Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    12.109
  • comments
    0
  • views
    692.240

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

საგამოძიებო სამსახურმა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციის ფაქტებზე პასუხისგებაში სამი პირი მისცა

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციისა და მომხმარებლის მოტყუების ფაქტებზე პასუხისგებაში სამი პირი მისცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციისა და მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე, ჩადენილი დიდი ოდენობით, პასუხისგებ

ვიოლა ფონ კრამონი - თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს იმიტომ მოხდება, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს

გერმანელი ევროპარლამენტარის ვიოლა ფონ კრამონის განცხადებით, თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს იმიტომ კი არ მოხდება, რომ „მთავრობამ და მმართველმა პარტიამ ყველა ის პრიორიტეტი განახორციელეს, რაც ევროკავშირმა საქართველოს მისცა, არამედ იმიტომ, რომ მას ქართველი ხალხი იმსახურებს და ამას გეოპოლიტიკური ლოგიკა ითხოვს“. ამის შესახებ კრამონმა „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე დაწერა, სადაც „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას „ტვიტი“ გააზიარა. ხოშტარიამ აღნიშნულ „ტვიტში“ თბილისის მე

ვაკეში ბიზნესმენი დაჭრეს

ვაკეში, შატბერაშვილის ქუჩაზე სროლა იყო. დაჭრილია ერთი ადამიანი. სროლა რამდენიმე საათის წინ შატბერაშვილის ქუჩაზე ისმოდა. შსს-ს ცნობით, გამოძიება ორი მუხლით დაიწყო – ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისა და ცეცხლსაროლი იარაღის უკანონოდ შეძენა/შენახვის. ნეტგაზეთის ინფორმაციით, დაჭრილი, სავარაუდოდ, დილარ ხაბულიანის ძმა, ბიზნესმენი დემურ ხაბულიანია. დილარ ხაბულიანი  პარლამენტის მოქმედი წევრია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ შექმნილი “ძალა ერობაშიას” სიით. netgazeTi

მოსამართლემ ლაზარე გრიგორიადისი გირაოს სანაცვლოდ არ გაათავისუფლა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ის ბრალდებულია მარტის აქციების დროს ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლასა და პოლიციის მანქანის დაწვის საქმეზე. დაცვის მხარემ დღეს გამართულ პროცესზე აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის – 20 000-ლარიანი გირაოთი შეცვლის შუამდგომლობა დააყენა. ადვოკატების მსგავსად, გრიგორიადისმაც განაცხადა, რომ მისი მიმალვის საფრთხე არ არსებობს. „მიმალვასთან დაკავშირებით ანალოგიურს ვიტყვი, მიმალვა რომ მდომებოდა, ერთი თვის განმა

ულტიმატუმის ენით საუბარი არ დააჩქარებს პროცესს - მინისტრი მშობლების პროტესტზე

„სამუშაო ჯგუფი ყველანაირი ზეწოლისგან უნდა იყოს თავისუფალი. ასეთი ფონი, სამწუხაროდ, ხელს უშლის ამ გადაწყვეტილების მიღებას და ასეთი ულტიმატუმის ენით საუბარი არანაირად არ დააჩქარებს პროცესს“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლების პროტესტის შესახებ საუბრისას მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ განაცხადა. მინისტრი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს სრულ მხარდაჭერას, დააფინანსოს და დააორგანიზოს ამ დიაგნოზი

გიორგი ჩუბინაშვილის ცენტრი კულტურის სამინისტროს სასამართლოში უჩივის

გიორგი ჩუბინიშვილის ცენტრი კულტურის სამინისტროს სასამართლოში უჩივის. ცენტრი სამინისტროს ცენტრის სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილებაში ჩარევასა და თამარ ბელიაშვილის მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობაში ადანაშაულებს. თამარ ბელაშვილისა და ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ინტერესებს სასამართლოში საია იცავს. საიას განცხადებით, 2022 წლის 15 თებერვლიდან, ცენტრის დირექტორს, თამარ ბელაშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. კანონმდებლობის შესაბამისად, სამეცნიერო საბჭომ, 2022 წლის 16 თებერვალს, ცენტრის დირექტორი

