Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.106
  • comments
    0
  • views
    691.990

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

კახა კალაძე ჯინ შაჰინის მიერ სენატში გაკეთებულ განცხადებაზე - სამი კაცი იყო დარბაზში, დავთალე - ძალიან მარტივია გავაკეთოთ შედარება, რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა ხდება დღეს

რა თქმა უნდა, 2012 წელი გარდამტეხი იყო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში. 2012 წლამდე ქვეყანაში იყო „დემოკრატიის შუქურა“, მოისმენდით ასეთ განცხადებებს, ახლა არის გარკვეული პრობლემები ამ მიმართულებით, თუმცა რეალურად აბსოლუტურად სხვა ვითარებაა ქვეყანაში, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ამერიკელი სენატორის, ჯინ შაჰინის მიერ ამერიკის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ „საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტო

ვოლოდიმირ ზელენსკი - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის გენოციდად აღიარება ხელს შეუწყობს, რომ რუსეთმა და მისმა მეთაურმა პასუხი აგონ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის გენოციდად აღიარება უკრაინის წინააღმდეგ გენოციდური პოლიტიკის გამო რუსეთისა და მისი ლიდერებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას შეუწყბს ხელს. „დღეს სტრასბურგში მნიშვნელოვანი პოლიტიკური შედეგი გვაქვს - ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე. მიღებულ იქნა რეზოლუცია, რომელიც აღიარებს, რომ რუსეთის მიერ უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია შეიცავს გენოციდის ნიშნებს. პრაქტ

უკრაინას ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრეზიდენტები ეწვივნენ

უკრაინაში ჩეხეთის პრეზიდენტი, პეტრ პაველი და სლოვაკეთის პრეზიდენტი, ზუზანა ჩაპუტოვა ჩავიდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ორივე პრეზიდენტი უკრაინელ კოლეგას, ვლადიმირ ზელენსკის შეხვდება. უკრაინაში ჩასვლის შემდეგ პეტრ პაველი და ზუზანა ჩაპუტოვა პირველად ბოროდიანკაში ჩავიდნენ, სადაც რუსული რაკეტებითა და საჰაერო დაბომბვით განადგურებული საცხოვრებელი კორპუსების ნანგრევები მოინახულეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, ორი ქ

გამოცემა Goal-ის პროგნოზით ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ კანდიდატთა საუკეთესო ათეულში მოხვდება

გამოცემა Goal-ის პროგნოზით ხვიჩა კვარაცხელია, თანაგუნდელ ვიქტორ ოსიმენთან ერთად, „ოქროს ბურთის“ კანდიდატთა საუკეთესო ათეულში მოხვდება. ჯილდოს მოგების ფავორიტი ლიონელ მესია, რომელსაც, საკლუბო მიღწევებთან ერთად, ზურგს არგენტინის ნაკრებში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული უმაგრებს. ნეაპოლელთა ნიგერიელი თავდამსხმელი რეიტინგში მეექვსე ადგილზეა, ხოლო კვარაცხელია მეშვიდე პოზიციაზეა. საინტერესოა, რომ ჩამონათვალში ნეაპოლელთა შემტევი დუეტი კევინ დე ბრუინზე, მარკუს რაშფორდსა და რობერტ ლევანდოვსკიზე

ყოველწლიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 2-5 და 15-18 მაისს, ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბებში მოძრაობა მონაცვლეობით დროებით აიკრძალება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი (ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებულ ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში, ყოველწლიური გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2023 წლის 2 მაისის 06:00 სთ-დან 5 მაისის 18:00 სთ-მდე გვირაბის – ქობულეთი-ბათუმის, ხოლო 15 მაისის 06:00 სთ-დან 18 მაისის 18:00 სთ-მდე გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება. „გვირაბის ქობულეთი-ბათუმ

ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსის“ 13 თანამშრომელი საქართველოში დაბრუნდა

ავიაკომპანია „მაივეი ეარლაინსის“ 13 თანამშრომელი საქართველოში დაბრუნდა. როგორც ავიაკომპანიის გენერალურმა დირექტორმა, რატი ბაკურაძემ განაცხადა, საკმაოდ რთული პერიოდი გამოიარეს და მადლობას უხდის ყველას, ვინც წვლილი შეიტანა სუდანიდან ავიაკომპანიის თანამშრომლების გამოყვანაში. „პირველ რიგში, ვულოცავ ჩვენი თანამშრომლების ნათესავებს, მეგობრებს მათ საქართველოში ჩამოსვლას. ყველა ევაკუირებულია. ყველას მადლობას ვუხდით, ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. ჩვენ ყოველდღიური კონტაქტი გვქონდა თურქეთში

