გუშინდელი განცხადების სახით ვნახეთ მტკიცებულება, რომ რუსეთი გარდაუვლად ჩაერევა ოქტომბრის არჩევნებში და “ოცნებას” დაეხმარება არჩევნების გაყალბების პროცესში.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1001546498087787
გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლარიზაცია, სიძულვილი და პოლიტიკოსებზე სისხლიანი თავდასხმები ამერიკაში თუ ევროპაში ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს, - ასე ეხმაურება საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპზე თავდასხმას.
კობახიძე აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ, დონალდ ტრამპს ჯანმრთელობას და სოლიდარობას უცხადებს.
„გლობალური ომის პარტია მეთოდებს არ ცვლის. XXI საუკუნეში ლიბერალური ფაშიზმი, რადიკალიზმი, პოლ
ეს არის ამონარიდები ანგარიშიდან – „სასკოლო კვების პროგრამის დანერგვის აქტუალობა და შესაძლებლობების ანალიზი“, რომელიც „განათლების კოალიციამ“ მოამზადა.
კვლევის მიხედვით, სასკოლო კვების პროგრამის აუცილებლობასთან დაკავშირებით რეგიონებს შორის არსებითი განსხვავება არ გამოვლენილა. ყველა რეგიონში კვლევის მონაწილეები აღნიშნავენ საჯარო სკოლების სოციალურად დაუცველი და დაბალი სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეთა დიდ წილზე (განსაკუთრებით ონსა და ჩხოროწყუში), რაც იმის მიზეზია, რომ მათი დიდი ნაწ
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, იძიებენ უკრაინაში მყოფი საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებითა და დაფინანსებით საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს. ამის შესახებ სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი.
სუს-ის ცნობით, დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, „ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფო
ორი წლის წინაც ვთქვით, რომ ჩვენი პარტიული ნომრით, ჩვენი იდენტობით მარტო გავდივართ 2024 წლის არჩევნებზე, ეს პოზიცია არ შეცვლილა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ორგანიზაციის კარი დახურულია. ძალიან ბევრ ინდივიდუალურ პირთან გვაქვს კომუნიკაცია და ბევრი ჩვენს გუნდს უერთდება.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/452743974391326/
"დღეს ხელისუფლება პოზიტიურ დღისწესრიგს ვერ ქმნის და საკუთარ მოქალაქეებს აშინებს ომით და "ნაცმოძრაობის" დაბრუნებით, რომელიც ვერ დაბრუნდება.
“ოცნების” დღევანდელი პოლიტიკა არის შიშების დანერგვაზე, კორუფციაზე, სისტემურ ძალადობაზე, რომლისთვისაც აქტიურად იყენებენ ზონდერებს."
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/463826746573082/
გიორგი გახარიამ, გუნდის წევრებთან ერთად, დანიის სოციალ-ლიბერალური პარტიის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარესთან, შარლოტა ბურგესთან და ამავე პარტიის პროექტის მენეჯერთან, კრისტელ სომერთან შეხვედრა გამართა, - ინფორმაციას ამის შესახებ პარტია სოციალურ გვერდზე აქვეყნებს.
ალბათ „ქართულ ოცნებას” პატარ-პატარა წარმატებები სჭირდება რათა დაგვანახოს, რომ რაღაცას კიდევ აკონტროლებენ, უწყებები კვლავ მის ხელშია - არჩევნებამდე გაუჭირდებათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მსუსხავი ეფექტის მოქმედება, - ამის შესახებ “კანონის უზენაესობის ცენტრის” ხელმძღვანელმა, ლონდა თოლორაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონზე.
როგორც მან განმარტა, გადაწყვეტილების სამართლებრივი დ
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის ინფორმაცია არჩევნების გაყალბების შესახებ, რელევანტური იქნება ნებისმიერი გამოძიებისთვის.
„პრეზიდენტი [სალომე ზურაბიშვილი] თავად ისაუბრებს თავის თავზე, მაგრამ როგორც მესმის, მან თქვა, რომ აქვს ინფორმაცია დარღვევების შესახებ. ასე, რომ მას შეუძლია გააზიაროს ეს ინფორმაცია. ის რელევანტური იქნება ნებისმიერი გამოძიებისთვის, იქნება ეს საქართველოს ხელისუფლების გამოძიება თუ ვინმე სხვისი“, – განაცხადა მეთიუ მილ
ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში აზრი ქონდეს არჩევნებს, არჩევნებში მონაწილეობას, ისევე, როგორც არჩევნებით ცვლილებას.
თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/906237824791210
„გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია „ქართულ ოცნებას“ და ცესკოს კიდევ ერთხელ მიმართავს თხოვნით, გაასაჯაროოს იმ ამომრჩევლების სია, რომლებმაც 26 ოქტომბრის არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, იმის მითითებით, თუ რომელ უბანზე მისცეს მათ ხმა. გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ პირველ მიმართვაზე ცესკოს რეაგირება არ ჰქონია, რის შემდეგაც პარტიამ სასამართლოს მიმართა თხოვნით – დაეცვა აღჭურვილობა, რომელზეც ეს ინფორმაცია ინახება, თუმცა პროცესზე გაირკვა, რომ პროკურატურამ გამოძიების ფარგლებში მ
აშშ-ის კონგრესის ჰელსინკის კომისია ეხმაურება 28-29 ნოემბერს ღამით თბილისში გამართულ პროტესტს.
„ქართველი ხალხი მშვიდობიანად გავიდა ქუჩებში სუვერენიტეტისთვის, დემოკრატიისთვისა და ევროპული მომავლისთვის. მათ შეხვდნენ ძალადობით და რეპრესიით. ისინი უარს ამბობენ რუსეთის კოლონიად გახდომაზე. გვერდზე დავუდგეთ ქართველ ხალხს“, – ნათქვამია კომისიის განცხადებაში.
28 ნოემბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას დღის წესრიგში არ დააყენებენ.
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს და „ქართული ოცნების” გადაწყვეტილებას ემიჯნება – 17 მოსამართლის მიერ ხელმოწერილ განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს.
განცხადებას ხელს აწერენ:
ლევან დარბაიძე;
მადონა მაისურაძე;
ეკა არეშიძე;
მანანა მესხიშვილი;
ციცინო კიკვაძე;
თამარ ჩიხლაძე;
დევი დევიძე;
თამარ ხაჟომია;
დავით წერეთელი;
ქეთევან მესხიშვილი;
ვლა
ერთადერთ, უპირობო, განვითარების გზად სწორედ ევროკავშირი მიგვაჩნია. ხოლო, თავისუფალი აზრის გამოხატვის გზაზე, თითოეული თქვენგანის უსაფრთხოება ჩვენთვის ყველაფერზე მნიშვნელოვანია - ამის შესახებ „გორგიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც „გორგიას“ მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მათთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ის პროდუქცია კვლავ ხელმისაწვდომი გახდეს, რომლის რეალიზაციაც შეეზღუდათ.
„გასული კვირის ბოლოს, როგორც ცალკეულ მაღაზიებს, მათ შორის ჩვენც, შეგვეზღუ
გაერთიანებული სამეფო დაუყოვნებლივ აჩერებს საქართველოს მთავრობის პროგრამულ მხარდაჭერას, ზღუდავს თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას და ამცირებს ჩართულობას „ქართული ოცნების“ მთავრობის წარმომადგენლებთან, მანამ სანამ არ შეწყდება ევროპული დემოკრატიული ნორმებისა და თავისუფლებებისგან უკუსვლა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო, თანამეგობრობის და განვითარების მინისტრის დევიდ ლამმის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც საქართველოში ბრიტანეთის საელჩო სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია ნათქვ
დიახ, დღეს ივანიშვილის ფულს ახალგაზრდების სისხლის სუნი ასდის!
ანა ბუჩუკური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1667679114126002
რუსული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ კრივი-რიჰში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა, დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
სერგეი ლისაკის ცნობით, ქალაქ კრივი-რიჰზე გუშინ საღამოს რუსული ძალების მიერ ბალისტიკური რაკეტით განხორციელებული დარტყმის შედეგად, დაღუპულთა რაოდენობა 18-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 ბავშვია.
რუსული სარაკეტო დარტყმის შედეგად კრივ
ესპანეთის ქალაქ პონტევედრაში დასრულებულ 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა გუნდური პირველი ადგილი დაიკავა.