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს დაფინანსებით ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს საზღვარგარეთ მკურნალობის დაწყება ივნისიდან შეეძლებათ

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით კლინიკებთან შეთანხმება, სავარაუდოდ, მაისის ბოლომდე დასრულდება და ივნისიდან ბავშვებს მკურნალობის დაწყების შესაძლებლობა მიეცემათ. როგორც აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მშობლებს საშუალება ექნებათ, კლინიკა თავად შეარჩიონ. „140-მდე ახალი შემთხვევაა, 160 არის გასული წლის შემთხვევები. პასუხისმგებლობა ავიღ

კახა კალაძე - კანდიდატის სტატუსის არმინიჭება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, რადგან საქართველო არ იწყებს ომს, არ ხსნის მეორე ფრონტს, ეს ერთგვარ ბერკეტად გამოიყენეს

კანდიდატის სტატუსის არმინიჭება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, საქართველოს ხელისუფლება მათთვის წარმოადგენს პრობლემას, რადგან არ იწყებს ომს, არ ხსნის მეორე ფრონტს, ეს ყველაფერი ერთგვარ ბერკეტად გამოიყენეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. „ბევრჯერ გავიმეორე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა. მართალია, გადაწყვეტილება იყო მიღებული უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში, მაგრამ პირველი, ვინც ამას იმსახურებდა, ჩვენ ვიყავით. არ

ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის სარაკეტო დარტყმაზე - ბოროტებას ბევრი გამოვლინება და ყოველთვის ერთი სამიზნე აქვს - ადამიანის სიცოცხლე

ბოროტებას ბევრი გამოვლინება და ყოველთვის ერთი სამიზნე აქვს - ადამიანის სიცოცხლე. არ აქვს მნიშვნელობა, რა კონტინენტი ან ქვეყანაა, - ასე გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქში განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას. განცხადება გაავრცელა უკრაინაში აშშ-ის ელჩმა, ბრიჯეტ ბრინკმა. „რუსეთმა კვლავ გაუშვა რაკეტები უკრაინის ქალაქებში, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებს, უსაფრთხოდ და მშვიდად ძილის საშუალება უნდა ჰქონდეთ. მადლობელი

ბექა ლილუაშვილი - ვისაც უსაფრთხოების პოლიტიკაზე რაიმე წარმოდგენა აქვს, ნეიტრალიტეტზე არ ისაუბრებს - ეს, ცალსახად, ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილია

პარტია „საქართველოსთვის” წევრის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, ვისაც უსაფრთხოების პოლიტიკაზე რაიმე წარმოდგენა აქვს, საქართველოში ნეიტრალიტეტზე არ ისაუბრებს. ამით ის გამოეხმაურა 30 აპრილს რესპუბლიკის მოედანზე გამართულ აქციას, სლოგანით “მოვდივარ”. როგორც ბექა ლილუაშვილმა აღნიშნა, ნეიტრალიტეტზე საუბარი, ცალსახად, ანტიდასავლური პროპაგანდის ნაწილია და თუ ხელისუფლება ამ ნარატივს გაიმეორებს, ეს პირდაპირ კონსტიტუციის უგულებელყოფა იქნება. „რა თქმა უნდა, წარმოუდგენელია, რომ რეგიონული კონტექსტი გ

ქალაქ რუსთავში პარტია ,,საქართველოსთვის" ქვემო ქართლის რეგიონული შეხვედრა გაიმართა

ქალაქ რუსთავში პარტია ,,საქართველოსთვის" ქვემო ქართლის რეგიონული შეხვედრა გაიმართა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის"  წევრი და დეპუტატი შალვა კერესელიძე წერს.   მისი თქმით, შეხვედრის მიზანი გახლდათ რეგიონში პარტიის სამომავლო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მუშაობის განახლება.   "შეხვედრას ესწრებოდნენ, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა, პარტიის რეგიონული სამსახურის ხელმძღვანელი - ვახტანგ გენგიური, ქვემო ქართლის რეგიონის კოორდინა

მიხეილ სარჯველაძე - იმდენად მანკიერი განზრახვაა სასამართლოს საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომ ყველა კონსტიტუციური ხერხით უნდა დავუპირისპირდეთ

