Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.097.107

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მაია სანდუ - სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ვესაუბრე - მოლდოვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებების გზაზე

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა. მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ მოლდოვა და საქართველო მნიშვნელოვანი დემოკრატიული წვრთნებისთვის ემზადებიან. „მოლდოვა და საქართველო მნიშვნელოვანი დემოკრატიული წვრთნებისთვის ემზადებიან. მოლდოვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებებისკენ მათ სწრაფვაში“, - წერს სანდუ. შეგახსენებთ, მოლდოვაში 20 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.

მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეებს, არ ვგულისხმობ ამჟამინდელ მთავრობას — გერმანიის მინისტრი

დღეს, 14 ოქტომბერს ლუქსემბურგში, ევროკავშირის მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ. როგორც სხდომის დღის წესრიგშია აღნიშნული, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, საქართველოსა და მოლდოვის არჩევნების შესახებ იქნებიან ინფორმირებულნი. გერმანიის ევროპულმა საქმეთა მინისტრმა ანა ლურმანმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე ბარიერებს უქმნის. „ჩვენ დღეს აუცილებლად განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე მო

"ჩვენი ხედვა მოიაზრებს, რომ წინ წამოვწიოთ ადამიანის როლი" - "გახარია საქართველოსთვის" პროგრამა

ბექა ლილუაშვილის შეფასებით, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ხედვა ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ იდეოლოგიას შეესაბამება და პარტია მიიჩნევს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე სოციალურ-დემოკრატიული პრინციპების დანერგვა ამ გზას გაამარტივებს - ამის შესახებ ლილუაშვილმა BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკაში" ისაუბრა. ლილუაშვილმა პარტიის ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადება შეაფასა, რომლის თანახმადაც "საქართველოსთვის" საარჩევნო პროგრამა მარცხნივაა გადახრილი. "ძალიან მკაფიოდ დავინახეთ, რომ პრობლემური ს

გიორგი გახარია - ეს არჩევნები არ ასახავს ხალხის ნებას, ასე თუ არ თვლის იოსელიანი და ვენესუელა, ნუ... (ვიდეო)

ეს არჩევნები არ ასახავს ხალხის ნებას, ასე თუ არ თვლის იოსელიანი და ვენესუელა, ნუ... გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო:   AQN5y8NELdUAbL58tZkRz17fGtqJetJ6izqWeuDQPDWvBnnRPwyuDyBUjiRbG6JI30yC0PNTAt_-0cZGmg2urdkV.mp4

ლევან გოგიჩაიშვილი - 7 ნოემბრის დარბევის დამფინანსებელი იყო ივანიშვილი, რომელი დარბევაც განხორციელდა მაშინდელი რეჟიმის მიერ (ვიდეო)

7 ნოემბრის დარბევის დამფინანსებელი იყო ივანიშვილი, რომელი დარბევაც განხორციელდა მაშინდელი რეჟიმის მიერ. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/530897939719111

ელგუჯა ხოკრიშვილი - ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვამბობთ დღესაც, რომ არჩევნებს, რომელიც არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ ასეთ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემთ (ვიდეო)

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვამბობთ დღესაც, რომ არჩევნებს, რომელიც არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ ასეთ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემთ. ელგუჯა ხოკრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1100360334808152

ცესკოს შენობასთან სხდომის პარალელურად მოქალაქეები იკრიბებიან

ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე სხდომის პარალელურად მოქალაქეები იკრიბებიან. აქციის მონაწილეები 26 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. პარალელურად, ცესკოში 11:00 საათზე სხდომაა ჩანიშნული, სადაც ცესკოს მიერ გავრცელებული დღის წესრიგის თანახმად, ერთ - ერთი საკითხია პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამებაა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მნიშვნელოვანია, რომ ცესკოში სხდომა მაქსიმალური დისკომფორტის

მეთიუ მილერი - საქართველოსთან ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს

საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შედეგად ჩვენ უკვე გადავდგით პოლიტიკური ნაბიჯები და სხვა სათანადო პოლიტიკურ ქმედებებსაც განვახორციელებთ. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. “[ურთიერთობების] ყოვლისმომცველი გადახედვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, მაგრამ, როგორც იცით, ამ გადახედვის შედეგად ჩვენ უკვე გავაჩერეთ დახმარება. ისე არ არის, რომ [ურთიერთობების] გადახედვა მიმდინარეობს და არაფერი მომხდარა. ჩვენ უკვე გადავდგით პოლიტიკური ნაბი

პრეზიდენტი ეროვნული გამოცდების პროგრამიდან კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებაზე - ხომ გასაგებია თუ რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება "განათლების" სისტემა და მაშასადამე სახელმწიფო!

