Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.084

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ბერდია სიჭინავა - რა განცხადებას გააკეთებს დარჩიაშვილი არ ვიცი, მაგრამ ვიცი რაზე უნდა ისაუბროს დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეს არის ქვეყნის ინტერესების დაცვა, დეოკუპაციის საკითხი, მცოცავი ოკუპაცია, ჩვენი მოქალაქეების მკვლელობის თემა (ვიდეო)

“რა განცხადებას გააკეთებს დარჩიაშვილი არ ვიცი, მაგრამ ვიცი რაზე უნდა ისაუბროს დღეს საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეს არის ქვეყნის ინტერესების დაცვა, დეოკუპაციის საკითხი, მცოცავი ოკუპაცია, ჩვენი მოქალაქეების მკვლელობის თემა.”  მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  406584445_895529098587157_3809224160282578066_n.mp4

პენსიონერთა უფლებების დაცვის მიზნით, სებ-ი საპენსიო სესხების რეკლამირებას კრძალავს

საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება პენსიონერთა ინდივიდუალური თანხმობის გარეშე იკრძალება. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. მათივე ცნობით, აღნიშნული ცვლილება გავრცელდება იმ პენსიონერებზე, რომელთა შემოსავალიც მხოლოდ პენსიით ან/და სხვა სახელმწიფო სოციალური გასაცემელით განისაზღვრება. „სებ-ის ახალი გადაწყვეტილებით, კომერციული ბანკები ვერ შეძლებენ პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირებას, რომლის შინაარსიც საპენსი

გახარია - ამიტომ არის საქართველოში კორუფცია ღალატის ტოლფასი (ვიდეო)

ამიტომ არის საქართველოში კორუფცია ღალატის ტოლფასი... გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.  408921498_290436033995648_2924928676644988178_n.mp4

ბექა ლილუაშვილი - „ოცნების“ ინიციატივები, რომლებიც ჩრდილოვან მმართველობას გააძლიერებს (ვიდეო)

„ოცნების“ ინიციატივები, რომლებიც ჩრდილოვან მმართველობას გააძლიერებს. ბექა ლილუაშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წვერი, დეპუტატი.  409929007_1159855271657199_1085838136919520385_n.mp4

დმიტრო კულება - სწორედ უკრაინამ გამოიყვანა ევროკავშირი გაფართოების კომიდან - ორი წლის წინ ვერც უკრაინა და ვერც საქართველო ევროპულ პერსპექტივასაც კი ვერ მიიღებდა

იცით, რომ სწორედ უკრაინამ გამოიყვანა ევროკავშირი გაფართოების კომიდან. ორი წლის წინ აქ, ბრიუსელში გაფართოების შესახებ საუბარიც კი შეუძლებელი იყო. იმ დროს ვერც ჩვენ და ვერც საქართველო ევროპულ პერსპექტივასაც კი ვერ მივიღებდით, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა. კითხვაზე, უჭერს თუ არა უკრაინა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და თვლის თუ არა, რომ ახლა ერთ გუნდში ყოფნა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ

მიშა დაუშვილი - ევროინტეგრაციის გზაზე გაცილებით შორს უნდა წავიდეთ და მოლაპარაკებების ეტაპზე მალე გადავიდეთ (ვიდეო)

“სამი რამ არის მნიშვნელოვანი, სახელმწიფოსა და ჩვენი მოქალაქეების ინტერესები გაცილებით ეფექტურად უნდა დავიცვათ; რუსეთის ძალის დასაბალანსებლად ჩვენი მეგობრები, ძლიერი მოკავშირეები ახლოს უნდა გვყავდეს; ევროინტეგრაციის გზაზე გაცილებით შორს უნდა წავიდეთ და მოლაპარაკებების ეტაპზე მალე გადავიდეთ.”  მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  409929868_1712908332447856_8988556880210775003_n.mp4

პრეზიდენტი - ვუერთდები პრემიერის ინიციატივით გამოცხადებულ სახალხო ზეიმს, ხვალ ყველა ერთად უნდა ვიდგეთ - თუ ტრიბუნაზე მიმიწვევენ, კარგი, თუ არადა ხალხში ვიქნები

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრემიერის ინიციატივით ხვალ დაგეგმილ სახალხო ზეიმს შეუერთდება. ამის შესახებ პრეზიდენტმა ბრიფინგზე განაცხადა. „პრემიერმა გამოაცხადა, რომ ხვალ იქნება სახალხო ზეიმი. მე ვუერთდები ამ ზეიმს, თქვენც უნდა შემოუერთდეთ. ყველა ერთად უნდა ვიდგეთ ხვალ, რადგან ეს იქნება საქართველოს ზეიმი და მზად ვარ, ყველაფერში მივიღო მონაწილეობა. თუ ტრიბუნაზე მიმიწვევენ, კარგი, თუ არადა ხალხში ვიქნები. ერთად ვიზეიმებთ ხვალინდელ დღეს, რომელიც არაა უკანასკნელი დღე. ამით იწყება საქ

