Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    872.298

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სკოლების 64%-ს არ გააჩნია არანაირი საბუნებისმეტყველო ლაბორატორია - CCIIR

სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრმა (CCIIR) საქართველოს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და ტექნიკით აღჭურვის შესახებ ბიულეტენი მოამზადა. ბიულეტენში საუბარია საქართველოს საჯარო სკოლების შენობების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესახებ და ასევე საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით, კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით აღჭურვაზე. კვლევის მიხედვით, საქართველოში სკოლების მხოლოდ 31%-ს აქვს საბუნებისმეტყველო ლაბორატორია; სკოლების 64%-ს არ

გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ

კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე დაკავებულ გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. ამ გადაწყვეტილებით, მოსამართლემ, დავით კურტანიძემ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. ბრალდებულების ადვოკატის წინადადება ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება იყო. ალტერნატივად კი მან მოსამართლეს შესთავაზა 2000-ლარიანი გირაოს გადახდა ბრალდებულების ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე. სხდომაზე ასევე წარადგინეს იმ პირთა სია, ვინც მ

ჯეიმს ო'ბრაიენი - საქართველოში წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია - მტკიცედ ვუჭერთ მხარს საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას

საქართველოში წელს ძალიან მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნებია, მხარს ვუჭერთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას და მასთან ვიმუშავებთ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ო'ბრაიენმა განაცხადა. ო'ბრაიენის თქმით, საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია. “საქართველოს შავი ზღვის უსაფრთხოებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვან პარტნიორად განვიხილავთ… თუ შეხვედავთ რა ხდება - ცენტრალური აზიის ქვეყნები სავაჭრო გზებს ეძებენ, რომლებიც მხოლოდ ჩინეთს ან რუსე

თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

თბილისში, ორბელიანის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით მიაყენეს, რომელიც კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. იპნ

იტალიის სენატმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებების გაგრძელებას მხარი დაუჭირა

იტალიის სენატმა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებების გაგრძელებას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური საინფორმაციო სააგენტო ANSA ავრცელებს. აღნიშნულია, რომ იტალიის პარლამენტის ზედა პალატამ (სენატმა) მხარი დაუჭირა განკარგულებას, რომელიც უკრაინისთვის სამხედრო საშუალებების მიწოდებას 2024 წლის 31 დეკემბრამდე ახანგრძლივებს იმ საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, რომლებიც რომმა რუსეთის აგრესიისთვის წინააღმდეგობის გაწევაში კიევისთვის დახმარების მხრივ აიღო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას

ბერდია სიჭინავა - უკვე მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას კორუფციულ შემთხვევებზე და ეს გენერალური პროკურატურა თუ სხვა, აუცილებლად გასცემს პასუხს - ვინ იყო, ვინც ხალხის ჯიბეში ყოფდა ხელს, იღებდა ფულს და მიჰქონდა სახლში

"უკვე მივმართეთ საქართველოს გენერალურ პროკურატურას კორუფციულ შემთხვევებზე და ეს გენერალური პროკურატურა თუ სხვა, აუცილებლად გასცემს პასუხს - ვინ იყო, ვინც ხალხის ჯიბეში ყოფდა ხელს, იღებდა ფულს და მიჰქონდა სახლში.”      ბერდია სიჭინავა, პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/3783670515213095/

ბერდია სიჭინავა "ნაციონალურ მოძრაობას": თქვენი მმართველობის მოდელია გირგვლიანი, ადამიანის მკვლელობებს თქვენი ვერც ერთი რეფორმა ვერ გაამართლებს.

პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა "ნაც.მოს": თქვენი მმართველობის მოდელია გირგვლიანი, ადამიანის მკვლელობებს თქვენი ვერც ერთი რეფორმა ვერ გაამართლებს. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1089711069013851/

ბექა ლილუაშვილი - ხალხი, რომელიც "ოცნების" და "ნაციონალური მოძრაობის" უკან დგას, ერთად არიან საქმეში, ფულს ერთად ინაწილებენ - მათ აწყობთ პოლარიზებული გარემო და ერთმანეთთან ფსევდო მტრობა

