Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.086.987

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

400-ლარიანი ჯებირის დაზიანებაზე დაკავებული ახალგაზრდები მოსამართლემ კვლავ პატიმრობაში დატოვა

რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე 400-ლარიანი ჯებირის დაზიანებისთვის დაკავებული ორი ახალგაზრდა, საბა მეფარიშვილი და ომარ ოკრიბელაშვილი კვლავ პატიმრობაში რჩებიან. მოსამართლე ნათია გუდაძემ არ დააკმაყოფილა ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ ან თავდებობით გათავისუფლების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობა. ადვოკატებმა აღკვეთი ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის თავდებობით ან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობა წარმოადგინეს. მათი განცხადებით, პირად თავდებობაზე ხელმომწერთა ს

ვახუშტი მენაბდე - ხომ გახსოვთ, 2012 წელს მაშინდელი ხელისუფლება სატელიტურ ანტენებს რომ აპატიმრებდა? ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილებით, „ქართულმა ოცნებამ“ სიტყვები დააპატიმრა

კონსტიტუციონალისტის, ვახუშტი მენაბდის განცხადებით, ანტიკორუფციული ბიუროს დღევანდელი გადაწყვეტილებით, „ქართულმა ოცნებამ“ სიტყვები დააპატიმრა. როგორც მენაბდე სოციალურ ქსელში წერს, „ქართული ოცნება“ ასეთი წესებით ცდილობს გააჩუმოს ნებისმიერი პირი, ვისაც საჭიროდ ჩათვლის. „თუ ამ პოსტს გადააზიარებთ, შეიძლება თქვენზე საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული შეზღუდვები გავრცელდეს. აბსურდულად ჟღერს? ხელისუფლებამ ეს აბსურდი მოქმედ წესად აქცია. ხომ გახსოვთ, 2012 წელს მაშინდელი ხელისუფლება სატელიტურ ანტ

დიმიტრი ცქიტიშვილი -“ოცნება” ახორციელებს რეპრესიულ მექანიზმებს, რომ დათრგუნოს ჩვენი მოქალაქეები (ვიდეო)

“ოცნების” ღირსება სრულიად მოწყვეტილია რეალურ ღირსებას. ღირსება არის სიმართლე და განვითარება, რომელიც სამწუხაროდ დღეს საქართველოში არ არის. “ოცნება” ახორციელებს რეპრესიულ მექანიზმებს, რომ დათრგუნოს ჩვენი მოქალაქეები. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/486212687745342/

ბექა ლილუაშვილი - “ოცნებას” ობიექტურად ეშინია ძალაუფლების დაკარგვის, რადგან რაც ჩვენს სახელმწიფოს, ხალხს მოპარეს კორუფციით, მათი დაბრუნება მოუწევთ (ვიდეო)

დღეს “ოცნება” დაცლილია ფასეულობებისგან და მხოლოდ ძალაუფლების გახანგრძლივებაზე ფიქრობს.     “ოცნებას” ობიექტურად ეშინია ძალაუფლების დაკარგვის, რადგან რაც ჩვენს სახელმწიფოს, ხალხს მოპარეს კორუფციით, მათი დაბრუნება მოუწევთ.     ბექა ლილუაშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/544793287928294/

„ქართველი ხალხის აქტს“ 10 ახალი მხარდამჭერი სენატორი დაემატება

აშშ-ის სენტატში ორპარტიულ კანონპროექტს, სახელწოდებით „ქართველი ხალხის აქტი”, ნოემბრიდან კიდევ 10 სენატორი დაუჭერს მხარს. მათ შორის არიან როგორც რესპუბლიკელი, ასევე დემოკრატი სენატორები. კანონპროექტის ავტორები არიან სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი. „ქართველი ხალხის აქტი“ შეეხება სანქციებსა და აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადახედვას. ჯინ შაჰინის მირ წარდგენილი „ქართველი ხალხის აქტი“ ითვალისწინებს სავიზო შეზღუდვებს/სანქციებს იმ პირებისთვის, რომლებიც ევროატლანტიკურ გზაზე საქართველოს წინ

თეონა აქუბარდია - დღეს საქართველო იმართება “ნაციონალური მოძრაობის” მეთოდებით (ვიდეო)

დღეს საქართველო იმართება “ნაციონალური მოძრაობის” მეთოდებით. ივანიშვილმა საკუთარი ფინანსები დააყენა სახელმწიფოზე წინ, რითაც ქვეყნის ინტერესები, სუვერენიტეტი დააზიანა და ეს თავად აღიარა. თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/860899302857816/

ცესკო თეთრიწყაროსა და გორის სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციოში ასაჩივრებს

