Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.096.539

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

რუსეთი ახალი სარაკეტო თავდასხმისთვის ემზადება, შავ ზღვაში ხომალდები საბრძოლო მორიგეობაზე იმყოფებიან

სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი პრესცენტრის ხელმძღვანელის, ნატალია გუმენიუკის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაზე მორიგ სარაკეტო დარტყმას ამზადებს. მისივე თქმით, რუსებმა გუშინ შავ ზღვაში ფრეგატი Admiral Makarov და ფრეგატი Admiral Essen-ი საბრძოლო მორიგეობის რეჟიმზე გადაიყვანეს. „ანუ ორი ფრეგატი საბრძოლო მორიგეობაზე იმყოფება. ეს არის ზღვიდან სარაკეტო საფრთხის უკიდურესად მაღალი დონე“, - აღნიშნა გუმენიუკმა. მისი თქმით, „კალიბრი“ რაკეტები მაღალი სიზუსტის იარაღია, რომელსაც შეუძლ

წვევამდელთა ეროვნული სამსახურის რიგითის ხელფასი 400, ხოლო 1-ელი კლასის რიგითის წოდებრივი სარგო 440 ლარი იქნება

წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რიგითსა და 1-ელი კლასის რიგითს წოდებრივი სარგო მოემატათ. შესაბამისი ცვლილება თავდაცვის მინისტრის ბრძანებაში შევიდა, რომელსაც მოქმედი თავდაცვის მინისტრი, ჯუანშერ ბურჭულაძე აწერს ხელს. მინისტრის ბრძანების მიხედვით, წვევამდელთა ეროვნული სამსახურის რიგითის ხელფასი 400, ხოლო წვევამდელთა ეროვნული სამსახურის 1-ელი კლასის რიგითის წოდებრივი სარგო 440 ლარი იქნება. წვევამდელები გაზრდილ ხელფასს, მიმდინარე წლის იანვრიდან მიიღებენ. ipn

გიორგი გახარია - მტრებს ეძებენ იქ, სადაც მეგობრებს უნდა ვეძებდეთ - შესაბამისად, ყველა ობიექტური მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ ამ კანონს ხალხმა რუსული დაარქვა

ხელისუფლებას არ მოსწონს რომ ამ კანონს ხალხი რუსულს ეძახის, რაც პირველ რიგში მათი ბრალია, რადგან ეს კანონი სამწუხაროდ თანაბარ მდგომარეობაში აყენებს ქვეყნის მეგობრებს და ოკუპანტს, - ამის შესახებ, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ  განაცხადა. მისივე თქმით, "ოცნებამ" ფაქტობრივად პირობა დადო, რომ ეს კანონი ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში არასოდეს აღარ დაბრუნდებოდა და მოიტყუა. "ყოფილმა პრემიერმა, ახალმა პრემიერმა, ქართველ ხალხს და საერთაშორისო საზოგადოებას დაპირდნენ

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე - „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ რუსეთის მხრიდან ადამიანის უფლებების მრავალი დარღვევა გამოავლინა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რომელიც 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ დაწყებული ე.წ. „ბორდერიზაციის“ შედეგად ადამიანის უფლებების დარღვევებს ეხება, - ამის შესახებ სასამართლოს პრესრელიზშია აღნიშნული. „ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა: კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება), მე-3 მუხლის (არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 მუხლის პირველი პუნქტის (

ბექა ლილუაშვილი - ბატონი ოხანაშვილი რეგლამენტის სრული დარღვევით აგრძელებს სხდომას, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი უკვე მერადმენედ საჯაროდ გადახია ამ ხალხმა

ბატონი ოხანაშვილი რეგლამენტის სრული დარღვევით აგრძელებს სხდომას, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი უკვე მერადმენედ საჯაროდ გადახია ამ ხალხმა. არანაირი პატივისცემა და კანონის დაცვა აქ არ არის.  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.  ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/347262621680246/

ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა - იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ფიზიკური დაპირისპირებაა

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ელისაშვილმა მდინარაძეს, რომელიც დეპუტატებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს წარუდგენს, ხელი გაარტყა. მომხდარის გამო, კომიტეტის სხდომაზე ამ წუთებში ხმაურია. სხდომა შეჩერებულია.   იპნ

გახარია - საქართველო როგორც კი  ნაბიჯს გადადგამს ევროპაში გაწევრიანების მიმართულებით, რა თქმა უნდა, ვერც ერთ დღეს "ოცნება" ძალაუფლებას ვეღარ შეინარჩუნებს, ეს არის "ოცნების" ანტიდასავლურობის მიზეზი