"ხალხი, რომელიც "ოცნების" უკან დგას და ხალხი, რომელიც "ნაც.მოს" უკან დგას ერთად არიან საქმეში, ფულს ერთად ინაწილებენ, მათ აწყობთ პოლარიზებული გარემო და ერთმანეთთან ფსევდო მტრობა, ამიტომაც არიან ტყუილებში ჩაკარგული მავნებელი პოლიტიკური ძალები."  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/7321450014560483/

შსს-მ 2 პირი დააკავა, მათ შორის ერთ-ერთია დედა, რომელიც არასრულწლოვან შვილს ფსიქოლოგიური ზეწოლით თბილისში მოწყალების თხოვნას აიძულებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვანით ვაჭრობის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს, 2 პირი დააკავეს, ხოლო ერთ პირს ბრალი წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 1989 წელს დაბადებული ნ.ა.-ს ბრალი არასრულწლოვანით ვაჭრობაში ედება, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანა

ნიკოლ ფაშინიანი დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. „ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის პირისპირ შეხვედრა, რომლის შემდეგაც, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის მეთა

პაველ ჰერჩინსკი „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსზე“ - შემიძლია მხოლოდ მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას, დააჩქაროს რეფორმებზე მუშაობა

შემიძლია მხოლოდ მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას, დააჩქაროს რეფორმებზე მუშაობა, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც კომენტარი გააკეთა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ „აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსზე“. „ევროკავშირის წევრობის მოპოვება ხანგრძლივი და რთული პროცესია, მაგრამ არ არის აუცილებელი ხანგრძლივი პროცესი, როდესაც საქმე ვადებს ეხება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად სწრაფად განახორციე

პრეზიდენტის ვებგვერდზე კიბერშეტევაა

პრეზიდენტის ვებგვერდზე კიბერშეტევაა. საიტზე შესვლისას დაგხვდებათ თავის ქალის გამოსახულება და წარწერა: „დაჰაკულია Cozy Bear-ის მიერ. დიდება რუსეთს“. Cozy Bear რუსული ჰაკერული ჯგუფია. აშშ-ის დეკლარირებით, ის დაკავშირებულია რუსეთის ერთზე მეტ ჯაშუშურ სააგენტოსთან. ასევე, არ მუშაობს კრიტიკული ტელეკომპანია „ფორმულას“ ვებგვერდი. გუშინ, 25 იანვარს ტელეკომპანია „მთავარმა“ განაცხადა, რომ კიბერთავდასხმა იყო მათ ვებგვერდზეც. პუბლიკა

ბაღში ბავშვის ცემის საქმეზე სახელმწიფოს ოჯახისთვის 15 ათასი ლარის კომპენსაცია დაეკისრა

ორგანიზაციი „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლეილა ფოლადიშვილმა სახელმწიფოს ბავშვის მიმართ 15 000 ლარის ოდენობით კომპენსაციის გადახდა დაავალა. PHR წერს, რომ საქმე შეეხება საბავშვო ბაღში ბავშვის ცემის ფაქტს, სადაც სახელმწიფომ ეფექტურად არ გამოიძია ბავშვზე ძალადობის შემთხვევა. შემთხვევა 2017 წელს მოხდა. „2017 წლის იანვარში საჯარო ბაღში 3.5 წლის ბავშვმა ღმზრდელის დავალება ვერ შეასრულა – სახლი კარგად ვერ დახატა. გაბრაზებულმა აღმზ

სტუდენტები პროტესტის ნიშნად, თსუ-ის კანცელარიაში შევიდნენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, უნივერსიტეტში კანცელარიის ოთახში პროტესტის ნიშნად შევიდნენ და ადმინისტრაციისგან კაკო ჩიქობავას და გიორგი ხასაიას მხარდამჭერი განცხადების გაკეთებას მოითხოვენ. ისინი ჯაბა სამუშიასთან შეხვედრასაც ითხოვენ. „პუბლიკა“ ესაუბრა სტუდენტური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელს. მისი თქმით, ისინი მოთხოვნების შესრულებამდე არ დატოვებენ სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიის ოთახს და ასევე მიმართავენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს მოწოდებით, საჯაროდ მხარი დ

