Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.093.319

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტი დაამტკიცა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-9 პაკეტი დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. "სურსათისა და შიმშილის შემდეგ პუტინი ახლა ზამთარს იყენებს როგორც იარაღს, როდესაც მიზანმიმართულად ართმევს მილიონობით უკრაინელს წყალზე, ელექტროენერგიასა და გათბობაზე წვდომას. ევროკავშირი პასუხობს ამ ბოლო ესკალაციას და სამხედრო დანაშაულს ჩვენი მკაცრი სანქციების მეცხრე პაკეტით. ჩვენ გავაგრძელებთ სანქციების მიმართვას ეკონომიკისა და მათ წინააღმდეგ, ვინც ხელს უწყო

შალვა პაპუაშვილი - გახარია თუ ამბობს, რომ ხელისუფლებაში ყოფნა ნიშნავს ივანიშვილის მარიონეტობას, მაშინ გასცეს პასუხი კითხვას, მიიჩნევდა თუ არა თავს მარიონეტად პრემიერ-მინისტრობისას

ვნახეთ საზოგადოების დამოკიდებულება გახარიას და მისი პოლიტიკური ძალის მიმართ არჩევნებზე, ეს ჩანს გამოკითხვებშიც, ყველაზე კარგ პასუხს მას საზოგადოება აძლევს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილს კითხვას დაუსვეს, გიორგი გახარიას განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „გახარიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერები არიან ივანიშვილის მარიონეტები და ივანიშვილი „ოცნებას“ კულისებიდან მართავს“. „ყოფილ პრემიერ-მინისტრს ასეთი კომენტარები

თურქეთის ქალაქ ქაჰრამანმარაში დამანგრეველი მიწისძვრიდან 121 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან 70 წლის ქალი გამოიყვანეს

თურქეთის ქალაქ ქაჰრამანმარაში დამანგრეველი მიწისძვრიდან 121 საათის შემდეგ, ნანგრევებიდან 70 წლის ქალი გამოიყვანეს, - ინფორმაციას CNN Turk-ი ავრცელებს. მანამდე კი, რამდენიმე საათის წინ, რაც ქალაქში შენობის ნანგრევებიდან 16 წლის ბიჭი ამოიყვანეს. თურქეთში გაერო-ს სამოკავშირო ოფიცერმა განაცხადა, რომ სამძებრო-სამაშველო შესაძლებლობის დასასრულს უახლოვდებიან და ნანგრევების ქვეშ გადარჩენილების პოვნის ალბათობა სულ უფრო მცირდება. ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის

უკრაინის გენშტაბი: რუსეთის შეტევა მოგერიებულია 20-ზე მეტ დასახლებულ პუნქტთან

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაცემებით, გასულ 24 საათში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა განახორციელეს 3 საავიაციო დარტყმა და 2 სარაკეტო დონეცკის ოლქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ასევე, 68 შეტევა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით, მათ შორის ხერსონის და ნიკოლაევის ოლქების სამოქალაქო ობიექტებზე. ამ და უკრაინის სხვა რეგიონებში რუსი სამხედროები იყენებენ არტილერიასაც, ტანკებს და ნაღმმტყორცნებს. უკრაინის არმიის სარდლობის განცხადებით, რუსეთი ცდილობს სრული კონტროლის

შესაძლოა, ძირი გამოუთხაროს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას – აშშ აგენტების კანონპროექტზე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ნედ პრაისმა უცხოური გავლენის აგენტების შესახებ საქართველოში ინიციირებული კანონპროექტი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა. “ჩვენ ინფორმირებული ვართ ამ კანონპროექტის შესახებ და ღრმად შეშფოთებული ვართ მისი გავლენით სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საქართველოში. ჩვენ გამოვხატეთ ეს შეშფოთება საქართველოს მთავრობასთან პირდაპირ და არაერთხელ. შემოთავაზებული კანონპროექტი სტიგმატიზებას ეწევა და აჩუმებს დამოუკიდებელ ხმებს საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებიც იღვწიან სა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ტერორიზმის შესახებ საქართველოს 2021 წლის ანგარიშს აქვეყნებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ტერორიზმის შესახებ საქართველოს 2021 წლის ანგარიშს აქვეყნებს. ანგარიშის თანახმად, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა, 2021 წელს საქართველომ გააგრძელა კონტრტერორისტულ საკითხებში აქტიური ჩართულობა და აშშ-ის ძლიერ მოკავშირედ დარჩა. “2021 წელს ტერორიზმის მხრივ ვითარება საქართველოში მშვიდი და სტაბილური იყო… 2021 წელს ტერორისტული ინციდენტები არ ყოფილა”, - წერია ანგარიშში. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ 2021 წელს საქართველომ 2022

