გუშინ ღამით ჭიათურის მაღარო ერთსაათიან სოლიდარულ გაფიცვაზე გავიდა
ძალადობრივი გამოსახლების წინააღმდეგ და გიორგი ხასაიას და კაკო ჩიქობავას გათავისუფლების მოთხოვნით. მაღაროელების მიმართვას მოძრაობა „ხმა” ავრცელებს.
მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე ამბობს, რომ აკაკი ჩიქობავა და გიორგი ხასაია მთელი ცხოვრება უსამართლობის წინაარმდეგ იბრძვიან.
“ებრძვიან ბანკებს ასეთი პროცენტების გამო, ებრძვიან მევახშეებს ასეთი უკანონობის გამო, ითხოვენ მოსწავლეებისთვის უფასო სასკოლო კვებას, უფასო საცხოვრებელს სტუდე
ევროპული საბჭოს 1-ელი თებერვლის სამიტთან დაკავშირებით დამაიმედებელი მოლოდინები არსებობს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ კიევში ლიეტუველ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ჩვენ ერთობლივად გვაქვს დამაიმედებელი მოლოდინები 1 თებერვალს ევროპული საბჭოს უახლოეს სხდომასთან დაკავშირებით. არის პროგრესი ევროპული მშვიდობის ფონდის გახსნასთან დაკავშირებით, რომელზეც ვითარება დიდი ხნის განმავლობაში იყო დაბლოკილი ევროკავშირი ცალკეული წევრების პოზიციის
ქართველი მწერლები, მთარგმნელები და გამომცემლები აკაკი ჩიქობავას და გიორგი ხასაიას მხარდასაჭერად წერილს აქვეყნებენ:
„ბოლო პერიოდში გახშირდა სესხების გამო ოჯახების გამოსახლება უტიფარი და ბრუტალური მეთოდებით. არავინ უარყოფს, რომ აღებული კრედიტი უნდა გადაიხადო, თუმცა ისეთ დაუცველ სახელმწიფოში, როგორიც ჩვენი ქვეყანაა, სადაც ხარისხიანი ჯანდაცვა, განათლება, ცხოვრების პირობები და ა.შ. ფაქტობრივად არ არსებობს, ხშირად გვჭირდება ფინანსური რესურსების მოძიება. შექმნილი ვითარება არაკეთილსინდისიერმა გამსე
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
მათივე ინფორმაციით, საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
იპნ
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ როშკასთან, თოვლში ჩარჩენილი 90-ამდე მოქალაქე გამოიყვანეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მოსული უხვი ნალექის შედეგად, გზის გაგრძელებას 30-მდე ავტოსატრანსპორტო საშუალება ვერ ახერხებდა, სადაც 90-ამდე ადამიანი იმყოფებოდა.
„ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები და დაიწყეს სამაშველო ოპერაცია. მეხანძრე
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაინტერესებულია თსუ-ის მოწვეული ლექტორის, აკაკი ჩიქობავას, საკითხით. აკაკი ჩიქობავას ადვოკატისა და ოჯახის მომართვის შემთხვევაში, უნივერსიტეტის პროფესორები მზად არიან, თხოვნით მიმართონ შესაბამის უწყებებს და თავდებში დაუდგნენ მას,- ამის შესახებ განცხადებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ავრცელებს.
განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ უნივერსიტეტისთვის მიუღებელია ულტიმატუმის ენით საუბარი, დესტრუქციული ქმედებები, რომლებიც ზიანს აყენებს უნივერსიტეტის ავტორიტეტს, ხ
51 წლის მამაკაცს, რომელიც არასრულწლოვანის გაუპატიურებაშია ბრალდებული, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
როგორც დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, ბრალდებული ბრალს არ აღიარებს. მისი თქმით, საქმეში გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, არცერთი მტკიცებულება არ დევს.
„ჩვენი პოზიცია იყო, რომ არ გამოეყენებინათ აღკვეთის ღონისძიების არცერთი სახე. სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა სრულად დააკმაყოფილა, ბრალდებული დარჩა პატიმრობაში. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ როცა საქმის არსებითი განხილვა დაიწყე
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაახლოებით, 40 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების იარაღის შესყიდვაში კორუფცია გამოავლინეს.
