Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.107.981

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

თურქეთში 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, ქალაქ დუზჯეში დაფიქსირდა. ბიძგების სიმძლავრემ 6.0 მაგნიტუდა შეადგინა. მიწისქვეშა ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ სტამბოლშიც იგრძნობოდა. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. ქალაქ დუზჯეში მიწისძვრა ბოლოს 1999 წელს მოხდა, მაშინ 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის სტიქიას 845 ადამიანის სი

ილია დარჩიაშვილი მოლდოვის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი კიშინეუში ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვის რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, მაღალი დონის შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრობა და პარტნიორობა, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საერთო გამოწვევებისა და მიზნების გათვალისწინებით. „მხარეები მიესალმნენ ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებ

ფინანსთა მინისტრი განმარტავს, მომდევნო წლის ბიუჯეტის თანახმად, ვის და რამდენი პროცენტით გაეზრდება ხელფასი

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი განმარტავს, მომდევნო წლის ბიუჯეტის თანახმად, ვის და რამდენი პროცენტით გაეზრდება ხელფასი. როგორც ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ყოველწლიურად საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასები 10%-ით გაიზრდება, მომავალ წელს კი გამონაკლისის სახით ჯარის, პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის ანაზღაურება 20%-ით მოიმატებს. „საჯარო პირობად გვაქვს აღებული, რომ ყოველწლიურად დაახლოებით 10%-ით გაიზარდოს საჯარო სამსახურში და

მედიის ცნობით, აშშ უკრაინას გაუწევს კიდევ 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას

აშშ-ის გადაწყვეტილებით, უკრაინა მიიღებს კიდევ 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას. ამის შესახებ ინფორმირებულ, ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერენ სააგენტოები Reuters-ი და Associated Press-ი. წინასწარი ინფორმაციით, გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდება. წყაროების ცნობით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს უპილოტო საფრენ აპარატებთან ბრძოლის და საჰაერო თავდაცვის გაძლიერების საშუალებებს. ასევე, დამატებით საბრძოლო მასალებს უკრაინისთვის უკვე გადაცემული ჰაუბიცებისა და სარაკეტო სისტემებისთვის HIMARS.

„დოიჩე ველე“ - ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კომპანიების კუთვნილი 18,9 მილიარდი ევრო გაყინა

ევროკავშირმა რუსეთის მოქალაქეებისა და რუსული კომპანიების კუთვნილი 18,9 მილიარდი ევრო გაყინა. ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს. სტატისტიკური მონაცმებით, ყველაზე მეტი – 3,5 მილიარდი ევრო ბელგიამ გაყინა. მეორე ადგილზეა ლუქსემბურგი 2,5 მილიარდით და გერმანია 2,2 მილიარდი ევროს ღირებულების გაყინული აქტივებით. ამ სიაში არის ასევე მალტაც, სადაც უკვე დაბლოკილია 150 ათასი ევრო. ეს თანხა მოიცავს უძრავი ქონების ღირებულებას, ასევე იახტებს, ვერტმფრენებს და ხელოვნების ნიმუშებს. ასევე ა

თავდაცვის მინისტრი - ჩემთვის ყველა ადამიანი, ვინც იდეისთვის იბრძვის და თუ ეს იდეა არის ქვეყანა, საქართველო, სამშობლო, გმირია

ჩემთვის ყველა ადამიანი, ვინც იდეისთვის იბრძვის და თუ ეს იდეა არის ქვეყანა, საქართველო, სამშობლო, ყველა არის გმირი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ განუცხადა. მისივე თქმით, მთავრობას არცერთი დაღუპული გმირის ოჯახის წევრი არ დაუტოვებია ყურადღების გარეშე. „ჩვენ არცერთი დაღუპული გმირის ოჯახის წევრი არ დაგვიტოვებია ყურადღების გარეშე. მას შემდეგ რაც პრემიერ-მინისტრი გახდა თავდაცვის მინისტრი, შემდეგ მე თავდაცვის მინისტრი, ეს პოლიტიკა გაგრძელდა. თქვენ ალბათ ე

არასამთავრობო ორგანიზაციები საარჩევნო კანონმდებლობაში 2022 წლის დეკემბერში შეტანილი ცვლილებების შეფასებას აქვეყნებენ

„სამართლიანი არჩევნები“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საარჩევნო კანონმდებლობაში 2022 წლის დეკემბერში შეტანილი ცვლილებების შეფასებას აქვეყნებენ. სამი არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები, როგორც ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციების, ისე ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მიერ იდენტიფიცირებულ რიგ პრობლემებს პასუხობს, თუმცა, მათივე თქმით, სრულად არ იყო გათვალისწინებული ყველა არსებითი ხასიათის რეკომე

