Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.107.989

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ნათია მეზვრიშვილი - უნდა გვახსოვდეს, რომ არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი ადამიანის მისვლას აქვს კრიტიკული მნიშვნელობა (ვიდეო)

უნდა გვახსოვდეს, რომ არჩევნებზე რაც შეიძლება მეტი ადამიანის მისვლას აქვს კრიტიკული მნიშვნელობა. ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1843429716165392

ნათია მეზვრიშვილი - “ოცნებას” აღარ აქვს პოზიტიური დღის წესრიგის შექმნის რესურსი, არჩევნებს აგებენ, თავიანთი შიდა კვლევებითაც 30%-ს ძლივს აღწევენ, ამიტომაც სჭირდებათ მოძალადეები ... (ვიდეო)

“ოცნებას” აღარ აქვს პოზიტიური დღის წესრიგის შექმნის რესურსი, არჩევნებს აგებენ, თავიანთი შიდა კვლევებითაც 30%-ს ძლივს აღწევენ, ამიტომაც სჭირდებათ მოძალადეები, ზონდერები, პოლიტიკური კორუფცია, დამორჩილებული სასამართლო და ცესკო. სწორეს ეს არის დამარცხებული “ოცნების” რეალური სახე.  ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1011071770705940/

საია: მოვუწოდებთ „ევოლუშენს", ითანამშრომლოს გაფიცულებთან მათთვის ღირსეული და უსაფრთხო შრომის პირობების შექმნის მიზნით

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) „ევოლუშენ ჯორჯიას“ თანამშორმლების ნაწილის გაფიცვას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ კომპანიის ირგვლივ განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს სახელმწიფოს მხრიდან მშრომელთა უფლებების დაცვის კუთხით აქტიური პოლიტიკის განხორციელების საჭიროებას. ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოში კვლავ გამოწვევად რჩება შრომის კანონმდებლობის რეალიზება, მათ შორის, საჯარო და კერძო სექტორში კვლავ პრობლემურია ისეთი საკითხები, როგორიცაა ზეგანაკვეთური სამუშაოს

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსული დრონების ჩამოგდებით ჯერ მხოლოდ ბელარუსი გამოირჩა, ეს უბრალოდ დამამცირებელია დემოკრატიული სამყაროსთვის

რუსული დრონების ჩამოგდებით ჯერ მხოლოდ ბელარუსი გამოირჩა, ეს უბრალოდ დამამცირებელია დემოკრატიული სამყაროსთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იალტის ევროპულ სტრატეგიაზე (YES) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. “როდესაც გვესმის, რომ რუსეთში ახალი რაკეტები ჩავიდა ირანიდან, ეს იგივე ბოროტებაა, რომლის ჩამოგდებაც მოკავშირეებს ახლო აღმოსავლეთის ცაში უწევდათ. ახლა, შესაძლოა, რაკეტების მარკა განსხვავდება, მაგრამ არა ირანის ტერორისტული მოტივი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ იარაღის გ

დიმიტრი ცქიტიშვილი - “ოცნებას” უნდა რომ პარლამენტში ისეთი დებუტატები ჰყავდეს, რომლებიც დავალებების უსიტყვო შემსრულებლები იქნებიან (ვიდეო)

“ოცნებას” უნდა რომ პარლამენტში ისეთი დებუტატები ჰყავდეს, რომლებიც დავალებების უსიტყვო შემსრულებლები იქნებიან. დიმიტრი ცქიტიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/961613629062857/

“პრობლემის იგნორირება პრობლემას არ აგვარებს” – სოფო ხორგუანი მოქალაქეობის მინიჭების პრობლემაზე

რა პოზიცია აქვთ აღნიშნულის შესახებ იუსტიციის სამინისტროს და რით ხსნიან მოქალაქეობის არ მინიჭების მიზეზებს? – უწყებაში გვითხრეს რომ კითხვები წერილობით გაგვეგზავნა. (მათგან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება)  დავუკავშირდით შერიგების და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატსაც იმის გასაგებად, აქვთ თუ არა პროგრამა მოქალაქეობის არ მქონე პირების მხარდასაჭერად, – მათგან პასუხის მიღებასაც ველოდებით.  toktv.ge

გიორგი გახარია - არჩევნებზე თუ მივიდა 2 მილიონზე მეტი ამომრჩეველი, ოცნება იქნება 30%-ზე ქვემოთ

პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ თუ არჩევნებზე 2 მილიონზე მეტი ამომრჩეველი მივიდა, ქართული ოცნება 30%-ზე ნაკლებს მიიღებს. გახარიას თქმით, ამომრჩეველთა დიდი აქტივობის შემთხვევაში მმართველი პარტია 600 000-ზე მეტ ხმას ვერ აიღებს. ამასთან, როგორც გახარიამ ფორმულას ეთერში აღნიშნა, მოსახლეობან უნდა იცოდეს, რომ "ვერავინ, ვერასდროს გაიგებს ვის მისცეს ხმა". "ჩვენი მთავარი ამოცანაა ადამიანებს ავუხსნათ, რომ ვერავინ, ვერასდროს გაიგებს ხმა ვის მიეცით. მაშინ, მერწმუნეთ, რომ 

მარკეტა გრეგოროვა: მე ახლა ჩამოვედი თბილისში ოფიციალურ სადამკვირვებლო მისიასთან ერთად

ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა სოციალურ ქსელში წერს, რომ თბილისში ჩამოვიდა ოფიციალურ სადამკვირვებლო მისიასთან ერთად და საარჩევნო პროცესს დააკვირდება. publika    

სეულის საარჩევნო უბნის შედეგებით, ოპოზიციამ ჯამში „ოცნებაზე“ მეტი ხმა მიიღო

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ხმის მიცემა დასრულდა. საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 53-მა ამომრჩეველმა, ოპოზიციამ ჯამში „ქართულ ოცნებაზე“ მეტი ხმა მიიღო. წინასწარი მონაცემებით, ხმები ასე გადანაწილდა:  „საქართველოს ერთიანობისა და განვითარების პარტია“ – 1 ხმა; „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 18 ხმა; „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“ – 2 ხმა; „ევროპელი დემოკრატები“ – 1 ხმა; „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1 ხმა;

ადვოკატი: სამართალდამცავები დაკავებულებს ურტყამდნენ ფეხებს, აღენიშნებათ დალურჯებები

ადვოკატის განცხადებით, გუშინ, 16 ნოემბერს აღმაშენებლის ხეივანზე საპროტესტო მსვლელობის დროს დაკავებულებზე პოლიციამ იძალადა. აქციის დროს სამი პირი დააკავეს, მათ შორის, „ფორმულას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, გიორგი ლიფონავა და „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი ვანო გომურაშვილი. მათ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებიან. „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, ადვოკატი, მარიკა არევაძე ამბობს, რომ პოლიციამ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.

Reuters: ბაიდენმა უკრაინას აშშ-ის იარაღის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენების შეზღუდვა მოუხსნა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ გააუქმა შეზღუდვები, რომელიც უკრაინას არ აძლევდა საშუალებას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სამიზნეებზე დარტყმისთვის შტატების მიერ მიწოდებული იარაღი გამოეყენებინა. Reuters-ს წერს, რომ აღნიშნულის შესახებ სამმა ინფორმირებულმა წყარომ განაცხადა. წყროები აცხადებენ, რომ უკრაინა გეგმავს უახლოეს დღეებში განახორციელოს თავისი პირველი შორი დისტანციის შეტევა. მათივე თქმით, პირველი დარტყმები, სავარაუდოდ, განხორციელდება ATACMS-ის ტიპის რაკეტების გამოყენებით, რომე

ზაზა თავაძე - ჩვენ ვართ ყველა მშვიდობიან აქციაზე, სადაც ჩვენი ამომრჩეველია, სადაც ხალხია და სადაც ჩვენ ვაპროტესტებთ ივანიშვილის მიტაცებულ, გაყალბებულ არჩევნებს (ვიდეო)

AQPc9KDbWyk_2gx0zJvyKoS-CI05pssPlkXQTrI6AfNpn1ZhpNYQv0lNgU_5qE8SWtIGbc5cixSF04B2CZYUyL_x.mp4 ზაზა თავაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე. ვიდეო:   AQPc9KDbWyk_2gx0zJvyKoS-CI05pssPlkXQTrI6AfNpn1ZhpNYQv0lNgU_5qE8SWtIGbc5cixSF04B2CZYUyL_x.mp4

ნიდერლანდების ელჩი: ნებისმიერი განცხადება, რომ საქართველო კვლავ მიიწევს ევროკავშირის გზაზე, უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება

