მთავარი მიზანია ამ არჩევნების წარმატებით მოგება. მე ვკრავ გუნდს ისე, როგორც არის ოპტიმალური ამ მიზნის მისაღწევად, თორემ არის მიზნები, სადაც გიორგი ქობულია იქნება იდეალური, ისევე როგორც მიშა დაუშვილი იქნება, - ასე უპასუხა „გახარია - საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ კითხვას, თუ რატომ არ მოხვდნენ საარჩევნო სიაში გიორგი ქობულია და მიხეილ დაუშვილი.
როგორც გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ეკონომიკის ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიასთან შეთანხმების ვერ მიღწევასთან საუბრისას
"ჩვენი გუნდის საარჩევნო სია ყველაზე დაბალანსებულია. იქ არიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები, მაღალი რანგის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადამიანები ეროვნული მოძრაობიდან, ახალგაზრდები, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები რეგიონებიდან. სიაში ბევრი ახალი სახეა, მაგალითად - უსამართლობასთან სხვადასცვა რეჟიმებთან მებრძოლი ადამიანები. მე თითოეული მათგანით ვამაყობ და გულწრფელად ვისურვებდი უკეთესი სია ყოფილიყო, მაგრამ ავტორიტარული მარწუხები ბევრ რამეში გვზღუდავს. ეს ის გუნდია, რომელსაც შეუძ
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებულ საკითხს ეხმაურება.
როგორც საელჩო სოციალურ ქსელში წერს, ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია, თუმცა ქართველი მოსახლეობის წინაშე რეალობას სხვაგვარად წარმოაჩენს.
„ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ “კრედიტ სუისთან” დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა - ამერიკ
მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა.
მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ მოლდოვა და საქართველო მნიშვნელოვანი დემოკრატიული წვრთნებისთვის ემზადებიან.
„მოლდოვა და საქართველო მნიშვნელოვანი დემოკრატიული წვრთნებისთვის ემზადებიან. მოლდოვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებებისკენ მათ სწრაფვაში“, - წერს სანდუ.
შეგახსენებთ, მოლდოვაში 20 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.
დღეს, 14 ოქტომბერს ლუქსემბურგში, ევროკავშირის მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ. როგორც სხდომის დღის წესრიგშია აღნიშნული, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, საქართველოსა და მოლდოვის არჩევნების შესახებ იქნებიან ინფორმირებულნი.
გერმანიის ევროპულმა საქმეთა მინისტრმა ანა ლურმანმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე ბარიერებს უქმნის.
„ჩვენ დღეს აუცილებლად განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე მო
ბექა ლილუაშვილის შეფასებით, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ხედვა ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ იდეოლოგიას შეესაბამება და პარტია მიიჩნევს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე სოციალურ-დემოკრატიული პრინციპების დანერგვა ამ გზას გაამარტივებს - ამის შესახებ ლილუაშვილმა BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკაში" ისაუბრა.
ლილუაშვილმა პარტიის ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადება შეაფასა, რომლის თანახმადაც "საქართველოსთვის" საარჩევნო პროგრამა მარცხნივაა გადახრილი.
"ძალიან მკაფიოდ დავინახეთ, რომ პრობლემური ს
არ ვაღიარებ ამ არჩევნებს. ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება. ამის აღიარება არის რუსეთის შემოსვლის აღიარება, - ამის შესახებ განცხადება ოპოზიციონერ ლიდერებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა.
„მინდა ვთქვა ამ სახელმწიფოში დარჩენილმა ერთადერთმა დამოუკიდებელმა ინსტიტუტმა, რომ არ ვაღიარებ ამ არჩევნებს! ამ არჩევნების აღიარება არ შეიძლება, რადგან ეს არის რუსეთის აქ შემოსვლის აღიარება, რუსეთის მიმართ საქართველოს დაქვემდებარების. მე ამისთვის არ ჩამოვსულვარ ამ ქვეყანა
7 ნოემბრის დარბევის დამფინანსებელი იყო ივანიშვილი, რომელი დარბევაც განხორციელდა მაშინდელი რეჟიმის მიერ.
ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/530897939719111
ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვამბობთ დღესაც, რომ არჩევნებს, რომელიც არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ ასეთ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემთ.
ელგუჯა ხოკრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1100360334808152
ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სხდომის პარალელურად მოქალაქეები იკრიბებიან.
აქციის მონაწილეები 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.
პარალელურად, ცესკოში 11:00 საათზე სხდომაა ჩანიშნული, სადაც ცესკოს მიერ გავრცელებული დღის წესრიგის თანახმად, ერთ - ერთი საკითხია პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამებაა.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ ცესკოში სხდომა მაქსიმალური დისკომფორტის
საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შედეგად ჩვენ უკვე გადავდგით პოლიტიკური ნაბიჯები და სხვა სათანადო პოლიტიკურ ქმედებებსაც განვახორციელებთ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა.
“[ურთიერთობების] ყოვლისმომცველი გადახედვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ, როგორც იცით, ამ გადახედვის შედეგად ჩვენ უკვე გავაჩერეთ დახმარება. ისე არ არის, რომ [ურთიერთობების] გადახედვა მიმდინარეობს და არაფერი მომხდარა.
ჩვენ უკვე გადავდგით პოლიტიკური ნაბი
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამიდან კონკრეტული ლიტერატურული ნაწარმოებების ამოღებას გამოეხმაურა. განცხადება პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებით გასაგები ხდება რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება განათლების სისტემა და სახელმწიფო.
„2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვალიდან, როცა ამოიღებ ილიას „ბედნიერ ერს“, „პასუხის პასუხს“, „განდეგილს“, „აჩრდილს“ და „ო
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ეხმაურებიან მთავრობის დღევანდელ, 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, 2028-ის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გააჩეროს.
პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი და ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ოფიციალურად შეცვალა ქვეყნის დასავლური კურსი.
„ერთობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, თინა ბოკუჩავა კი მიიჩნევს, რომ „ოცნებამ“ უბრალოდ დაასწრო ევროკავშირს, სანამ უკანასკნელი თავად გაწყვეტდა ურთიერთობებს.
„ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარა
ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის თქმით, იზოლატორებში გუშინ აქციისას დაკავებულთა რიგებია. მისივე თქმით დაკავებულები ნაცემები არიან და აღენიშნებათ სხვადასხვა დაზიანებები.
ადვოკატები ამბობენ, რომ მათი ინფორმაციით, თბილისის იზოლატორებში არსებული რიგების გამო, დაკავებულები, სიღნაღის, საგარეჯოსა და თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაჰყავთ.
შსს-ს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დაკავებულია 107 პირი.
გუშინ, 29 ნოემბრის საღამოს დაწყებული აქცია დღეს დილის 6 საათზე პოლიციური ძალ
თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებმა და მშობლებმა, გიმნაზიის წინ აქცია გამართეს. მათ ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით: „ჩვენ არ გავჩერდებით“, „ჩვენ ვართ ევროპა“.
აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი.
როგორც ერთ-ერთი მშობელი განმარტავს, ბავშვების პროტესტი სამართლიანია.
„გუშინ სკოლის დირექტორმა პოზიცია დააფიქსირა. კლასიკური გიმნაზია ყოველთვის იყო ქვეყ
საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის თანამშრომლების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც გმობენ და აპროტესტებენ ძალადობას თანამოქალაქეებისა და კოლეგების მიმართ.
განცხადებაში, რომელსაც ამ დროისთვის ხელს 60 თანამშრომელი აწერს, აღნიშნულია, რომ გრძნობენ, რა მოქალაქეობრივ და პროფესიულ პასუხისმგებლობას, სწორედ ამიტომ, მიესალმებიან და მოითხოვენ, მათი ეთერები დაეთმოს საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებას და საჯარო დისკუსიებს.
„საქართველოს ევროპული მომავალი ჩვენი ისტორიული არჩევანია,
საქართველოში თანამდებობის პირებსა და ორგანიზაციებს სანქციებს დავუწესებთ და ამას რა თქმა უნდა, ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან თანამშრომლობით გავაკეთებთ, - ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, დაუწესებს თუ არა კანადა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციებს.