თავდაცვის სამინისტრო - ჯუანშერ ბურჭულაძემ ლოიდ ოსტინთან საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭლაძე ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ჯუანშერ ბურჭულაძემ აშშ-ის თავდაცვის მდივანთან, ლოიდ ოსტინთან შეხვედრისას საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობას, რაც უმნიშვნელოვანესია საქართველოს თა

მედიის ინფორმაციით, აშშ-ში თურქეთის საელჩოში უცნობი ადამიანი მივიდა და თურქეთის დასახმარებლად 30 მილიონი დოლარის დონაცია განახორციელა

„სიენენის“ ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებში თურქეთის საელჩოში პაკისტანის მოქალაქე მივიდა და თურქეთის დასახმარებლად 30 მილიონი დოლარის დონაცია განახორციელა. ამის შესახებ პაკისტანის პრემიერ-მინისტრმა, შებაშ შერიფმა მიკრობგლოგ „ტვიტერზე“ დაწერა. „სასიამოვნოდ გაოცებული ვარ უცნობი პაკისტანელის მაგალითით, რომელიც ამერიკაში თურქეთის საელჩოში მივიდა და 30 მილიონი დოლარის დონაცია განახორციელა“, – წერს შარიფი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.   ავტორი - თამთა რუხაძე

პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტში აინიცირებს კანონის პროექტს „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“

პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტში აინიცირებს კანონის პროექტს „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“, რომლის მიზანია ამ ქვეყანაში გამოაშკარავდეს რუსეთის ფარული გავლენების წყაროები, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები და მათი განმახორციელებელი პირები. ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" საპარლამენტო გუნდმა პარლამენტში, ბრიფინგზე განაცხადა. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ცხადია, რომ ოკუპანტი არის რუსეთი, რომელიც იყენებს ქვეყნის

ზაალიშვილმა თბილისის გრანდ სლემი ზედიზედ მესამედ მოიგო - საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი მოიპოვა

თბილისში მიმდინარე გრანდ სლემზე ძიუდოში მძიმეწონოსანმა გელა ზაალიშვილმა საქართველოს ნაკრებს მესამე ოქროს მედალი მოუტანა. ქართველმა ფინალში 19 წლის თურქი მენურ ერტუგი ვაზარით დაამარცხა და თბილისის გრანდ სლემი ზედიზედ მესამედ მოიგო. ცოტა ხნით ადრე ტურნირზე ოქროს მედლების მფლობელები ილია სულამანიძე (100კგ) და ლაშა ბექაური (90კგ) გახდნენ. ლუკა მაისურაძემ (90კგ) კი ვერცხლის მედალი მოიპოვა. თბილისის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრებმა სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლით გუნ

„საბა“ აქვეყნებს წერილს, რომელშიც განმარტავს, რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი

ლიტერატურული პრემია „საბა“ ბექა ქურხულის წიგნის „უკრაინული დღიურების“ შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. დღეს ცნობილი გახდა, რომ „საბას“ საორგანიზაციო კომიტეტმა კონკურსში ბექა ქურხულის წიგნის მიღებაზე უარი თქვა. კონკურსის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურა ავტორი და გამომცემელი, მწერლებმა – არჩილ ქიქოძემ და რეზო თაბუკაშვილმა კი, სოლიდარობის ნიშნად, თავიანთი წიგნები კონკურსიდან მოხსნეს. „საბამ“ თავის ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა წერილი, რომელიც გამომცემლობა „ინტელექტს“ მისწერა და რომელში

მივმართავ მთავრობას, დააორგანიზოს მოსამართლეებთან შეხვედრა - გვრიტიშვილი

მოსამართლეები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას მოითხოვენ. თავდაპირველად ამის შესახებ იუსტიციის საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, პრემიერს, როგორც ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ პირველ პირს სთხოვეს შეხვედრა, რათა მიაწოდონ ფაქტები, რის შემდეგაც რეაგირებას დაელოდებიან. სანქცირებულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ კი განმარტა, რომ აღმასრულებელი ხელისუფლება სასამართლოს მიტაცების მცდელობებზე საქმის კურსში უნდა ჩააყენონ. ლევან მურუსიძე ა

მედიის ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი გერმანიაში ვიზიტს გეგმავს

მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მის ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, გერმანიაში პირველ ვიზიტს გეგმავს. როგორც გამოცემა Bild-ი წერს, უკრაინის პირველი პირი მომავალ თვეში ქალაქ აახენში შარლემანის პრიზის მისაღებად აპირებს ჩასვლას. ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ უკრაინის შესაძლო კონტრშეტევამ შესაძლოა დაჯილდოების ცერემონიაზე ზელენსკის ვირტუალურად დასწრება გამოიწვიოს. გარდა ამისა, Bild-ი იუწყება, რომ ცერემონიას გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც დაესწრება.