ნიდერლანდების სამეფოს ელჩის, მელინე არაკელიანის თქმით, ნებისმიერი განცხადება, რომ საქართველო კვლავ მიიწევს ევროკავშირის გზაზე, უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში ის ამბობს, რომ წევრობის განაცხადით ქვეყანა თანხმობას ამბობს, შეასრულოს წევრობის კრიტერიუმები და ეს კრიტერიუმები მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება. ელჩმა ისაუბრა რუსულ კანონსა და ჰომოფობიურ კანონზეც, რომლებიც მისი თქმით, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა ევროპულ სტანდარტებს, რომელთა დაცვაც საქართველოს ევ

მეტროში დაიღუპა კაცი, რომელსაც სავარაუდოდ ხელი ჰკრეს

მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ ლიანდაგებზე ჩავარდნილი მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ნეტგაზეთს თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში უდასტურებენ. მეტროს მეორე ხაზზე გადაადგილება მხოლოდ სადგურ „დელისამდე“ შეიძლება. სოციალურ ქსელში ვრცელდება ცნობა „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სადგურიდან, სადაც მომხდარის შემსწრე ადამიანი ჰყვება, რომ გარდაცვლილს ხელი ჰკრეს. იმავე ინფორმაციას ავრცელებს სხვა მგზავრიც. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ჯერჯერობით კომენტარს არ აკ

ირაკლი კვირიკაძე - ამ შენობას სასამართლო არ ჰქვია, ეს არის ცირკი - ეს არ იყო გადაწყვეტილება, ეს იყო მოსული ბრძანება

პირველ რიგში, ვიტყვი, რომ მას მოსამართლე არ ჰქვია, ამ შენობას სასამართლო არ ჰქვია დღეს, ამას ყველაფერი ჰქვია სასამართლოს გარდა, ეს არის ცირკი. ეს არ იყო გადაწყვეტილება, ეს იყო მოსული ბრძანება, ამ თამაშის, შოუს და მაიმუნობამდე გაცემული ბრძანება ,- ამის შესახებ მსახიობმა ირაკლი კვირიკაძემ “ინტერპრესნიუსს” განუცხადა, რითაც შეაფასა სასამართლო გადაწყვეტილება, აქციაზე დაკავებული 11 პირის, მათ შორის მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, გამოსავალი ახალი არჩევნე

„შერატონის" შესასვლელშივე ადამიანთა ჯგუფი დამხვდა, უკვე ილანძღებოდნენ, იგინებოდნენ" | გახარია თავდასხმის დეტალებზე საუბრობს

პარტია „საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ბათუმში, სასტუმრო „შერატონში” მასზე მომხდარი თავდასხმის დეტალებზე საუბრობს. გახარიას თქმით, მასზე განხორციელდა „წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა, ჩასაფრებით”, რომლის „ავტორი და დამკვეთი გახლდათ ბიძინა ივანიშვილი”. „საქართველოსთვის“ ლიდერს საქმის სამართლიანი გამოძიების იმედი არ აქვს. გიორგი გახარია ამბობს, რომ „ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა დაკარგოს მისთვის ყველაზე ძვირფასი: ფული და ძალაუფლება“.

ჯერმანი: ბრიტანეთის მთავრობა უკვე მზადაა, განიხილოს ივანიშვილზე სანქციების საკითხი

ბრიტანეთის მთავრობას მოვუწოდებთ, იმავე პრინციპით იმოქმედოს, როგორც მოქმედებს იმ ადამიანების მიმართ, ვინც დემოკრატიას უხეშად უპირისპირდებიან – მაგალითად, ბელარუსსა და უკრაინაში. იგივე უნდა გაკეთდეს იმ ფინანსებთან დაკავშირებითაც, რომლითაც „ქართული ოცნება“ ფინანსდება და რომლებიც ლონდონშია განთავსებული... ბრიტანეთის მთავრობა უკვე მზადაა, განიხილოს ივანიშვილზე სანქციების დაწესების საკითხი. მე ხელი მოვაწერე წერილს, PACE-ში ბრიტანეთის დელეგაციაში შემავალ სხვა კოლეგებთან ერთად, რომელიც ბრიტანეთის მთავრო

გურიის სოფელ ჯაფარეულში ქალი გარდაიცვალა

გურიაში დიდთოვლობისას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ნატანების თემის სოფელ ჯაფარეულში, ქალი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად „გურიის მოამბემ“ გაავრცელა. მათი ინფორმაციით გარდაცვლილი ნონა კვაჭანტირაძე 85 წლის მოხუცებულ დედას უვლიდა. ნეტგაზეთს ოზურგეთის მერის წარმომადგენელმა ნატანების თემში, ვალერიან ვაჩეიშვილმა ნონა კვაჭანტირაძის გარდაცვალება დაუდასტურა და გვითხრა, რომ ქალი ინსულტით გარდაიცვალა. მისი თქმით, სოფელში გადაადგილება, ან სასწრაფოს გამოძახება პრობლ

