„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არიან ჩვენი გუნდის წევრები - გიგა ფარულავა და ნოდარ შეროზია, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს.
პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდსა და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების შესახებ განცხადება ერთდრ
სანამ არსებობს ეს ორი სიმახინჯე- ივანიშვილი და სააკაშვილი, ამ ქვეყნის მომვალი ყოველთვის იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ, იმიტომ, რომ ეს ორი მახინჯი სისტემა ამას ხელიდან არ გაუშვებს.
რუსთავი არის კლასიკური დემონსტრაცია, ფარდის მიღმა ერთობლივი გარიგებების.
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/400325792894471/
ერთის მხრივ რუსული კანონით თავს ესხმის ივანიშვილი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს, ხოლო მეორეს მხრივ ოფშორების კანონით ფარს იქმნის საპასუხო ქმედებებისგან.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" ტავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/841092631372231/
პარტია "გახარია საქართველოსთვის":
"ხელისუფლებამ დღეს ხალხის მიმართ ძალადობა კიდევ ერთხელ დააანონსა.
გუშინ ხალხის მიერ მოპოვებულ გამარჯვებას დამარცხებულმა „ოცნებამ" კვლავ ძალადობის მუქარა წინმსწრებად დაუპირისპირა. ივანიშვილი ჯერ პრემიერ-მინისტრის და შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის პირით საქართველოს მოქალაქეებს დასჯით დაემუქრა.
ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების - საქართველოს პროკურატურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მენეჯმენტს და სახალხო დამცველს, შევახსენე
პრეზიდენტი ერმანიის, ლიეტუვის, პოლონეთის, ჩეხეთის და ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული რელიზის მიხედვით, დელეგაციამ შემაშფოთებელი უწოდა კანონპროექტს და აღნიშნა, რომ ის ნამდვილად დააზიანებს და შეაფერხებს საქართველოს ევროინტეგრაციას.
ამავე რელიზით, პრეზიდენტმა რომ, საქართველო ევროპისაგან სიცხადესა და მხარდაჭერას ელოდება, რათა ამ გზაზე, საქართველოს მოსახლეობამ, რომელიც ასე თავგანწირვით იბრძვის ევროპული მომავ
ძალაუფლების შენარჩუნებისთვის საკუთარ მოქალაქეებზე და ოპონენტებზე თავდასხმები არა მხოლოდ "ნაც.მოძრაობის" ხელისუფლების დროს გვახსენებს, არამედ კიდევ უფრო უარესს, 90-იან წლების დროინდელ უკანონო ბანდფორმირებებს და იმდროინდელ პარლამენტსაც.
დრო დადგა მადლობა გადაუხადოთ ქართველ ხალხს ამდენი ხანი, რომ გითმინათ. ამავე დროს, ბოდიშიც მოუხადეთ ჩადენილი არასწორი სახელმწიფოებრივი ქმედებებისთვის და არჩევნების გზით მშვიდობიანად დატოვეთ ხელისუფლება.
შალვა კერესელიძე, პარტია "გახარია სა
2023 წელს სხვადასხვა აქტორების მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადების მცდელობას, - ამის შესახებ სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა პლენარულ სხდომაზე სუს-ის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ლილუაშვილის თქმით, აღნიშნული მცდელობების გასანეიტრალებლად სხვა კომპეტენტურ უწყებებთან კოორდინაციით, გატარდა ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება, რითაც საბოლოო ჯამში, ქვეყანაში დესტრუქციული პროცესების გან
მდინარე ლიახვში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს. როგორც „პუბლიკას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მოზარდის ცხედარი დღეს დილით იპოვეს.
მაშველები მოზარდს საქართველოს ცენტრალური მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ნიქოზის კაშხალთან ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულნი იყვნენ მყვინთავები, სპეცტექნიკა და დრონები.
გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში მდინარე ლიახვმა მოზარდი, 19 ივნისს შუადღეს გაიტაცა.
publika
პოლიტიკური ძალადობა დემოკრატიულ ქვეყანაში აბსოლუტურად მიუღებელია, - ასე ეხმაურება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე, დონალდ ტრამპზე თავდასხმას.
