მოკავშირე სახელმწიფოებმა, როგორც ჩანს, გადასარევად იციან, რომ ივანიშვილი ოლიგარქია - სანქცირების გადაწყვეტილებას მტკიცებულებების მიხედვით მიიღებენ,- ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" წევრმა მიხეილ დაუშვილმა განაცხადა.
„წელიწადნახევრის წინ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ჩაიწერა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, რომ ოლიგარქია, ამიტომ ახალს არაფერს ვისმენთ და როგორც ჩანს, ჩვენმა მოკავშირე სახელმწიფოებმა ეს ყველაფერი გადასარევად იციან. სამწუხარო ის არის, რომ ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის ტვირ
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს დროშის დღეს ულოცავს.
"ვულოცავთ ჩვენს ქართველ პარტნიორებს და მეგობრებს საქართველოს ეროვნული დროშის დღეს!", - წერია განცხადებაში.
საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე 14 იანვარს, საქართველოს სახელმწიფო დროშის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის მიღების დღეს აღინიშნება.
იპნ
ხარკოვში, რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა გამო, 25 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
„23 იანვრის სარაკეტო თავდასხმას ხარკოვში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტრაგედია მოჰყვა მსხვერპლთა რაოდენობის მიხედვით. ამასთან დაკავშირებით, დღეს ქალაქში გლოვის დღეა გამოცხადებული“, - განაცხადა ხარკოვის საქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, იგორ ტერეხოვმა.
მისი თქმით, „ყველა რუსი მონსტრი, ვინც დამნაშავეა უდანაშაულო ადამიანების მკვლელობაში, ჯოჯოხეთში დაიწვება“.
ერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, ივანიშვილი კობახიძეზე უკეთეს კანდიდატურას პრემიერ-მინისტრად ნამდვილად ვერ შეარჩევდა იმის საჩვენებლად, რა დაემართა და რად იქცა „ოცნება“ დღეს!, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარემ ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, მარტივია იმაზე პასუხი თუ რატომ შეაჩერა არჩევანი ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეზე - "თქვენ იქნებით არჩევნების გაყალბების მთავარი ინსტრუმენტი. ეს არის მთავარი ფუნქცია.", - ამბობს ლილუაშვილი.
"თქვენ, ტყ
კიევში ბულგაკოვის ქუჩას სახელი გადაარქვეს და ვახტანგ კიკაბიძის სახელი დაარქვეს. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის საკრებულო ავრცელებს.
„უკრაინის დედაქალაქი აგრძელებს დასახელებების მოშორებას, რომლებიც ჩვენი ეროვნული ცნობიერების დამახინჯებაზე მოქმედებდნენ. დეკომუნიზაციისა და დერუსიფიკაციის პროცესი საკმაოდ გრძელია, ვინაიდან რამდენიმე ეტაპს მოიცავს, თუმცა დედაქალაქის მცხოვრებლებთან ერთობლივი ძალისხმევებით ქალაქი აქტიურად მიიწევს ამ მიმართულებით. მრავალსაუკუნოვან კიევში არ უნდა რჩებოდეს დასახელებე
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ EU-ის წევრობისთვის საჭირო 9 ნაბიჯის შესასრულებლად ხელისუფლებამ სამოქალაქო სექტორთან ერთად უნდა იმუშაოს. მისი თქმით, სამუშაო ჯგუფებში უნდა მონაწილეობდნენ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმიდან გასული არასამთავრობო ორგანიზაციებიც.
2024 წლის 29 იანვარს პარლამენტში, ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად სამუშაო ჯგუფების შეხვედრაში არ მიიწვეს საქართველოში მომუშავე მსხვილი არასამთავრობო ორგანიზაციები: „საერთა
ბექა ლილუაშვილი, პარტიის „საქართველოსთვის“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარე „ოცნებას“:
"აი, დღესაც გისმენთ და ისევ აგრძელებთ საკუთარი თავის ქება-დიდებას. ამასობაში, სამწუხაროდ, ქვეყანაში დარჩენილი ახალგაზრდები ევროპაში, ამერიკაში გაქცევაზე ფიქრობენ და უკვე იქ მყოფ ახალგაზრდებს კი, აქეთ გამოხედვაც არ სურთ.
