Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    872.299

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„საქსტატი“ - 2023 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.2%-ს შეადგენს - მეორე ადგილზეა თურქეთი, მესამეზე - სომხეთი

2023 წელს ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა, 1.2 მილიონი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 23.2 პროცენტს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მეორე ადგილზეა თურქეთი 21.4%-იანი წილით, ხოლო მესამეზე - სომხეთი 13.5%-იანი წილით. „2023 წელს საქართველოს ტერიტორიაზე საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 7.1 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც 30.3 პროცენტით მეტია წინა წლის ან

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - 2023 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ მიხედვით, საქართველოს შედეგი 3 ქულით გაუარესდა

„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის „კორუფციის აღქმის ინდექსის“ (CPI) მიხედვით, საქართველოს 53 ქულა აქვს, რაც წინა წელთან შედარებით, 3 ქულით ნაკლებია. ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. მათი განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო კვლავაც რეგიონში წამყვან პოზიციებზეა, მას ასეთი დაბალი ქულა 2015 წლის შემდეგ არ ჰქონია.   ორგანიზაციის ინფორმაციით, „კორუფციის აღქმის ინდექსი“, ტრადიციულად, 180 ქვეყანაში ტარდება. ქ

„საქსტატი“ - ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წელს გაცემულია 11 279 ნებართვა 9 379.2 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე

ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2023 წელს გაცემულია 11 279 ნებართვა (წინა წელთან შედარებით 4.2 პროცენტით მეტი) 9 379.2 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წელთან შედარებით 26.4 პროცენტით მეტი). ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, ნებართვების 73.7 პროცენტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 49.7 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 8.9 პროცენტი - მცხეთა-მთიანეთის რეგიო

ინსპექტორი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გარდაიცვალა — შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისის ინკასირებისა და დაცვა-გაცილების სამსახურის ინსპექტორი, პოლიციის მაიორი ვალერიან გოგატიშვილი დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. შემთხვევა თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი მწუხარებას გამოთქვამს პოლიციის მაიორის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებ

გაუუქმდა თუ არა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს პარლამენტის საშვი

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს პარლამენტში შესასვლელი საშვი პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით გაუუქმდა. „პუბლიკა“ განმარტების მისაღებად პარლამენტის პრესსამსახურს დაუკავშირდა. პრესსამსახურში განგვიმარტეს, რომ ახალი წესით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, რომელიც ადრე მუდმივმოქმედი საშვით სარგებლობდა, პარლამენტში დაიშვება სამსახურებრივი მოწმობით და მას აქვს ავტოსადგომით სარგებლობის უფლებაც. წესი, რომელზეც პრესსამსახურმა მიგვითითა, პარლამენ

ანა ბუჩუკური - მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენი ინიციატივა, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩიოს ხალხმა და არა კოლექტიურმა კობახიძეებმა

"მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება ჩვენი ინიციატივა, რომ პრეზიდენტი უნდა აირჩიოს ხალხმა და არა კოლექტიურმა კობახიძეებმა." ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/412790611135652/

გიორგი გახარია: ბიძინა ივანიშვილთან შეკითხვა მექნებოდა - შემდეგ ჯერზე როდის დაგვტოვებს?

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია, "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და ამჟამად, საპატიო თავმჯდომარის დებატებში გამოწვევასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ "პასუხი საბოლოო პასუხი დებატების შეთავაზებაზე, ბიძინა ივანიშვილისგან ჯერ არ მიუღია და ელოდება".  "ბიძინა ივანიშვილთან შეკითხვა მექნებოდა, შემდეგ ჯერზე როდის წავა. ეს სერიოზული შეკითხვაა. ძალიან კარგად მახსოვს, მისი ბოლო წასვლა, რაც დაპირება კი არ იყო, არამედ, აბსოლუტურად გააზრებული განცხადება როგორც ქვეყნის გარეთ, საერთაშორისო ს

გიორგი გახარია: რამდენიმე კვირაში, მოქალაქეებს თანმიმდევრულად ავუხსნით საარჩევნო პროცესში პოლიტიკური ფულისა და კორუფციული სქემების როლს

