Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.457
  • comments
    0
  • views
    748.479

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი - საქართველოსთან დაკავშირებულმა ზომებმა საქართველოს მოსახლეობას არ უნდა ავნოს

ჩეხეთის პოზიცია უცვლელია, ჩვენ ღიად უნდა შევინარჩუნოთ ქართველი ხალხის ევროპული პერსპექტივა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ თუ მთავრობა არ სურს თანამშრომლობა და თუ მთავრობა პირდაპირ ამის საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ჩვენ ამაზე რეაგირება არ გვექნება, - ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც საქართველოში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას უპასუხა. კითხვაზე, რა კონკრ

დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრი - „ქართული ოცნების“ წარმომადგენელ მაკა ბოჭორიშვილთან საუბრისას ხაზი გავუსვი, რომ მიუღებელია პოლიციის მხრიდან ძალადობა და უკანონო და თვითნებური დაკავებები

ევროპის საკითხებში დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მინისტრის, სტივენ დაუთის განცხადებით, მაკა ბოჭორიშვილს ესაუბრა. დაუთი სოციალურ ქსელ X-ში მაკა ბოჭორიშვილს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი განიხილავს ყველა შესაძლებლობას, რათა დადგეს პასუხისმგებელი პირების ანგარიშვალდებულების საკითხი. „ქართული ოცნების“ წარმომადგენელთან, მაკა ბოჭორიშვილთან საუბრისას დღეს კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვი, რომ მიუღებელია პოლიციის მხრიდან ძალადობა და უკანონო და თვითნებური და

საჯარო დაწესებულებების მენეჯერებისა და მათი მოადგილეებისთვის სახელმწიფო ენის ცოდნა სავალდებულო აღარ იქნება

„ქართულმა ოცნებამ“ სამი მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილება. ახალი კანონით, პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები და მისი მოადგილეები ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული პირები ხდებიან. საჯარო სამსახურის შესახებ ჯერ ისევ მოქმედი კანონით, მოხელედ შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) იცის სახელმწიფო ენა; ბ) მიაღწია 18 წელს; გ) აქვს ამ კანონით გათვალისწინებული მოხელის სერტიფ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი - გავაფართოვეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია კიდევ 17 პირის დამატებით, მათ შორისაა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე

ლიეტუვამ კიდევ 17 ქართველ პოლიტიკოსს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუსის ბუდრისი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ლიეტუვა ქართველი ხალხის და მათი ევროპული ოცნების გვერდით დგას. ესტონეთთან კოორდინაციით, ჩვენ გავაფართოვეთ სანქცირებული ქართველი პოლიტიკოსების სია კიდევ 17 პირის დამატებით, მათ შორისაა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე“, - წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი. მისი თქმით, ლიეტუვა არ შეეგუებ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, ხვალ საქართველოს საკითხზე იმსჯელებენ. ოფიციალური ინფორმაციით, საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ბრიუსელში 16 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 10:00 საათზე დაიწყება და მას პირველად უხელმძღვანელებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასი. საგარეო საქმეთა საბჭო გაცვლის მოსაზრებებს საქართველოში განვითარებულ ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით. საქართველოში ევროკავშირის წარმომადგ

სალომე ზურაბიშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ანტონიო კოშტას ესაუბრა

საქართველოს პრეზიდენტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „საუბრისას ანტონიო კოშტამ საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა გამოხატა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.   იპნ

დამკვირვებლები პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას ლოზუნგით: „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“ მართავენ

დამკვირვებლები ფილარმონიის შენობიდან პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მართავენ. აქციის მონაწილეები ქვეყანაში ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. მათ სხვადასხვა ბანერები აქვთ გაშლილი, წარწერით: “თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“, „ხმის და მომავლის ქურდები“, „დამკვირვებლები-გაყალბების მოწმეები“,“ ვითხოვთ ახალ არჩევნებს“, „არჩევნები სამარცხვინოდ გაყალბდა“. ინფორმაციისთვის, მოქალაქეები „ქართული ოცნების“ 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ,

დევნილები რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობას მართავენ

რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს პარლამენტის შენობისკენ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილების მარში­ დაიწყო. მარშის მონაწილეებს ნაწილობრივ გადაკეტილი აქვთ გზა. მსვლელობის დაწყებამდე აქციის მონაწილეებმა საქართველოს ეროვნული ჰიმნი შეასრულეს. ისმის შეძახილები: “საქართველო”, “აფხაზეთი საქართველოა”, “არა რუსეთს”. ამასთან, აქციის მონაწილეებს ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით: “გალი აქ არის”, “სოხუმი აქ არის”, "გაგრა აქ არის, “დაინიშნოს ახალი არჩევნები” და სხვა. როგორც აქციის

სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლების, რესტავრატორების, ხელოვნებათმცოდნეებისა და IT სფეროს გაერთიანებულმა მსვლელობამ კულტურის სამინისტროსთან გადაინაცვლა

სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებმა, რესტავრატორებმა, ხელოვნებათმცოდნეებმა და IT სფეროს წევრებმა კულტურის სამინისტროსთან გადაინაცვლეს. მანამდე მათ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე IT სფეროს წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. მანიფესტანტებმა კულტურის სამინისტროსთან მინისტრს შეახსნეს ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, რომლებიც მათი მმართველობისას დაზიანდა. აქციის მონაწილეებს მსვლელობისას საცხოვრებელი სახლებიდან მოქალაქეები, ხოლო ავტომობილებიდან მძღოლები სიგნალებით ამხნევებდნენ. მსვლელობი

გიორგი შარაშიძე - გუშინ ვიხილეთ გაკოტრებული და ხალხის მხარდაჭერისგან სრულიად დაცლილი "ოცნების" ნამდვილი სახე (ვიდეო)

გუშინ ვიხილეთ გაკოტრებული და ხალხის მხარდაჭერისგან სრულიად დაცლილი ოცნების ნამდვილი სახე. კალაძემ თბილისის მერია ოცნების პარტაქტივად აქცია და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა საჯარო მოხელეებს კალაძე პარტიული დავალებებისთვის იყენებს. გიორგი შარაშიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1091516785808785

ნათია მეზვრიშვილი - ეს არის რეჟიმის მიერ ჩადენილი ორგანიზებული, სისტემური დანაშაული - სადამსჯელო ოპერაცია, რაც პირველ რიგში, გამოიწვევს რეჟიმის პასუხისგებას,  როგორც საქართველოს იურისდიქციაში, ისე სტრასბურგში და დიდი ალბათობით ჰააგაში

როგორ აღასრულებს „ოცნება“ ცემა-წამების სადამსჯელო ოპერაციას - პროტესტის მონაწილეების ცემა და წამება არ არის ინდივიდუალური აქტები. ეს არის წინასწარ დაგეგმილი, ორგანიზებული, სისტემური დანაშაული, რომელსაც აქვს რამდენიმე ფაზა და ჰყავს რამდენიმე აქტორი - ივანიშვილი, მისი „ოცნება“, სახელმწიფო უწყებები და არაფორმალები, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი წერს. მისი თქმით, დაკავების,

სალომე ზურაბიშვილი - ტერორი საქართველოში - კვლავ თვითნებური დაპატიმრებები

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საქართველოში ტერორი და თვითნებური დაპატიმრებები გრძელდება. „ტერორი საქართველოში - კვლავ თვითნებური დაპატიმრებები, მათ შორისაა სტუდენტური მოძრაობა “სტუდენტები თავისუფლებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკო მანაგაძე“, - წერს პრეზიდენტი სოციალურ პლატფორმა X-ზე. იპნ

ესტონეთმა ირაკლი კობახიძე და კიდევ 13 პირი დაასანქცირა

ესტონეთმა დაასანქცირა “ქართული ოცნების” 14 მაღალჩინოსანი. მათ შორის, პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე. ამის შესახებ განცხადება გაავრცელა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ. “ესტონეთმა დაასანცირა საქართველოს ხელისუფლების 14 მაღალჩინოსანი, მათ შორის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. ხელისუფლების მიერ დემონსტრანტებზე, ჟურნალისტებზე და ოპოზიციის ლიდერებზე ძალადობა არის კრიმინალი და ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს. მოვუწოდებ ევროკავშირის ქვეყნებს რეაგირებისა და მოქმედებისკენ”, – დაწ

„სასტიკი ძალადობა დემონსტრანტების წინააღმდეგ საქართველოში" - Amnesty International-ის ანგარიში

