ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკოში 8 სულიანი ოჯახის საცხოვრებელი სახლი და ბოსელი მთლიანად დაიწვა.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
დაზარალებული ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სახლში ხანძრის დროს მცირეწლოვანი ბავშვებიც იმყოფებოდნენ, თუმცა, ისინი უვნებელი გამოიყვანეს.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადა იყო მობილიზებული, მაგრამ ხანძარმა საყოფაცხოვრებო ინვენტარი მთლიანად გაანადგურა. დაზარალებული ოჯახის მ
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ცნობით, მან გერგეტის სამების რეაბილიტაციის მიზნით ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, შპს „ჯავა კონსტრაქშენთან“ თანამშრომლობა შეწყვიტა.
სააგენტო მიზეზად შემსრულებელი კომპანიის მხრიდან არსებულ „მნიშვნელოვან დარღვევებს” ასახელებს. მათივე ცნობით, შემსრულებელ კომპანიას პირგასამტეხლოს გადახდაც დააკისრეს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, შპს „ჯავა კონსტრაქშენს“, შორის
“აფსნიპრესის” ინფორმაციით, სასაზღვრო რაიონებში უპილოტო საფრენი აპარატების უკანონო ფრენების შესახებ არსებული ინფორმაციის გათვალისწინებით, ე.წ. უშიშროების საბჭოს წევრებმა განიხილეს აფხაზეთის [დე ფაქტო] “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წინადადება, 2024 წლის 23 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით დროებით შეაჩერონ მოქალაქეთა გადასვლა აფხაზეთისა და საქართველოს საზღვარზე”. აღნიშნული გადაწყვეტილება გამოწვეულია 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების დროს “რადიკალური ძალების შესაძლო პროვოკაციებ
Ekho Kavkaza ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით წერს, რომ 30 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას გათავისუფლებენ – ბებუას 9 წელი ჰქონდა მისჯილი.
ე.წ. მინისტრი უარყოფს, რომ ის ვადაზე ადრე თავისუფლდება – როგორც Ekho Kavkaza წერს, ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედებს მხოლოდ დროებითი მოთავსების იზოლატორები, რის გამოც სასჯელის ვადა „ერთი ორად“ აითვლება.
ირაკლი ბებუა გალის რაიონში 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც ოკუპ
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აამოქმედა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის ბირთვული ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ.
„უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილება რუსეთის ატომური ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ძალაში შევიდა. ეს არ არის უკანასკნელი გადაწყვეტილება რუსეთის ამ ინდუსტრიასთან დაკავშირებით. ჩვენი ქმედებების მიზანი ასევე არის ისიც, რომ გავაძლიეროთ ჩვენი დიპლომატების ძალისხმევა, გ
ყოფილი შს მინისტრისა და პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას თქმით, 2019 წლის 20 ივნისისა და 2023 წლის 7-8 მარტის აქციებს შორის „უზარმაზარი განსხვავებაა“.
ამის შესახებ გახარიამ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში განაცხადა კითხვის საპასუხოდ, თუ რით განსხვავდება გახარიას საქციელი 20 ივნისს, როდესაც პოლიციამ გაცილებით ძალადობრივი მეთოდები გამოიყენა, დღევანდელი ხელისუფლების ქმედებებისგან, რომელსაც აკრიტიკებს.
„ახლა იყო მშვიდობიანი აქცია. 20 ივნისს მომიტინგეები თავს ესხმოდნენ და ცდილობდნენ პარლამ
რუსული ძალების მიერ კუპიანსკის დაბომბვას 61 წლის ქალი ემსხვერპლა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინიგუბოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად კიდე ერთი, 60 წლის ქალიც დაშავდა. დაბომბვამ სახლებიც დააზიანა.
შეგახსენებთ, თვის დასაწყისში უკრაინის ხელისუფლებამ კუპიანსკიდან და მისი მიმდებარე ტერიტორიებიდან მოქალაქეების სავალდებულო ევაკუაციის განკარგულება გასცა, რადგან რუსეთმა ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაბომბვა გაახშირა.
„ქართული ოცნება“ პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს, ამის შესახებ გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს სხდომაზე დღეს, 1 სექტემბერს მიიღეს.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამოცდილება საქართველოს არ აქვს – რას გულისხმობს იმპიჩმენტი, რა ვადებში უნდა „გადააყენონ“ პრეზიდენტი და რა პროცედურებია საჭირო?