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამიდან კონკრეტული ლიტერატურული ნაწარმოებების ამოღებას გამოეხმაურა. განცხადება პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში გაავრცელა, რომელშიც აღნიშნა, რომ კონკრეტული ნაწარმოებების ამოღებით გასაგები ხდება რა ეროვნული და პატრიოტული იდეით იმართება განათლების სისტემა და სახელმწიფო. „2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამების ჩამონათვალიდან, როცა ამოიღებ ილიას „ბედნიერ ერს“, „პასუხის პასუხს“, „განდეგილს“, „აჩრდილს“ და „ო

ოპოზიციის რეაქცია მთავრობის გადაწყვეტილებაზე, 2028-ის ბოლომდე გააჩეროს EU-ში გაწევრიანების პროცესი

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ეხმაურებიან მთავრობის დღევანდელ, 28 ნოემბრის გადაწყვეტილებას, 2028-ის ბოლომდე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გააჩეროს. პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერი და ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ოფიციალურად შეცვალა ქვეყნის დასავლური კურსი. „ერთობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, თინა ბოკუჩავა კი მიიჩნევს, რომ „ოცნებამ“ უბრალოდ დაასწრო ევროკავშირს, სანამ უკანასკნელი თავად გაწყვეტდა ურთიერთობებს. „ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარა

იზოლატორში რიგებია, დაკავებულები არიან ნაცემები, აღენიშნებათ სხვადასხვა ფიზიკური დაზიანებები - ადვოკატი

ადვოკატ ლაშა ტყეშელაძის თქმით, იზოლატორებში გუშინ აქციისას დაკავებულთა რიგებია. მისივე თქმით დაკავებულები ნაცემები არიან და აღენიშნებათ სხვადასხვა დაზიანებები. ადვოკატები ამბობენ, რომ მათი ინფორმაციით, თბილისის იზოლატორებში არსებული რიგების გამო, დაკავებულები, სიღნაღის, საგარეჯოსა და თელავის დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაჰყავთ. შსს-ს ცნობით, 29-30 ნოემბრის საპროტესტო აქციაზე დაკავებულია 107 პირი. გუშინ, 29 ნოემბრის საღამოს დაწყებული აქცია დღეს დილის 6 საათზე პოლიციური ძალ

თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებმა და მშობლებმა აქცია გამართეს

თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებმა და მშობლებმა, გიმნაზიის წინ აქცია გამართეს. მათ ადგილზე მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით: „ჩვენ არ გავჩერდებით“, „ჩვენ ვართ ევროპა“. აქციის მონაწილეები საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი. როგორც ერთ-ერთი მშობელი განმარტავს, ბავშვების პროტესტი სამართლიანია. „გუშინ სკოლის დირექტორმა პოზიცია დააფიქსირა. კლასიკური გიმნაზია ყოველთვის იყო ქვეყ

ეთერები დაეთმოს საჯარო დისკუსიებს – საზმაუს თანამშრომლების ნაწილის განცხადება

საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის თანამშრომლების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც გმობენ და აპროტესტებენ ძალადობას თანამოქალაქეებისა და კოლეგების მიმართ. განცხადებაში, რომელსაც ამ დროისთვის ხელს 60 თანამშრომელი აწერს, აღნიშნულია, რომ გრძნობენ, რა მოქალაქეობრივ და პროფესიულ პასუხისმგებლობას, სწორედ ამიტომ, მიესალმებიან და მოითხოვენ, მათი ეთერები დაეთმოს საზოგადოებრივი აზრის გაჟღერებას და საჯარო დისკუსიებს. „საქართველოს ევროპული მომავალი ჩვენი ისტორიული არჩევანია,

კანადის საგარეო საქმეთა მინისტრი - კანადა საქართველოში თანამდებობის პირებსა და ორგანიზაციებს სანქციებს დაუწესებს

საქართველოში თანამდებობის პირებსა და ორგანიზაციებს სანქციებს დავუწესებთ და ამას რა თქმა უნდა, ამერიკელ და ევროპელ მეგობრებთან თანამშრომლობით გავაკეთებთ, - ამის შესახებ კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მელანი ჯოლიმ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა შეკითხვას, დაუწესებს თუ არა კანადა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს სანქციებს. „ამ შეკითხვას გუშინ ვუპასუხე, რიგაში, სადაც „3+1“ შეხვედრას ვესწრებოდი. მე ვთქვი, რომ