"კრიზისის ხელოვნური შექმნა ხელისუფლების მიერ, აჩენს ეჭვს, რომ ეს არის დავალება რუსეთიდან, სხვანაირად უბრალოდ ვერ ვხსნი ამ ყველაფერს. საქართველოსგან ბელარუსი ვერ გამოვა ვერასოდეს. "ოცნება" დღეს უაღრესად უსუსურ მდგომარეობაშია, ყოველდღიურად ჩანს ეს. მაგალითად, მთელი კამპანია წამოიწყეს იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის აეხსნათ, ეს კანონი რუსული კი არა ამერიკულიაო და პირიქით უფრო დაუმტკიცეს - დაარწმუნეს საქართველოს მოქალაქეები, რომ ეს კანონი ნამდვილად რუსულია. ბევრი ნაბიჯი გადადგეს იმისთვის,

ევროპარლამენტის პრეზიდენტი: “თბილისო, ჩვენ გვესმის შენი, გხედავთ”

ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა თბილისში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და ამბობს, რომ ევროპას ესმის ქართველების ხმა. ამის შესახებ რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელ X-წერს, მათ შორის, ქართულ ენაზეც. “თბილისო, ჩვენ გვესმის შენი! ჩვენ გხედავთ! ქუჩაში მყოფი ქართველები ოცნებობენ ევროპაზე. ისინი ამაყად აფრიალებენ ევროპის დროშას. მათ სურთ ევროპული მომავალი. ისინი ელიან ევროპულ ღირებულებებს და სტანდარტებს. ჩვენ ვდგავართ ქართველ ხალხთან ერთად”, – წერს რობერტა მეცოლა.  

ვიკა ფილფანი - ჩვენთვის მთავარია თავიდან ავიცილოთ სამოქალაქო დაპირისპირება, ის ძალადობა და არეულობა, რომელსაც პროვოცირებს "ოცნება" და მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე

ჩვენთვის მთავარია თავიდან ავიცილოთ სამოქალაქო დაპირისპირება, ის ძალადობა და არეულობა, რომელსაც პროვოცირებს "ოცნება" და მშვიდობიანად მივიდეთ არჩევნებამდე, არჩვენებზე აქტიური ჩართულობით კი დავიცვათ თითოეული ჩვენგანის ხმა.  ვიკა ფილფანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი და მესტიის საკრებულოს წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/959547308913622/

გიორგი გახარია - უაღრესად სამწუხაროა, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის უკიდურესად დამაზიანებელ ზღვართან მივედით - ყველა, ვინც მონაწილეობს ჩვენი ევროპული მომავლის განადგურებაში, პირადად აგებს პასუხს

ივანიშვილი და „ოცნება“ მიზანმიმართულად უთხრის ძირს საქართველოს თანამშრომლობას მის სტრატეგიულ პარტნიორებთან და ქვეყანას საერთაშორისო იზოლაციაში აქცევს, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, გიორგი გახარია აღნიშნავს. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, სამწუხაროა, სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის ასეთ, უკიდურესად დამაზიანებელ ზღვართან მისვლა. „უაღრესად სამწუხაროა, რომ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის ასეთ, უკიდურესად დამაზიანებელ ზღვართან მივედით. ივანიშვილი და „ოცნება“

წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია დაიწყო - საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა, რეაბილიტაციის არეალში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას კი სპეციალური საშვები გადაეცემა

ვაკის რაიონში წყნეთის გზატკეცილის რეაბილიტაცია დაიწყო. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათი ცნობით, სამუშაოები წყნეთის გზატკეცილის N6-დან ახალ საავტომობილო ხიდამდე ხორციელდება. „აღნიშნულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდა, გადაადგილების ნებართვა კი გაიცემა მხოლოდ რეაბილიტაციის არეალში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რომელთაც სპეციალური საშვები გადაეცემათ. ავტომობილის საშვის მისაღებად ადგილობრივმა მისახლეობამ უნდა მიმართოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები

ბექა ლილუაშვილი - ჩვენ არ დავესწრებით იმ პრემიერის ანგარიშს, რომელმაც მთავრობის პროგრამა უბრალოდ წინის წინა პრემიერის პროგრამიდან გადმოწერა

ჩვენ არ დავესწრებით იმ პრემიერის ანგარიშს, რომელმაც მთავრობის პროგრამა უბრალოდ წინის წინა პრემიერის პროგრამიდან გადმოწერა - მითუმეტეს იმ პრემიერის ანგარიშს, რომელმაც საკუთარ თავსაც ვერ აჯერებს, რომ პრემიერ-მინისტრია, - ამის შესახებ “გახარია საქართველოსთვის” დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ ყველა სტრატეგიულ და არასტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა უპრეცედენტოდ მძიმე ნიშნულზეა. “ჩვენ არ დავესწრებით

