Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    902.131

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ვრცელდება ცნობები, უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ

უკრაინაში მეომარი ქართველები სოციალურ ქსელში წერენ, ორი ქართველი მებრძოლის დაღუპვის შესახებ. ისინი რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ომში დაიღუპნენ. იმის გამო, რომ ოჯახებისთვის ჯერჯერობით მათი დაღუპვა ცნობილი არ არის, მეომრების ვინაობა არ სახელდება. უკრაინის ქალაქ ბახმუტის აღებას რუსეთი დიდი ძალებით, მრავალი კვირის განმავლობაში ცდილობს. ცოტა ხნის წინ ბახმუტში ერთბაშად ექვსი ქართველი ჯარისკაცის დაიღუპა. რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში. უკრაინის მხარეს უკრაინ

ვრცელდება ცნობები, რომ უკრაინელები რუსეთში მეორე მონაკვეთიდანაც ცდილობენ შეჭრას

რუსეთში ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი აცხადებს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები საზღვრის გარღვევას ცდილობენ. „თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ვითარება საზღვარზე რთულია, მაგრამ კონტროლირებადი“ — წერს ბელგოროდის გუბერნატორი პირად „ტელეგრამ“ არხზე. მისი თქმით, რუსი სამხედროები „დაგეგმილ სამუშაოებს“ ასრულებენ, თუმცა არ აკონკრეტებს, თუ რა იგულისხმება ამაში. დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „მედუზა“ წერს, რომ რუსეთის პრო-სამთავრობო ტელეგრამ არხებში ვრცელდება ინფორმაცია, რო

ვრცელდება ცნობები კურსკში მდინარე სეიმზე მესამე ხიდის აფეთქებაზეც

რუსი სამხედრო ბლოგერების განცხადებით, რუსეთის ტერიტორიაზე კურსკის რეგიონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მესამე ხიდი ააფეთქა. ინფორმაციას ამის შესახებ დამოუკიდებელი რუსული გამოცემა „მედუზა“ ავრცელებს. გამოცემის თანახმად, დღეს, 19 აგვისტოს „სამხედრო კორესპონდენტმა ვლადიმირ რომანოვმა დაწერა, რომ უკრაინულმა მხარემ სოფელ კარიჟთან მდებარე ხიდი გაანადგურა, თუმცა დამატებითი დეტალები მომხდარზე არ გაუვრცელებია. კიდევ ერთმა პრორუსმა ბლოგერმა იური პოდოლიაკმა კი დაწერა, რომ „მტერმა მდინარე სეიმზე უკან

ვრცელდება ცნობა ხერსონის ოლქში უკრაინელების წინსვლის შესახებ

უკრაინელმა სამხედროებმა სამხრეთის ფრონტზე, ხერსონის ოლქში, სოფელი პოიმა დაიკავეს და დამატებითი ძალების დახმარების შემდეგ, პესჩანოვკისკენ წაიწიეს, იტყობინება რუსული სამხედრო ტელეგრამ-არხი „რიბარი“. „რიბარის“ გარდა უკრაინელთა ამ წარმატებაზე ცნობებს არავინ ავრცელებს – არც ოფიციალური მოსკოვი და არც ოფიციალური კიევი თუ უკრაინული მედია. სოფლის მდებარეობა ხერსონის ოლქში – რუსეთის კონტროლირებად დნიპროს მარჯვენა სანაპიროზე. ნეტგაზეთი

ვორონეჟის ოლქში „ვაგნერსა“ და სამთავრობო ძალებს შორის საბრძოლო შეტაკებები მიმდინარეობს

ვორონეჟის ოლქში „ვაგნერისა“ და სამთავრობო ძალებს შორის საბრძოლო შეტაკებები მიმდინარეობს. "ვორონეჟის ოლქის სოფელ ვერხნი მამონში აფეთქებების ხმა გაისმის. სოფელი როსტოვი-ვორონეჟის გზაზე მდებარეობს. ოლქში აფეთქებებია. ისმის სროლის ხმა. ავიაცია М-4-ის ტრასას ბომბავს, რომელზეც „ვაგნერის“ მებრძოლები გადაადგილდებიან", – იუწყება ადგილობრივი ტელეგრამ-არხები. ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, „ვაგნერელები“ ვორონეჟის ოლქის გავლით მოსკოვისკენ დაიძრნენ. დაზვერვის წარმომადგენლების თქმით, კონფლიქტი უა

