Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.091

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ნენსი პელოსი - ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებით დიდ შეცდომას უშვებს

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის თქმით, ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებით დიდ შეცდომას უშვებს. ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ხორვატიის დედაქალაქში ვიზიტისას განაცხადა, სადაც ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის ფარგლებში პირველ საპარლამენტო სამიტში მონაწილეობს. „ვფიქრობ, ირანი დიდ შეცდომას უშვებს. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვცდილობთ, გვქონდეს ბირთვული შეთანხმება ირანთან, რათა შევძლოთ მსოფლიო უფრო უსაფრთხო ადგილად ვაქციოთ. ახლა ისინი რუსებს ეხმარებიან და სამყაროს ნა

Unesco-მ უკრაინაში ომის შედეგად დანგრეული კულტურის ობიექტები აღნუსხა და მათ სატელიტურ ფოტოებს გამოაქვეყნებს

გაეროს განათლების, მეცნიერების და კულტურის ორგანიზაციამ, Unesco-მ, აღნუსხა და აღწერა უკრაინის კულტურის ობიექტები, რომლებიც რუსეთთან ომის შედეგად დაზიანდა. ორგანიზაციამ შექმნა სატელიტური ფოტოების ბაზა, რომელშიც გამოსახულია მათი მდგომარეობა ომამდე და შემდგომ. 26 ოქტომბრისთვის განადგურებული და დაზიანებულია კულტურის 207 ობიექტი. Unesco-მ შექმნა საგანგებო ონლაინ პლატფორმა შესაბამისი ინფორმაციით, რომელიც, ორგანიზაციის თანახმად, ჯერ მხოლოდ ექსპერტებისთვისაა ხელმისაწვდომი, მაგრამ მალე საჯ

ყირგიზეთის მთავრობამ დაბლოკა RFE/RL-ის ვებსაიტი

ყირგიზეთის მთავრობამ დაბლოკა რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) ყირგიზული სამსახურის ვებსაიტი, მას შემდეგ, რაც რადიო თავისუფლებამ უარი განაცხადა წაეშალა ვიდეორეპორტაჟი ტაჯიკეთთან საზღვარზე მომხდარი შეტაკებების შესახებ. ყირგიზეთის ინფორმაციის სამინისტრო 26 ოქტომბრის განცხადებაში წერს, რომ ეს ზომა გატარებულ იქნა პასუხად "სანდოობის არმქონე მასალებზე", რომლებიც "წინააღმდეგობაში მოდის ყირგიზეთის რესპუბლიკის ეროვნულ ინტერესებთან". სამინისტროს მხედველობაში აქვს, მისი თქმით, არაზუს

პარლამენტში სახალხო დამცველის კანდიდატების მოსმენა გადაიდო

დღეს, 27 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში გადაიდო სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა. პარლამენტის პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ კანდიდატების მოსმენის გრაფიკი დაზუსტდება და შესაბამისად ინფორმაციასაც გაავრცელებენ. დღეს დილით ცნობილი გახდა, რომ თბილისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს საქართველოს პარლამენტის წევრი "ქართული ოცნებიდან" ირაკლი ხახუბია. ის ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა

სეულში, ჰელოუინის დღესასწაულის დროს მომხდარ ჭ####ტაში 120 ადამიანი დაიღუპა

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში ჰელოუინის დღესასწაულების დროს მომხდარი ჭ####ტის შედეგად სულ მცირე 120 ადამიანი დაიღუპა და კიდევ 100 დაშავდა. ამის შესახებ The Korea Herald-ი იტყობინება. დაზარალებულები იტჰევონის რაიონში მდებარე სასტუმრო "ჰამილტონის" მახლობლად ვიწრო ქუჩაზე შეკრებილ ხალხის მასიდან იყვნენ. როგორც Associated Press-ი წერს დაზარალებულთა დასახმარებლად მთელი ქვეყნის მასშტაბით 800-ზე მეტი მაშველია ჩართული. სეულის სახანძრო სამსახურის უფროსის თქმით, დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს

გერმანიის იუსტიციის მინისტრი კიევში ჩავიდა - ვიზიტის თემებია: ომის დანაშაული და უკრაინასთან სამართლის სფეროში თანამშრომლობა