ბექა ლილუაშვილი - ამასობაში, ტელეგრამის რუსულ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე, რუსეთ- საქართველოს შორის, პირდაპირი ფრენები აღდგა

ამასობაში, ტელეგრამის რუსულ არხებზე ვრცელდება ინფორმაცია, რომ მხარეთა (როგორც ჩანს მოლაპარაკებები "წარმატებით" დაასრულეს ჩვენებმა) შეთანხმების საფუძველზე, რუსეთ- საქართველოს შორის, პირდაპირი ფრენები აღდგა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში, პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი წერს.   როგორც ბექა ლილუაშვილი აღნიშნავს, პირველი ფრენა 18 აპრილს განხორციელდება.

არსებული ინფორმაციით, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლა იყო

არსებული ინფორმაციით, თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე სროლა იყო. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. სოციალური ქსელის მომხმარებლები ადგილიდან ვიდეომასალასაც ავრცელებენ, სადაც ჩანს, რომ ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. „ინტერპრესნიუსი“ დეტალებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. იპნ

თუ ზურაბიშვილი შეიწყალებს გვარამიას, გამოდის, რასაც გვარამია ეძახდა იყო სწორი - კობახიძე

„ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „მთავარი არხის” დირექტორს, ნიკა გვარამიას შეიწყალებს, „გამოდის, რომ რასაც ნიკა გვარამია სალომე ზურაბიშვილს ეძახდა, მართალი იყო”.  „როდესაც კონკრეტული ადამიანი შენ გეძახის რეზიდენტს და მერე აღარ მინდა გავიმეორო რას გეძახის, ამის მერე თუ კიდევ ფიქრობ ასეთი პიროვნების შეწყალებაზე, მაშინ ადასტურებ, რომ ეს გამონათქვამი ყოფილა სწორი. რასაც ეძახდა გვარამია ზურაბიშვილის, გამოდის, რომ ის ყოფილა მართალი და ის

„მე მწამს საქართველოსა და ქართველ ხალხის ევროპული გზის“ — მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას თქმით, საქართველოს გასატარებელი აქვს რეფორმები და გასაცემი კითხვებზე პასუხები. „როგორც გუშინ ვთქვი საქართველოს პრეზიდენტთან, ჩვენ მოუთმენლად ველოდებით საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირში. რეფორმები არის გასატარებელი. კითხვებზე პასუხი გასაცემია. მაგრამ რეფორმები გზაშია და მე მაქვს საქართველოსა და ქართველ ხალხის რწმენა მათ გზასა და პერსპექტივაში“ — განაცხადა მეცოლამ დღეს, 1 ივნისს, მოლდოვაში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების შეხვედრის დაწყებამდე.

გუბერნატორი - ხერსონში წყლის დონე კლებას იწყებს

ხერსონის ოლქში წყლის დონემ კლება დაიწყო - გასული ღამის განმავლობაში წყალი დაახლოებით 20 სმ-ით შემცირდა, ადამიანებისა და ცხოველების ევაკუაცია კი გრძელდება, - ამის შესახებ ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა. „მარჯვენა სანაპიროზე წყლის დონე საშუალოდ დაახლოებით 5,38 მეტრია, ხერსონში - 5,35 მეტრი. უკვე ვხედავთ, რომ ღამით წყალი 20 სმ-ით დაცხრა. წინასწარი ინფორმაციით, ხერსონის ოლქის 32 დასახლებაში 3 624 სახლია დატბორილი“, - აღნიშნა გუბერნატორმა.