Amnesty International-მა საქართველოში 29 ნოემბრის შემდეგ აქციებზე საპოლიციო ძალების მიერ არაპროპორციული ძალის გამოყენებასა და მოქალაქეების მიმართ ძალადობაზე ვრცელი ანგარიში მოამზადა. იქ საუბარია, რომ მასობრივ საპროტესტო გამოსვლებს, სადაც ათიათასობით დემონსტრანტი მშვიდობიანად გამოხატავდა საკუთარ უფლებას, პოლიციამ „წყლის ჭავლით, ცრემლმდენი გაზითა და რეზინის ტყვიებით უპასუხა”, რასაც სიტუაციის გამწვავება მოჰყვა. აქვე, მითითებულია, რომ სასამართლო ძირითადად უგულებელყოფს წამებისა და სამართლ

ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე - არალეგიტიმური მთავრობა ქართველებისთვის რუსი მარიონეტი პრეზიდენტის თავზე მოხვევას ცდილობს - ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს!

საქართველოს არალეგიტიმური მთავრობა ქართველებისთვის რუსი მარიონეტი პრეზიდენტის თავზე მოხვევას ცდილობს, - ამის შესახებ აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. "სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად. ვაფასებ მის სიმამაცეს არალეგიტიმურ მთავრობასთან წინააღმდეგობაში, რომელიც ქართველებისთვის რუსი მარიონეტი პრეზიდენტის თავზე მოხვევას ცდილობს. ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს! #MEGOBARI," - წერს უილსონი.   ipn

სამოქალაქო აქტივისტი ნიკო მანაგაძე ადმინისტრაციული წესით დააკავეს

სამოქალაქო აქტივისტი, ნიკო მანაგაძე გუშინ ღამით ადმინისტრაციული წესით დააკავეს. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ნიკო მანაგაძის ადვოკატმა, მარიამ პატარიძემ განუცხადა. ადვოკატის განმარტებით, დაკავების დროს მასთან ერთად ერთი პირი იმყოფებოდა, რომელიც ასევე დააკავეს. მისივე თქმით, ორივე მათგანი დიღომში, მესამე იზოლატორში არიან გადაყვანილები. ადვოკატის ვარაუდით, დაკავების მიზეზი შესაძლოა იყოს ის, რომ მანაგაძე პოლიციის სამმართველოში არ გამოცხადდა და მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით პრო

გუდაურში, ინდურ რესტორანში, 12 ადამაინის ცხედარი იპოვეს - გარდაცვლილი 12 პირიდან 11 უცხო ქვეყნის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა

გუდაურში, ინდურ რესტორანში, 12 ადამაინის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი 12 პირიდან 11 უცხო ქვეყნის, ხოლო ერთი საქართველოს მოქალაქეა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. „შსს-ს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გუდაურში მომხდარ სავარაუდოდ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც გარდაიცვალა 12 პირი, გამოძიება

ლევან გოგიჩაიშვილი - ყაველაშვილს პრეტენზია არ აქვს, შესაბამისად პრობლემასაც არ შექმნის. ზუსტად ასეთი უსახო პრეზიტენტი სჭირდება ივანიშილს (ვიდეო)

ყაველაშვილს პრეტენზია არ აქვს, შესაბამისად პრობლემასაც არ შექმნის. ზუსტად ასეთი უსახო პრეზიტენტი სჭირდება ივანიშილს. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წვერი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/558003613702907

ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო - საქართველოს პარლამენტს, გაყალბებული არჩევნების შედეგად, სურს აირჩიოს ქვეყნის ახალი პრეზიდენტი, ულტრამემარჯვენე და პრორუსი - ჩემი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს

ჩემი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ქართველი ხალხის მისწრაფებებს წარმოადგენს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ნატალი ლუაზო (საფრანგეთი) სოციალურ ქსელში წერს. „დღეს საქართველოს პარლამენტს, გაყალბებული არჩევნების შედეგად, სურს აირჩიოს ქვეყნის ახალი პრეზიდენტი, ულტრამემარჯვენე და პრორუსი, მაშინ როცა ქართველები ყოველდღიურად დემოკრატიისა და ევროპის მიმართ ერთგულების დასადასტურებლად დემონსტრაციებს მართავენ. მთელი ჩემი მხარდაჭერა სალომე ზურაბიშვილს, რომელიც ქართველი ხალხის მისწრაფებებს წარ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - ყაველაშვილი ერთპარტიულად დანიშნული არალეგიტიმური პრეზიდენტია - მისი არჩევით ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია კიდევ უფრო ამძიმებს პოლიტიკურ კრიზისს