გერმანიის იუსტიციის მინისტრი, მარკო ბუშმანი უკრაინაში ჩავიდა. ეს მისი პირველი ვიზიტია თებერვალში რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ. dpa-ს თანახმად, გერმანელმა სტუმარმა 4 ნოემბერს კიევის რკინიგზის მთავარ სადგურზე ჩასვლის შემდეგ განაცხადა: "ჩვენ დღეს უკრაინის გვერდით ვდგავართ და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ." დღის წესრიგშია მოლაპარაკებები მთავრობის ოფიციალურ წარმომადგენლებთან და უფლებადამცველებთან. ყურადღება მახვილდება ჩადენილი ომის დანაშაულების გამო ეჭვმიტანილების სამართლებრივ დევნაზე, რაშ

უკრაინელი სამხედროები ხერსონში შევიდნენ

უკრაინელი სამხედროები ქალაქ ხერსონში შევიდნენ, - ინფორმაცის CNN-ი სოციალურ მედიაში გავრცელებულ ფოტოებზე დაყრდნობით ავრცელებს. ფოტოებზე ჩანს უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც ხერსონის შუმენსკის რაიონის მცხოვრებლებით არიან გარშემორტყმული. ასევე ვრცელდება ფოტოები, სადაც ჩანს, რომ ხერსონის მცხოვრებლები შეიკრიბნენ ქალაქის ცენტრალურ მოედანზე და უკრაინის დროშები აღმართეს. ამასთან, ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ადგილობრივი მოსახლეობა გულში იკრავს უკრაინელ ჯარისკაცებს, რომლებმაც ქალაქში უკრა

საკონსტიტუციო სასამართლომ ლონდა თოლორაიას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სახელმწიფო ინსპექტორის ყოფილი ხელმძღვანელის, ლონდა თოლორაიასა და სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ უფლებამოსილების გარანტირებული ვადით არჩეული სახელმწიფო ინსპექტორისა და მისი მოადგილეების ვადამდე უპირობოდ გათავისუფლება მისთვის/მათთვის ადეკვატური, ტოლფასი თანამდებობის შეთავაზების ან სამართლიანი კომპენსაციის გადაცემის გარეშე, ვერ აკმ

ზილფიმიანი: ასე, თითო საკითხზე მინისტრი დავიბაროთ აქ, რამდენად მართალია, მე ვერა ვხვდები

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა ინტერპელაციის წესით განათლების მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს მოუსმინეს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრს შეკითხვებით საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა: ნიკა მაჭუტაძემ, ანა წითლიძემ, დავით ხაჯიშვილმა, გიორგი გოდაბრელიძემ, თამარ ჩარკვიანმა, სულხან სიბაშვილმა, ბაჩუკი ქარდავამ და გიორგი ბოტკოველმა მიმართეს. „ევროპელი სოციალისტების“ პოლიტიკური ჯგუფის წევრმა, პარლამენტარმა დავით ზილფიმიანმა თავის სიტყვაში მინისტრს უთხრა, რომ „კარგად ჰქონია საქმე“, როცა

„კრიპტოს მიერ დენის არანორმალურად მაღალი მოხმარება აფხაზეთში და არამარტო - ხმას არავინ იღებს, რა გვენაღვლება“

„ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონე ჩამოსცდა საპროექტო მინიმუმს. ზამთრის მარაგი მთლიანად ამოწურულია,“- ინფორმაციას ამის შესახებ „ენერგოპლატფორმა“ ენგურჰესის ტექნიკური დირექტორის გია ხუბუას განცხადების საფუძველზე აცხადებს. „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დეფიციტის მთავარი მიზეზი, კრიპტომაინინგია. საზოგადოების აქცენტი კი, მეტი ჰესის მშენებლობაზე არასწორია. „რა უნდა ეშველოს ქვეყანას, სადაც ამდენი ლოგიკას აცდენილი ხალხი ცხოვრობს, არ ვიცი!  

