პარტია "საქართველოსთვის" წევრები აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებს მხარდაჭერას უცხადებენ.
ცნობისთვის, მშობლები საერთაშორისოდ აღიარებული პრეპარატის ქვეყანაში შემოტანს და მათი ბავშვებისთვის უსასყიდლოდ გადაცემას მოითხოვენ.
უკრაინის მომავალში ევროატლანტიკურ ოჯახშია, უკრაინის მომავალი ნატო-შია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა კიევში ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი ნატო-ს მომდევნო სამიტზე იქნება განხილული.
„უკრაინის მომავალი ევროატლანტიკურ ოჯახშია, უკრაინის მომავალი ნატო-შია. ამაზე ყველა მოკავშირე თანხმდება“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების აუ
1-ელი ივლისიდან, სოციალურად დაუცველი ბავშვები, ყოველთვიური დახმარების სახით, 200 ლარს მიიღებენ. გაზრდილ დახმარებას დაახლოებით, 230 000-ზე მეტი ბავშვი მიიღებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ ბარკალაიამ განაცხადა.
მინისტრის მოადგილემ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის კვლევა შეაფასა და აღნიშნა, რომ ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებები მიმართულია ბავშვთა კეთილდღეობის გაზრდაზე, ოჯახების გაძლიერებასა და სო
საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი აგრომიმართულებით პროექტების აქტიური მხარდამჭერია. სწორედ ამ მიზნით, ბანკთან პარტნიორობით, კომპანია „აგრითაჩი“ მცირე და საშულო ზომის აგრობიზნესებს კვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევს და მათ საჭიროებებზე მორგებულ მომსახურებას შესთავაზებს.
კომპანია „აგრითაჩი“ ბაზარზე 2018 წლიდან ოპერირებს და საქართველოში მოქმედ მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებს დახმარებას აგრო კონსულტაციის, მეურნეობის მენეჯმენტისა და ექსპორტის განვითარების მიმართულებით უწევს
ფრთხილად იყავით, გვჭირდებით, – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს, რომელმაც კიევში პრესკონფერენციის დაწყებისას, სადენებს ფეხი წამოჰკრა და წაბორძიკდა.
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კიევში დღეს ჩავიდა.
იენს სტოლტენბერგის ვიზიტი დაანონსებული არ ყოფილა.
ავტორი - ქეთი ჩოხელი
დანია და ნიდერლანდები უკრაინას გერმანული წარმოების „ლეოპარდ 2-ის“ ტიპის 14 ტანკს გადასცემენ.
ამის შესახებ დანიის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ტროელს ლუნდ პოულსენმა განაცხადა. მისი თქმით, ეს თანამედროვე ტანკები უკრაინაში 2024 წლის დასაწყისში ჩავა.
ამავე დროს, დანია უკრაინის შეიარაღებულ ძალებს „ლეოპარდ 1-ის“ მოდელის ასამდე ტანკს გადასცემს. აქედან 80 ტანკი უკრაინის შეიარაღებული ძალების განკარგულებაში წლის ბოლომდე იქნება.
„დანიის ხელისუფლება მიისწრაფვის იმისკე
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, მოსამართლეებთან დაკავშირებით კელი დეგნანის გუშინდელმა განცხადებამ ხალხს დაანახა, რომ აშშ-ის მხრიდან მოსამართლეების დასანქცირების ინიციატორი ელჩი დეგნანი ყოფილა.
მისივე თქმით, ეს ინიციატივა სასამართლო სისტემაში პოლიტიკური ჩარევის წახალისებას ემსახურება.
„ამ განცხადებამ დაგვანახა, რომ სავიზო შეზღუდვის სანქციის ინიციატორი ყოფილა ელჩი დეგნანი. მან ეს პირადად განაცხადა. ასევე განაცხად
როდესაც მოქმედმა მოსამართლემ, ლაშა ჩხიკვაძემ გააკეთა განცხადება, რომ მასზე ზეწოლა იყო, უკანონო კომუნიკაცია განხორციელდა, რატომ მაშინ არ შეიქმნა საგამოძიებო კომისია? რატომ არ დაინტერესდა აშშ, გაერკვია მისი კანონიერი წარმომადგენლის ქმედების კანონიერება? – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა „იმედს“ განუცხადა.
მისივე თქმით, საპარლამენტო კონტროლი არ შეიძლება, მოიცავდეს სასამართლო ხელისუფლების გაკონტროლებას.
„სამართლებრივ პრობლემასაც ვხედავ. საქართ
უნგრეთმა უკრაინიდან მარცვლეულის გარდა თაფლისა და გარკვეული ხორცპროდუქტების იმპორტიც აკრძალა, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმა, გერგლი გულიაშმა განაცხადა.