„დაფიონი": ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობის დამფუძნებელი და ლიდერი ზვიად ცეცხლაძე დააპატიმრეს

ახალგაზრდული მოძრაობა „დაფიონი“ წერს, რომ მოძრაობის დამფუძნებელი და ლიდერი ზვიად ცეცხლაძე დააპატიმრეს. „პუბლიკა“ დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროში ცდილობს. ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.   პუბლიკა

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულ ბექა ჯაიანს კიდევ ერთი ბრალდება დაემატა

37 წლის ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 26 წლის ბექა ჯაიანს კიდევ ერთი ბრალდება დაემატა. აღნიშნულის შესახებ "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი. ბექა ჯაიანს მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ბრალი დაუზუსტდა. კერძოდ კი, სისტემატურად ცემის ფაქტზე, რამაც დაზარალებულის ფსიქიკური და ფიზიკური ტანჯვა გამოიწვია. აღნიშნული ბრალდების მიხედვით, ბექა ჯაიანი კესარია აბრამიძეზე ფიზიკურად სისტემატურად ძალადობდა. ცნო

გურიის სოფელ ჯაფარეულში ქალი გარდაიცვალა

გურიაში დიდთოვლობისას, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, ნატანების თემის სოფელ ჯაფარეულში, ქალი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად „გურიის მოამბემ“ გაავრცელა. მათი ინფორმაციით გარდაცვლილი ნონა კვაჭანტირაძე 85 წლის მოხუცებულ დედას უვლიდა. ნეტგაზეთს ოზურგეთის მერის წარმომადგენელმა ნატანების თემში, ვალერიან ვაჩეიშვილმა ნონა კვაჭანტირაძის გარდაცვალება დაუდასტურა და გვითხრა, რომ ქალი ინსულტით გარდაიცვალა. მისი თქმით, სოფელში გადაადგილება, ან სასწრაფოს გამოძახება პრობლ

სოფო ხორგუანი - ხელისუფლებას ჰგონია, რომ მთელი სახელმწიფო მათ სამსახურში უნდა იყოს - ის, რაც ქვეყანაში ხდება, ორ იდეას შორის ბრძოლაა

ხელისუფლებას ჰგონია, რომ მთელი სახელმწიფო მათ სამსახურში უნდა იყოს - გვყავს ვიღაც ადამიანი, რომელიც დამალულია, გვყავს მისი მომსახურე პერსონალი და კიდევ რაღაც ჯგუფი, რომლებიც ლოიალურები არიან მათდამი და ამ ადამიანებს უნდათ მთელი ჩვენი ქვეყნის სიკეთეები განკარგონ, - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ წევრმა, სოფო ხორგუანმა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში მიმდინარე პროცესი ორ იდეას შორის ბრძოლ

სერგეი ლავროვი - რუსეთი უფრო მეტ სამხედრო კონტაქტებს აპირებს იმის გამო, რომ კიევი „ბინძური ბომბის" გამოყენებას გეგმავს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია უფრო მეტ სამხედრო კონტაქტებს აპირებს იმის გამო, რომ კიევი „ბინძური ბომბის" გამოყენებას გეგმავს. ლავროვის განცხადებას რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS-ი ავრცელებს. ლავროვის თქმით, სიტუაცია უკრაინის მიერ „ბინძური ბომბის“ შესაძლო გამოყენების შესახებ, გაეროს უშიშროების საბჭოში „დღეს ან ხვალ“ განიხილება. ლავროვმა არასერიოზული უწოდა დასავლეთის მიერ რუსეთის ტყუილად მოხსენიებას „ბინძური ბომბის“ შესახებ ინფორმაციას,

საოკუპაციო ხელისუფლება გაძევებით დაემუქრა ხერსონელებს, რომლებიც რუსულ რუბლს არ აღიარებენ

უკრაინის ხერსონის ოლქში რუსეთის მიერ დანიშნული დე ფაქტო ხელისუფლება აპირებს ხერსონიდან გააძევოს ყველა, ვინც უარს ამბობს რუსული რუბლით პროდუქციის გაყიდვაზე. ამის შესახებ დღეს, 25 ოქტომბერს განაცხადა ხერსონის ოლქის ე.წ. გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილემ კირილ სტრემოუსოვმა. მან ტელეგრამზე დაწერა, რომ აფიქსირებენ ყველას, ვინც ქალაქ ხერსონში უარს ამბობს რუსული რუბლის მიღებაზე ან ოლქის ადმინისტრაციის საბოტაჟს ეწევა და მათ მიმართ მიღებული იქნება ზომები, მათ შორის „უკრაინის ტერიტორიაზე გაძე