უკრაინელმა მაშველებმა სამშობიარო სახლის ნანგრევებიდან ამოიყვანეს ექიმი და ახალგაზრდა ქალი

მაშველებმა უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ვოლნიანსკის საავადმყოფოს სამშობიარო განყოფილების ნანგრევებიდან ამოიყვანეს ექიმი და ახალგაზრდა ქალი, რომლის ახალშობილი შვილი სარაკეტო დარტყმას ემსხვერპლა. საავადმყოფოს შენობას რუსული რაკეტა წუხელ მოხვდა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის წინასწარი ინფორმაციით, დარტყმის დროს სამშობიარო განყოფილებაში იმყოფებოდნენ მხოლოდ ახალგაზრდა ქალი ახალშობილით და ექიმი. მაშველები ნანგრევებისგან ტერიტორიის გაწმენდას განაგრძობენ.   რადიო თავისუფლ

აფხაზეთში რუსული ელექტროენერგიის მიწოდება დაიწყო

გუშინ 22 ნოემბრის, საღამოდან ოკუპირებული აფხაზეთში დაიწყო რუსეთიდან ელექტროენერგიის მიწოდება. ინფორმაციას კომპანია „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს. საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებულ აფხაზეთს რუსეთიდან ამჟამად დაახლოებით 250 მეგავატი ელექტროენერგია მიეწოდება. მანამდე ოკუპირებული აფაზეთის ე.წ. ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა დე ფაქტო პრეზიდენტს ასლან ბჟანიას რუსეთის ენერგეტიკის სამინსიტროსთან მოლაპარაკებების შედეგები მოხსენა.

ვოლოდიმირ ზელენსკი ვიშეგოროდში ჩავიდა, სადაც რუსეთის ძალების იერიშს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევის ოლქის ქალაქ ვიშეგოროდში იმყოფებოდა, სადაც 23 ნოემბერს, რუსეთის ძალების იერიშს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 30 დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი. უკრაინის პრეზიდენტმა ქალაქში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დანგრეული ოთხსართულიანი სახლი დაათვალიერა. ზელენსკი ასევე მივიდა ე.წ. „უძლველობის პუნქტში“, რომლებიც უკრაინულ ქალაქებში იხსნება. აღნიშნულ პუნქტებში მოქალაქეებს შეუძლიათ გათბნენ, ტელეფონები დატენონ და ინტერნეტით ისარგებლონ. „ერთად ჩ

შალვა პაპუაშვილი - პრაქტიკულად ყველა საკითხს ამოვწურავთ დეკემბრის ბოლომდე, რამდენიმე საკითხზე დამოკიდებული ვართ ვენეციის კომისიის პასუხზე, ასევე ოპოზიციის კონსტრუქციულ თანამშრომლობაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციების შესასრულებლად მუშაობა გრძელდება. მისივე თქმით, არის რამდენიმე საკითხი, რომლებთან მიმართებითაც ვენეციის კომისიისგან დასკვნას ელოდებიან. პაპუაშვილის განცხადებით, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით დასკვნა სავარაუდოდ უახლოეს მომავალში იქნება. „სამ საკითხზე ჩვენ დამოკიდებული ვართ, რამდენად სწრაფად გაგვცემს პასუხს ვენეციის კომისია, ესენია: საარჩევნო კოდექსი, სასამართლოს რეფ

ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსული ნავთობის შესყიდვისთვის ზედა ზღვრული ფასის 60 დოლარით განსაზღვრა სერიოზული გადაწყვეტილება არ არის

რუსული ნავთობის შესყიდვისთვის ზედა ზღვრული ფასის 60 დოლარით განსაზღვრა სერიოზული გადაწყვეტილება არ არის, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსული ნავთობის შესყიდვისთვის მსგავსი ფასის დაწესება რუსეთის ტერორისტული სახელმწიფოს ბიუჯეტისთვის კომფორტულია. ზელენსკის განცხადებით, ენერგეტიკული ბაზრის მიზანმიმართული დესტაბილიზაციით, რუსეთმა უკვე მიაყენა კოლოსალური ზარალი მსოფლიოს ყველა ქვეყანას. უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ბა

97 წლის ირმგარდ ფურხნერს მეორე მსოფლიო ომში 10 500-ზე მეტი ადამიანის მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალი დაუმტკიცდა

