ოკუპანტები ისე ცუდად არიან მობილიზებული და აღჭურვილი, რომ შესაძლოა, რუსეთში მობილიზაციის ახალი ტალღა დაიწყოს, – ეს უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაა, რომელიც მან ყოველდღიური ვიდეომიმართვისას გააკეთა.
„დღეს მტერთან ანგარიშს აბარებენ მობილიზაციის თითქოს და დასრულების შესახებ. თითქოს ფრონტზე ახალი ტალღის გაშვების საჭიროება არ აქვთ. ჩვენ წინა ხაზზე სრულიად სხვა რამეს ვგრძნობთ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ჩვენს პოზიციებზე ზეწოლას ცდილობს მობილიზაციის გამოყენებით, მაგრამ ი
რაკეტები მშვიდობიანი ქალაქების წინააღმდეგ, საცხოვრებელი კორპუსების, საკათედრო ტაძრის წინააღმდეგ - რუსული ბოროტების გამართლება არ შეიძლება. როგორც ყოველთვის, ეს ბოროტება წააგებს, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოდესაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას.
მისი თქმით, ამ თავდასხმებისთვის უკრაინა აუცილებლად შურს იძიებს.
„ოდესის გამო რუსი ტერორისტების წინააღმდეგ შურს აუცილებლად ვიძიებთ. ისინი იგრძნობენ ამ შურისძიებას. მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ეხმარება ხალხს და ყვე
აქ იმ ნატო-ს რწმენით მოვედი, რომელიც არ ყოყმანობს, რომელიც დროს არ კარგავს და ნებისმიერი დიქტატორისკენ არ იხედება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების მხარდამჭერ კონცერტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“დღეს აქ გადაწყვეტილების რწმენით, პარტნიორების რწმენით, ძლიერი ნატო-ს რწმენით მოვდიოდი. ნატო-სი, რომელიც არ ყოყმანობს, რომელიც დროს არ კარგავს და ნებისმიერი დიქტატორისკენ არ იხედება”, - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ამ დროისთვის ვერ ხედავს კონკრეტულ დეტალებს გენერალური შტაბიდან, რომ საჭიროა 500 000 უკრაინელის მობილიზება.
„პირადად მე, დღეს ვერ ვხედავ ნახევარი მილიონი ადამიანის მობილიზების აუცილებლობას. ჯერ არ მინახავს საკმარისი მკაფიო დეტალები, რომ ვთქვა, ნახევარი მილიონის მობილიზებაა საჭირო“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ამასთან, ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანაში მობილიზაცია საჭიროა, რათა მოხდეს ფრონტზე მყოფი ჯარისკაცების ჩანაცვლება.
ნატო-უკრაინის საბჭომ დაამტკიცა, რომ კრიზისული კონსულტაციების ეფექტიანი მექანიზმია. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
მან მადლობა გადაუხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს და გენერალური მდივნის მოადგილეს, მირჩა ჯოანას “ნატო-უკრაინის საბჭოს ამ მნიშვნელოვანი სხდომის ჩატარებისთვის”.
“მივესალმებით ალიანსის მიერ მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის მკაფიო და ერთმნიშვნელოვან დაგმობას. სულ რაღაც ორი კვირის წი
ჩვენ გვაქვს მეტი პროგრესი ნატო-სა და ევროკავშირთან მიმართებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, მიმდინარე კვირაში დიპლომატიური მოლაპარაკებების შედეგად უკრაინა კიდევ უფრო გაძლიერდა.
„მოხარული ვარ, ვთქვა, რომ ჰელსინკისა და ჰააგის შეხვედრების შემდეგ ჩვენ გავძლიერდით იარაღით ჩვენი ჯარისკაცებისთვის – ხმელეთზე, ჰაერსა და ზღვაზე. მადლობას ვუხდი პარტნიორებს“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
ნიდერლანდებიდან დაბრუნების შ
მშვიდობის ფორმულა თანდათან, ეტაპობრივად, გლობალური ხდება, მადლობას ვუხდი ყველა ლიდერს და ქვეყანას, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ჩვენს საერთო ხედვას მშვიდობის შესახებ , - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „მშვიდობის ფორმულასთან“ დაკავშირებული მესამე სამიტის შესახებ საუბრისას განაცხადა, რომელიც მალტაში მიმდინარეობს.