რუსთავში, დედას და ორ მცირეწლოვან ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა

რუსთავში, ფანცულაიას ქუჩაზე, მსუბუქი ავტომობილი დედას და ორ მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. შემთხვევა წუხელ მოხდა. ქალი ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად გზაზე გადადიოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო- დახმარების ბრიგადამ ისინი კლინიკა "რუსთავში" გადაიყვანა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ქალს სხეულზე დაჟეჟილობები და ფეხის მოტეხილობა ჰქონდა, შემდგომი გამოკვლევისა და სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით ქალი მცირეწლოვან შვილებთან ერთად თბილისში, ინგოროყვას კლინიკაში გადმ

რუსეთმა კამიკაძე დრონებით განახორციელა იერიშები უკრაინის აღმოსავლეთსა და ცენტრალურ ნაწილებში

2 ნოემბერს რუსეთის ჯარებმა მოიერიშე კამიკაძე დრონებით განახორციელეს იერიშები უკრაინის აღმოსავლეთსა და ცენტრალურ ნაწილებში, იტყობინებიან უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები. „13 ჭურვიდან თორმეტი [უკრაინის] საჰაერო თავდაცვის მიერ იქნა განადგურებულ ქვეყნის აღმოსავლეთ და ცენტრალურ რაიონებში,“ ნათქვამია შეიარაღებული ძალების მიერ „ტელეგრამით“ გავრცელებულ ცნობაში. საჰაერო თავდაცვის თანახმად, აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოაგდეს ექვსი დრონი, ასევე ექვსი - ცენტრალურ რაიონში. რუსეთი უკანასკნელი რამ

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთს უპილოტო თვითმფრინავები შეზღუდული რაოდენობით, ომამდე რამდენიმე თვით ადრე გადავეცით

ირანმა რუსეთისთვის უპილოტო თვითმფრინავების გადაცემა ოფიციალურად დაადასტურა. ამის შესახებ განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა გააკეთა.  როგორც ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა აღნიშნა, თეირანმა მოსკოვს უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე გადასცა. „დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის ამ აურზაურში, რომ ირანმა რუსეთს რაკეტები და უპილოტო თვითმფრინავები უკრაინის ომის დასახმარებლად მიაწოდა, რაკეტის ნაწილი სრულიად არასწორია. უპილოტო თვითმფრინა

დენის შმიგალის განცხადებით, უკრაინას ზამთრისთვის გაზისა და ქვანახშირის საკმარისი რაოდენობა აქვს და მარაგების შევსებას აგრძელებს

უკრაინას ზამთრისთვის გაზი და ქვანახშირი საკმარისი რაოდენობით აქვს და აგრძელებს მარაგების შევსებას. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა დენის შმიგალმა მთავრობის სხდომის დროს განაცხადა. “ჩვენი გაზსაცავების შევსება ასევე გრძელდება. შედარებით თბილი შემოდგომა და ენერგორესურსების ეკონომია ჯერ კიდევ გვაძლევს საშუალებას იმაზე მეტი გაზი შევინახოთ, ვიდრე გაზსაცავებიდან გამოგვაქვს. დღევანდელი დღის მდგომარეობით, ჩვენ გვაქვს გაზის 14.6 მილიარდი კუბური მეტრი. ამ რესურსის 98% უკრაინული გაზია” , - აღნი

კორონავირუსის ყოველთვიური სტატისტიკა აღარ გამოქვეყნდება

საქართველოში კორონავირუსის ყოველთვიური სტატისტიკა აღარ გამოქვეყნდება. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან მიაწოდეს. "ქვეყანაში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დაღმავალი ტენდენციაა და ეპიდსიტუაცია სტაბილურია. აღნიშნულის გათვალისწინებით, კოვიდსტატისტიკის გამოქვეყნების აუცილებლობა აღარ არსებობს", - აცხადებენ უწყებაში. სამინისტროში თქვეს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა შესახებ სტატისტიკური მონაცემები სხვა ანგარიშებთან ერთად გამოქვეყნდება. "NCDC დაინტერესე
×
×
  • შექმენი...