საარჩევნო ადმინისტრაცია თეთრიწყაროსა და გორის რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს. როგორც ცესკოს განცხადებაშია ნათქვამი, საარჩევნო ადმინისტრაცია დაუსაბუთებლად მიიჩნევს და არ იზიარებს თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების საარჩევნო უბნების შედეგების გაუქმების შესახებ. „აღნიშნული გადაწყვეტილება აშკარად წინააღმდეგობაში მოდის ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით პირველი ინსტანციების სასამართლოებში წარმო

ოცი ორგანიზაცია რუსული კანონის გამო წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას ტოვებს

ოცი  ორგანიზაცია აცხადებს, რომ წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციას ტოვებს.  მათი თქმით, მიზეზი ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარის გადაწყვეტილებაა რუსული კანონის რეესტრში დარეგისტრირებაზე. ამის შესახებ წიგნის გამომცემლებმა და გამავრცელებლებმა 15 ნოემბერს თბილისის წიგნის დღეების გახსნის დღეს ისაუბრეს.  ისინი ამბობენ, რომ  „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ ორგანიზაციად დარეგისტრირების შესახებ გადაწყვეტილება ასოციაციის წევრებთან შეთანხმებული არ ყოფილა. გამომცემლები აღნიშნ

მერია: ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა 5 თვით შეიზღუდება

თბილისის მერიის განცხადებით, ვაკის რაიონში, ჯანსუღ კორძაიას ქუჩაზე დაგეგმილი სამუშაოების გამო საავტომობილო მოძრაობა 5 თვით შეიზღუდება. უწყება ამბობს, რომ ქუჩაზე უსაფრთხოების მიზნით, გრუნტის დამჭერი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლის მშენებლობა იწყება. პუბლიკა

შსს-ს ცნობით, გასულ ღამით აქციაზე 107 პირი დააკავეს

შსს-ს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დაკავებულია 107 პირი. აქციის მონაწილეების ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაშავდა შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თანამშრომელი. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება ერთი პოლიციელი, რომელსაც სხეულის სხვადასხვა არეში აღენიშნება დამწვრობა“,- ნათქვამია განცხადებაში. შსს-ს ცნობით, 107 პირი დაკავებულია სამართალდამცველთა მიერ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდ

აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის მამიდა - ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ თვალის ბუდის შეშუპების გამო ვერ შეძლეს დასრულება, რეანიმაციულ განყოფილებაშია ღია ჭრილობით - აქვს ტვინის დაზიანება, დამსხვრეული აქვს ძვალი

ახლობლების ინფორმაციით, აქციაზე დაშავებულ 22 წლის ბიჭს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა თვალის ბუდის შეშუპების გამო ექიმებმა მისი დასრულება ვერ შეძლეს. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბიჭის მამიდა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ბიჭს ტვინის დაზიანება აქვს. „ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ თვალის ბუდის შეშუპების გამო ვერ შეძლეს დასრულება. ამ ეტაპზე არის რეანიმაციულ განყოფილებაში, ღია ჭრილობით და ინფექციის დიდი რისკით. აქვს ტვინის დაზიანება. კაფსულა მოხვდა შუბლზე და დამსხვრეული აქვს ძვ

ადვოკატის განცხადებით, იმ ნარკოტიკულ საშუალებებზე, რომლის ქონასაც ჟურნალისტ ნიკა კაციას ედავებიან, ექსპერტიზა დაინიშნა

ადვოკატ ნინა ლომინაძის განცხადებით, იმ ნარკოტიკულ საშუალებებზე, რომლის ქონასაც ჟურნალისტ ნიკა კაციას ედავებიან, ექსპერტიზა დაინიშნა. აღნიშნულის შესახებ დაკავებულის ადვოკატმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. როგორც ლომინაძე განმარტავს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს, თუმცა, ექსპერტიზის დასკვნამდე, მუხლის ნაწილი უცნობია, რაც სასჯელის ნაწილს განსაზღვრავს. ადვოკატი ელოდება, რომ ნიკუშა კაციას ბრალს დ

ჩხაიძე ამაღლობელზე: საგანგაშო მდგომარეობაა და შეიძლება ყოველთვის რაღაც გართულება იყოს

„ვივამედის“ კლინიკური დირექტორი, ზურაბ ჩხაიძე „ტვ პირველთან“ ამბობს, რომ „ბათუმლები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი დღესაც და, სავარაუდოდ, ხვალაც კვლევების გასაგრძელებლად კლინიკაში დარჩება. მისი თქმით, მდგომარეობა საგანგაშოა და შეიძლება ყოველთვის რაღაც გართულება იყოს. ჩხაიძე ამბობს, რომ ამდენი ხნის შიმშილობის ეფექტი თავის ზეგავლენას ახდენს ორგანიზმზე. მზია ამაღლობელი კლინიკაში 4 თებერვალს გადაიყვანეს კვლევების ჩასატარებლად.  „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი და დირ