97 წლის ირმგარდ ფურხნერს, რომელიც მსოფლიო ომის დროს ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკში მდივნად მუშაობდა, 10 500-ზე მეტი ადამიანის მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალი დაუმტკიცდა. მსჯავრდებული შტუთჰოფის საკონცენტრაციო ბანაკში 1943 წლიდან 1945 წლამდე მუშაობდა. ირმგარდ ფურხნერი 10 505 ადამიანის მკვლელობის ხელშეწყობასა და კიდევ ხუთი პირის მკვლელობის მცდელობაში თანამონაწილეობაში ცნეს დამნაშავედ. ვინაიდან ფურხნერი აღნიშნული დროისთვის მხოლოდ 18 ან 19 წლის იყო, ის არასრულწლოვანთა სპეციალურ სასამართ

კაპიტოლიუმის შენობაზე იერიშის გარემოებათა კვლევის კომიტეტმა საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის კომიტეტმა, რომელიც კაპიტოლიუმის შენობაზე 2021 წლის 6 იანვარს განხორციელებული იერიშის გარემოებებს იკვლევს, საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა. ამ დოკუმენტის თანახმად, ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ბრალად ედება შეთქმულება, გაუქმებულიყო 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. კომისიის რეკომენდაციით, საჭიროა შეიქმნას მექანიზმი, რათა ტრამპმა მომავალში ვეღარ შეძლოს პრეზიდენტობა. კომისიას აქვს ასევე სხვა რეკომენდაციები. ამ კვირის დასაწყისში გამოქვეყნ

სალომე ზურაბიშვილი - ვულოცავ ყველას, ვინც დღეს შობის დღესასწაულს ზეიმობს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქრისტეს შობას ულოცავს მოქალაქეებს, რომლებიც დღესასწაულს 25 დეკემბერს ზეიმობენ. „ვულოცავ ყველას, ვინც დღეს შობის დღესასწაულს ზეიმობს! საქართველოში კონფესიათა სიმრავლე და მათი მშვიდობიანი თანაცხოვრების მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია საამაყოა ჩვენი ქვეყნისათვის. ვუერთდები საქართველოში არსებული სხვადასხვა ქრისტიანული ეკლესიის მრევლის, ჩვენი საზოგადოების მნიშვნელოვანი, ღირსეული ნაწილის სიხარულსა და საზეიმო განწყობას, რომელიც მუდამ თან ახლავს ქრისტე

რეჯეფ თაიფ ერდოღანი - თურქეთში მიწისძვრას მინიმუმ 912 ადამიანი ემსხვერპლა და 2 818 შენობა ჩამოინგრა

თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, დღეს დილით მომხდარ მიწისძვრას თურქეთში მინიმუმ 912 ადამიანი ემსხვერპლა და 2 818 შენობა ჩამოინგრა. მისივე თქმით, თურქეთში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში, ამ დროისთვის შესაბამისი სამსახურების 9 000-მდე თანამშრომელია ჩართული. უცნობია კიდევ რამდენი ადამიანია ნანგრევების ქვეშ. თურქეთის მთავრობის საკოორდინაციო ცენტრი დედაქალაქ ანკარაშია და მას ვიცე-პრეზიდენტი ფუატ ოქტაი ხელმძღვანელობს. ერდოღანმა განაცხადა, რომ დღეს დილით მომხდარი მ

შსს - ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა თურქეთში სამაშველო ღონისძიების დროს ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს, რომელიც სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა თურქეთის რესპუბლიკაში, ქალაქ ადიამანში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო სამაშველო ღონისძიების დროს ნანგრევებიდან ახალგაზრდა ქალი ამოიყვანეს, რომელიც კონტაქტურ მდგომარეობაში სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი. ინფორმაციას შსს ავრცელებს. შსს-ს ცნობით, სამაშველო ღონისძიებაში ქართველი მაშველები ქალაქ ადიამანში მთელი ღამის გამავლობაში, უწყვეტ რეჟიმში მონაწილეობდნენ. ადგილზე მოწყობილია საველე

გარდაიცვალა ბატალიონ „აზოვის“ მეთაური, ოლეგ მუდრაკი, რომელიც რამდენიმე თვე იმყოფებოდა რუსეთის ტყვეობაში