ვორონეჟის გუბერნატორი - „ვაგნერი“ ვორონეჟის ტერიტორიას ექსცესების გარეშე ტოვებს

“ვაგნერის“ ქვედანაყოფები ვორონეჟის ოლქის ტერიტორიას ნორმალურ რეჟიმში და ექსცესების გარეშე ტოვებენ, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ოლქის გუბერნატორმა, ალექსანდრე გუსევმა განაცხადა. „ვორონეჟის ოლქის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ ქვედანაყოფების გადაადგილება მთავრდება. ის გადის ნორმალურ რეჟიმში და ექსცესების გარეშე", - წერს გესევი. გუბერნატორის თქმით, სიტუაციის საბოლოო მოგვარების შემდეგ ყველა შეზღუდვა მოიხსნება. იპნ

ვოლსკი ადასტურებს, რომ საქართველოში ლავროვის შვილი იმყოფებოდა

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ადასტურებს, რომ საქართველოში ნამდვილად იმყოფებოდა სერგეი ლავროვის შვილი. ამის შესახებ ვოლსკიმ იმედის ეთერში განაცხადა. “ლავროვის შვილი იყო, როგორც მოგვიანებით გავიგეთ. ვინოკუროვაა, სხვა გვარით არის. ქმრის გვარზეა. მისი ქმრის ძმის ქორწილი იყო, როგორც მეუბნებიან”, – განაცხადა ვოლსკიმ. ვოლსკის განცხადებით, ლავროვის შვილის ქმრის ძმა საკმაოდ ანტირუსული განცხადებებით არის ცნობილი და ფეისბუკზე წერს “არა ომს”, “არა უკრაინაზე თავდასხმას” და ა.შ. “მთლ

ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, რუსეთის ტყვეობისაგან 230 უკრაინელი გათავისუფლდა

უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 200-ზე მეტი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დააბრუნა, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ავრცელებს. მის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გათავისუფლებულ პირებს შორის 213 სამხედრო და სერჟანტი, 11 ოფიცერი, ხოლო 6 მშვიდობიანი მოქალაქეა. უკრაინის პრეზიდენტი ასევე მადლობას უხდის ყველა იმ ადამიანს, რომელთა ძალისხმევის დამსახურებით შესაძლებელი გახდა მძევლების გათავისუფლება. publika

ვოლოდიმირ ზელენსკის დავალებით, უკრაინის საგარეო უწყება საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებას და მიხეილ სააკაშვილის საკითხზე კონსულტაციებისთვის თბილისში დაბრუნებას სთავაზობს

უკრაინა საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში კიევის დატოვებას სთავაზობს.   როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, უკვე დაავალა საგარეო საქმეთა სამინისტროს, დაუკავშირდეს საქართველოს ელჩს უკრაინაში, გამოხატოს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ძლიერი პროტესტი და შესთავაზოს უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში საქართველოს დედაქალაქთან კონსულტაციებისთვის.   „ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს დაცინვა და შეთანხმდეს სააკაშვილის უკრაინაში

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიიდან 2 მილიონი ადამიანი, მათ შორის დიდი რაოდენობით ბავშვია დეპორტირებული

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიებიდან 2 მილიონი მოქალაქის, მათ შორის დიდი რაოდენობით ბავშვების დეპორტაცია მოახდინა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფრანგულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. „ჩვენ გვჯერა, რომ 2 მილიონი ადამიანი, მათ შორის ბავშვების დიდი პროცენტი დეპორტირებულია. ბევრი ბავშვი მძევლად აიყვანეს“, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პირველი პირის თქმით, ენერგოდარში მდებარე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თანამშრომლებს აშანტაჟებდნენ მათი შვილების რუსეთში „რეკრეა

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნოვა კახოვკას კაშხლის განადგურებამ ასობით ათასი ადამიანი სასმელ წყალზე ნორმალური წვდომის გარეშე დატოვა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ნოვა კახოვკას კაშხლის განადგურებამ ასობით ათასი ადამიანი სასმელ წყალზე ნორმალური წვდომის გარეშე დატოვა. უკრაინის პირველი პირის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, მდინარე დნეპრის ორივე მხარეს „სულ მცირე 100 000 ადამიანი“ ცხოვრობდა, თუმცა ომის დაწყების შემდეგ, მათი რაოდენობა „ათობით ათასამდე“ დავიდა. შეგახსენებთ, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი გუშინ ააფეთქეს. უკრაინის ხელისუფლება მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს და აცხადებს, რომ