პოლონეთს და ბალტიის ქვეყნებს რუსეთთან და ბელარუსთან საზღვარზე თავდაცვის ხაზი სურთ

პოლონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა, მოსკოვის მხრიდან მომდინარე სამხედრო საფრთხეებისა და სხვა მავნე მოქმედებებისგან დაცვის მიზნით, ევროკავშირს რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრის გასწვრივ თავდაცვის ხაზი აშენებისკენ მოუწოდეს. ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის მიწერილ წერილში ოთხი ქვეყნის ლიდერებმა, რომლებიც რუსეთთან და ბელარუსთან საზღვრებს იზიარებენ, განაცხადეს, რომ პროექტს, რომელიც 27 ქვეყნის ბლოკის დაცვას ითვალისწინებს, ყველა წევრის ფინანსური მხარდაჭერა დასჭირდება. „

ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპზე თავდასხმაზე - ასეთ ძალადობას გამართლება არ აქვს და მას მსოფლიოში ადგილი არსად არ უნდა ჰქონდეს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან გამართული შეხვედრის დროს მომხდარ სროლას ეხმაურება. „შემაძრწუნა ცნობამ პენსილვანიაში, წინასაარჩევნო შეკრების დროს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ განხორციელებული სროლის შესახებ. ასეთ ძალადობას გამართლება არ აქვს და მას მსოფლიოში ადგილი არსად არ უნდა ჰქონდეს. ძალადობამ არასოდეს უნდა გაიმარჯვოს“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე. მისი თქმით

ფრიდი: აშშ-სა და ევროპას მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, დიპლომატი დენიელ ფრიდი, რომელიც საქართველოში საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, ამბობს, რომ აშშ-სა და ევროპას მოუწევთ, საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაყრდნობით მიიღონ. მისი განცხადებით, „საქართველოს ძლიერება ეფუძნება საქართველოს დემოკრატიას და ამერიკელებს ძალიან არ უნდათ, საქართველოს შესახებ იფიქრონ, რომ ის კარგავს დემოკრატიას და ხდება კიდევ ერთი ავტოკრატიული ქვეყანა, რომელიც საბოლოოდ

ნათია მეზვრიშვილი - მნიშვნელოვანი ფაქტი შედგა, შევქმენით იმისი შესაძლებლობა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა გავაგრძელოთ, ნიადაგი მოვამზადოთ შემდგომი თანმაშრომლობისთვის, არჩევნებია დასაცავი

ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი შედგა, შევქმენით იმისი შესაძლებლობა, რომ მჭიდრო თანამშრომლობა გავაგრძელოთ, ნიადაგი მოვამზადოთ შემდგომი თანმაშრომლობისთვის, არჩევნებია დასაცავი.  ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1897299590792470/

გიორგი გახარია - გიორგი ქობულია არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომისტი - არ იყო საკმარისი დრო, რომ საკმარისი ნდობა დამყარებულიყო იმისთვის, რათა მსგავს მძიმე ბრძოლაში შევსულიყავით

მთავარი მიზანია ამ არჩევნების წარმატებით მოგება. მე ვკრავ გუნდს ისე, როგორც არის ოპტიმალური ამ მიზნის მისაღწევად, თორემ არის მიზნები, სადაც გიორგი ქობულია იქნება იდეალური, ისევე როგორც მიშა დაუშვილი იქნება, - ასე უპასუხა „გახარია - საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ კითხვას, თუ რატომ არ მოხვდნენ საარჩევნო სიაში გიორგი ქობულია და მიხეილ დაუშვილი. როგორც გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ ეკონომიკის ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიასთან შეთანხმების ვერ მიღწევასთან საუბრისას

გახარია - ჩვენი გუნდის საარჩევნო სია ყველაზე დაბალანსებულია,ეს ის გუნდია, რომელსაც შეუძლია დაამარცხოს "ოცნება" ისე, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ვერ დაბრუნდეს ხელისუფლებაში

"ჩვენი გუნდის საარჩევნო სია ყველაზე დაბალანსებულია. იქ არიან  სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები, მაღალი რანგის ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები, ადამიანები ეროვნული მოძრაობიდან, ახალგაზრდები, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები რეგიონებიდან. სიაში ბევრი ახალი სახეა, მაგალითად - უსამართლობასთან სხვადასცვა რეჟიმებთან მებრძოლი ადამიანები. მე თითოეული მათგანით ვამაყობ და გულწრფელად ვისურვებდი უკეთესი სია ყოფილიყო, მაგრამ ავტორიტარული მარწუხები ბევრ რამეში გვზღუდავს. ეს ის გუნდია, რომელსაც შეუძ

აშშ-ს საელჩო - ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ “კრედიტ სუისთან” დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა ამერიკის - რატომ უყვება ის ქართველებს სხვა ამბავს?