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია, რამდენიმე კვირაში, კორუფციული სქემებისა და პოლიტიკური დაფინანსების მექანიზმებზე, საზოგადოებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას აანონსებს. მისი განცხადებით, "საქართველოს მოქალაქეებისთვის კონკრეტული მაგალითებით დაიწყება იმის ახსნა, თუ რა კონკრეტული ინტერესები იმალება პარტიების უკან".  "ეტაპობრივად, როგორც კი წინასაარჩევნო პროცესი დაიწყება და ჩვენთვის ეს სულ რამდენიმე კვირაში მოხდება, საქართველოს მოქალაქეებს, თანმიმდევრულად ავუხსნით საარჩევნო

გიორგი გახარია: ბიძინა ივანიშვილის სურვილია, არჩევნები მოიპაროს ისე, რომ ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს

პარტია "საქართველოსთვის" ლიდერი, გიორგი გახარია, Globalnews.ge-სთან ინტერვიუში, "ქართული ოცნების" დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში, ოფიციალურად, მესამედ ჩართვის გადაწყვეტილებას აფასებს და ამბობს, რომ "მისი სურვილი არჩევნების მოპარვაა, თუმცა ისე, რომ ლეგიტიმაციის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს".  "ბიძინა ივანიშვილის ყრილობაზე გამოსვლა, ძირითადად, იმაზე იყო აგებული, რისი მოსმენაც ხალხს უნდოდა და მოლოდინი ჰქონდა. ამიტომაც ისაუბრა კორუფციაზე, დანარჩენი კი, ჩემს წყევლას

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 207 ადამიანი დაიბრუნა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 207 ადამიანი დაიბრუნა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს. “ჩვენები სახლში არიან - 207 ბიჭი. ყველას დავიბრუნებთ. ტყვეობაში მყოფი ყოველი კაცი და ქალი გვახსოვს. მებრძოლები და სამოქალაქო პირები. ყველა უნდა დავაბრუნოთ. მათზე ვმუშაობთ. ახლა უკრაინის გუნდის მორიგი კარგი სამუშაოა. ბუდანოვი, ერმაკი, უსოვი, მალიუკი, კლიმენკო ყოჩაღები არიან!” , - წერს ზელენსკი. იპნ

გიორგი შარაშიძე - ბიძინა ივანიშვილი იძულებული იყო დაბრუნებულიყო და რაღაცა ცვლილება მოეხდინა, მაგრამ ეს ცვლილება არის მხოლოდ და მხოლოდ ფასადური სახის, რადგან რეალური ცვლილების რესურსი ივანიშვილს სამწუხაროდ აღარ აქვს დარჩენილი (ვიდეო)

“ბიძინა ივანიშვილი იძულებული იყო დაბრუნებულიყო და რაღაცა ცვლილება მოეხდინა, მაგრამ ეს ცვლილება არის მხოლოდ და მხოლოდ ფასადური სახის, რადგან რეალური ცვლილების რესურსი ივანიშვილს სამწუხაროდ აღარ აქვს დარჩენილი.”    გიორგი შარაშიძე, თბილისის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/4398443227047899/

მიშა დაუშვილი - დღეს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხალხის ნდობა მიიღო და სანაცვლოდ აღმოჩნდა, რომ თავზე დაასვეს ჯერ ღარიბაშვილი, ახლა კობახიძე... (ვიდეო)

“ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილს ჩვენი მოქალაქეების ძალიან დიდმა ნაწილმა არა ერთხელ გამოუცხადა ნდობა, იყო ის, რომ მასში ხედავდნენ იმ ადამიანს, რომელიც დაიცავდა ქვეყანას და მოქალაქეებს მიშა სააკაშვილისგან, მისი რეჟიმისგან, ყველა იმ უბედურებისგან, რაც ჩვენს ათასობით, ათიათასობით, თუ ასიათასობით მოქალაქეს ძალიან კარგად ახსოვს და დღეს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ნდობა მიიღო და სანაცვლოდ აღმოჩნდა, რომ თავზე დაასვეს ჯერ ღარიბაშვილი, ახლა კობახიძე და კიდევ ბევრი სხვა