გიორგი გახარია - ვენეციის კომისიის დასკვნა დეოლიგარქიზაციაზე კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება ივანიშვილის ინტერესში მოქმედებს

ვენეციის კომისიის დასკვნა დეოლიგარქიზაციაზე კიდევ ერთი დასტურია, რომ ხელისუფლება ივანიშვილის ინტერესში მოქმედებს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია "ტვიტერზე" წერს. მისივე განცხადებით, დეოლიგარქიზაციის კანონის ინიცირებით, „ქართული ოცნების“ მიზანი ბიძინა ივანიშვილის ფულის დაცვა და ოლიგარქიული მმართველობის გამყარებაა"  

ბერდია სიჭინავა - მაღაროელები შიმშილობენ იმისთვის, რომ ნორმალური ცხოვრების პირობები ჰქონდეთ... ვიღაც კი,  პოლიტიკური კორუფციით ფულს შოულობს, წამოგორებულია და ასე ყიდის ამ მაღაროელების შვილების მომავალს - მათ შორის ევროპულ მომავალს

დღეს ოლიგარქია დგას ძალიან ფუნდამენტურ საყრდენზე, რომლის მსახურებაშია გადასული სახელმწიფო ინსტიტუციები, ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ ტელეკომპანია "პირველში" გადაცემაში "პირველი ხაზი" სტუმრობისას განაცხადა. მისივე თქმით, "ქართული ოცნება" პოლიტიკურ ჭაობში აცხოვრებს ქვეყანას. "ქვეყანაში გამქრალია სამართლიანობა. დღეს მაგალითად მაღაროელები შიმშილობენ იმისთვის, რომ ნორმალური ცხოვრების პირობები ჰქონდეთ... ვიღაც კი,  პოლიტიკური კორუფციით ფულ

გიორგი შარაშიძე - დღევანდელ სასამართლოზეა ნათქვამი - სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს... მოსამართლემ გადაწყვეტილება ცარიელ ოთახში გამოაცხადა

დღევანდელ სასამართლოზეა ნათქვამი - სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში ფრაქცია „თბილისი საქართველოსთვის“ წევრი გიორგი შარაშიძე სოციალურ ქსელში წერს.   მისი განცხადებით, რუსული კანონის გაპროტესტებისა და ევროპის დროშის ფრიალის გამო დააკავეს კოკა კობალაძე და 2000 ლარით დააჯარიმეს.     'რუსული კანონის გაპროტესტებისა და ევროპის დროშის ფრიალის გამო უკანონოდ დაკავებული ახალგაზრდა პოეტისა და პოლოტიკოსის კოკა კობალაძის 2000 ლარით დაჯარიმების გადა

უკრაინის გენშტაბი ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში 4 მიმართულებით მტრის 30-ზე მეტი შეტევა მოიგერიეს

უკრაინის თავდაცვის ძალებსა და რუსულ ძალებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 30-ზე მეტი შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბის დილის ანგარიშშია აღნიშნული. „მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე - გასული დღის განმავლობაში 30-ზე მეტი სამხედრო შეტაკება მოხდა“, - აცხადებენ გენშტაბში. უწყების ცნობით, ღამით რუსეთმა უკრაინაზე ირანული Shahed-ის ორი დრონის გამოყენებით მორიგი საჰაერო დარტყმა განახორციელ

შესაძლო საექსპორტო შეზღუდვები მესამე ქვეყნებისთვის - რას ითვალისწინებს ევროკავშირის სანქციების მე-11 პაკეტი

სანქციების მეთერთმეტე პაკეტის საფუძველია მესამე ქვეყნების მეშვეობით შეზღუდვების გვერდის ავლის თავიდან აცილების ღონისძიებების ერთობლიობა, რომელიც შემოთავაზებული იყო გერმანიის ვიცე-კანცლერის, ეკონომიკისა და კლიმატის დაცვის მინისტრის რობერტ ჰაბეკის მიერ. ამის შესახებ ნათქვამია გერმანიის ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. „ამ პაკეტის მეშვეობით ევროკავშირი ზრდის სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ მდგრადი მოქმედების ინსტრუმენტთა პაკეტს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ბერდია სიჭინავა - სააკაშვილი რომ დღეს ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებში ფაქტორია, "ქართული ოცნების" დანაშაულია (ვიდეო)

მე და საქართველოს ყველა მოქალაქემ ვიცით და არავისგან  გვესწავლება, რომ პატიმრის მიმართ არ შეიძლება დამცინავი დამოკიდებულება გქონდეს - არ შეიძლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ემპათია არ გაგაჩნდეს, მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ ამ ადამიანის (სააკაშვილის) დამოკიდებულება, როგორც საკუთარი ჯანმრთელობის, ისე პარტიის მიმართ, პოლიტიკაში დაბრუნებაზე საუბრით არის პარაზიტული, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელმა მდივანმა ბერდია სიჭინავამ გადაცემაში "პირველი ხაზი" განაცხადა. მისი
×
×
  • შექმენი...