უწყების ცნობით, 2022 წლის აგვისტოში, თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ნაღმმტყორცნების 100 000 ჭურვის შეძენასთან დაკავშირებით 2022 წლის აგვისტოში, გადახდა განხორციელდა წინასწარ, მათ შორის გარკვეული თანხები საზღვარგარეთ გადაირიცხა, მაგრამ იარაღის მიწოდება არ განხორციელებულა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფ
29 იანვარს, პარლამენტის შენობაში, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
შეხვედრა 09:00 საათზე დაიწყება.
"არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ გადაადგილებებს. ორი რამეა მხოლოდ საინტერესო: ვინ იქნება „ოცნების" სიის პირველი ნომერი და ვინ იქნება „ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატი."
ბექა ლილუაშვილი, პარტია "სააქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/260859667037339/
“ოცნება” კლასიკური ნეონაცების პარტია გახდა და საკუთარ ფასეულობებთან დამარცხდა."
ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/354355304114196/
თავის საქმეს მიხედოს, კობახიძემ რა იცის ამ ქვეყნის ეკონომიკა? ან საერთოდ, ეკონომიკა რა იცის? პარტიის თავმჯდომარეა, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ლილუაშვილის თქმით, კობახიძე ჯერ ქუჩაში უნდა გავიდეს და მოსახლეობას აუხსნას, „როგორ კარგად მიდის ქვეყანაში ეკონომიკური პროცესები”.
„არ ვიცი, რა შლეიფს იქმნის და უკავშირდება თუ არა ეს გავრცელებულ ჭორებს დისპოზიციის ცვლილებაზე თუ სხვა რამეზე, მაგრამ თავის საქმეს მიხედოს. კაცი პარტიის თა
ჯერჯერობით, ვერაფერი მოვისმინეთ რაიმე კონკრეტული, რომ „ოცნება“ აპირებს შინაარსობრივი და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას იმ უმნიშვნელოვანეს საკითხებზე, როგორებიცაა საარჩევნო, მართლმსაჯულების, ანტიკორუფციული რეფორმა, - ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე სამუშაო შეხვედრის თაობაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
გარდა ამისა, დაუშვილი არასწორს უწოდებს პარტია „ლელოს“ გადაწყვეტილებას, რომ აღნიშნულ პროცესში მონაწილეობ
ავიაკომპანია Georgian Airways-ი ბათუმსა და მოსკოვს შორის პირდაპირ ავიარეისებს იწყებს. კომპანიის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციით, ფრენები 2023 წლის 2-აპრილიდან დაიწყება და კვირაში 3 სიხშირით შესრულდება.
ბათუმი-მოსკოვის რეისები ყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს და შაბათს განხორციელდება. კომპანიის ვებგვერდზე მითითებული ინფორმაციის მიხედვით, ერთი გზის ბილეთის ფასი 832-975 ლარის ფარგლებში იქნება.
შეგახსენებთ, რომ 4-წლიანი პაუზის შემდეგ Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულ
საქართველოში მსესხებლების 10,4%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი კრედიტს ვერ იხდიან.
„კრედიტინფოს“ 2023 წლის დეკემბრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 201 047 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 383 830 -ს შეადგენს. რაც შეეხება მოცულობას, საუბარია, 2 042 932 474 ლარის ვადაგადაცილებულ კრედიტებზე.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს სტატისტიკა თვეების მიხედვით, ნელ-ნელა მცირდება. გასული წელს ვადაგადაცილებულ მ
ტაილანდში დააკავეს რუსეთიდან გაქცეული როკ ჯგუფ B-2-ს წევრები. მათ უკან, რუსეთში დეპორტაცია ემუქრებათ. ინფორმაციას ამის შესახებ ჩინური მედიასაშუალება South China Morning Post ავრცელებს.
აღნიშნული ბენდის წევრები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ გუშინ ტერორიზმის დაფინანსებაში დაადანაშაულა იმის გამო, რომ ისინი საჯაროდ მხარს უჭერენ უკრაინას და ეწინააღმდეგებიან პუტინის ომს უკრაინაში.
B-2-ს წევრებმა რუსეთი უკრაინაში რუსეთის შეჭრისთანავე დატოვეს.