მიხეილ სარჯველაძე - ჯინ შაჰინი არ არის კარგად ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ, დღეს საქართველო ისეთი დემოკრატიულია, როგორც არასდროს

სენატორი ჯინ შაჰინი არ არის კარგად ინფორმირებული საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და ტენდენციების შესახებ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. სარჯველაძეს კითხვა დაუსვეს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სენატორ ჯინ შაჰინის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომლის თქმითაც, „საქართველოს მთავრობა მზარდად მიდის ავტოკრატიისკენ“. დეპუტატის თქმით, დღეს საქართველო ისეთი დემოკრატიულია, როგორც არასდროს. „საჭიროა გაკეთებუ

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია კვიპროსს ეწვია

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია კვიპროსს ეწვია, – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა როგორც პირველიერქთან, ისე სხვა მღვდელმთავრებთან. „2023 წლის 8 იანვარს შედგა მისი უნეტარესობის, ახალი იუსტინიანესა და სრულიად კვიპროსის ეკლესიის ახალი მეთაურის, მთავარეპისკოპოს გიორგის ინტრონიზაცია, რომელსაც საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები ვერ დაესწრნენ. მისი უნეტარესობა გიორგისთ

მწერალი ელიზაბეთ ჯინ კეროლი აცხადებს, რომ 30 წლის წინ დონალდ ტრამპმა მასზე სექსუალურად იძალადა

მწერალმა, ჟურნალ Elle-ს ყოფილმა მიმომხილველმა, ელიზაბეთ ჯინ კეროლმა, რომელიც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს გაუპატიურების ბრალდებით უჩივის, ნიუ-იორკის სასამართლოს ჩვენება მისცა. „მე აქ ვარ, რადგან დონალდ ტრამპმა გამაუპატიურა და როდესაც მე ამის შესახებ დავწერე, მან მოიტყუა, თქვა, რომ ეს არ მომხდარა. მან მოიტყუა და გაანადგურა ჩემი რეპუტაცია. მე აქ ვარ იმისთვის, რომ ვცადო და დავიბრუნო ჩემი ცხოვრება“, – განუცხადა 79 წლის კეროლმა მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოს. მისი გაცხადებ

ხაბეიშვილი: ქოლ-ცენტრებზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერთ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ენმ პარლამენტში ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დაუჭერს და გამოძიებაშიც აქტიურად ჩაერთვება: „ჩვენ მზად ვართ, მათ შორის, მხარი დავუჭიროთ ინიციატივას ქოლ-ცენტრების საგამოძიებო კომისიასთან დაკავშირებით. არათუ მხარს დავუჭერთ, ჩავერთვებით გამოძიებაში. ამ საქმეზე მე ერთი წლის წინ სუს-ის უფროსს მივწერე, პროკურორს მივწერე. ცხადია, ეს დოკუმენტები არსებობს. თავად [ხელისუფლების წარმომადგენ

ევროპარლამენტარი “ოცნების” პარტნიორი ჯგუფიდან ეხმაურება ფონ კრამონზე თავდასხმებს

ევროპარლამენტარი სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის ჯგუფიდან ტეის რეიტენი (ნიდერლანდები) მიუღებლად მიიჩნევს ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონზე თავდასხმებს ქართველი ინტერნეტ ტროლების მხრიდან. რეიტენი, რომელიც ევროპარლამენტში “ქართული ოცნების” პარტნიორ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს, ეხმაურება ვიოლა ფონ კრამონის ვიდეომიმართვას ქართველი ტროლების მიერ მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციებზე. „ასეთი საზიზღარი თავდასხმა ვიოლა ფონ კრამონზე, საქართველოს ევროპული მომავალის უდიდეს

საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს

ევროპარლამენტთან მიღწეული შეთანხმებით, საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს ბრიუსელში 31 მაისს მიმართავს. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ოფიციალური წერილი დღეს მიიღო. „ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით თანხმობის მისაღებად საქართველოს პრეზიდენტის წერილი მთავრობას დღეს გაეგზავნა”, - ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ შალვა იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მეუღლის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულ შალვა იაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარემ სასამართლოს პატიმრობის შუამდგომლობით მიმართა, ვინაიდან, მისი მტკიცებით, ბრალდებულმა ძალადობის ფაქტი ჩაიდინა. პროკურორის თქმით, სოფელ ტაბახმელაში, სადაც საცხოვრებელ სახლში შალვა იაშვილი და რენატა ბეგიაშვილი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდნენ, ყოფილ მეუღლეებს შორის მოხდა კონფლიქტი, რაც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. შალვა იაშ