„სამიტზე 66 ქვეყანაა წარმოდგენილი და ეს კარგი შედეგია. წარმოდგენილია ყველა კონტინენტი. ბევრი ქვეყანა, განსხვავებული პოლიტიკური ტრადიციებით. მადლობას ვუხდი ყველა ლ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით იაპონიაში, „დიდი შვიდეულის“ ფარგლებში მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს.
„იაპონია. „დიდი შვიდეული“. მნიშვნელოვანი შეხვედრები უკრაინის პარტნიორებთან და მეგობრებთან. უსაფრთხოება და გაძლიერებული თანამშრომლობა ჩვენი გამარჯვებისთვის. მშვიდობა დღეს უფრო მოგვიახლოვდება", - დაწერა ზელენსკიმ „ტვიტერზე“.
შეგახსენებთ, ვოლიდიმირ ზელენსკი იაპონიაში საფრანგეთის სამთავრობო თვითმფრინავით ჩავიდა. ის ჰიროსიმაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ სამიტს დაესწ
მტრის ყოველი განადგურებული პოზიცია არის სიცოცხლის გადარჩენა უკრაინაში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტი პარტნიორებისგან სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას ითხოვს.
პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ რუსეთს სურს, შექმნას დემილიტარიზებული ბუფერული ზონები უკრაინის შიგნით მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების გარშემო.
„ისეთი დარტყმებისთვის, როგორიც დღეს კონსტანტინევკაზე მოხდა, ისევე, როგორც ჩვენ ბევრ ქალაქში… მტერმა უნდა იცოდე
ჩემთვის პატივია მხარდაჭერა ჩვენი მებრძოლების, რომლებიც იცავენ ჩვენს სახელმწიფოს ფრონტის ხაზის ყველაზე სასტიკ პირობებში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონბასის მონახულების შემდეგ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, დონბასში მან მოინახულა უკრაინელი სამხედროები, ომში დაჭრილი მებრძოლები და მადლობა გადაუხადა სამედიცინო პერსონალს, რომელიც დაშვებულ სამხედროებს დახმარებას უწევს და რეაბილიტირებაში ეხმარება.
„მტკივნეულია დონბასის ქალაქების ყურება, რომელთაც რუსეთმა საშინე
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს მოუწოდა, უპასუხოს რუსეთის აგრესიის ყველა გამოვლინებას, რადგან უკრაინელი ბავშვები რუსეთის ფედერაციის სამიზნეები ხდებიან. ამის შესახებ მან „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა.
ზელენსკიმ გამოაქვეყნა ვიდეო ოდესადან, სადაც რუსებმა დრონებით საცხოვრებელ კორპუსზე თავდასხმა განახორციელეს.
”ჯერჯერობით დაფიქსირდა 10 ადამიანის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია, მათ შორის სამი ბავშვი: მარკი, რომელიც სამი წლის გახდებოდა, ელიზავეტა, რომელიც რვა თვის
მოსკოვს კავკასიის ერებისადმი არანაირი პატივისცემა არ აქვს, ყაზახეთსა და უზბეკეთს უკვე ესმით, რომ რუსეთს მათი დამოუკიდებლობა ეზიზღება. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვილნიუსში საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
“დარწმუნებული ვარ, რუსეთი უკან დაიხევს. ვერ შევძლებთ ახლა კონკრეტული დღის დასახელებას, თუ როდის მოხდება ეს. არ შეგვიძლია ახლა კონკრეტული დეტალების დასახელება, თუ როგორ მოხდება ეს. მაგრამ ვიცით, რომ ეს მოხდება. იქნება ასეთი დღე. აუცილებლად. პირველ
მინდა, კიდევ ერთხელ და ცალკე გავაფრთხილო ყველა, ვინც მოსკოვში შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს – თქვენი ნებისმიერი მცდელობა, ააფეთქოთ კახოვსკის ჰიდროელექტროსადგური, დატბოროთ ჩვენი ტერიტორია და გააუწყლოოთ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, ნიშნავს თქვენს მიერ ომის მთელი მსოფლიოსთვის გამოცხადებას, დაფიქრდით, რა დაგემართება, – ასე მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის ხელისუფლებას.