ტურნირზე ჩვენი გუნდის ანგარიშზე ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალია. ოქროს მედლები გიორგი ელბაქიძემ (70კგ) და ვლადიმერ გამყრელიძემ (79კგ) მოიპოვეს, მეორე ადგილზე მძიმეწონოსანი სოლომონ მანაშვილი გავიდა, ბრინჯაოსმედალოსანი კი მირიან მაისურაძე (92კგ) გახდა.
ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2022 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 8 082 ნებართვა (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.8 პროცენტით მეტი) 5 391.6 ათასი კვ.მ ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე (წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.4 პროცენტით მეტი). ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ნებართვების 77% ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 50.8 პროცენტი მოდის ქ. თბილისზე, 11.3
ჯერ ისევ უცნობია, როდის გაიხსნება მეტროსადგური "გოცირიძე", რომელიც ორ წელზე მეტია მგზავრებს ვერ ემსახურება. ბაქანზე დაგეგმილი სამუშაოები ჯერ არ დასრულებულა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ სადგური მგზავრებს უახლოეს დღეებში მიიღებს, თუმცა კონკრეტულ თარიღს ვერ ასახელებენ.
ბოლო შეთანხმებაში, რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და დაკვეთის შემსრულებელ შპს "სამშენებლო კომპანია მამისონს" შორის დაიდო, წერია: "სამუშაოების სწორად ორგანიზების შემთხვევა
ბრიტანული იურიდიული ფირმა McCue Jury&Partners ომით დაზარალებული უკრაინელების სახელით ლონდონის სასამართლოს მიმართავს რუსი ბიზნესმენის, ევგენი პრიგოჟინის და მის მიერ დაარსებული კერძო სამხედრო კომპანიის, „ვაგნერის“ წინააღმდეგ. ამის შესახებ პრიგოჟინს უკვე ეცნობა.
ბრიტანელი იურისტების შეფასებით, აშკარაა პრიგოჟინის, „ვაგნერის“ და პუტინის სამხედრო მანქანის შეთქმულება უკრაინელი ხალხის დატერორების მიზნით. მოსარჩელეთა მოთხოვნაა პროგოჟინისა და „ვაგნერისთვის“ პასუხისმგებლობის დაკისრება და ზარალის ა
ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის შეფასებით, უკრაინის არმიას აქვს ხერსონში, მდინარე დნეპრის დასავლეთ ნაპირზე ტერიტორიების დაბრუნების შესაძლებლობა.
„ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელებს სჯერათ, რომ ამის გაკეთება შეუძლიათ“, - განაცხადა ოსტინმა 3 ნოემბერს პენტაგონში, სამხრეთ კორეის თავდაცვის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე. აშშ-ის თავდაცვის მინისტრს უკრაინელების მიერ ხერსონის დაბრუნების შესაძლებლობაზე სააგენტო Reuters-ის ჟურნალისტმა ჰკითხა.
სამხედრო მოსამსახურე კურსკის ოლქიდან, რომელიც არმიაში გაიწვიეს ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, ჰყვება რუსეთის არმიის დიდ დანაკარგებზე უკრაინის ლუგანსკის ოლქში. მობილიზებული პირის მშობლებთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გამოაქვეყნა გამოცემა "Вёрстка-მ".
სამხედროს თქმით, მობილიზებულთა ჯგუფი ფრონტის წინა ხაზზე გაგზავნეს საჭირო წვრთნისა და აღჭურვის გარეშე. ის ამბობს, რომ სამხედროებს შეიარაღება არ აქვთ, არტილერია არასწორი მიმართულებით ისვრის, იარაღი 1985 წელს არის გამოშვებული და ჯარისკაც
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქალაქ ხერსონში ჩავიდა და ჯარისკაცებს სიტყვით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
„ჩვენ წინ მივიწევთ. ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის, მთელი ჩვენი ქვეყნის მშვიდობისთვის“, – განაცხადა ზელენსკიმ ხერსონის მთავარ მოედანზე.
ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ნატო-ს და სხვა მოკავშირეებს რუსეთის წინააღმდეგ ომში მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ აშშ-სგან მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემების (HIMARS) მიწოდებამ კიევისთვის