შალვა კერესელიძე - ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დასრულდა უკანონო საწარმოს - ბეტონის ქარხნის დემონტაჟი

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიღაურაში, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დასრულდა უკანონო საწარმოს - ბეტონის ქარხნის დემონტაჟი, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი შალვა კერესელიძე წერს. მისივე თქმით, პარტია „საქართველოსთვის“ ყოველთვის დაიცავს საზოგადოების ინტერესს და ჯანსაღ აზრს.   "წელიწადნახევარია სოფელ ჯიღაურას მოსახლეობას ტოქსიკურ გარემოში უხდებოდა ცხოვრება. მოხარული ვარ, რომ ამ ხნის განმავლობაში, მათ არ დაუკარგავთ იმედი, რომ

სასამართლომ აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან მალხაზ რეხვიაშვილის გათავისუფლება უკანონოდ სცნო

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ცნობით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ „აჭარის ტელევიზიიდან“ გადაცემა „ჰეშთეგის” წამყვანის, მალხაზ რეხვიაშვილის, გათავისუფლების გადაწყვეტილება უკანონოდ სცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, აღნიშნული გადაწყვეტილება არღვევდა მალხაზ რეხვიაშვილის შრომით უფლებებს და მის გამოხატვის თავისუფლებას. გათავისუფლების ერთადერთი მიზეზი კი – მის მიერ პირად სოციალურ ქსელში საჯაროდ გამოხატული კრიტიკული მოსაზრებები, სრულად დაცული იყო გამოხატვის თავისუფლებით, არ არსებობდა ამ უფლე

ვიოლა ფონ კრამონი ღარიბაშვილის CPAC-ის სპიკერებში ყოფნის გამო „ოცნების“ პარტნიორებს მიმართავს

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებლებს შორის ირაკლი ღარიბაშვილის ყოფნას ეხმაურება. ვიოლა ფონ კრამონი ევროპარლამენტში „ქართული ოცნების“ პარტნიორ პოლიტიკურ ჯგუფს მიმართავს და სვამს კითხვას, რამდენად მართებულია მათთვის ისეთ პარტიასთან ალიანსი, რომელიც ულტრამემარჯვენე ჯგუფებთან ერთად მართავს კამპანიას. „ქართული ოცნება“ ევროპარლამენტში არსებულ პოლიტიკური ჯგუფში „სოციალ-დემოკრატების პროგრესულ ალიანსში“ (S&D) შემავალი პ

რომის პაპი ფრანცისკე ვატიკანში უკრაინის პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალს შეხვდა

ვატიკანში რომის პაპი ფრანცისკე უკრაინის პრემიერ-მინისტრს დენის შმიგალს შეხვდა. როგორც დენის შმიგალმა პონტიფიკოსთან აუდიენციის შემდეგ განაცხადა, რომის პაპთან განიხილა უკრაინის მშვიდობის ფორმულა, ასევე, აღნიშნული ფორმულის ყველა პუნქტის შესრულებაში პაპ ფრანცისკეს დახმარება. მედიის ცნობით, უკრაინის პრემიერ-მინისტრმა რომის პაპს რუსეთში უკანონოდ დეპორტირებული ბავშვების დაბრუნებაში დახმარება სთხოვა და პაპი ფრანცისკე უკრაინაში მიიწვია.   ავტორი - ქეთი ჩოხელი

ბრიტანულმა INDEPENDENT-მა ბათუმი ზაფხულის 10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის დაასახელა

პრესტიჟული ბრიტანული ონლაინ გამოცემა INDEPENDENT-ი ბათუმს ზაფხულის 10 საუკეთესო ტურისტულ მიმართულებას შორის ასახელებს, – ამის შესახებ დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „მინდა, აღვნიშნო, ყველას გახსოვთ, შარშან მიმდინარეობდა მიზანმიმართული დისკრედიტაცია საზღვაო ტურისტული სეზონის. პირველ რიგში, „ნაციონალური მოძრაობა“ და მათთან დაკავშირებული რადიკალური ჯგუფები და მათ შორის აქ წარმოდგენილი ზოგიერთი მედიასაშუალებები, რომლებიც ფინანსდებიან ევროპე

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი განიხილა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ზბიგნევ რაუს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობასა და ამ კუთხით პოლონეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობას. „აღინიშნა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ქართველი ხალხის დაკვეთა და მისი ურყევი არჩევანია. საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა პოლონეთს საქართველოს ევროპული ინტეგრ