ზელენსკის თქმით, ახლა დონეცკის რეგიონში არის ყველაზე დიდი დაპირისპირება და იქ ბევრი რამ წყდ
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ვიზიტს ადასტურებს. „მივემგზავრები აშშ-ში, რათა გავაძლიერო უკრაინის მედეგობა და თავდაცვის შესაძლებლობები. კერძოდ, ჯო ბაიდენი და მე განვიხილავთ უკრაინასა და აშშ-ის შორის თანამშრომლობას. ასევე სიტყვით გამოვალ კონგრესის სხდომაზე და არაერთ ორმხრივ შეხვედრას გავმართავ”, - წერს ზელენსკი “ტვიტერზე”.
ვოლოდიმირ ზელენსკის აშშ-ში ვიზიტს ადასტურებს პრეზიდენტი ჯო ბაიდენიც და აცხადებს, რომ კონგრესის ერთობლივ სესიაზე სიტყვით გამოსვლამდე ზელენსკი თეთრ სახლს ეწვ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, შეკითხვა იმის შესახებ, თუ როგორ უმკლავდებიან ის და მისი ოჯახი ომის რეალობას, ყველაზე რთული იყო იმ კითხვებს შორის, რომელიც მას დღევანდელ პრესკონფერენციაზე დაუსვეს.
”ბოლო კითხვა ყველაზე რთულია. მე ისინი, რა თქმა უნდა, მიყვარს, მე მიყვარს ჩემი ცოლი, ჩემი შვილები, ისინი ჩემთვის მთავარი ადამიანები არიან. მე მათ ხშირად ვერ ვხედავ.
ჩემი მშობლები - მე მათ საერთოდ ვერ ვხედავ. ისინი ყველა ჩემს გულში არიან“, - აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა, რინგზე რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმირ პუტინთან ერთად გავიდეს.
ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.
„ნამდვილ კაცს, თუ სურს, ვინმეს მესიჯი გადასცეს, ან უნდა მუშტი დაარტყას სახეში, ამას თავად აკეთებს და შუამავლებს არ გზავნის. მზადა ვარ რინგზე გავიდე პუტინთან, თუნდაც ხვალვე“ - განაცხადა ზელენსკიმ ფრანგული ტელეარხ LCI-სთან ინტერვიუში.
ცნობისთვის, დასავლური პრესის თანახმად, პუტინმა რამზან კადიროვს ზელენსკის მოკვლა უბრძანა ს
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მთელი უკრაინის ოკუპაციას ცდილობს და არასოდეს სურდა მშვიდობა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„მას უკრაინასთან არანაირი მშვიდობა არ სურს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
გარდა ამისა, მისი თქმით, არ განიხილავს ისეთი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერას, რომლის მიხედვითაც დონბასის და ყირიმის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები რუსეთის ფედერაციას გადაეცემა.
„თუ ჩვენ გვინდა შევაჩეროთ პუტინი, თუ მსოფლიოს არ სურს, რომ ეს განმეორდეს,
მადლობა ჩვენს საჰაერო ძალების მებრძოლებს, ჩვენს საზენიტო მსროლელებს და ყველას, ვინც იცავს უკრაინის ცას. დღევანდელი შედეგია 60 ჩამოგდებული რაკეტა, – ამის შესახებ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა.
ზელენსკის განმარტებით, აქედან 40-ზე მეტი რაკეტა განადგურდა ქვეყნის ცენტრალური რეგიონების ცაში და დედაქალაქის მახლობლად, რისთვისაც პრეზიდენტი უკრაინელ მეომრებს მადლობას უხდის.