“მკაცრად ვგმობ თავდასხმას ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე“, - წერს შარლ მიშელი სოციალურ ქსელ X-ზე.
დონალდ ტრამპი პენსილვანიის შტატში მხარდამჭერებთან შეხვედრის დროს მომხდარი სროლის შედეგად დაშავდა. შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე დაიღუპა, ორი მონაწილე კი მძიმედ დაშავდა. დაღუპულია თავად შეიარაღებული პირიც, რომელიც აშშ-ის
ვინმე გარანტიას იძლევა, რომ არჩევნების შემდეგ “ნაც.მოძრაობა” “ოცნებას” არ შეუკრავს კოალიციას?! პარტია, რომლის დეპუტატებიც არაერთხელ შეეკრა “ოცნებას”, იყიდებიან ჩვეულებრივად რეგიონებში. ჩვენ ვთქვით მკაფიოდ, “ნაც.მოძრაობაც” წითელი ხაზია და “ოცნებაც” წითელი ხაზია.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/398732026541971/
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ რამაზ ბეღელურს 8-თვიანი პატიმრობა მიუსაჯა.
ამის შესახებ „მთავარ არხს“ რამაზ ბეღელურის დედამ, ნორა ბეღელურმა განუცხადა. მისი თქმით, რამაზ ბეღელურს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს და მედიკამენტების ყოველდღიურად მიღება სჭირდება.
„ავადაა, ყოველდღიური წამლების ქვეშ არის. წამალი რომ არ დალიოს, კრუნჩხვაში ჩავარდება“, – ამბობს რამაზ ბეღელურის დედა.
რამაზ ბეღელური გორის სოფელ გუგუტიაანთკარში ცხოვრობს. ის საოკუპაციო ძალებს უკანონოდ წარსულშიც ა
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მისი უწყება ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან ერთად აქტიურად მუშაობს.
როგორც დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კონკურენტულ პირობებში ხდებოდა მშენებარე კომპანიის შერჩევა, რომ მაქსიმალურად გამოცდილი იყოს საზღვაო მშენებლობის კუთხით.
მისივე განმარტებით, ეს პროცესი ხვალ დასრულდება და უკვე მშენებელი პარტნიორი გამოვლინდება.
„პროცესი
ჩვენი პრაგმატული ინტერესია, პარლამენტში მოხვდნენ ისეთი პარტიები, რომლებიც არც “ოცნებასთან” და არც “ნაც.მოძრაობასთან” იქნებიან რაიმე ფორმით აფილირებულები. სანდო საერთაშორისო კვლევებს თუ შევხედავთ ჩვენ ბარიერის გადალახვის და პარლამენტში მოხვედრის პრობლემა არ გვაქვს, თუნდაც ბარიერი გაზარდონ.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1601502390410219/
"ზონდერების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობა არის მტკიცებულება იმისა, რომ ეს ძალადობა ხელისუფლების დაკვეთით მიმდინარეობს და უკავშირდება არჩევნებს. ადამიანებმა, რომლებიც ამ უკანონო დავალებებს ასრულებენ, უნდა იცოდნენ - ხელისუფლებები მოდიან და მიდიან, მაგრამ მტკიცებულებები რჩება."
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2921900634616910/
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დღეს ნაშუადღევს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები, გეგმიური პატრულირებისას ოკუპირებული აფხაზეთის ადმინისტრაციულ ე.წ. სასაზღვრო ხაზთან, ხურჩის რაიონში ე.წ. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა დროებით დააკავეს.
EU-ის წარმომადგენლობის თანახმად, ისინი უვნებლად და ჯანმრთელად გაათავისუფლეს.
პუბლიკა
დარწმუნებული ვარ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი მიიღებს ღირსეულ გადაწყვეტილებას და შეცვლის ხელისუფლებას.
”ოცნება” ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ბანერები, რომლებიც გამოიტანეს თბილისის ქუჩებში სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ მათი მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა.