მისი თქმით, უნგრეთის მიერ მარცვლეულისა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების იმპორტზე დაწესებული აკრძალვა 25 პროდუქტს მოიცავს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია მარცვლეული, რაფსის და მზესუმზირის თესლი, ფქვილი, ზეთი, თაფლი და გარკვეული ხორცპროდუქტები“.
იმპორტზე დაწესებული აკრძალვა 30 ივნისამდე იმოქმედებს.
ცნობ
სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, საზოგადოება იმსახურებს, რომ კითხვები, რომლებიც სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით არსებობს, საგამოძიებო კომისიის ფარგლებში დაისვას.
მისი თქმით, ამ პროცესებს გამჭვირვალობა და ღიაობა წაადგება.
„თქვენ იცით, რომ დღეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მოსამართლეებთან დაკავშირებული თემაა. ამ საკითხის პარლამენტში გარკვევა მეც მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია. მესმის ეს პროცედურული ომი, რომელიც მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის მიმდინარეობს, მაგრამ
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით ჩატარებული ბავშვთა კეთილდღეობის 2022 წლის კვლევის თანახმად, საქართველოში ბავშვების 38% მატერიალურ და სოციალურ დანაკლისს განიცდის.
კვლევის მიხედვით, სოფლად მცხოვრებ ბავშვებში 7-ჯერ და მეტად მაღალია ალბათობა იმისა, რომ ხელი სკოლამდელ განათლებაზე არ მიუწვდებოდეთ, ვიდრე ქალაქში მაცხოვრებელ ბავშვებში.
„სკოლამდელი ასაკის ბავშვების 28% საბავშვო ბაღში არ დადის. მათგან, ბავშვების 22% მშობლის არჩევანის საფუძველზე
ამერიკული როკჯგუფი Imagine Dragons 31 აგვისტოს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე კონცერტს გამართავს. გარდა ამისა,უცხოელი შემსრულებლების
კონცერტები აგვისტოში კიდევ რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის „ბლექ სი არენაზეც“ იგეგმება.
კერძოდ, თავად "ბლექ სი არენას" ინფორმაციით, აგვისტოში კონცერტები შემდეგი გრაფიკით ჩატარდება:
NILE RODGERS & CHIC - 5 აგვისტო (Black Sea Arena)
FKJ - 6 აგვისტო (Black Sea Arena)
Damian Lazarus - 10 აგვისტო (The Social Space)
THE KILLERS - 15 აგ
16 აპრილის შემდეგ პირველი ღამე იყო, როცა მშვიდად ეძინათ ჩვენს თანამშრომლებს, იქიდან გამომდინარე, რომ ფაქტობრივად შეწყვეტილია მოკლევადიან პერიოდში სროლები, – ამის შესახებ ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსის“ გენერალურმა, დირექტორმა, რატი ბაკურაძემ განაცხადა.
ბაკურაძის თქმით, ამ დროისთვის ავიაკომპანიის თანამშრომლებს საკვების მარაგი აქვთ.
„ერთადერთ პრობლემად რჩება, რომ ელექტროენერგია არ მიეწოდებათ, არ არის დიზელის მიწოდება, რადგან ჩახერგილია გზები და რისკი იყო გადაადგილება. პარტნიორებთა
ის, რაც ჩვენ ბოლო დღეებში ვიხილეთ, ეს არის სრული ავტოკრატიის გაფორმება საქართველოს პარლამენტში - ოპოზიციამ პერმანენტულად უნდა აჩვენოს ერთიანობა, იმიტომ, რომ ოლიგარქი შეშინებულია. როგორც იტყვიან მეფე შიშველია, - ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, პარტია "საქართველოსთვის" წევრმა, ზაზა თავაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა ბოლო რესურსი გამოიყენა იმისთვის, რომ იმ "კორუფციულ სინდიკატს გა
რიკოთზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე დასაქმებულთა ნაწილი მეორე დღეა გაფიცულია. ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებული მძღოლები დაბალ ხელფასს და არასათანადო სამუშაო პირობებს აპროტესტებენ.
მათი განცხადებით, მინიმალურ ანაზღაურებაზე მუშაობენ და არ არის დაცული უსაფრთხოება.
„ჩინეთის სამშენებლო კორპორაციის“ მძღოლები გუშინ გაიფიცნენ. მათი თქმით, გაფიცვას მოთხოვნების შესრულებამდე არ შეწყვეტენ.
კომპანიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ კომენტარს მოთხოვნების გაცნობამდე ვერ გააკეთებენ.
gur
ევროკავშირის წარმომადგენლობა და ევროპის საბჭო საქართველოში 2023-2027 წლებში განსახორციელებელ ახალ პროექტებს იწყებენ.
როგორც აღინიშნა, ოთხი ახალი პროექტი „პარტნიორობა კარგი მმართველობისთვის“ მესამე ეტაპის ფარგლებში განხორციელდება, რომლის ბიუჯეტი 3 მილიონ ევროს შეადგენს.
ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებით, ახალი პროექტები პროგრამის წინა ეტაპების შედეგების საფუძველზეა შემუშავებული და მისი მიზანია, დაეხმაროს ხელისუფლებას მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის გაძლიერებასა და სასამართ
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს საჩივარი საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ერთხმად დასაშვებად ცნო. გადაწყვეტილება საბოლოოა და შემდგომ ეტაპზე მას გადაწყვეტილება მოჰყვება.
საქმე ეხება საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და საქართველოს რეგიონებს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზებს გასწვრივ ადამიანის უფლებების მდგომარეობის სავარაუდო გაუარესებას.
სარჩელი საქართველოს ხელისუფლებამ სტრასბურგის სასამართლოში 2018 წლის 22 აგვის
ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი დღეს დილით კიევის ცენტრში, „მიხაილოვსკაიას მოედანზე“ მდებარე მემორიალთან მივიდა და დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.
მედიის ცნობით, ნატო-ს გენერალური მდივანი უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკებებს გამართავს. თუმცა, ვიზიტის დეტალური გეგმა ამ დროისთვის უცნობია.
იენს სტოლტენბერგის უკრაინა
სასამართლოსთან დაკავშირებულ საგამოძიებო კომისიას, როგორც ჩანს, დღის სინათლე არ უწერია, მაგრამ ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ბევრი აქვს დასამალი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის, რასაც უმრავლესობა ორი დღის განმავლობაში აკეთებდა, არაკონსტიტუციურია.
„ამ კომისიას როგორც ჩანს, დღის სინათლე არ უწერია. ამას ადასტურებს ღიად „ქართული ოცნება“, მაგრამ კომისია რომ შეიქმნას, შეიძლება იმაზე უკეთესი მტკიცებულება ვერ დავდოთ მაგიდაზე, ვ
შეერთებულმა შტატებმა უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის დახმარების ახალი, 325 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტი გამოაცხადა.
დახმარების პაკეტი მოიცავს HIMARS-ის საბრძოლო მასალებს, 155 მმ და 105 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს, TOW-ის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო მართვად რაკეტებს, АТ-4 ტიპის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნებს, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმებს, 9 მილიონზე მეტ ვაზნას, ლოგისტიკური მხარდაჭერის 4 მანქანას, მაღალი სიზუსტის საავიაციო საბრძოლო მასალებს.
ამასთან, დახმარების ახალი პაკეტის ფარგლებშ
20 აპრილს პლენარულ სხდომაზე პარლამენტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ შამუგიას მოუსმენს.
ოთარ შამუგია პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მივა.
მოხსენების შემდეგ მინისტრი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.
"მინისტრის საათი" საპარლამენტო კონტროლის მექანიზმია, რომელიც წელიწადში ერთხელ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მინისტრების ანგარიშით გამოსვლას გულისხმობ
დიდუბის რაიონში, აკაკი წერეთლის გამზირისა და შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის რეაბილიტაცია დაიწყო. დაგეგმილი ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო, წუხელ, 23:00 საათიდან წერეთლის გამზირზე საავტომობილო გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა, კერძოდ, გამზირის ნაწილი ბარიერებით გაიმიჯნა.
თბილისის მერიის ცნობით, მოძრაობა სავალი ნაწილის ორივე მხარეს მონაცვლეობით მოხდება აკაკი წერეთლის გამზირზე, გიორგი ცაბაძის ქუჩიდან შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდის ჩათვლით.
რეაბილიტაციის პერიოდში, ავტომობილებისა დ
მიზანი, რატომაც ოპოზიციას უნდა, ან უნდოდა ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა ისაა, რომ ის მიღწევები და რეფორმები დააზიანონ, რომელიც 12 - პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად ხორციელდება, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლების ნაწილში, - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა ევროკომისიის 12 - პუნქტიანი გეგმის თითქმის ყველა პუნქტი უკვე შეასრულა, მათ შორის, სასამართლოსთან დაკავშირებული საკი
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობაში მსჯავრდებულთა საჩივრები და უცვლელად, ძალაში დატოვა თბილისის სააპელაციო და მცხეთის რაიონული სასამართლოების გამამტყუნებელი განაჩენები.
როგორც გენერალური პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მსჯავრდებულებმა 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთაში მდებარე აგარაკზე მომხდა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთისგან დასაცავად კიდევ უფრო ძლიერ იარაღს ელოდება. გასულ ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ თქვა, რომ ცის დასაცავად უკვე აქვთ ძალიან სერიოზული საჰაერო თავდაცვის სისტემები და სხვა იარაღი.
„მაგრამ უნდა იყოს, და დარწმუნებული ვარ, იქნება კიდევ უფრო ძლიერი“, - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
19 აპრილს, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა დაადასტურა, რომ გერმანიისგან მიიღეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Patriot-ი. რეზნიკოვის