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ოლექსი რეზნიკოვის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა, რომ თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ოლექსი რეზნიკოვის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა, რეზნიკოვის შემცვლელი რუსტემ უმეროვი იქნება. მისივე თქმით, მომდევნო კვირაში პარლამენტს შესთავაზებენ მიიღოს საკადრო გადაწყვეტილება. "გადავწყვიტე უკრაინის თავდაცვის მინისტრის შეცვლა. მიმაჩნია, რომ სამინისტროს სჭირდება ახალი მიდგომები და ურთიერთქმედების სხვა ფორმატები როგორც სამხედროებთან, ისე საზოგადოებას

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დიალოგის დასაწყებად რუსეთმა უკრაინის საზღვრების პატივისცემა უნდა დაიწყოს

დიალოგის დასაწყებად რუსეთმა უკრაინის საზღვრების პატივისცემა უნდა დაიწყოს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რითაც მიმართა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს. უკრაინის პრეზიდენტმა ამის შესახებ კიევში გვინეა-ბისაუს პრეზიდენტთან, უმარუ სისოკუ ემბალოსთან გამართულ საერთო პრეს-კონფერენციაზე ისაუბრა. ემბალუმ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ გუშინ ვიზიტით იყო მოსკოვში, სადაც პუტინს შეხვდა და რომელმაც სთხოვა უკრაინის პრეზიდენტისთვის გადაეცა წინადადება დიალოგის დამყარების სა

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გერმანია უკრაინას დამატებით Patriot-ის გამშვებ დანადგარებს და რაკეტებს მიაწვდის

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, გერმანია უკრაინას დამატებით Patriot-ის გამშვებ დანადგარებს და რაკეტებს მიაწვდის. აღნიშნული განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. მისივე თქმით, უკრაინის მხარდაჭერის გრძელვადიანი პროგრამები ძალზედ მნიშვნელოვანია რუსეთის ტერორისგან დაცვისთვის და ასევე, საუკეთესო სიგნალია იმის შესახებ, რომ ევროპა უსაფრთხოებისა და მშვიდობის დაცვის სივრცედ დარჩება. „მადლობას ვუხდი გერმანიას უკრაინის მ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხერსონში უკრაინის დროშის აღმართვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დეოკუპირებულ ხერსონში სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა და უკრაინის დროშის აღმართვის ოფიციალურ ცერემონიაში მონაწილეობა მიიღო. პრეზიდენტს ხერსონელებმა ემოციური დახვედრა მოუწყვეს. მთავარ მოედანზე ადმინისტრაციის შენობის წინ მოქალაქეები შეიკრიბნენ. „ძალიან ბედნიერი ვარ, ხალხის რეაქციიდან შეგიძლიათ გაიგოთ, მათი რეაქცია არ არის დადგმული. ხალხი ელოდა უკრაინის ჯარს, ჩვენს ჯარისკაცებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, ხერსონში ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო,

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა ვიქტორ იანუკოვიჩის პერიოდის პოლიტიკოსებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა ვიქტორ იანუკოვიჩის პერიოდის პოლიტიკოსებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. იმ პირებს შორის, ვისაც მოქალაქეობა ჩამოერთვათ არიან – ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მდივანი ანდრეი კლიუევი, განათლების ყოფილი მინისტრი დმიტრი ტაბაჩნიკი, შემოსავლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრ კლიმენკო, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვიტალი ზახარჩენკო, უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. ზელენსკის განცხადებით, დღეს დიდებული უკრაინის დიდებული ხალხი დიდებულ დღეს აღნიშნავს. „ეს თავისუფალი, ძლიერი, ღირსეული, თანასწორუფლებიანი ადამიანების დღესასწაულია. ყველასი, ვინც ჩვენ სახელმწიფოში ცხოვრობს“, - განაცხადა მან. მისივე თქმით, ბრძოლა, რომელსაც ახლა უკრაინელი ხალხი ახორციელებს, თითოეული მოქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან მისი მიზანი დამოუკიდებელი უკრაინაა. იპნ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სი ძინპინი უკრაინაში მიიწვია