„ამ შეკითხვას გუშინ ვუპასუხე, რიგაში, სადაც „3+1“ შეხვედრას ვესწრებოდი. მე ვთქვი, რომ
ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ წერს, რომ მოძრაობის დამფუძნებელი და ლიდერი ზვიად ცეცხლაძე დააპატიმრეს.
„პუბლიკა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.
პუბლიკა
37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 26 წლის ბექა ჯაიანს კიდევ ერთი ბრალდება დაემატა.
აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი.
ბექა ჯაიანს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი დაუზუსტდა. კერძოდ კი, სისტემატურად ცემის ფაქტზე, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური და ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია.
აღნიშნული ბრალდების მიხედვით, ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძეზე ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა.
ცნო
გურიაში დიდთოვლობისას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ნატანების თემის სოფელ ჯაფარეულში, ქალი გარდაიცვალა.
ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად „გურიის მოამბემ“ გაავრცელა. მათი ინფორმაციით გარდაცვლილი ნონა კვაჭანტირაძე 85 წლის მოხუცებულ დედას უვლიდა.
ნეტგაზეთს ოზურგეთის მერის წარმომადგენელმა ნატანების თემში, ვალერიან ვაჩეიშვილმა ნონა კვაჭანტირაძის გარდაცვალება დაუდასტურა და გვითხრა, რომ ქალი ინსულტით გარდაიცვალა.
მისი თქმით, სოფელში გადაადგილება, ან სასწრაფოს გამოძახება პრობლ
ხელისუფლებას ჰგონია, რომ მთელი სახელმწიფო მათ სამსახურში უნდა იყოს - გვყავს ვიღაც ადამიანი, რომელიც დამალულია, გვყავს მისი მომსახურე პერსონალი და კიდევ რაღაც ჯგუფი, რომლებიც ლოიალურები არიან მათდამი და ამ ადამიანებს უნდათ მთელი ჩვენი ქვეყნის სიკეთეები განკარგონ, - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრმა, სოფო ხორგუანმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესი ორ იდეას შორის ბრძოლ
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო გამოძიება თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით. არსებული ინფორმაციით, დღეს ამ ქუჩაზე სამი ადამიანი დაჭრეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ისმოდა აფეთქების ხმაც.
ამ ეტაპზე უცნობია, დანაშაულში მხოლოდ დაჭრილი ადამიანები ფიგურირებენ თუ იყო დამნაშავე, რომელიც ჯერ დაუდგენელია.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლითა (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია უფრო მეტ სამხედრო კონტაქტებს აპირებს იმის გამო, რომ კიევი „ბინძური ბომბის" გამოყენებას გეგმავს. ლავროვის განცხადებას რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.
ლავროვის თქმით, სიტუაცია უკრაინის მიერ „ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენების შესახებ, გაეროს უშიშროების საბჭოში „დღეს ან ხვალ“ განიხილება.
ლავროვმა არასერიოზული უწოდა დასავლეთის მიერ რუსეთის ტყუილად მოხსენიებას „ბინძური ბომბის“ შესახებ ინფორმაციას,
უკრაინის ხერსონის ოლქში რუსეთის მიერ დანიშნული დე ფაქტო ხელისუფლება აპირებს ხერსონიდან გააძევოს ყველა, ვინც უარს ამბობს რუსული რუბლით პროდუქციის გაყიდვაზე. ამის შესახებ დღეს, 25 ოქტომბერს განაცხადა ხერსონის ოლქის ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ კირილ სტრემოუსოვმა. მან ტელეგრამზე დაწერა, რომ აფიქსირებენ ყველას, ვინც ქალაქ ხერსონში უარს ამბობს რუსული რუბლის მიღებაზე ან ოლქის ადმინისტრაციის საბოტაჟს ეწევა და მათ მიმართ მიღებული იქნება ზომები, მათ შორის „უკრაინის ტერიტორიაზე გაძე