ზვიად ძიძიგური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1457717848257455/
"მივმართეთ “იმედს” და “რუსთავი 2”-ს, რომ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა მაინც გაეშვათ და ამაზეც გვითხრეს უარი - ამის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი დაჯდა ამ ტელევიზიის ეთერში და მე და ჩემი გუნდის წევრებს შურისძიებითა და გასამართლებით დაგვემუქრა." ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა გიორგი გახარიამ "პალიტრანიუსის" გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” წინასაარჩევნო პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.
ბმული: https://palitranews.ge/video/248606-giorgi-gaxaria-mivmartet-imeds-da-rustavi-2-s-rom
ორგანიზაცია „სამართლიანმა არჩევნებმა“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო გარემო შეაჯამა.
ორგანიზაცია მიუთითებს, რომ:
ISFED-მა წინასაარჩევო პერიოდში დარღვევებს შორის გამოყო:
ამომრჩევლის მოსყიდვა;
ამომრჩეველზე ზეწოლა/მუქარა, ამომრჩეველთა პირადობის დამადასტურებელი
მოწმობის ჩამორთმევა და პერსონალური მონაცემების უკანონო შეგროვება/დამუშავება;
საარჩევნო მიზნით ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება;
საგანმანათლებლო დაწესებულებების პოლიტიზება;
საქართველოში პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს ურჩევს, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და თავი აარიდონ ადგილებს, სადაც მასობრივ შეკრებებს შესაძლოა ჰქონდეს ადგილი. ამის შესახებ განცხადებას საქართველოში პოლონეთის საელჩო ავრცელებს.
“საქართველოში პოლონეთის საელჩო ურჩევს პოლონელ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოში მიემგზავრებიან, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ და თავი აარიდონ ადგილებს, სადაც მასობრივ შეკრებებს შესაძლოა ჰქონდეს ადგილი”, - ნათქვამია პოლონეთის საელჩოს განცხადებაში.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა არჩევნების შედეგებს ეხმაურება და წერს, რომ ცნობები საქართველოს არჩევნებზე დარღვევების შესახებ „სერიოზულ შეშფოთებას” იწვევს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, დათვლილია უბნების 99% – ცესკოს მიხედვით, „ქართულ ოცნებას” 54.2%-იანი მხარდაჭერა აქვს.
ცესკოს მიერ პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, გუშინ განცხადებები გააკეთეს სხვადასხვა ოპოზიციურმა გაერთიანებებმა. „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ” განაცხადა, რომ „მოპა
ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ეხმაურება საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს.
„ჩეხეთი შეშფოთებულია საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე უწესრიგობების შეტყობინებებით. ახლოდან ვაკვირდებით სიტუაციას. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ძალადობისგან. საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს დემოკრატიულ ღირებულებებს და გააუქმოს ქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მიმართულებას“, – წერს უწყება.
26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 99%-ზე მეტი უკვე დათვლი
აშშ-ის ჰელსინკის კომისია საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მომდევნო დღეებში, ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა და დამკვირვებლებმა წარმოადგინეს „ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ არჩევნების შედეგები არ წარმოადგენს ქართველი ხალხის ნებას”.
განცხადებაში ნათქვამია, რომ როდესაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება ხაზავენ გზას საარჩევნო პროცესისადმი, რომელიც ქართველი ხალხის ნა
ეს არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად, ლეგიტიმაცია ქართველი ხალხისგან ამ არჩევნებს არ აქვს.
ელგუკა ხოკრიშვილი, პარტიამ "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1526552894696155
პატრიარქის სურვილი, რომ მშვიდობა იყოს, ყველა ვიზიარებთ. ამ ვითარებაში რთულად წარმოსადგენია მშვიდობა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ყველასთვის ცხადია, რომ ცესკომ დაწერა ის, რაც ივანიშვილმა უკარნახა კალანდარიშვილს.
„რაც შეეხება პატრიარქს, მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქს აქვს მნიშვნელოვანი როლი, ადგილი და პატივისცემა ჩვენი ქვეყნის სულიერების კუთხით, რა თქმა უნდა, არსებობს კონკორდატი, რაც ნიშნავს, რომ ეკლესია არ ერევა საერ