გიტანას ნაუსედა - ვულოცავ საქართველოს კანდიდატის სტატუსს, თქვენ დაიმსახურეთ ეს - თვალს ვადევნებდი, რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში, ნამდვილად კარგი გრძნობაა და ნება მიბოძეთ, გულით ვიზეიმო

ვულოცავ საქართველოს კანდიდატის სტატუსს, რადგან თქვენ დაიმსახურეთ ეს. ვიცი, როგორი იყო რეაქცია და თვალს ვადევნებდი, რა ხდებოდა თბილისის ქუჩებში. ნამდვილად კარგი გრძნობაა და ნება მიბოძეთ, გულით ვიზეიმო, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მეორე დღეა ევროპული საბჭოს სამიტი მიმდინარეობს. „საოცარი პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობს, გუშინ ჩვენ ვსაუბრობდით უკრაინასთან, მოლდოვასთან და საქართველოსთან დაკავშირებულ დაბრკოლებებზე და დღეს ჩვენ ვზეი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 26 დეკემბრამდე საქართველოში ნალექიანი ამინდი, ქარბუქი და ზვავსაშიშროებაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. სინოპტიკოსების პროგნოზით, 23 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 26 დეკემბრამდე საქართველოში მეტეოროლოგიური პირობების გართულებაა მოსალოდნელი. „კერძოდ, მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, ძლიერი ქარი, მთაში და მაღალ მთაში ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება, ზღვაზე შესაძლებელია ძლიერი, ექვს ბალამდე შტორმი. საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების, ქარ

სალომე ზურაბიშვილი პატრიარქს - ერის თქვენდამი სიყვარული, ერთგულება და ნდობა საუკეთესოდ გამოხატავს თქვენს ღვაწლს როგორც ქვეყნის, ისე თითოეული თქვენი სულიერი შვილის ცხოვრებაში

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს აღსაყდრებიდან 46 წლის იუბილეს ულოცავს. როგორც პატრიარქისადმი პრეზიდენტის წერილშია აღნიშნული, წლები, რომლებიც პატრიარქმა, როგორც საქართველოს ეკლესიის წინამძღოლმა გამოიარა, რთული იყო როგორც საქართველოსთვის და ასევე მისთვის, საქართველოს სულიერი მამისათვის. „უღრმესი პატივისცემით გილოცავთ ღირსშესანიშნავ თარიღს, აღსაყდრების 46 წლის იუბილეს. თქვენთან ერთად ვულოცავ თქვენს სამ

კახაბერ ქემოკლიძე ბიჭვინთის ინფრასტრუქტურის რუსეთისთვის უკანონოდ გადაცემის შესახებ (ვიდეო)

კახაბერ ქემოკლიძე ბიჭვინთის ინფრასტრუქტურის რუსეთისთვის უკანონოდ გადაცემის შესახებ: GMGtnBgENrH139AEAE2SvODcT_xNbmdjAAAF.mp4

ბერდია სიჭინავა - ივანიშვილი არის 2012 წლის იდეალებთან და საკუთარ თავთან დამარცხებული ადამიანი (ვიდეო)

"ივანიშვილი არის 2012 წლის იდეალებთან და საკუთარ თავთან დამარცხებული ადამიანი."    ბერდია სიჭინავა, პარტია “საქართველოსთვის” აღმასრულებელი მდივანი. GBc_9Rgjx2d1St4AAMC6zxb5ITtZbmdjAAAF.mp4

კომპანია სამი ძმა: 2 დასახელების ბუშტის მავნებლობა დადასტურდა, პროდუქციას აღარ გავყიდით

სადღესასწაულო აქსესუარებისა და საკონდიტრო მასალების იმპორტიორი კომპანია „სამი ძმა” აცხადებს, რომ პროდუქციიდან 2 დასახელების ბუშტის იმპორტირება და გაყიდვა შეწყდა. მიზეზი ლაბორატორიული კვლევებია ამ 2 პროდუქტის მავნებლობა დაადასტურა. კერძოდ, კვლევის თანახმად, ნიტროზამინის მიგრაცია ელასტომერში აღემატება დასაშვებ ნორმას (<0,05მგ/კგ). ნიტროზამინები კანცეროგენული, მუტაგენური ან რეპროდუქციისთვის ტოქსიკური CMR ნივთიერებაა, მასთან ხშირმა კონტაქტმა შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის ორგანიზმის გ

“ეს ფილმი ქართულ საზოგადოებაში აფხაზად ყოფნაზეა” – ანა ძიაპშიპას “ავტოპორტრეტი ზღვარზე”