ყაველაშვილი ერთპარტიულად დანიშნული არალეგიტიმური პრეზიდენტია, - ამის შესახებ ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ავრცელებს. მათივე ცნობით, „კონსტიტუციის და კანონის უგულებელყოფით პრეზიდენტის არჩევით, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია კიდევ უფრო ამძიმებს პოლიტიკურ კრიზისს“. „2024 წლის 14 დეკემბერს ბიძინა ივანიშვილმა და მისმა პარტიამ საკუთარი პრეზიდენტი აირჩია. „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები მასობრივად გააყალბა და ხელისუფლება მიითვისა, დღ

ALDE და Liberal International - ვაგრძელებთ ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიღწევების აღიარებას - ახალი პრეზიდენტის „არჩევა“ ქართველი ხალხის სურვილებს არ ასახავს

ვაგრძელებთ ლეგიტიმურად არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის აღიარებას, ახალი პრეზიდენტის „არჩევა“ ქართველი ხალხის სურვილებს არ ასახავს, - ამის შესახებ ერთობლივ განცხადებას ევროპაში ლიბერალური პოლიტიკური პარტიების გაერთიანება ALDE და მსოფლიო ლიბერალური პოლიტიკური პარტიების გაერთიანება Liberal International ავრცელებენ. „ღრმად იმედგაცრუებულები და შეშფოთებულები ვართ ახალი პრეზიდენტის „არჩევით“ ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ, რაც მთლიანად „ერთპარტიული“ პარლამენტი დომინირებს, რომელიც სადავო არჩევნე

ISFED: არალეგიტიმური პარლამენტის მიერ პრეზიდენტის არჩევა არაკონსტიტუციურია

„სამართლიანი არჩევნების“ (ISFED) განცხადებით, „არალეგიტიმური პარლამენტის ნებისმიერი გადაწყვეტილება, მათ შორის პრეზიდენტის არჩევნების თარიღის დანიშვნა და მისი არჩევა, უკანონო და არაკონსტიტუციურია“. „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის არჩევნებში, რომელშიც მხოლოდ მიხეილ ყაველაშვილი მონაწილეობდა, გამარჯვებულად მიხეილ ყაველაშვილი გამოცხადდა. ორგანიზაცია წერს, რომ პროცესი საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ჩატარდა.

ვატო ბჟალავას, რომელიც სახლთან ძაღლს ასეირნებდა და უფორმო პოლიციელებს “არ დაემორჩილა”, 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

რონდელის ფონდის მკვლევარ ვატო ბჟალავას, რომელიც 12 დეკემბერს ქუჩაში, ძაღლის გასეირნებისას დააკავეს, უფორმო პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით, ადმინისტრაციული წესით, 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა გამოიტანა. სასამართლო პროცესზე მოწმის სახით მყოფმა ერთ-ერთმა სამართალდამცველმა, რომელმაც გუშინწინ ვატო ბჟალავა დააკავა, ერთგვარად აღიარა, რომ დაკავებისას ის სამოქალაქო ფორმაში იყო. მოსამართლის შეკითხვაზე, ეცვა თუ ა

სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს - მადლობა თქვენ, მადლობა ჩვენ ახალგაზრდებს - ყველა ჩვენი შვილია, ვინც აქ დგას ამ ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის მომავლისთვის

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებთან მივიდა და აქციის მონაწილეებს მადლობა გადაუხადა. სალომე ზურაბიშვილის გამოჩენას მოქალაქეები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ. „მადლობა თქვენ, მადლობა ჩვენ ახალგაზრდებს. ყველანი ვართ დედები, ყველანი ჩვენი შვილია, ვინც აქ დგანან ამ ქვეყნისთვის და ამ ქვეყნის მომავლისთვის. მათ ვუთხრათ მადლობა და მათ ვუთხრათ, რომ მათთან ერთად ვიქნებით ჩვენ ბოლომდე, რომ დავიცვათ ისინი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.   იპნ

EU-ის სანქციებში რუსეთის წინააღმდეგ, ერთ ქართველიც მოხვდა – იოზვიაკი

რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკავშირი რუსეთისგან მომდინარე ჰიბრიდული საფრთხეების სანქციის ფარგლებში 18 პირსა და 3 კომპანიას დაასანქცირებს. მათი სახელები ორშაბათს გახდება ცნობილი. ქართული საზოგადოებისთვის კი საინტერესო აქედან ის არის, რომ ზემოხსენებული 18 პირიდან, იოზვიაკის ინფორმაციით, ერთი ქართველია. ნეტგაზეთი
×
×
  • შექმენი...