მე მსურს სი ძინპინთან საუბარი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ასოშიეითიდ პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკიმ ჩინეთის ლიდერი უკრაინაში მიიწვია. „ჩვენ მზად ვართ, ის აქ ვიხილოთ. მე მსურს მასთან საუბარი. მე მქონდა მასთან კონტაქტი სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, მაგრამ ამ წლის განმავლობაში აღარ მქონია კონტაქტი“, – განაცხადა ზელენსკიმ. ერთი თვის წინ, უკრაინაში ომის დაწყების წლისთავზე, ჩინეთმა ე.წ. მშვიდობის გეგმა წარადგინა, რომელიც 12 პუნქტისგან

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამ ოლქში ახალი გუბერნატორები დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების სახელმწიფო ადმინისტრაციების ახალი ხელმძღვანელები დანიშნა. შესაბამისი განკარგულებები უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კერძოდ, სერგეი ლისაკი დნეპროპეტროვსკის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად, იური მალაშკო ზაპოროჟიეს ოლქის, ალექსანდრე პროკუდინი კი ხერსონის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ოლექსი კულება კიევ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსულ და ბელარუსულ კომპანიებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 200-ზე მეტ რუსულ და ბელარუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა. ზელენსკის განკარგულების თანახმად, სანქციები რუსეთის 51 მოქალაქეს, მათ შორის მეცნიერებსა და ქარხნების გენერალურ დირექტორებს, ასევე რუსეთთან დაკავშირებულ 220 იურიდიულ პირს დაუწესდა. სანქციების სიაში შედის რუსული კომპანია "მობილური ტელესისტემებისა" და „რუსეთის რკინიგზის“ სტრუქტურები, ასევე ბელარუსული კომპანიები, მათ შორის მინსკის საავტომობილო ქარხანა, მინსკის მექანიკური ქარხანა, ვიტებსკის

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის კიდევ 100-ზე მეტ მოქალაქესა და 37 კომპანიას სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა განკარგულება, რითაც ძალაში შედის „პერსონალური სპეციალური ეკონომიკური და სხვა შემზღუდავი ზომების (სანქციების) გამოყენებისა და ცვლილების შესახებ“ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს 2023 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება, - ინფორმაციას უკრაინული მედია. მათივე ინფორმაციით, სანქციების სიაში მოხვდა დიმიტრი საბლინის, დიმიტრი სვიატაშის, დიმიტრი ტაბაჩნიკის, იური კოტის, ნიკოლაი აზაროვის, სერგეი აქსენოვის და ოლეგ ცარევის სახელები. ა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის 33 მოქალაქეს და 225 რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის 33 მოქალაქეს და 225 რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაშია აღნიშნული. განკარგულების თანახმად, პერსონალური სანქციები დაწესებულია ათი წლის ვადით და ითვალისწინებს აქტივების ბლოკირებას, უკრაინიდან კაპიტალის გატანის აკრძალვას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეწყვეტას, ინტელექტუალური საკუთრების უფლების ობიექტებზე ტექნოლოგიებისა და უფლებების გადაცემის აკრძალვას.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს სპორტსმენებს, IT-კომპანიებსა და საწარმოებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს სპორტსმენებს, ასევე კომპანიებს – „იანდექსსა“ და „რამბლერს“ სანქციები დაუწესა. უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების განკარგულებას ხელი მოაწერა. პრეზიდენტის განკარგულებით, სანქციები დაუწესდათ რუს სპორტსმენებს, ასევე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. კერძოდ, პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი განკარგულებით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სანქციები დაუწესდა 87 ფიზიკუ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადას ირანის წინააღმდეგ 50 წლით დამატებითი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადას ირანის წინააღმდეგ 50 წლით დამატებითი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით მიმართა. როგორც მედია წერს, კანონპროექტი ირანთან ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების გადაცემის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს. გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, უკრაინის ტერიტორიაზე ირანული ტრანზიტის შეწყვეტა და ირანული აქტივების უკრაინიდან გატანის აღკვეთა უნდა მოხდეს. მედიის ცნობით, უკრაინის პარლამენტს აღნიშნულზე კენჭისყრა ჯერ არ ჩაუნიშნ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლექსი დანილოვი გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობიდან ოლექსი დანილოვი გაათავისუფლა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის 26 მარტის განკარგულებაში წერია. განკარგულების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე უკრაინის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრ ლიტვინენკო დანიშნა. ipn
×
×
  • შექმენი...