“აფხაზეთის თემა არც ამ ფილმით დაწყებულა ჩემთვის და არც დამთავრდება”, – ამბობს ავტობიოგრაფიული დოკუმენტური ფილმის “ავტოპორტრეტი ზღვარზე” ავტორი ანა ძიაპშიპა, რომელიც ნეტგაზეთან საკუთარ ფილმზე, აფხაზეთში გადაღებებზე, ქართულ-აფხაზურ ოჯახსა და ქართულ საზოგადოებაში აფხაზად ყოფნაზე გვიყვება. თბილისში ფილმის ჩვენებისას მაყურებლის რეაქციები სხვადასხვაგვარი იყო. ფილმის გადაღებამდე თუ გქონდა მოლოდინი, როგორ აღიქვამდა ფილმს/ შენს სათქმელს მაყურებელი?  ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი იყო ამ

ბექა ლილუაშვილი - ივანიშვილი გამოჩნდა და კვლავ დაიმალა. მას სურს, რომ დაიმალოს, მაგრამ გახარიამ აიძულა იგი, რომ გამოსულიყო კულისებიდან და დამალვის საშუალებას აღარ მისცემს

“ივანიშვილი გამოჩნდა და კვლავ დაიმალა. მას სურს, რომ დაიმალოს, მაგრამ გახარიამ აიძულა იგი, რომ გამოსულიყო კულისებიდან და დამალვის საშუალებას აღარ მისცემს.”    ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” თავმჯდომარე.

ადვოკატი - ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოში არც ჩვენებას მისცემს და არც საბოლოო სიტყვით ისარგებლებს

მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახელმწიფო ქონების განადგურების ბრალდებით დაკავებული 21 წლის ლაზარე გრიგორიადისი სასამართლოში არც ჩვენებას მისცემს და არც საბოლოო სიტყვით ისარგებლებს. აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს სასამართლო პროცესის დაწყებამდე გრიგორიადისის ადვოკატმა თათია მანიჟაშვილმა განუცხადა. ადვოკატი დაცვის სტრატეგიიდან გამომდინარე არ საუბრობს, რატომ მიიღო გრიგორიადისმა ეს გადაწყვეტილება. „ლაზარე გრიგროიადისი პროცესზე არ დაიკითხება, დაცვის მხარესთან კონსულ

გახარიას გუნდი ივანიშვილს: ახლა მაინც შეაქმნევინეთ "ოცნებას" ანტიკორუფციული კომისია თბილისის საკრებულოში!

ახლა მაინც შეაქმნევინეთ ოცნებას ანტიკორუფციული კომისია თბილისის საკრებულოში!, -  ამის შესახებ, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს წევრმა გიორგი შარაშიძემ თბილისის საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გახარიას გუნდის წევრები აცხადებენ, ახალი საკრებულოს უფლებამოსილების ცნობის პირველივე დღიდან მათ თბილისის საკრებულოში ანტიკორუფციული კომისიის შექმნის საკითხი დააყენეს, მაგრამ უკვე ორ წელზე მეტია, ოცნების უმრავლესობა უგულებელყოფს აღნიშნულ ინიციატივას და განაგრძობს მოპარულ

ხარკოვში, რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა გამო, გლოვის დღე გამოცხადდა

ხარკოვში, რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა გამო, 25 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. „23 იანვრის სარაკეტო თავდასხმას ხარკოვში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია მოჰყვა მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით. ამასთან დაკავშირებით, დღეს ქალაქში გლოვის დღეა გამოცხადებული“, - განაცხადა ხარკოვის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იგორ ტერეხოვმა. მისი თქმით, „ყველა რუსი მონსტრი, ვინც დამნაშავეა უდანაშაულო ადამიანების მკვლელობაში, ჯოჯოხეთში დაიწვება“.

EU-მ გააუქმა გარემოსდაცვითი რეგულაციების ნაწილი, რომლებმაც ფერმერთა პროტესტები გამოიწვია

ევროკავშირი უარს იტყვის გარემოსდაცვითი რეგულაციების ნაწილზე, რომელთა გამოც ბლოკის წევრ სხვადასხვა ქვეყანაში, ბოლო ხანია, ფერმერების აქტიური პროტესტები მიმდინარეობს. Financial Times წერს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უქმდება სოფლის მეურნეობაში პესტიციდების გამოყენების განახევრების გეგმა. პესტიციდები — ქიმიური ნაერთები, რომელსაც იყენებენ მცენარეთა მავნებლების, მარცვლეული კულტურების, მერქნის, ბამბის, შინაური ცხოველების ექტოპარაზიტების, აგრე