ანა ბუჩუკური - გაგახსენებთ, "ოცნება" ხალხმა აიძულა, რომ წევრობაზე განაცხადი შეეტანა და კობახიძეს უკან მოუწია თავისივე სიტყვების წაღება (ვიდეო)

"გაგახსენებთ, "ოცნება" ხალხმა აიძულა, რომ წევრობაზე განაცხადი შეეტანა და კობახიძეს უკან მოუწია თავისივე სიტყვების წაღება. ერთია "ოცნებას" რა უნდა, მაგალითად ცდილობს ვენეციის კომისიის დისკრედიტაციას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასზე ზეწოლის ბერკეტები არ არსებობს."      ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/381693284482509/

ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი წითელ ზღვაში გემების “ჰუსიტებისგან” დასაცავად საზღვაო მისიას შექმნის

ევროკავშირი საზღვაო მისიას შექმნის წითელ ზღვაში გემების “ჰუსიტებისგან” დასაცავად, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, აშშ-ის მიერ ერაყსა და სირიაში ირანთან დაკავშირებული დაჯგუფებების წინააღმდეგ განხორციელებული ავიადარტყმების შემდეგ ყველა მხარე უნდა ეცადოს, რომ ახლო აღმოსავლეთის რეგიონში შემდგომი ესკალაცია აირიდონ თავიდან. ბორელის თქმით, აშშ-ის პას

კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა სასამართლომ 3000-3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა თბილისის საქალაქო სასამართლომ 3000-3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. პროცესი ცოტა ხნის წინ პროკურატურის ახალი შუამდგომლობის საფუძველზე გაიმართა. ბრალდების მხარე გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავასთვის 5 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, თუმცა, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მათ 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ. ცნობისთვის, ხასაიასა და ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატ

რუსეთში „ტუ-95”-ის პილოტი ჩაცხრილეს

რუსეთში „ტუ-95”-ის პილოტი ჩაცხრილეს, რომელიც უკრაინას თავს ესხმოდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო ავრცელებს. უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, რუსულ ქალაქ ენგელსში “ტუ-95” სტრატეგიული ბომბდამშენის ეკიპაჟის მეთაური, მაიორი ოლეგ სტეგაჩოვი ჩაცხრილეს. გაცხადების თანახმად, 1983 წელს დაბადებული პილოტი “ენგელსის” ავიაბაზაზე გადიოდა სამხედრო სამსახურსა და უშუალოდ მონაწილეობდა უკრაინაში სამოქალაქო ობიექტებზე სარაკეტო დარტყმებსა და მკვლელობებში. აღნიშნულ

საავტორო უფლებების ასოციაციაში თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საავტორო უფლებათა ასოციაციის თავმჯდომარის მიერ ავტორ-შემსრულებელთა კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს.

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში 6 თებერვლამდე

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 6 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. სააგენტოს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თბილისში უნალექო ამინდი იქნება, ხოლო სანაპირო რაიონებში დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში 6 თებერვლამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ისევე როგორც დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში. ხოლო რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს მაღალთმიან რეგიონებს, აქ სი

პროკურატურის ინფორმაციით, თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით, დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავეს

ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პროკურატურამ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის შვიდი წევრი დააკავა. ამის შესახებ საქართველოს პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს. პროკურატურაში განმარტეს, რომ საქართველოს პროკურატურა აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროჯასტთან და პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებთან საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი თაღლითური ქოლ-ცენტრების გამოვლენის მიზნით. კერძოდ, ტრანსნაციონალური

რატომ ანგრევენ რესპუბლიკურს? — დოკუმენტები, რომელსაც საბაბად იყენებს ხელისუფლება

რესპუბლიკური საავადმყოფო დაინგრევა და მის ნაცვლად ახალი, მულტიპროფილური კლინიკა აშენდება — ეს განზრახვა მთავრობამ 22 იანვარს გაასაჯაროვა. ოფიციალურ საბაბად სამინისტრომ შენობის ავარიულობა და მისი რეაბილიტაციის არამომგებიანობა დაასახელა. თუმცა აქამდე გაკეთებულ ოფიციალურ დასკვნებში არსად წერია, რომ შენობა ავარიულობის გამო არის დასანგრევი, დოკუმენტებში არც შენობის რეაბილიტაციის არარენტაბელობაა დასაბუთებული. რესპუბლიკურის თანამშრომლები ამბობენ, რომ ინფორმაცია კლინიკის მოსალოდნელი დემონტაჟის შესა