იმდენად მანკიერი განზრახვაა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელიც სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებს შეისწავლის, რომ ყველა კონსტიტუციური ხერხით უნდა დავუპირისპირდეთ,- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, არავის უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოსამართლე დაიბაროს და ანგარიში მოსთხოვოს. "კონსტიტუციის ფუნდამენტური პრინციპია, რომ სასამართლო ხელისუფლებაში ჩარევა არ ხორციელდებოდეს საკანონმდებლო ხელისუფლებიდან. საგანგ

კახა კალაძე - 12-პუნქტიან გეგმას ზედმიწევნით ვასრულებთ და მასში გვარამია და კრიმინალი სააკაშვილი ნახსენები არ არიან - თუ მოგვცემენ სტატუსს, გაგვიხარდება, თუ არ მოგვცემენ, არც ეს არის პრობლემა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს გასულ წელსაც იმსახურებდა, რადგან ამისთვის კონკრეტული ნაბიჯები ჰქონდა გადადგმული. მისივე თქმით, სტატუსის არმინიჭება საქართველოსთვის პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. „ბევრჯერ გავიმეორე და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა. მართალია, გადაწყვეტილება იყო მიღებული უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებაში, მაგრამ პირველი, ვინც ამას იმსახურებდა, ჩვენ ვიყავით. არ იფი

კახა კალაძე - ყველას შეუძლა მივიდეს ამა თუ იმ აქციაზე, არ გინახავთ, სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები სხვა აქციებზე? - ყველას ვუხდი მადლობას, ვისთვისაც მშვიდობა და სამშობლო უპირველესია

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებულებს, რასაკვირველია, შეუძლია დაესწროს პოლიტიკურ თუ სამოქალაქო აქციებს არასამუშაო დროს. როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, 30 აპრილს „აი უცნობის“ ორგანიზებით გამართული აქციის მონაწილეები ითხოვდნენ მშვიდობას, რაც უალტერნატივოა. „ყველა ადამიანს შეუძლა მივიდეს ამა თუ იმ აქციაზე. თქვენ არ გინახავთ, სახელმწიფო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები სხვა აქციებზე? არ გინახავთ ისინი დროში

პოლიციამ ჩამოხსნა ცელოფანი, რომელიც პროტესტის მონაწილე მშობლებს წვიმისგან იცავდა

მთავრობის ადმინისტრაციასთან პოლიციამ ჩამოხსნა ცელოფანი, რომელიც აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებმა წვიმისგან თავის დასაცავად გააკრეს. უკვე 10 დღეზე მეტია, რაც მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან ათენებენ. მათი მთავარი მოთხოვნა ბავშვებისთვის აუცილებელი წამალია. ცელოფანი მშობლებმა წინა ღამით გააკვრეს. ის ასე გამოიყურებოდა. ნეტგაზეთთან საუბარში მშობლები ამბობენ, რომ თავდაპირველად პოლიციამ მათ ცელოფნის შეტანის ნება დართო. მთავარი ფოტო: მთავარი არხი

ავტობუსები, რომლებმაც უცნობის აქციაზე ხალხი ჩამოიყვანა, ბასლეინზე დააპარკინგეს

მიკროავტობუსები, რომლებმაც რეგიონებიდან უცნობის აქციაზე მოქალაქეები ჩამოიყვანეს, რამდენიმე საათის განმავლობაში „ბასლეინებზე“ დააპარკინგეს. „ბასლეინები“ ავტობუსებისთვის განკუთვნილი სპეციალური სავალი ზოლია, სადაც მოძრაობა მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეუძლია. მასზე პარკინგი აკრძალულია. მიკროავტობუსები ბასლეინზე. ფოტო: ბუთა ორჯონიკიძე/ნეტგაზეთი დღეს 30 აპრილს თბილისში რესპუბლიკის მოედანზე მომღერლისა და პოლიტიკოსის – უცნობის აქცია გაიმართა. აქციას სახელად „მოვდივარ“ ერქვა. ა

აქციის მონაწილეებს აქვთ კარვებისა და პარკების გაშლის უფლება - ომბუდსმენი მშობლების აქციაზე