შშმ პირის გაუპატიურებაში ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, კოტე ჭილაიამ შშმ პირის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებული კაცის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გამოიყენა 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობის უზრუნველყოფით. ბრალდებული 80 წლამდე კაცია. პროკურორ ანა როყვას ცნობით, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ბრალდების მხარე აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვდა. უწყება მოსამართლის გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ანა როყვას თქმით, საქმეში არის მოწმეთა ჩვენებები და ვიდეომტკიცებულ

კლინიკებს, სადაც სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6%-ზე მაღალი იქნება, სავარაუდოდ, სახელმწიფო დაფინანსებას შეუწყვეტენ

კლინიკების ნაწილს დოკუმენტი გაეგზავნა, სადაც ნათქვამია, რომ თუ პაციენტების სიკვდილიანობის მაჩვენებელი 6 %-ზე მაღალი ექნებათ, სახელმწიფო დაფინანსებას შეუწყვეტენ. წერილი კლინიკების ნაწილს სსიპ ჯანმრთელობის ეროვნულმა სააგენტომ გაუგზავნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ჯეოჰოსპიტალში“ განუმარტეს, მსგავსი შინაარსის წერილი ნამდვილად მიიღეს და კომუნიკაციები მიმდინარეობს ლეტალობის დათვლის მექანიზმის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით. "ეს დოკუმენტი რეალურად რამდენიმე კლინიკაში მივიღეთ. ჩვენ გარკვეულ კომუნი

TI: ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მრჩევლად „ოცნებასთან“ დაკავშირებული ბიზნესმენი დაინიშნა

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელის, რაჯდენ კუპრაშვილის მრჩეველად დანიშნული ვასილ ბაბლუანი „ქართულ ოცნებასთან“ და უჩა მამაცაშვილის ოჯახთან დაკავშირებული ბიზნესმენია, აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოში“. ორგანიზაციამ შესაბამისი კვლევა დღეს, 13 თებერვალს გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ვასილ ბაბლუანი: 2018 წელს ბიზნესპარტნიორებთან ერთად იყო  „ოცნების“ მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილის კამპანიის შემომწირველი; არის „საპარტნიორო ფონდის“ და სახელმწიფო პ

ბექა ლილუაშვილი - გასაკვირი და უცნაურია, როცა „ქართული ოცნება“ ყოველ დღე იმეორებს, რომ 60%-იანი მხარდაჭერა აქვს, 40%-იანი ბარიერის გაუქმება რა მიზანს ემსახურება?!

გასაკვირი და უცნაურია, როცა „ქართული ოცნება“ ყოველ დღე იმეორებს, რომ 60%-იანი მხარდაჭერა აქვს, 40%-იანი ბარიერის გაუქმება რა მიზანს ემსახურება?! - ეს მმართველი პარტიის პოზიციებს ძლიერად ვერ წარმოაჩენს, რადგან მცირდება სტანდარტი და ლეგიტიმაცია! - აღნიშნული განცხადება პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე, საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას გააკეთა. როგორც ლილუაშვილმა განმარტა, 2014 წელს, საკრებულოს მაჟორიტარების არჩე

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში „წიწაკის სპრეი“ გაუშვეს - მოსწავლეთა ნაწილს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, ნაწილი კი პრევენციის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს

თბილისში, 32-ე სკოლაში სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის მანქანები იყო მობილიზებული. როგორც „ინტერპრესნიუსს“ განათლების სამინისტროში განუცხადეს, ერთ-ერთმა მოსწავლემ ე.წ. წიწაკის სპრეი გაუშვა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების გამოძახება გახდა საჭირო. სამინისტროს ცნობით, მოსწავლეთა ნაწილს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, ნაწილი კი პრევენციის მიზნით საავადმყოფოში გადაიყვანეს. განათლების სამინისტროს განმარტებით, მათი მხრიდან ყველა შესაბამისი რეაგირება ჩატარდა. იპნ

ბექა ლილუაშვილი - დღეს დილიდან, კიდევ ერთხელ ვაკვირდებით „ქართული ოცნების“ მავნებლობას, ნებისმიერი გზებით, ნებისმიერი საშუალებებით გაიხანგრძლივოს საკუთარი ძალაუფლება

დღეს დილიდან, კიდევ ერთხელ ვაკვირდებით „ქართული ოცნების“ მავნებლობას, ნებისმიერი გზებით, ნებისმიერი საშუალებებით გაიხანგრძლივოს საკუთარი ძალაუფლება,- ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის “საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, ძალიან კარგად ჩანს, რომ „ოცნების“ მთავარი მოტივი და მიზანი, ქვეყნის განვითარება კი არა, პოლიტიკური თვითგადარჩენაა. „დღეს დილიდან, კიდევ ერთხელ ვაკვირდებით „ქართული ოცნების“ მავნებლობას, ნებისმიერი გზებით, ნებისმიერი
×
×
  • შექმენი...