„სამწუხაროდ, არის ზიანიც. ტერორისტებს სარაკეტო თავდასხმების ასეთი მასიური რაოდენობა ესაჭ
უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ კურსკის რეგიონში წინსვლას, ვაღწევთ სტრატეგიულ მიზნებს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
“კარგი წინსვლაა დღეს კურსკის რეგიონში - ვაღწევთ ჩვენს სტრატეგიულ მიზანს. მნიშვნელოვნად შევავსეთ, ასევე, ჩვენი სახელმწიფოს გაცვლითი ფონდი [რუსი ტყვეების რაოდენობა],” - განაცხადა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სხდომა ჩაატარა მთავრობის წარმომადგენლებთან, რომელიც კურსკის რეგიონში უკრაინელი სამხედროების
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კონტრშეტევითი და თავდაცვითი მოქმედებები მიმდინარეობს და უკრაინელი სამხედროების განწყობა დადებითია.
უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიფინგზე განაცხადა. ამასთან, პრეზიდენტმა უკრაინელებს მოუწოდა, არ ენდონ „ტელეგრამის არხებს“ და „განსაკუთრებით პუტინს“.
ზელენსკიმ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რომ სოციალურ ქსელებში და მედიაში ბევრი ინფორმაცია გაჩნდა კონტრშეტევის დაწყების შესახებ და ასევე, ამის შესახებ განცხადება გააკე
კონტრშეტევა რთულია, მაგრამ ინიციატივა უკრაინის მხარესაა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ ამერიკულ მედია საშუალებებთან ინტერვიუში განაცხადა.
“კონტრშეტევა რთულია. მიმდინარეობს, ალბათ, უფრო ნელა, ვიდრე ვინმეს სურს… ძალიან რთულია ასე დიდ ხანს ომი. ძალიან რთულია, როდესაც ამა თუ იმ იარაღის დეფიციტი გაქვს. ყველაფერი ეს ძალიან რთულია, ვინაიდან, ეს ომია. უბრალოდ ვიცი, რომ ჩვენთვის რთულია, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ რუსებისთვის უფრო რთულია. ჩვენს თვალებში დაღლილობაა, მათ თვ
რუსეთმა დონეცკის რეგიონში უფრო მეტი ადამიანი დაკარგა, ვიდრე ჩეჩნეთის ორ ომში, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
ზელენსკის თქმით, კვირის განმავლობაში ყველაზე სასტიკი ბრძოლები კონცენტრირებულია დონბასში – ბახმუტთან და სოლედართან. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის ზარალის რეალური დონე რუსული საზოგადოებისთვის დაფარულია.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მთავრობა მზად არის მშვიდობისთვის, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისა და
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, „პეტრიოტის“ თავდაცვის სისტემები, რომელსაც აშშ უკრაინას გადასცემს, თამაშის წესებს შეცვლის და ეს იქნება „ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკრაინის საჰაერო სივრცეში უსაფრთხოების შესაქმნელად“.
ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, დამატებითი დეტალების გასაჯაროებისგან უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე თავს იკავებს.
მისი თქმით, საჰაერო სივრცის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაეხმარება ქვეყანას, დაიცვას კრიტიკულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა და ენერ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დრონების არმიის პირველი წლის შედეგები უკვე არსებობს, ეს სიახლეებში ჩანს და კარგი ამბები დრონების გამოყენების შესახებ კიდევ უფრო გახშირდება.
„ოფიციალურმა პირებმა წარმოადგინეს დრონების არმიის პირველი წლის შედეგები, უკვე არა პროექტის, არამედ უკრაინული დრონების ნამდვილი არმიის. არის შედეგები და ეს სიახლეებში ჩანს. კარგი ამბები უკრაინული დრონების გამოყენების შესახებ უფრო ხშირი გახდება და ეს მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.
ისრაელის თავდაცვის უფლების ეჭვქვეშ დაყენება არ შეიძლება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საკუთარ „ტელეგრამ” არხზე წერს.
„ისრაელიდან საშინელი ცნობებია. ვუსამძიმრებ ყველას, ვინც ოჯახის წევრები და ახლობლები დაკარგა ტერორისტული შეტევების შედეგად. ჩვენ გვჯერა, რომ წესრიგი აღდგება და ტერორისტები განადგურდებიან“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ზელენსკიმ ხაზი გაუსვა იმას, რომ ტერორიზმი არის დანაშაული არა მხოლოდ ერთი ქვეყნის, არამედ კაცობრიობისა და მთელი მსოფლიოს წინააღმდეგ.