ღარიბაშვილი უნგრეთში დაგეგმილი კონსერვატორთა ჰომოფობიური კონფერენციის სპიკერებს შორისაა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში დაგეგმილი  კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციის მომხსენებლებს შორისაა. კონსერვატორთ საერთაშორისო კონფერენცია ბუდაპეშტში 4-5 მაისს გაიმართება. კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენცია (CPAC) 1974 წელს აშშ-ში დაფუძნებული კონსერვატორთა ყოველწლიური ყრილობაა. სპიკერების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სოციალურ ქსელში განთავსებული ტექსტი კი ჰომოფობიურ შინაარსს შეიცავს. კონსერვატორთა საერთაშორისო

სუდანიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების ნაწილი თბილისში დაბრუნდა

სუდანის დედაქალაქ ხარტუმში 15 აპრილს დაწყებული შეიარაღებული დაპირისპირების დროს მყოფი საქართველოს მოქალაქეების ნაწილი თბილისში ჩამოფრინდა. საქართველოს 33-ვე მოქალაქე სუდანიდან ევაკუირებულია, თუმცა ამ ეტაპზე სამშობლოში დაბრუნებულთა შორის არიან მხოლოდ ავიაკომპანია GeoSky-ის თანამშრომლები.   კომპანია MyWay-ის დირექტორმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მათი თანამშრომლები ქვეყანაში ხვალ, 28 აპრილს, დაბრუნდებიან. 15 აპრილს, როცა სუდანში შეი

2022 წელს საქართველოს 100 000-ზე მეტი მოქალაქე წავიდა ემიგრაციაში - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახური საქართველოს მოსახლეობის რაოდენობასა და მიგრაციასთან დაკავშირებით ახალ ანგარიშს აქვეყნებს. საქსტატის მიხედვით, საქართველოდან 2022 წელს 125 269 ადამიანი წავიდა ემიგრაციაში, მათ შორის 80.5% საქართველოს მოქალაქე იყო. იმიგრანტების რაოდენობამ კი 179 778 ადამიანი შეადგინა და მათ შორის, საქართველოს მოქალქეების წილი მხოლოდ 30.3%-ია. განსხვავებულია მონაცემები საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით. საქსტატის მიხედვით, 2022 წელს ემიგრაციაში საქართველოს 100 802 მოქ

2022 წლის 1-ელი თებერვლიდან 2023 წლის 24 აპრილის ჩათვლით, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტში უბილეთოდ მგზავრობისთვის, 155 556 ჯარიმაა გამოწერილი - ჯარიმების ოდენობა 3 111 120 ლარს შეადგენს

2022 წლის 1-ელი თებერვლიდან 2023 წლის 24 აპრილის ჩათვლით პერიოდში, თბილისში, მუნიციპალური ტრანსპორტის სამივე სახეობით: მეტროპოლიტენით, მიკროავტობუსითა და ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობისას, ჯამში, 155 556 ჯარიმაა გამოწერილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან გამოთხოვილი ინფორმაციის პასუხად აცნობეს, გამოწერილი ჯარიმების ოდენობა 3 111 120 ლარს შეადგენს. ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2022 წლის განმავლობაში 105 692 ჯარიმაა გამოწერილი. 2023 წლის 4 თვეში კი 49 864.

ბექა ლილუაშვილი - თუ ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, ეს დიდი პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვადამდელმა შეიძლება მეტი რისკი შექმნას, მათ შორის ხელისუფლების მხრიდან არჩევნებზე გავლენის გზით

თუ ვადამდელი არჩევნები ჩატარდება, ეს დიდი პოლიტიკური შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვადამდელმა შეიძლება მეტი რისკი შექმნას, მათ შორის ხელისუფლების მხრიდან არჩევნებზე გავლენის გზით, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. ლილუაშვილი გამოეხმაურა "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, კობა ნაყოფიას განცხადებას და აღნიშნა, რომ ვადამდელ არჩევნებზე მოლოდინების წინასწარ შექმნა სწორი არ არის, თუმცა, ოპოზიცია მსგავსი შემთხვევისთვის

ცნობილია იმ ქუჩების და გამზირების ჩამონათვალი, სადაც A კატეგორიის ტაქსებს ავტობუსის ზოლში მოძრაობა შეეძლებათ

A კატეგორიის იმ ტაქსებს, რომელთა ავტომობილის ასაკი 10 წელს არ აღემატება, 1-ელი ივნისიდან ავტობუსის ზოლში მოძრაობა თბილისის 19 ქუჩასა და გამზირზე შეეძლებათ, ხოლო 5 ქუჩა/გამზირზე გადაადგილებას ვერ შეძლებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, 10 წელზე მეტი ასაკის A კატეგორიის ტაქსის მძღოლებს ავტობუსის ზოლში მოძრაობა თბილისის იმ 5 ქუჩაზე არ შეეძლებათ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით. ესენია - ილია ჭავ
×
×
  • შექმენი...