ცერცვაძე: იანვარში გრიპით გარდაცვალების 3 შემთხვევა დაფიქსირდა

ინ­ფექ­ცი­უ­რი სა­ა­ვად­მყო­ფოს დი­რექ­ტო­რის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, იანვარში გრიპით გარდაცვალების სამი შემთხვევა დაფიქსირდა. ცერცვაძის თქმით, ბოლო პერიოდში რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი გაზრდილია, ის აავადებს მოზრდილებს, თუმცა უმეტესად, ცერცვაძის განცადებით, ბავშვებს. მისი განმარტებით, ეს კოვიდის და გრიპის შემდეგ ყველაზე საშიში რესპირაციული ინფექციაა, რომელიც ბავშვებში ბრონქიოლიტებს იწვევს, „ზოგჯერ მძიმე მდგომარეობით”, – თქვა მან. ცერცვაძის თქმით, აუცილებელია გრიპის

თბილისში, ზანდუკელის ქუჩიდან, ბალახაძეების ოჯახის გამოსახლება გადაიდო

თბილისში, ზანდუკელის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ბალახაძეების ოჯახის გამოსახლება გადაიდო. ინფორმაცია ამის შესახებ „ნეტგაზეთს“ აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაუდასტურეს. აღსრულების ბიუროს ცნობით, მხარეებს მიეცათ დამატებითი დრო, რათა რაიმე ტიპის შეთანხმებას მიაღწიონ. შესაბამისად, უწყებაში აცხადებენ, რომ გამოსახლების პროცესი რამდენიმე თვით გადაიდო, თუმცა კანონმდებლობის მიხედვით, გადადება ხდება არაუმეტეს ექვსი თვის ვადისა. ადგილზე აქტივისტები და ოჯახის ახლობლები არიან შეკრებილები, რომლებიც გამოსახ

მიშა დაუშვილი - რაც არ უნდა პროპაგანტისტული განცხადებები და რეიტინგები წარმოადგინოს “ოცნებამ”, ხალხი მაინც ხედავს, რომ ქვეყანა კორუფციაშია ჩაფლული

"რაც არ უნდა პროპაგანტისტული განცხადებები და რეიტინგები წარმოადგინოს “ოცნებამ”, ხალხი მაინც ხედავს, რომ ქვეყანა კორუფციაშია ჩაფლული და ეს ივანიშვილმა თავისი გამოსვლისას სიტყვიერადაც დაადასტურა."    მიშა დაუშვილი, პარტია "საქართველოსთვის" წევრი, დეპუტატი.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1285433005723004/ 

მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევები — „საერთაშორისო გამჭვირვალობის" სია

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ სისტემატიზებულად აგროვებს ინფორმაციას მაღალი დონის კორუფციის შესაძლო შემთხვევებზე, რომელთა შესახებ ბოლო წლებში გახდა ცნობილი. ორგანიზაციის განცხადებით, მათი მიზანია, შეიქმნას მაღალი დონის კორუფციის სავარაუდო შემთხვევათა პერიოდულად განახლებადი კატალოგი, რომელიც მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს, თვალყური ადევნონ დარღვევებს და დაინახონ მაღალი დონის კორუფციის მასშტაბი. TI წერს, რომ ამ სიის მიზნებისათვის მაღალი რანგის თანამდებობის პირად მიიჩნევა ფუ

„პრეზიდენტის ვებგვერდზე კიბერშეტევა აღვკვეთეთ" - სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, მათ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ოფიციალურ ვებგვერდზე განხორციელებული კიბერშეტევა აღკვეთეს. „სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს კიბერუსაფრთხოების ცენტრმა შეტევა უმოკლეს ვადაში გამოავლინა. მთელი რიგი გადაუდებელი რეაგირების ღონისძიებების გატარების შედეგად აღნიშნული კიბერშეტევა აღკვეთილია და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს”. – ამბობენ უწყებაში. მათივე ცნობით, მიმდი

მიშა დაუშვილი კეკელიძის ქუჩაზე მომხდარ პროცსებზე - როცა ხელისუფლებლის წარმომადგენლების ახლობლებს ეხება საქმე, თუნდაც მათ მკვლელობა ჰქონდეთ ჩადენილი, გირაოს სანაცვლოდ უშვებენ გარეთ, ხოლო დანარჩენებს უმკაცრესად სჯიან

მიშა დაუშვილი კეკელიძის ქუჩაზე მომხდარ პროცსებზე:   "როცა ხელისუფლებლის წარმომადგენლების ახლობლებს ეხება საქმე, თუნდაც მათ მკვლელობა ჰქონდეთ ჩადენილი, გირაოს სანაცვლოდ უშვებენ გარეთ, ხოლო დანარჩენებს უმკაცრესად სჯიან." ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/223936627454162/

"საქართველოსთვის" - ჩვენი მხარდაჭერა გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას!