კანონმდებლობით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის, ანუ მისი პოსტიდან გადაყენებისა და უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი, შესაძლოა, გახდეს ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევა ან პრეზიდენტის ქმედებებში დანაშაული
ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას განცხადებით, წუხანდელი, 8 ოქტომბრის გვიან ღამის მონაცემებით, ისრაელში 2 ქართველი ებრაელია დაღუპული, საქართველოს სხვა მოქალაქეების შესახებ კი ინფორმაცია უცნობია. ამაზე ლაშა ჟვანია ლაპარაკობს ვიდეოში, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.
„ჯერ კიდევ არ არის ისრაელის ჯარის მიერ აღებული კონტროლი ყველა იმ დასახლებაზე, სადაც ტერორისტები არიან შესული, ამიტომ ინფორმაციის მოპოვება კვლავ ჭირს. გარდაცვლილი ადამიანების რაოდენობიდან ყველას იდ
შეერთებული შტატების ხელისუფლებამ დაადასტურა მედიასაშუალებებით გავრცელებული ცნობები ისრაელში ამერიკელების დაღუპვის შესახებ.
ტელეკომპანია CBS-ის ინფორმაციით, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ადასტურებენ აშშ-ის რამდენიმე მოქალაქის სიკვდილს. ტელეკომპანია CNN-ის წყაროთა ცნობით, მთავრობამ კონგრესს შეატყობინა, რომ ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულია აშშ-ის 4 მოქალაქე. ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი გაიზრდება.
მედიის ინფორმაციით, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ, 7
მცხეთაში მე-6 საუკუნეში აშენებული "ჯვრის მონასტერი" საფრთხის წინაშეა. სწორედ ამის გამო კულტურის სამინისტროს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო დაჩქარებული წესით, ტენდერის გარეშე ითხოვს საინჟინრო მომსახურების შეძენის უფლების მიღებას შესყიდვების სააგენტოსგან.
"არსებული ვითარება მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესებისათვის, რადგან ეპოქის ერთ-ერთი გამორჩეული ტაძრის მხატვრულ-კულტურული და არქიტექტურული ღირებულებების გაუარესება მნიშვნელოვან ზიანს მოუტანს სახე
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ედუარდ მოსკალევი გაერთიანებული ძალების მეთაურის თანამდებობიდან გაათავისუფლა.
„გათავისუფლდეს ედუარდ მიხაილოვიჩ მოსკალევი გაერთიანებული ძალების მეთაურის პოსტიდან“, - ნათქვამია ზელენსკის განკარგულებაში, რომელიც 26 თებერვლით თარიღდება.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ -უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორი, მოსკალევი გაერთიანებული ძალების მეთაურად 2022 წლის 15 მარტს, რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მცირე ხანში დანიშნა. მანამდე ის ჯარების ოპერატიულ-სტრატეგიული
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს.
საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, ირაკლი კოვზანაძემ პარლამენტის დატოვების თაობაზე ოფიციალურად უკვე მიმართა საპროცედურო საკითხთა კომიტეტს.
აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს უკვე დაუდასტურა საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა, რომლის თქმით, კოვზანაძემ მის კომიტეტს ოფიციალურად უკვე მიმართა.
ავტორი - თეონა მანა
აზერბაიჯანის სახელმწიფო მედია თურქეთის პრეზიდეტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადების ამონარიდს აქვეყნებს, სადაც ის აზერბაიჯანთან თანამშრომლობის შედეგზე საუბრობს.
“30 წლიანი ოკუპაციის შემდეგ, აზერბაიჯანთან ჩვენი თანამშრომლობის შედეგად დაბრუნდა ყარაბაღი, აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილი”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, როგორც მას მედია ციტირებს, ის მომავალშიც გააღრმავებს აზერბაიჯანთან სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობას.
ყარაბაღის 2020 წლის ომის დასრულებიდან რამდენიმე თვე
დაღესტანში ბენზინგასამართ სადგურზე მომხდარ აფეთქებას, სულ მცირე, 30 ადამიანის, მათ შორის 3 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც BBC წერს, შემთხვევა მახაჩკალაში მოხდა.