მირჩა ჯოანა - ნატო ყოველდღიურად სინქრონიზებულია მოლდოვის მხარდასაჭერად, როგორც ამას ვაკეთებთ უკრაინისა და საქართველოსთვის

ნატო და ყველა ჩვენგანი ყოველდღიურად სინქრონიზებულია მოლდოვის მხარდასაჭერად, როგორც ამას ვაკეთებთ უკრაინისა და საქართველოსთვის, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ, მირჩა ჯოანამ რუმინულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, მოლდოვა ნატო-სა და ევროკავშირის საერთო პარტნიორია. „მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიისა, რომელიც მოლდოვის მოქალაქეებს აქვთ ან არ აქვთ, ვფიქრობ, რომ თუ მათ სურთ უკეთესი ცხოვრება, მაშინ ეს უკეთესი ცხოვრება დემოკრატიული და აყვავებული ევროპის გვ

საფეხბურთო კლუბები ევროპული არჩევანის მხარდასაჭერად განცხადებებს ავრცელებენ | სია

საქართველოს საფეხბურთო კლუბები ეხმაურებიან პარლამენტში მიმდინარე რუსული კანონპროექტის განხილვებს და განცხადებით აფიქსირებენ მხარდაჭერას ევროპული არჩევანის მიმართ. „დინამო თბილისი”, საფეხბურთო კლუბი „გაგრა“, საფეხბურთო კლუბი „ზესტაფონი“, საფეხბურთო კლუბ „ლოკომოტივის” დირექტორი, გიორგი ყიფიანი – „პუბლიკის” რედაქცია ჩამონათვალს პერიოდულად განაახლებს. „დინამო თბილისი”: „დინამო თბილისი, როგორც საქართველოს იდენტობის ერთ-ერთი მთავარი მატარებელი, არის და იქნება ქართველი ხალხის თვითგამოხატვის ე

ეუთო/ოდირი შეაფასებს "უცხოეთის აგენტების" შესახებ კანონპროექტების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა წერილობით მიმართა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (OSCE/ODIHR) და საქართველოს პარლამენტში ინიციირებული ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით სამართლებრივი დასკვნის მომზადება სთხოვა - ინფორმაციას თავად ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. 7 მარტს, ტვიტერის ოფიციალურ არხზე ეუთო/ოდირმა საჯაროდ დაწერა, რომ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის შესაფასებლად საქართველოში შექმნილი კანონპროექტების შესწავლა დაიწყო

ისრაელის პრეზიდენტი მთავრობას სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით საკანონმდებლო პროცესის შეჩერებისკენ მოუწოდებს

ისრაელის პრეზიდენტი ისააკ ჰერცოგი აცხადებს, რომ მთავრობამ საკანონმდებლო პროცესი დაუყოვნებლივ უნდა შეაჩეროს. “მთელი ერი ღრმად შეშფოთებულია. უსაფრთხოება, ეკონომიკა, საზოგადოება, ყველაფერს საფრთხე ემუქრება. ისრაელის ხალხთა ერთიანობისთვის, იმ პასუხისმგებლობისთვის, რომელიც გეკისრებათ, მოგიწოდებთ დაუყოვნებლივ შეაჩეროთ საკანონმდებლო პროცესი. ახლა არ არის პოლიტიკის დრო, ახლა არის ლიდერობისა და პასუხისმგებლობის დრო”, - აღნიშნულია ისააკ ჰერცოგის განცხადებაში. ამასთან, ისრაელის მედიის ცნობით, პრე

უკრაინა პოლონეთისგან დასავლეთის დახმარებით 100 ჯავშანტრასპორტიორ Rosomak-ს შეიძენს - მორავიეცკი

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, უკრაინა პოლონეთისგან 100 ჯავშანტრასპორტიორ Rosomak-ს შეიძენს. „Rosomak არის უმაღლესი კლასის ჯავშანტრანსპორტიორი. ეს შესყიდვა ევროკავშირისა და აშშ-ის ფინანსური დახმარებით მოხდება“, – წერს მორავიეცკი Twitter-ზე. Rosomak თანამედროვე, ერთ-ერთი ყველაზე დაცული მრავალმოდულური ჯავშანტრანსპორტიორია, მასზე შეიძლება განთავსებული იყოს სხვადასხვა კალიბრის ქვემეხი, ნაღმტყორცნები ან ტანკსაწინააღმდეგო სისტემები. რამდენიმე დღის წინ, სანამ

მოსამართლე ირაკლი შენგელია სანქცირებასთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს

მოსამართლე ირაკლი შენგელია ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოსთვის მიმართვას გეგმავს, რათა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მის დასანქცირებასთან დაკავშირებით გაასაჩივროს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „მინდა ვაცნობო საზოგადოებას, რომ ვიწყებ აქტიურ მოქმედებებს, რათა მივმართო აშშ-ის მართლმსაჯულების შესაბამის ორგანოს და სადავო გავხადო ჩემი სანქცირების შესახებ უპრეცედენტო, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, კორუფციაში ჩაბმის შესახებ უმძიმესი ბრალდებით, რომელიც

ნათია მეზვრიშვილი - 2024 წლის არჩევნების გაყალბების პროცესი ხელისუფლებამ დიდი ხანია დაიწყო

10 მუნიციპალიტეტში შუალედური და რიგგარეშე არჩევნები დასრულდა. რა უნდა გვახსოვდეს 2024 წლის გადამწყვეტი არჩევნებისთვის?, - წერს სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი და აღნიშნავს, რომ  2024 წლის არჩევნების გაყალბების პროცესი ხელისუფლებამ დიდი ხანია დაიწყო.  მისი თქმით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია -  ყველა ძალისხმევა მიმართული იყოს კანდიდატის სტატუსის მიღებისკენ, ხელისუფლებისთვის უკანონო ძალაუფლების ინსტრუმენტების გამოცლისკენ და თავისუფალი და სამართლ

საქართველოს ვიზიტით დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

14-15 მაისს, საქართველოს ვიზიტით დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლიოკე რასმუსენი ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, დანიელ კოლეგას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი უმასპინძლებს. შეხვედრები როგორც პირისპირ ფორმატში, ასევე ორი ქვეყნის დელეგაციებს შორის გაიმართება. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვიზიტის ფარგლებში, დანიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბ

„ბატონი ზელენსკიც იძახდა მაგას, NATO-ს გულიზე ომს დავიწყებთო“ - გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან ბრატისლავაში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა შეაფასა და თქვა, რომ პრემიერ-მინისტრს ახალი არაფერი უთქვამს. მან თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურება და შეფასებები არ უნახავს. გუშინ ბრატისლავაში გამართული გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი იყო NATO-ს გაფართოება და უკრაინის სურვილი, გამხდარიყო ალიანსის წე

ანა ბუჩუკური - ჩვენ ჩვენ თავს მივხედავთ, ხაბეიშვილმა თავის თავს მიხედოს - გახარიას პარტია ისეთ შედეგს დადებს, ძალიან ბევრს მოულოდნელად მოეჩვენება

ჩვენ, ჩვენ თავს მივხედავთ ხაბეიშვილის რჩევის გარეშე. ხაბეიშვილმა თავის თავს მიხედოს, - ასე გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის წევრი ანა ბუჩუკური „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას, რომ ოპოზიციურ პროდასავლურ პარტიებს კიდევ ერთხელ სთავაზობს საერთო სტრატეგიას და არა გაერთიანებას, „რადგან კვლევაც აჩვენებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არავისთან გაერთიანება არ სჭირდება“. როგორც ბუჩუკურმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხ

საქართველოდან თურქეთში არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა

საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს. უწყების ცნობით, აღნიშნული პირი სექსუალური ძალადობის მიზნით 16 წელს მიუღწეველი პირის თავისუფლების უკანონო აღკვეთისთვის თურქეთის რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოების მიერ 2009 წლიდან იძებნებოდა. „თურქული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად

პრეზიდენტის იმპიჩმენტი — რეგისტრაცია 87-მა დეპუტატმა გაიარა, იმპიჩმენტისთვის 100 ხმაა საჭირო

პარლამენტში პრეზიდენტის იმპიჩმენტის განხილვა მიმდინარეობს. სალომე ზურაბიშვილი განხილვას ესწრება. კვორუმი შედგა. რეგისტრაცია 87-მა დეპუტატმა გაიარა. პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის კი საჭიროა, 100 ხმა. სხდომის დაწყებამდე, „ოცნების” წევრემა თქვეს, რომ იმპიჩმენტი არ შედგება, „შანსი ნულია”. სხდომა მმართველი პარტიის თავმდჯომარის, ირაკლი კობახიძის სიტყვით გამოსვლით დაიწყო. კობახიძემ თქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციის დამრღვევია და ის აღარ უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი. თუ იმპიჩმენ

“ჩანს, რომ ეს [საავადმყოფოს დაბომბვა] სხვების გაკეთებულია და არა თქვენი” – ბაიდენი ნეთანიაჰუს