როგორც South C
სამთავრობო ტელეარხ „იმედის” ცნობით, ირაკლი კობახიძე პრემიერ-მინისტრი ხდება, ირაკლი ღარიბაშვილი კი „ქართული ოცნების” თავმჯდომარის პოსტს დაიკავებს.
„იმედის” განცხადებით, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღეს, 24 იანვარს გაიმართა.
პარტიის ყრილობა, სადაც ეს ყოველივე ოფიციალურად გაფორმდება, 1-ლ თებერვალს ჩატარდება.
პუბლიკა
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავენ, ითხოვენ გაუქმდეს მთავრობის განკარგულება რეორგანიზაციისა და საავადმყოფოს დემონტაჟის შესახებ.
ექიმები ხელმოწერებს აგროვებენ, მათი თქმით, მთავრობის მიერ მიღებული ბრძანება/განკარგულება რეორგანიზაციის შესახებ არის მასობრივი დათხოვნა ექიმების, რომელიც უნდა გაუქმდეს.
„კომპენსაციებს არ განვიხილავთ, რეორგანიზაცია უნდა შეჩერდეს… ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით ახალ შენობას და კლინიკის განახლებას, მაგრამ ულტიმატუმის და შა
სახალხო დამცველმა ახალი მოადგილე წარადგინა.
ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ირინე ჩიხლაძე კოორდინაციას და ზედამხედველობას გაუწევს სახალხო დამცველის აპარატის ბავშვის უფლებათა დეპარტამენტის, გენდერის დეპარტამენტის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დეპარტამენტის, თანასწორობის დეპარტამენტისა და რეგიონული სამმართველოს საქმიანობას.
"30 დეკემბერს ივანიშვილი არწმუნებდა ხალხს, რომ პრემიერი და მთავრობა არ შეიცვლებოდა, თუმცა მორიგი ტყუილი აღმოჩნდა მისი მხრიდან. რეალურად, ფუნქციურად არაფერი შეიცვლება, ყველაზე ნეგატიური რეიტინგის მქონდე ადამიანი, თავად "ოცნების" ამომრჩევლებშიც კი, დაინიშნა პრემიერ მინისტრად."
ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1545579542958439/
"მადლობა ბატონ ბიძინას, რომ ასე გვეხმარება. ამ გადაწყვეტილებით სრულად იღებს პასუხისმგებლობას, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესები მისი ქოლგის ქვეშ ხდებოდა."
ანა ბუჩუკური, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/929209715392912/
"შეიძლება, მადლობასაც კი იმსახურებდეს, ივანიშვილის დღევანდელი გადაწყვეტილება, ალბათ, საქმე მნიშვნელოვნად გაგვიმარტივა საარჩევნოდ. ცოტა ხანში რომ კობახიძეს დანიშნავენ პრემიერ-მინისტრად, რაღაც კუთხით ჩვენი მოქალაქეების შეურაცხყოფაა. პრემიერად ნიშნავდე ადამიანს, რომელსაც მოქალაქეების მხარდაჭერა არ გააჩნია, უარყოფითი რეიტინგიც კი აქვს, ეს ნიშნავს, რომ მოქალაქეების აზრი საერთოდ არ გაინტერესებს."
მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.
ვიდეო: https://www.facebook.com/F
წერეთლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად 1-ელი თებერვალს აღდგება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს.
როგორც მერიაში განმარტავენ, დარჩება დამატებითი სამუშაოები, რომლებიც მარტის თვეში დასრულდება.
„ერთ მხარეს ასფალტის დაგება დასრულებულია, მეორე მხარეს ამ წუთას იგება. ხვალ დასრულდება ძირითადი ნაწილი, ყველაფერი იმისთვის, რომ პირველ თებერვალს ტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგეს. ხვალ მოირეცხება [გზის ნაწილი]. სამი ფენა ასფალტი უკვე დაგებულია. დამატებითი სამუ
კეკელიძის ქუჩაზე, ოჯახის გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებულ გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა უფრო მსუბუქი ღონისძიებით იმ შემთხვევაში შეეცვლებათ, თუკი ბრალს აღიარებენ და ზიანს აანაზღაურებენ. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განუცხადეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ამ ეტაპზე, ახალი გარემოება, რის გამოც დაკავებულებს პატიმრობა შეეცვლებათ, არ გამოკვეთილა.
„ამ ეტაპზე არც ერთი გარემოება არ შეცვ