გარდაიცვალა უკრაინულ პოლკ „აზოვის“ პირველი ბატალიონის მეთაური, ოლეგ მუდრაკი, რომელიც მრავალი თვის განმავლობაში თანამებრძოლებთან ერთად მონაწილეობდა ქალაქ მარიუპოლის დაცვაში და შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის ტყვეობაში იმყოფებოდა. უკრაინული მედიის მიერ მუდრაკის სიკვდილის შესახებ გავრცელებულ ცნობაში ნათქვამია, რომ 35 წლის ოფიცრის სიკვდილი გულის გაჩერებამ გამოიწვია. მუდრაკი უკრაინისთვის 2014 წლიდან იბრძოდა. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ იგი თანამებრძოლებთან ერთად იცავდა საზღვ

საქართველოში პოლონეთის ელჩი - ცდუნებას არ უნდა მივეცეთ, რომ ვთქვათ: “ეს ჩვენ ომი არაა, ვიღაცას ჩვენი ომში ჩათრევა სურს” - ეს არაა სხვების ომი, ეს არაა ომი ჩვენგან შორს

ცდუნებას არ უნდა მივეცეთ, რომ ვთქვათ: “ეს ჩვენ ომი არაა, ვიღაცას ჩვენი ომში ჩათრევა სურს”, - ამის შესახებ საქართველოში პოლონეთის ელჩმა მარიუშ მაშკიევიჩმა განაცხადა. “ჩვენ გვესმის ეს [განცხადებები]. ზოგი პოლონეთშიც ამბობს ამას, ეს პოლიტიკოსების ძალიან მარგინალური ჯგუფია, მაგრამ ეს გტკენს, გრძნობებს გტკენს და ზიანს აყენებს პრინციპებს, რომლებსაც ჩვენ მივდევთ და უკრაინის და სხვა მეზობლების წინაშე წარვადგენთ”, - განაცხადა მაშკიევიჩმა. მან 2008 წელს რუსეთის საქართველოს წინააღმდეგ აგრესიასა დ

ვემსახურები საქართველოს ევროპულ საქმეს. სხვა არც გეზი მესმის და არც საქმე - საქართველოს ელჩი საფრანგეთში

საქართველოს ელჩი საფრანგეთში, გოჩა ჯავახიშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება ე.წ. "აგენტების" შესახებ კანონპროექტის გარშემო განვითარებულ მოვლენებს. მისი თქმით, საქართველო ერთგული იქნება ევროპული გეზის: "ევროპა არ არის მხოლოდ საზღვრებით გარშემორტყმული გეოგრაფიული სივრცე. ევროპა უპირველესად ღირებულებათა ერთობლიობაა. ევროპელობა ამ ღირებულებათა ერთგულებაა. საქართველო, რომელსაც მე ვემსახურები არ გახლავთ არც მხოლოდ მთავრობა და არც მხოლოდ ოპოზიცია, არც ერთი და არც მეორე არ აერთიანებს საკუთარ თავ

„გაიდლაინებში“ დამატებამდე გვჭირდება მეტი დრო და კონსულტაცია – გაბუნია აქონდროპლაზიის წამალზე

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სანამ ქვეყანა აქონდროპლაზიის მქონე ბავშვებისთვის წამალს შემოიტანს, სამინისტროს ამ თემაზე მეტი დრო და მეტი კონსულტაცია სჭირდება. საუბარია პრეპარატზე, რომელიც აშშ-სა და ევროკავშირის მარეგულირებლებმა აღიარეს. პრეპარატი იშვიათი გენეტიკური დაავადების – აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების სამკურნალოდ გამოიყენება. „იმედთან“ ინტერვიუში გაბუნია ამბობს, რომ სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია იშვიათი დაავადებები და ამისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი

Reuters - აშშ უკრაინისთვის 2.6 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს ამზადებს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალ, 2.6 მილიარდი დოლარის ღირებულების პაკეტს გამოაცხადებს, - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დახმარების პაკეტი, სავარაუდოდ, მოიცავს სათვალთვალო რადარებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, საწვავმზიდ სატვირთო მანქანებს. დახმარების პაკეტში ასევე შევა სხვადასხვა ტიპის საბრძოლო მასალა, მათ შორის სატანკო საბრძოლო მასალები, მაღალი სიზუსტის საავიაციო საბრძოლო მასალები და დამატე
×
×
  • შექმენი...