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებულ საკითხს ეხმაურება. როგორც საელჩო სოციალურ ქსელში წერს, ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია, თუმცა ქართველი მოსახლეობის წინაშე რეალობას სხვაგვარად წარმოაჩენს. „ბიძინა ივანიშვილმა იცის, რომ “კრედიტ სუისთან” დაკავშირებული ფული ბერმუდისა და სინგაპურის სასამართლოების ხელშია და არა - ამერიკ

მაია სანდუ - სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ვესაუბრე - მოლდოვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებების გზაზე

მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს განცხადებით, ქართველ კოლეგას, სალომე ზურაბიშვილს ტელეფონით ესაუბრა. მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რომ მოლდოვა და საქართველო მნიშვნელოვანი დემოკრატიული წვრთნებისთვის ემზადებიან. „მოლდოვა და საქართველო მნიშვნელოვანი დემოკრატიული წვრთნებისთვის ემზადებიან. მოლდოვა მტკიცედ დგას ქართველი ხალხის გვერდით დემოკრატიისა და ევროპული მისწრაფებებისკენ მათ სწრაფვაში“, - წერს სანდუ. შეგახსენებთ, მოლდოვაში 20 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.

მხარს ვუჭერთ საქართველოს მოქალაქეებს, არ ვგულისხმობ ამჟამინდელ მთავრობას — გერმანიის მინისტრი

დღეს, 14 ოქტომბერს ლუქსემბურგში, ევროკავშირის მინისტრების შეხვედრაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ. როგორც სხდომის დღის წესრიგშია აღნიშნული, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, საქართველოსა და მოლდოვის არჩევნების შესახებ იქნებიან ინფორმირებულნი. გერმანიის ევროპულმა საქმეთა მინისტრმა ანა ლურმანმა შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე ბარიერებს უქმნის. „ჩვენ დღეს აუცილებლად განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე მო

"ჩვენი ხედვა მოიაზრებს, რომ წინ წამოვწიოთ ადამიანის როლი" - "გახარია საქართველოსთვის" პროგრამა

ბექა ლილუაშვილის შეფასებით, პარტია "გახარია საქართველოსთვის" ხედვა ევროკავშირის პოლიტიკურ და ეკონომიკურ იდეოლოგიას შეესაბამება და პარტია მიიჩნევს, რომ ევროინტეგრაციის გზაზე სოციალურ-დემოკრატიული პრინციპების დანერგვა ამ გზას გაამარტივებს - ამის შესახებ ლილუაშვილმა BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკაში" ისაუბრა. ლილუაშვილმა პარტიის ლიდერის, გიორგი გახარიას განცხადება შეაფასა, რომლის თანახმადაც "საქართველოსთვის" საარჩევნო პროგრამა მარცხნივაა გადახრილი. "ძალიან მკაფიოდ დავინახეთ, რომ პრობლემური ს

გიორგი გახარია - ეს არჩევნები არ ასახავს ხალხის ნებას, ასე თუ არ თვლის იოსელიანი და ვენესუელა, ნუ... (ვიდეო)

ეს არჩევნები არ ასახავს ხალხის ნებას, ასე თუ არ თვლის იოსელიანი და ვენესუელა, ნუ... გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო:   AQN5y8NELdUAbL58tZkRz17fGtqJetJ6izqWeuDQPDWvBnnRPwyuDyBUjiRbG6JI30yC0PNTAt_-0cZGmg2urdkV.mp4

ლევან გოგიჩაიშვილი - 7 ნოემბრის დარბევის დამფინანსებელი იყო ივანიშვილი, რომელი დარბევაც განხორციელდა მაშინდელი რეჟიმის მიერ (ვიდეო)

7 ნოემბრის დარბევის დამფინანსებელი იყო ივანიშვილი, რომელი დარბევაც განხორციელდა მაშინდელი რეჟიმის მიერ. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/530897939719111

ელგუჯა ხოკრიშვილი - ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვამბობთ დღესაც, რომ არჩევნებს, რომელიც არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ ასეთ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემთ (ვიდეო)

ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და ვამბობთ დღესაც, რომ არჩევნებს, რომელიც არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ ასეთ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემთ. ელგუჯა ხოკრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1100360334808152
×
×
  • შექმენი...