მიხეილ დაუშვილი - დაიწყოს მუშაობა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე, რომლის ხელმძღვანელი მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით აირჩევა

მიხეილ დაუშვილი - დაიწყოს მუშაობა დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნაზე, რომლის ხელმძღვანელი მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით აირჩევა; შეიქმნას ანტიკორუფციული კომისია თბილისის საკრებულოში ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, მიხეილ დაუშვილმა თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად პარლამენტში, ბრიფინგზე განაცხადა. მიხეილ დაუშვილი აღნიშნავს, რომ მოჩვენებითი რეაგირების პირობებში, სისტემური კორუფცია გაგრძელდება და ტრაგედიები მომავალში თავიდან ვერ იქნება ა

გერმანიის პრეზიდენტი - საჭიროა სამართლიანი მშვიდობა - მშვიდობამ, რომელიც პუტინს სურს, შეიძლება ახალი ომი გამოიწვიოს

გერმანია უკრაინას MARS II ზალპური ცეცხლის კიდევ ორ რეაქტიულ სისტემას, ოთხ ჰაუბიცას გადასცემს და გააგრძელებს საჰაერდო თავდაცვის სისტემების მიწოდებას. ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა კიევში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ საერთო ბრიფინგზე განაცხადა. “მე დავპირდი ბატონ პრეზიდენტს, რომ მალე გადაცემულ იქნება MARS II-ის ორი სისტემა და ასევე ოთხი ჩვენი Panzerhaubitze 2000 ჰაუბიცა. შემდგომ დღეებში ისინი გადეცემა უკრაინას”, - აღნიშნა შტაინმაიერმა.

შსს-მ ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო

„ქართული ოცნების“ წევრი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. ირაკლი ხახუბიას ცხედარი ამ დროისთვის ექსპერტიზაზეა გადასვენებული. დეპუტატის სახლი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული და ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ხახუბია საკუთარ სა

ბერდია სიჭინავა - “ოცნებამ” ადგილობრივი თვითმმართველობის “გაჩანაგება” დაიწყო მას შემდეგ, რაც არჩევნები წააგო რამდენიმე მუნიციპალიტეტში

“ოცნებამ” პირდაპირი მნიშვნელობით ადგილობრივი თვითმმართველობის “გაჩანაგება” დაიწყო მას შემდეგ, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნები წააგო რამდენიმე მუნიციპალიტეტში - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.  ბერდია სიჭინავა ეხმაურება  “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების პროექტს, რომლის საფუძველზეც საკრებულოსა და მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან, ასევე სახელმწიფ

„შპიგელი“ - ოლაფ შოლცი ჩინეთს სთხოვს, რუსეთზე გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად გამოიყენოს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ჩინეთს სთხოვს, რუსეთზე გავლენა უკრაინაში ომის დასასრულებლად გამოიყენოს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა „შპიგელი“ ავრცელებს. ჩინეთში კანცლერი ქვეყნის ლიდერს სი ძინპინს და პრემიერ-მინისტრს ლი კეციანს შეხვდა. როგორც ოლაფ შოლცმა ჩინეთის პრემიერთან შეხვედრისას განაცხადა, ჩინეთის და გერმანიის ხელისუფლებები თანხმდებიან, რომ რუსეთის ბირთვული მუქარა მიუღებელია. „პრეზიდენტი სი ძინპინი  და მე ვთანხმდებით: ბირთვული მუქარები უპასუხისმგებლო და უკიდურე

უკრაინამ NASAMS-ისა და Aspide-ს საჰაერო თავდაცვის სისტემები მიიღო

NASAMS-ისა და Aspide-ს საჰაერო თავდაცვის სისტემები უკრაინაში ჩამოვიდა, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა „ტვიტერზე“ დაწერა და უკრაინის პარტნიორებს მოწოდებული იარაღისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, აღნიშნული სარაკეტო სისტემები მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის არმიას. „ეს იარაღი მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის არმიას და ჩვენს ცას უფრო უსაფრთხოს გახდის. გავაგრძელებთ მტრის სამიზნეების ჩამოგდებას, რომლებიც თავს გვესხმიან. მადლობა ჩვენს პარტნიორებს: ნორვე

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7179 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7179 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7179 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7261 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0082 ლარი შეადგინა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7910 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7114 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0796 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად
×
×
  • შექმენი...