დაცლილი ქვეყანა, სადაც მომავალი თაობისთვის, ახალგაზრდისთვის - ცხოვრება მხოლოდ უსამართლობასთან და უპერსპექტივობასთან ასოცირდება - აი, ეს არის თქვენი პოლიტიკური მემკვიდრეო
"ისეთი ქალაქები, როგორიც არის თბილისი და ბათუმი, ქვეყნის მთლიან ეკონომიკას უნდა ექაჩებოდეს წინ, ამის ნაცვლად, კორუფციის ჭაობში არიან ჩაფლული. არც ერთი მერისგან ან მმართველი რგოლისგან არ მოგვისმენია ისეთი ამბიციური პროექტები, როგორიცაა ახალი მეტროს ხაზები თბილისში, ტრამვაი ბათუმში,რასაც ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას, რადგან მათ ურჩევნიათ მოკლევადი პროექტები, საიდანაც მარტივად იშოვიან კორუფციულ
ფულს."
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
„ქართული ოცნების" მიერ უცხოური გავლენის შესახებ კანონის ხელახლა დაინიცირებას საქართველოს დასავლელი პარტნიორები ეხმაურებიან. პირველი მამუკა მდინარაძის განცხადებას ლიეტუველი ევროპარლამენტარი პეტრას აუსტევიჩუსი გამოეხმაურა. სოციალურ ქსელ X-ში მან დაწერა, რომ საქართველოს მმართველი პარტია ევროპას ზურგს აქცევს და სახით ევრაზიული ტირანიისკენ ტრიალდება.
https://twitter.com/petras_petras/status/1775431017978798106
საკუთარი აზრი გამოთქვა აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა
როგორც ჩანს, დღეს ივანიშვილის მთავარი მიზანია საზოგადოების დაყოფით და დაპირისპირებით ხალხს მოპაროს არჩევნები. ეს კანონი ემსახურება ევროკავშირის დისკრედიტაციას, რადგან ივანიშვილმა ძალიან კარგად იცის, რომ ევროპული დემოკრატია ნიშნავს სამართლიან არჩევნებს.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/739960498281898/
„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არიან ჩვენი გუნდის წევრები - გიგა ფარულავა და ნოდარ შეროზია, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ავრცელებს.
პარტიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდსა და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების შესახებ განცხადება ერთდრ
სანამ არსებობს ეს ორი სიმახინჯე- ივანიშვილი და სააკაშვილი, ამ ქვეყნის მომვალი ყოველთვის იქნება კითხვის ნიშნის ქვეშ, იმიტომ, რომ ეს ორი მახინჯი სისტემა ამას ხელიდან არ გაუშვებს.
რუსთავი არის კლასიკური დემონსტრაცია, ფარდის მიღმა ერთობლივი გარიგებების.
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/400325792894471/
ერთის მხრივ რუსული კანონით თავს ესხმის ივანიშვილი ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებს, ხოლო მეორეს მხრივ ოფშორების კანონით ფარს იქმნის საპასუხო ქმედებებისგან.
ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" ტავმჯდომარე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/841092631372231/
პარტია "გახარია საქართველოსთვის":
"ხელისუფლებამ დღეს ხალხის მიმართ ძალადობა კიდევ ერთხელ დააანონსა.
გუშინ ხალხის მიერ მოპოვებულ გამარჯვებას დამარცხებულმა „ოცნებამ" კვლავ ძალადობის მუქარა წინმსწრებად დაუპირისპირა. ივანიშვილი ჯერ პრემიერ-მინისტრის და შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრის პირით საქართველოს მოქალაქეებს დასჯით დაემუქრა.
ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტების - საქართველოს პროკურატურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მენეჯმენტს და სახალხო დამცველს, შევახსენე
თუკი ვინმე დაარღვევს კანონს, კანონის ფარგლებში მოჰყვება რეაგირება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მედიის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის ზვიად ხარაზიშვილის, იგივე „ხარებას“ კომენტარს ეხებოდა.
კახა კალაძის თქმით, არ არსებობს ფაქტი, როდესაც პოლიცია მშვიდობიან მომიტინგეს გაუსწორდა.
„ვერ მომიყვანთ ვერცერთ მაგალითს, როდესაც მშვიდობიან მოქალაქეს, მშვიდობიან მომიტინგეს პოლიცია გაუსწორდა. არ არსებობს ასეთი ფაქტი. იქ
2023 წელს სხვადასხვა აქტორების მიერ ადგილი ჰქონდა საქართველოში პოლიტიკური ვითარების გამწვავებისა და ხელისუფლების ძალადობრივი გზით ცვლილებისთვის ნიადაგის მომზადების მცდელობას, - ამის შესახებ სუს-ის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა პლენარულ სხდომაზე სუს-ის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.