ჩვენი მხარდაჭერა გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას! ამ ორი ახალგაზრდა ადამიანის პატიმრობაში დატოვება არის იმ უსამართლობის თვალსაჩინო მაგალითი, რაც დღეს ქვეყანაში ხდება. თანაგრძნობა და მხნეობა გვინდა ვუსურვოთ ჩვენს პოლიციას, რომელსაც შინაგანი მოტივაცია აქვს ხალხს ემსახუროს და დაიცვას ადამიანები, დასაჯოს კრიმინალები და არა მოქალაქეები, რომელთაც მათგან მხარდაჭერა და მათი სამსახური სჭირდებათ.     #პარტიასაქართველოსთვის

პრეზიდენტის თქმით, ფაშინიანთან შეხვედრისა და მასპინძლობის საშუალება არ მიეცა

საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ ვიზიტად მყოფ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრისა და მასპინძლობის საშუალება არ მიეცა. ფაშინიანი საქართველოში დღეს ჩამოვიდა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. “საქართველოს პრეზიდენტი მიესალმება ქვეყანაში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, თუმცა სამწუხაროა, რომ პრეზიდენტს არ ეძლევა შესაძლებლობა შეხვდეს და სათანადოდ უმასპინძლოს მეგობარი ქვეყნების ლიდერებს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში. ასევე სამწუხარო და აღსანიშნავია ისიც, რომ შესაბამის

შარლ მიშელი პოსტზე რჩება, EU ორბანის პრეზიდენტობას იცილებს

შარლ მიშელმა გადაიფიქრა ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობა, რისთვისაც პოსტის ვადამდე ადრე დატოვება მოუწევდა. “მე არ მივიღებ მონაწილეობას ევროპის არჩევნებში. ბოლომდე ურყევი მონდომებით შევასრულებ ჩემს პასუხისმგებლობებს, რომლებსაც ამჟამად მაკისრია. მე ყოველთვის ვიქნები მტკიცე მხარდამჭერი დემოკრატიული, ძლიერი, ერთიანი ევროპისა“, – დაწერა მან “ფეისბუქზე”. შარლ მიშელი აპირებდა ევროპარლამენტის არჩევნებში მონაწილეობას, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში გაიმართება. შესაბამისად, მას დაგეგმილზე

კიევი: რუსეთი უარს ამბობს „ილ-76“-ის ჩამოვარდნის საერთაშორისო გამოძიებაზე

უკრაინული მხარის განცხადებით, რუსეთი უარს ამბობს სამხედრო  თვითმფრინავ „ილ-76“-ის ჩამოვარდნის საერთაშორისო გამოძიებაზე. საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც რუსეთმა განაცხადა, რომ თვითმფრინავით, რომელიც მისი განცხადებით, უკრაინამ ჩამოაგდო, უკრაინელი ტყვეები გადაჰყავდა. უკრაინაში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ  მათი ძალების მიერ თვითმფრინავის ჩამოგდებას. მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსპიკერის, ანდრიი იუსოვის განცხადებით, კონკრეტულად ეს თვითმფრინავი „არაერთხელ გამოუყენებიათ“ რუსული

რექტორი ჩვენთან შეხვედრაზე უარს აცხადებს, ვრჩებით კანცელარიაში - სტუდენტები

ამ დროისთვის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარიაში კვლავ იმყოფებიან სტუდენტები, „მაისის სტუდენტური მოძრაობის” წევრები და დაკავებული აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას სხვა მხარდამჭერები, რომლებსაც რექტორისადმი რამდენიმე მოთხოვნა აქვთ. ერთ-ერთი მოთხოვნა მათთან შეხვედრაა, დანარჩენ მოთხოვნებზე სასაუბროდ, თუმცა სტუდენტების თქმით, ჯაბა სამუშია ოთხ მათგანს შეხვდა და განუცხადა, რომ იგი კანცელარიაში დანარჩენებთან მისვლას და დალაპარაკებას არ აპირებს, რომ მათ უნდა დატოვონ უნივერსიტეტის კანცელარია, ვი
×
×
  • შექმენი...