როგორც ნიუ იორკ ტაიმსი იუწყება, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იზიარებს ისრაელის მხრიდან იმის მტკიცებას, რომ 17 ოქტომბერს, ღამით ღაზას სექტორში საავადმყოფოს აფეთქებაზე პასუხისმგებელი ისრაელი არ არის.  “ძალიან დამამწუხრა და აღმაშფოთა ღაზაში გუშინდელმა აფეთქებამ. იმაზე დაყრდნობით, რაც მე ვნახე, ისე ჩანს, რომ ეს სხვების გაკეთებულია და არა თქვენი. თუმცა ამაში ბევრი არ არის დარწმუნებული”, – ამბობს ჯო ბაიდენი ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის მიმდინარეობისას.  ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯ

გიორგი შარაშიძე - ანტიკორუფციული კომისიის, როგორც კორუფციის რისკების პრევენციის მექანიზმის, შექმნა თბილისის საკრებულოში კვლავ ჩვენი გუნდის მთავარ მოთხოვნად რჩება (ვიდეო)

“ანტიკორუფციული კომისიის, როგორც კორუფციის რისკების პრევენციის მექანიზმის, შექმნა თბილისის საკრებულოში კვლავ ჩვენი გუნდის მთავარ მოთხოვნად რჩება, თუმცა, სამწუხაროდ, „ოცნების“ უმრავლესობას ამ გადაწყვეტილების მიღების პოლიტიკური ნება არ გააჩნია! ჩვენს მიერ გამოაშკარავებული ერთ–ერთი ხმაურიანი საქმე თბილისის მერიის მიერ რუსული სანქცირებული კომპანია „კამაზისგან“ ხუთ მილიონამდე ლარის სპეცტექნიკის შეძენას ეხებოდა. სამწუხაროდ, მიუხედავად ჩვენი მოთხოვნისა, მერიამ მაინც არ გააუქმა ხელშეკრულება „კა

მიშა დაუშვილი - “ოცნებას” კი არ უნდა ეხვეწებოდეს ოპოზიციური სპექტრი ბარიერის დაწევას, პირიქით სტრატეგია უნდა იყოს შემდეგი: უნდა გავძლიერდეთ, მეტი ნდობა მივიღოთ საზოგადოებისგან... (ვიდეო)

“ოცნებას” კი არ უნდა ეხვეწებოდეს ოპოზიციური სპექტრი ბარიერის დაწევას, პირიქით სტრატეგია უნდა იყოს შემდეგი: უნდა გავძლიერდეთ, მეტი ნდობა მივიღოთ საზოგადოებისგან და არც 7%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არ უნდა იყოს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. სხვაგვარად სტატუს-ქვოს ვერ შევცვლით.”  მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 404709110_1253676515305188_8449929186682426465_n.mp4

NDI - ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის

ათიდან ერთ მოქალაქეს საკვების ფული არ აქვს, ხოლო ოთხიდან ერთს ფული მხოლოდ საკვებზე ჰყოფნის. ამის შესახებ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის"(NDI) საზოგადოებრივი განწყობის 2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში ჩატარებული კვლევაშია ნათქვამი. ამასთან, აღნიშნულია, რომ ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში ოთხიდან ერთ მოქალაქეს საკვების ყიდვისთვის საკმარისი ფული არ აქვს. სხვებთან შედარებით, თბილისის მოსახლეობას ყველაზე მეტად შეუძლია საკვების, ტანსაცმლისა და უფრო ძვირადღირებული ნივთების შეძენა. კითხვაზე,

ნავალნი რუსეთის საპატიმროდან გაქრა, ამბობს მისი გუნდი

რუსი ოპოზიციონერი დეპუტატი ალექსეი ნავალნი გაიყვანეს საპატიმრო დაწესებულებიდან, სადაც გასული წლიდან იხდიდა სასჯელს და ამჟამად მისი ადგილსამყოფელი უცნობია, აცხადებენ მისი წარმომადგენლები.  ინფორმაციას როიტერსი და სხვა საერთაშორისო მედიებიც ავრცელებენ.  ნავალნის წარმომადგენლები  მოელიან, რომ მას გადაიყვანენ “მკაცრი რეჟიმის” კოლონიაში, მას შემდეგ, რაც აგვისტოში დამატებით 19- წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.  როგორც როიტერსი აღნიშნავს, რუსეთის უზარმაზარ ტერიტორიაზე პატიმრების მატარებლით გად

ზელენსკი: ვულოცავ ქართველ ხალხს, საქართველო ჩვენს საერთო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის

„ვულოცავ ქართველ ხალხს, საქართველო ჩვენს საერთო ევროპულ სახლს ეკუთვნის”, – უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ქართველ ხალხსა და სალომე ზურაბიშვილს კანდიდატის სტატუსის მიღებას ულოცავს. ევროპული საბჭოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქართველოს ენიჭება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. საბჭოსვე გადაწყვეტილებით, დაიწყება მოლაპარაკებები უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში მათი გაწევრების შესახებ. ამ ორ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი 2022 წელს მიენიჭა. პუბლიკა
×
×
  • შექმენი...