გამოცემა წერს, რომ შემთხვევის შედეგად დაშავდა 100-ზე მეტი ადამიანი, მათი ნაწილი მძიმედ არის. რუსული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი 600 კვადრატულ მეტრზე იყო გავრცელებული. თვითმხილველის თქმით, რომლის სახელიც არ გასაჯაროებულა, ხანძარი ბენზინგასამართი სადგურის მოპირდაპირე მხარეს ავტომობილების სადგომზე გაჩნდა.
რუსეთის ჯანდაცვის მინ
უკრაინის გამარჯვება დაასრულებს რუსეთის მიერ საქართველოსა და მოლდოვის ოკუპაციას და გაათავისუფლებს ბელარუსს ალექსანდრე ლუკაშენკოს დიქტატურისგან, მიიჩნევს უკრაინის პრეზიდეტი, ვოლოდიმირ ზელენსკის.
ამასთან ერთად, ზელენსკიმ უკრაინის ტელემარათონის ეთერში აღნიშნა, რომ ოკუპაციის დასრულება მოხდება არა სამხედრო, არამედ პოლიტიკური და მშვიდობიანი გზით.
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა თავდაცვის ახალ მინისტრად ენერგეტიკის მინისტრი, გრანტ შეპსი დაასახელა.
„ჩემთვის დიდი პატივია პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკის მიერ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. მსურს, პატივი მივაგო იმ უზარმაზარ წვლილს, რომელიც ბენ უოლასმა, ბოლო 4 წლის განმავლობაში, გაერთიანებული სამეფოს თავდაცვისა და გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეიტანა“, - წერს შეპსი სოციალურ ქსელში.
გრანტ შეპსი ბენ უოლესს ჩაანაცვლებს, რომელიც თავდაცვის მინისტრის თანამდ
ხმაური და დაპირისპირებაა ამ წუთებში ჩოხატაურში – გურიაში ჩასული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები “ოცნების” პარტაქტივმა სცემა. დაპირისპირება მუშტებით და გინებით იმ დროს დაიწყო, როცა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ადგილობრივ მოსახლეობას საინფორმაციო ბროშურებს ურიგებდა და სკვერის გასხვისებას აპროტესტებდა.
როგორც “ნაციონალურ მოძრაობაში” აცხადებენ, ოპონენტების მიმართ დაწყებულ ანგარიშსწორებაში, სავარაუდოდ, საკრებულოს წევრიც ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ლაშა თოლორდავაც მონაწილეობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულის ბრალდებით შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის” თანამშრომელი დააკავა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბრალდებული ეუფლებოდა ბენეფიციარებისთვის განკუთვნილ ნარკოტიკულ პრეპარატს და ასაღებდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ, რაჭაში, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 32 ცხედარი და ძებნა 1 პირთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს.
ღონისძიებაში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაც
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6583 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.6619 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0036 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.8585 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.8429 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0156 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
ევროპისკენ შეტრიალებულმა საქართველომ იცის, რომ შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში ქართულად წერს, რითაც ეხმაურება ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტის ჩაგდებას.
„გაგონილია ქართველების ერთგულება დემოკრატიული ღირებულებების, პრესისა და გაერთიანების თავისუფლების მიმართ. ევროპისკენ შეტრიალებულმა საქართველომ იცის, რომ შეუძლია საფრანგეთის მეგობრობის იმედი ჰქონდეს“, - წერს მაკრონი.
ipn
უთანასწორობის, ძალადობის, ჩაგვრისა და ტერორის წინააღმდეგ თბილისში, 2 აპრილს, 18:00 საათზე ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართება. მსვლელობა აღმაშენებლის გამზირზე, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის (ყოფ. რკინიგზელთა კულტურის სახლი) მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება.
ვისთვისაც ღირებულია ადამიანის სიცოცხლე და ღირსება, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის უფლებები და თავისუფლება, ვისაც სჯერა, რომ დემოკრატია არ არსებობს გენდერული თანასწორობის გარეშე, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარება – ო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი სავარაუდოდ ემზადება ტერორისტული თავდასხმისთვის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რამაც შეიძლება, რადიაციის გავრცელება გამოიწვიოს.
„ჩვენ ახლახან მივიღეთ ანგარიში ჩვენი დაზვერვისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისგან. დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი განიხილავს ტერორისტული თავდასხმის სცენარს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. მათ ამისთვის ყველაფერი მოამზადეს“, — განაცხადა ზელენსკიმ 22 ივნისს, საგანგებო ვიდეომიმართვისას