისქვეშა ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ სტამბოლშიც იგრძნობოდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ქალაქ დუზჯეში მიწისძვრა ბოლოს 1999 წელს მოხდა, მაშინ 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის სტიქიას 845 ადამიანის სი

აფხაზეთში რუსული ელექტროენერგიის მიწოდება დაიწყო

გუშინ 22 ნოემბრის, საღამოდან ოკუპირებული აფხაზეთში დაიწყო რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება. ინფორმაციას კომპანია „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს. საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთიდან ამჟამად დაახლოებით 250 მეგავატი ელექტროენერგია მიეწოდება. მანამდე ოკუპირებული აფაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას რუსეთის ენერგეტიკის სამინსიტროსთან მოლაპარაკებების შედეგები მოხსენა.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, ბოლო 24 საათში რუსეთის 17 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს მოწინააღმდეგის 17 უპილოტო საფრენი აპარატი. მათ შორის 14 დრონი Shahed-136, 1 აპარატი Орлан-10 და კიდევ 2 უპილოტო აპარატი, რომელთა სახეობა ზუსტდება. უკრაინის გენშტაბი არ აკონკრეტებს, რომელ ოლქებში მოხდა დრონების განადგურება. ერთ-ერთი ოლქი დნეპროპეტროვსკია, რაც ადგილობრივი სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს მიერ ტელეგრამით გავრცელებული ინფორმ

პრეზიდენტმა ლაშა მძინარაშვილს პროფესიული ჯილდოს მიღება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი „კასკადიორების ოსკარის“ Taurus World Stunt Awards-ის გამარჯვებულს, ქართველ მოცეკვავესა და კასკადიორს, ლაშა მძინარაშვილს შეხვდა, რომელმაც პრეზიდენტს მიღებული პრიზი წარუდგინა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრისას ქართველ მოცეკვავეს პროფესიული ჯილდოს მიღება მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. მძინარაშვილი ფილმ King’s Man-ში ბრძოლების სცენის შექმნაში მონაწილეობდა, სადაც  ქართული ცეკვის ილეთ

აშშ-ის სენატმა 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისთვის თითქმის 45 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს

შეერთებული შტატების სენატმა 1.66 ტრილიონი დოლარის მოცულობის მთავრობის მომავალი წლის დაფინანსების კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც უკრაინისთვის დახმარების სახით თითქმის 45 მილიარდი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს. დოკუმენტს მხარი 68 სენატორმა დაუჭირა, 29 კი წინააღმდეგი წავიდა. ბიუჯეტის პროექტი დასამტკიცებლად წარმომადგენელთა პალატას უნდა გადაეგზავნოს. შემდეგ კი ხელი პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უნდა მოაწეროს. ამასთან, სენატმა დაამტკიცა “რესპუბლიკელი” სენატორის, ლინდსი გრეჰემის მიერ შეთავა

დღეიდან ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობისა და სანომრე ნიშნის გაცემის საფასური იზრდება

2023 წლიდან ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობისა და სანომრე ნიშნის გაცემის გაზრდილი საფასური მოქმედებს. 1-ელ იანვრიდან ძალაში შევიდა მთავრობის ინიციატივით, პარლამენტის მიერ მიღებული კანონი, რომლის საფუძველზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაწევი ცალკეული მომსახურების საფასური ძვირდება. კერძოდ, დღეიდან სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის გაცემა − 35 ლარის ნაცვლად, 100 ლარი იქნება; ავტომობილის სახელმწიფო სანომრე ნიშნის ერთი წყვილის გაცემა − 35 ლარის ნა

13 თებერვალს რადიოს მსოფლიო დღე აღინიშნება

რადიოს მსოფლიო დღე წელს მეთორმეტედ აღინიშნება. „რადიო და მშვიდობა“ – ეს არის 2023 წელს რადიოს მსოფლიო დღის მთავარი იდეა. 13 თებერვალი იუნესკო-მ რადიოს მსოფლიო დღედ 2011 წელს გამოაცხადა. 1946 წელს სწორედ ამ დღეს შეიქმნა გაერო-ს რადიო. როგორც იუნესკო-ს ვებგვერდზე ვკითხულობ – „რადიო რჩება ყველაზე ფართოდ გავრცელებულ მედიასაშუალებად. მას აქვს დიდ აუდიტორიასთან წვდომის უნიკალური უნარი, შეუძლია, წარმოაჩინოს და ასახოს კაცობრიობის მრავალფეროვნება და საზოგადოების ყველა წევრის ხმა გააგონოს 

ნათია მეზვრიშვილი - „ოცნება“ ე.წ. აგენტების კანონს აინიცირებს ერთადერთი მიზნით, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, გააყალბონ არჩევნები და შეინარჩუნონ ძალაუფლება

„ოცნება“ ე.წ. აგენტების კანონს აინიცირებს ერთადერთი მიზნით, რომ არ მოგვცენ კანდიდატის სტატუსი, გააყალბონ არჩევნები და შეინარჩუნონ ძალაუფლება, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ნათია მეზვრიშვილმა პარლამენტში პარტიის მიერ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მეზვრიშვილის განცხადებით, ეს კანონი პირდაპირ არღვევს სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 პუნქტიდან 2 მათგანს და "ველს უსუფთავებს" ხელისუფლებას, რომ არჩევნები სადამკვირვებლო მისიების გარეშე ჩაატაროს. "კანდიდატის სტატუსის მიღების

„საქართველოს მუსლიმთა სამმართველო მხარს უჭერდა, უჭერს და მომავალშიც ევროპული არჩევანის ერთგული იქნება" - განცხადება

საქართველოს მუსლიმთა სამმართველო ეხმაურება პარლამენტში მიმდინარე რუსული კანონპროექტის განხილვებს და განცხადებით აფიქსირებენ მხარდაჭერას ევროპული არჩევანის მიმართ.

ვემსახურები საქართველოს ევროპულ საქმეს. სხვა არც გეზი მესმის და არც საქმე - საქართველოს ელჩი საფრანგეთში

საქართველოს ელჩი საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება ე.წ. "აგენტების" შესახებ კანონპროექტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, საქართველო ერთგული იქნება ევროპული გეზის: "ევროპა არ არის მხოლოდ საზღვრებით გარშემორტყმული გეოგრაფიული სივრცე. ევროპა უპირველესად ღირებულებათა ერთობლიობაა. ევროპელობა ამ ღირებულებათა ერთგულებაა. საქართველო, რომელსაც მე ვემსახურები არ გახლავთ არც მხოლოდ მთავრობა და არც მხოლოდ ოპოზიცია, არც ერთი და არც მეორე არ აერთიანებს საკუთარ თავ
×
×
  • შექმენი...