ლილუაშვილის თქმით, აღნიშნული მცდელობების გასანეიტრალებლად სხვა კომპეტენტურ უწყებებთან კოორდინაციით, გატარდა ყველა საჭირო პრევენციული ღონისძიება, რითაც საბოლოო ჯამში, ქვეყანაში დესტრუქციული პროცესების გან
მდინარე ლიახვში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს. როგორც „პუბლიკას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მოზარდის ცხედარი დღეს დილით იპოვეს.
მაშველები მოზარდს საქართველოს ცენტრალური მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიაზე, სოფელ ნიქოზის კაშხალთან ეძებდნენ. სამძებრო სამუშაოებში ჩართულნი იყვნენ მყვინთავები, სპეცტექნიკა და დრონები.
გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებულ ცხინვალში მდინარე ლიახვმა მოზარდი, 19 ივნისს შუადღეს გაიტაცა.
publika
მე პრემიერობა არ მინდა, მე მინდა, საქართველოს ნორმალურ, დემოკრატიულ და ევროპულ გზაზე დაბრუნების პროცესში, ჩემი წვლილი შევიტანო - ამის შესახებ "ტვ პირველის" "დღის ამბებში" საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, უნდა რომ ქვეყანაში "ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა დასრულდეს".
ვინმე გარანტიას იძლევა, რომ არჩევნების შემდეგ “ნაც.მოძრაობა” “ოცნებას” არ შეუკრავს კოალიციას?! პარტია, რომლის დეპუტატებიც არაერთხელ შეეკრა “ოცნებას”, იყიდებიან ჩვეულებრივად რეგიონებში. ჩვენ ვთქვით მკაფიოდ, “ნაც.მოძრაობაც” წითელი ხაზია და “ოცნებაც” წითელი ხაზია.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/398732026541971/
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, მისი უწყება ანაკლიის პროექტის განსახორციელებლად საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან ერთად აქტიურად მუშაობს.
როგორც დავითაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კონკურენტულ პირობებში ხდებოდა მშენებარე კომპანიის შერჩევა, რომ მაქსიმალურად გამოცდილი იყოს საზღვაო მშენებლობის კუთხით.
მისივე განმარტებით, ეს პროცესი ხვალ დასრულდება და უკვე მშენებელი პარტნიორი გამოვლინდება.
„პროცესი
ჩვენი პრაგმატული ინტერესია, პარლამენტში მოხვდნენ ისეთი პარტიები, რომლებიც არც “ოცნებასთან” და არც “ნაც.მოძრაობასთან” იქნებიან რაიმე ფორმით აფილირებულები. სანდო საერთაშორისო კვლევებს თუ შევხედავთ ჩვენ ბარიერის გადალახვის და პარლამენტში მოხვედრის პრობლემა არ გვაქვს, თუნდაც ბარიერი გაზარდონ.
ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1601502390410219/
"ზონდერების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოუძიებლობა არის მტკიცებულება იმისა, რომ ეს ძალადობა ხელისუფლების დაკვეთით მიმდინარეობს და უკავშირდება არჩევნებს. ადამიანებმა, რომლებიც ამ უკანონო დავალებებს ასრულებენ, უნდა იცოდნენ - ხელისუფლებები მოდიან და მიდიან, მაგრამ მტკიცებულებები რჩება."
ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/2921900634616910/
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, დღეს ნაშუადღევს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები, გეგმიური პატრულირებისას ოკუპირებული აფხაზეთის ადმინისტრაციულ ე.წ. სასაზღვრო ხაზთან, ხურჩის რაიონში ე.წ. ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა დროებით დააკავეს.
EU-ის წარმომადგენლობის თანახმად, ისინი უვნებლად და ჯანმრთელად გაათავისუფლეს.
პუბლიკა
დარწმუნებული ვარ 26 ოქტომბერს ქართველი ხალხი მიიღებს ღირსეულ გადაწყვეტილებას და შეცვლის ხელისუფლებას.
”ოცნება” ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ბანერები, რომლებიც გამოიტანეს თბილისის ქუჩებში სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ მათი მხარდაჭერა ისტორიულ მინიმუმზეა.
ზვიად ძიძიგური, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1457717848257455/