93 მომხრე 18 წინააღმდეგი | გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც უკრაინიდან რუსეთის ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო უკრაინისა და ევროპის ქვეყნების მიერ ინიციირებული რეზოლუცია, რომელიც უკრაინიდან რუსეთის ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვს. რეზოლუციას მხარი დაუჭირა 93-მა ქვეყანა, 18 წინააღმდეგ წავიდა, 65-მა ქვეყანამ კი თავი შეიკავა კენჭისყრაში მონაწილეობისგან. აშშ-მა და რუსეთმა რეზოლუციას მხარი არ დაუჭირეს, საქართველო კენჭისყრაზე არ გამოცხადდა. ტექსტში ნათქვამია, რომ რეზოლუცია „იმეორებს მიმდინარე წელს ომის დასრულებისა და დიპლომატიური ძალისხმევების გაორმაგების

ქვეყნების სიაში, რომელთა სტუდენტებსაც ლიეტუვაში 2025-2026 აკადემიური წლისთვის მოკლევადიან პროგრამებზე სტიპენდიებით სარგებლობა შეუძლიათ, საქართველო არ არის

იმ ქვეყნების სიაში, რომელთა სტუდენტებსაც ლიეტუვაში 2025-2026 აკადემიური წლისთვის მოკლევადიან აკადემიურ პროგრამებზე სტიპენდიებით სარგებლობა შეუძლიათ, საქართველო არ არის. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი studyin.lt-ი ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, გამოყოფილი სტიპენდიების რაოდენობა 35-მდეა და ლიეტუვაში სწავლის ერთ სემესტრს ფარავს, თუმცა, იმ ქვეყნების სიაში, რომელთა სტუდენტებსაც აღნიშნული სტიპენდიებით სარგებლობა შეუძლიათ, საქართველო არ არის. პორტალზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით

ნეკა დოროყაშვილი - მოსამართლემ განაჩენი გამოუტანა საქართველოს ქალებს, ამით მან თქვა, რომ არაფერი გეშველებათ, ძალადობაში ამოგხდებათ სულიო - მე ახლა ვიწყებ რეალურ ბრძოლას

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნელი (ნეკა) დოროყაშვილი სასამართლოს მიერ ნიკოლოზ ბასილაშვილის გამამართლებელ გადაწყვეტილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ „რეალურ ბრძოლას“ ახლა იწყებს. ნეკა დოროყაშვილის შეფასებით, მოსამართლემ ქალებს განაჩენი გამოუტანა. “სამწუხაროა, რომ პირდაპირ სტრასბურგში და გაეროში არ შეიძლება ამ საქმის წაღება, რადგან უმოკლეს ვადაში მოხდეს ობიექტური ჭეშმარიტების დადგენა და სამართლიანობის მიღწევა. ჩვენ გავივლით ყველა ინსტანციას, სულ რომ ყველამ თვალი დახუჭუს მ

ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელს მიმართავს, ჩამოყალიბდნენ, ვის უჭერენ მხარს, უკრაინას თუ რუსეთს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელს მიმართავს, ჩამოყალიბდნენ, ვის უჭერენ მხარს, უკრაინას თუ რუსეთს. პრეზიდენტმა ჰაარეცის დემოკრატიულ სამიტში ვიდეოკონფერენციის სახით მიიღო მონაწილეობა და ისრაელს მოუწოდა, განსაზღვროს, სურთ თუ არა დემოკრატიულ სამყაროსთან ყოფნა. „დრო ხომ არ დადგა, თქვენმა სახელმწიფომ აირჩიოს, ვისკენ ხართ? ან დემოკრატიულ სამყაროსთან, რომელიც იბრძვის არსებობის საფრთხის წინააღმდეგ, ან მათთან, ვინც თვალს ხუჭავს რუსულ ტერორზე მაშინაც, როდესაც ეს გლობალურ უსაფრთხოებას სრულ

ყირგიზეთის მთავრობამ დაბლოკა RFE/RL-ის ვებსაიტი

ყირგიზეთის მთავრობამ დაბლოკა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) ყირგიზული სამსახურის ვებსაიტი, მას შემდეგ, რაც რადიო თავისუფლებამ უარი განაცხადა წაეშალა ვიდეორეპორტაჟი ტაჯიკეთთან საზღვარზე მომხდარი შეტაკებების შესახებ. ყირგიზეთის ინფორმაციის სამინისტრო 26 ოქტომბრის განცხადებაში წერს, რომ ეს ზომა გატარებულ იქნა პასუხად "სანდოობის არმქონე მასალებზე", რომლებიც "წინააღმდეგობაში მოდის ყირგიზეთის რესპუბლიკის ეროვნულ ინტერესებთან". სამინისტროს მხედველობაში აქვს, მისი თქმით, არაზუს