პარიზში დანით შეიარაღებულმა პირმა სამი ადამიანი დაჭრა

პარიზის ერთ-ერთ სარკინიგზო სადგურზე, შაბათს, დილით ადრე, დანით შეიარაღებულმა პირმა სამი პირი დაჭრა, იუწყება „როიტერსი“. პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი დაკავებულია. რაც შეეხაბათ დაშავებულებს, ორი მათგანი მსუბუქად არის დაჭრილი. მესამეს მდგომარეობა შედარებით მძიმეა, თუმცა ჭრილობები სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. რა იყო დამნაშავის მოტივი, ამ ეტაპზე უცნობია. გარეკანის ფოტო: © GONZALO FUENTES / REUTERS

„წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი!“ - 5 თებერვალს პარლამენტთან აქცია გაიმართება

„წულუკიანი არ უნდა იყოს კულტურის მინისტრი!“ – 5 თებერვალს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტთან კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები საპროტესტო აქციას გამართავენ. ორგანიზატორები მოუწოდებენ დეპუტატებს, არ გამოუცხადონ ნდობა თეა წულუკიანს. პარლამენტში მთავრობის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს 8 თებერვალს განიხილავენ. მინისტრთა საკომიტეტო მოსმენა 5 თევერვლიდან დაიწყება. თეა წულუკიანის საკომიტეტო მოსმენა 5 თებერვალს, 15:00 საათზეა ჩანიშნული. პუბლიკა

„ბერლინალეზე“ კინოცენტრის დელეგაციაში გური სულთანიშვილი და POSTV-ის ჟურნალისტი არიან

ბერლინის 74-ე საერთაშორისო კინოფესტივალის კინობაზრობაზე (EFM) კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ეროვნული კინოცენტრის სტენდს წელს უპრეცედენტო რაოდენობის – 32-წევრიანი დელეგაცია წარადგენს. „პუბლიკამ“ მოიპოვა სია, თუ ვინ იქნებიან კინობაზრობაზე კინოცენტრის ოფიციალური წარმომადგენლები. EFM-ის ვებგვერდის მიხედვით, სადაც ორგანიზაციებისა და მათი ოფიციალური წარმომადგენლების სიებია თავმოყრილი, კინოცენტრის დელეგაციაშია სამთავრობო პროპაგანდისტული არხის, POSTV-ის წამყვანი გური სულთანიშვილი და ამ

ჩილეში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 46-ს მიაღწია

ჩილეში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 46-ამდე გაიზარდა, დაკარგულად ითვლება 200-ამდე ადამიანი. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა, გაბრიელ ბორიჩმა განაცხადა. მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ ხანძრები გრძელდება, დაღუპულთა რიცხვი, სავარაუდოდ, გაიზრდება. ადგილობრივი სატყეო დეპარტამენტის ინფორმაციით, მხოლოდ 3 თებერვალს ქვეყნის მასშტაბით ტყის ხანძრის 143 კერა დაფიქსირდა, რომელთა საერთო ფართობი დაახლოებით 21 ათასი ჰექტარია. მედიის ინფორმაციით, დაზიანებულია თითქმის ათასი შენობა,

სამხრეთ კორეამ რუსეთის ელჩი, მარია ზახაროვას კომენტარის გამო, საგარეო უწყებაში დაიბარა

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი გეორგი ზინოვიევი მოსკოვის მხრიდან სამხრეთ კორეის პრეზიდენტის, იუნ სუკ იოლის მიმართ გაჟღერებული კრიტიკის გამო უწყებაში დაიბარა. სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, ჩანგ ბიუნ-ვონმა განაცხადა, რომ იუნ სუკ იოლის განცხადებებზე მოსკოვის კრიტიკა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობაზე მხოლოდ უარყოფითად იმოქმედებს. „მინისტრის მოადგილის, ჩანგ ბიუნ-ვონის განცხადებით, ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთმა უგულებელყო სიმა
×
×
  • შექმენი...