ირაკლი პეტრიაშვილი - ორი წლის განმავლობაში ინფლაცია არის 25,9%, საშუალო ხელფასი კი მხოლოდ 9%-ით გაიზარდა

ორი წლის განმავლობაში ინფლაცია არის 25,9% და საშუალო ხელფასი მხოლოდ 9%-ით გაიზარდა, – ამის შესახებ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა. „ანუ, ინფლაციამ შეჭამა შემოსავალი და ამ 9%-ით გაზრდაში კიდევ რამდენი იყო ტოპმენეჯმენტის და ადმინისტრაციის წილი და რამდენი დასაქმებული ადამიანების, ეს კიდევ ცალკე საკითხია. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეკონომიკური ზრდაა საჭირო

"დასავლური იარაღის წყალობით უკრაინა რუსეთთან საარტილერიო ბრძოლაში თამაშის წესს ცვლის" - New York Times

აშშ-ის გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმსის" (The New York Times) 30 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "დასავლური იარაღის წყალობით უკრაინა რუსეთთან საარტილერიო ბრძოლაში თამაშის წესს ცვლის" (ავტორი - ენდრიუ კრამერი). "თბოვიზორის [ინფრაწითელი] კამერის ეკრანზე ჩანს, თუ როგორ გაქრა კვამლის ღრუბელში რუსული ჯავშანტრანსპორტიორი. "მშვენიერი აფეთქებაა", - თქვა ლეიტენანტმა სერგეიმ, უკრაინული უპილოტო საფრენის აპარატის ოპერატორმა, რომელიც პორტატული მოწყობილობით თვალს ადევნებდა დრონის მოქმედებას რუსე

ვოლოდიმირ ზელენსკი - საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის მხრივ უკრაინას კარგი ამბები ელოდება

უახლოეს კვირებში უკრაინას კარგი ამბები ელის საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის მხრივ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. “უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი სხდომა ჩავატარე - საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდა, სამი საათი. ძალიან დეტალურად გავაანალიზეთ ვითარება წინა ხაზზე, ყველა მიმართულებით... ვიცით მტერი რისთვის ემზადება. ვუპასუხებთ და გავაგრძელებთ ჩვენი მიწის გათავისუფლებას. ასევე ძალიან დეტალურად გავაანალიზეთ ყველაფერი, რაც თავდაცვის ძალებისადმი

საკონსტიტუციო სასამართლომ ლონდა თოლორაიას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სახელმწიფო ინსპექტორის ყოფილი ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიასა და სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ უფლებამოსილების გარანტირებული ვადით არჩეული სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების ვადამდე უპირობოდ გათავისუფლება მისთვის/მათთვის ადეკვატური, ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების ან სამართლიანი კომპენსაციის გადაცემის გარეშე, ვერ აკმ

უკრაინის გენშტაბი: რუსეთის შეტევა მოგერიებულია 13 დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასულ 24 საათში, თავდაცვის ძალებმა რუსული ჯარების შეტევა მოიგერიეს ლუგანსკის ოლქის 1 და დონეცკის ოლქის 12 დასახლებულ პუნქტთან. უკრაინის არმიის სარდლობის მიერ დღეს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე განახორციელეს 7 სარაკეტო და 9 საავიაციო დარტყმა და 50-ზე მეტი შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით. გენშტაბის ცნობით, ზაპოროჟიეს ოლქში დაზიანებულია სამოქა

თურქეთში 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ დუზჯეში დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 6.0 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისქვეშა ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ სტამბოლშიც იგრძნობოდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ქალაქ დუზჯეში მიწისძვრა ბოლოს 1999 წელს მოხდა, მაშინ 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის სტიქიას 845 ადამიანის სი

აფხაზეთში რუსული ელექტროენერგიის მიწოდება დაიწყო

გუშინ 22 ნოემბრის, საღამოდან ოკუპირებული აფხაზეთში დაიწყო რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება. ინფორმაციას კომპანია „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს. საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთიდან ამჟამად დაახლოებით 250 მეგავატი ელექტროენერგია მიეწოდება. მანამდე ოკუპირებული აფაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას რუსეთის ენერგეტიკის სამინსიტროსთან მოლაპარაკებების შედეგები მოხსენა.
×
×
  • შექმენი...