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლების აქციაზე მივიდა. ომბუდსმენის განცხადებით, ის აპროტესტებს პოლიციელების მიერ პოლიეთილენის ცელოფნის ჩამოხევას, რომლითაც აქციის მონაწილეები წვიმისგან იცავდნენ თავს. ამის უფლება აქვს ყველა ადამიანს, მით უმეტეს მათ, რომლებიც 2 კვირაა აქ ღამეს ათენებენ და რამდენიმე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა კიდეც“, – განაცხადა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვთა მშობლების აქციაზე მისულმა სახალხო დამცველმა. დღეს, 30

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატები პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართავენ

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატები პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართავენ. როგორც ოჯახის ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, მედიაში გავრცელებული ბაჩალიაშვილის საქმის გამომძიებლის ინტერვიუ, რომ მას თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერა, ხელახალი გამოძიების დაწყების საფუძველია. მისი თქმით, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით აპირებენ მიმართონ, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებს. „ველოდებით, თ

უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაური - უკრაინელებმა ბახმუტში მტერი აიძულეს, ზოგიერთი პოზიცია დაეტოვებინა

უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბახმუტში კონტრშეტევებით მტერი აიძულეს, ზოგიერთი პოზიცია დაეტოვებინა, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაურზე, გენერალ ალექსანდრე სირსკისზე დაყრდნობით ავრცელებს. „მტერი წინსვლისთვის მაქსიმალურ ძალისხმევას იყენებს და არაფერს ითვალისწინებს. მნიშვნელოვანი დანაკარგების მიუხედავად, მუდმივად ხდება „ვაგნერის“ ახალი თავდასხმის ჯგუფების, სხვა კერძო კომპანიების მებრძოლებისა და მედესანტეების ამ მიმართულებით გადასროლა, მაგრამ მტერი ვერ ახერხებს ქალაქი

სუს-ი - დაკავებულია პირი, რომელიც ფოთში რადიაქტიური მასალის გასაღებას 2 000 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გეგმავდა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასთან ერთად, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, რადიაქტიური ნივთიერების უკანონო რეალიზაციის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებული პირი, ქალაქ ფოთში რადიაქტიური მასალის გასაღებას 2 000 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ გეგმავდა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება. „რადიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარ

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა უნგრეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა

საქართველოს ხელბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩი უნგრეთთან სტუმრად გამართა და ერთი ბურთის სხვაობით გაიმარჯვა. შეხვედრის პირველ ტაიმში ქართველმა ხელბურთელებმა სამბურთიანი უპირატესობა მოიპოვეს – 17:14. მეორე ნახევარი ძალიან დაძაბული გამოვიდა, მატჩის დასრულებამდე სამი წუთით ადრე საქართველო 28:30 მარცხდებოდა, თუმცა არსენაშვილისა და ცხოვრებაძის გოლებით ნაკრებმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, ხოლო უნგრეთის კარის მიმართულებით ბოლო წამზე დანიშნული შვიდმეტრიანის გამოყენე

ვოლოდიმირ ზელენსკი - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა მიიღოს უფრო ძლიერი სიგნალები, რომ მსოფლიო არ აპატიებს არცერთ ტერორისტულ აქტს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, უკრაინის მოკავშირეები და მისი მოსახლეობა დარჩნენ „რაც შეიძლება ერთიანნი“ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში. ვიდეო მიმართვაში მან აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში ესაუბრა ფრანგ კოლეგას, ემანუელ მაკრონს იარაღის მიწოდებისა და შემდგომი თანამშრომლობის შესახებ. მან ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ს იარაღის მიწოდებისა და ფინანსური დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რუსეთმა მიიღოს უფრო ძლიერი სიგნალები, რომ მსო

"ორივე კარგადაა, მაგრამ საშინელი ტკივილები აქვთ... ქირურგმა თქვა, ასეთი რთული გადანერგვა არ მქონიაო" - როგორია დათო ევგენიძისა და გიორგი მახარაშვილის მდგომარეობა?

მუ­სი­კოს­მა და­ვით (დათო) ევ­გე­ნი­ძემ ღვიძ­ლის გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია გა­ი­კე­თა, რო­მე­ლიც სტამ­ბოლ­ში, BAU Medical Park Goztepe-ში და­ი­გეგ­მა. დო­ნო­რი მისი მე­გო­ბა­რი, მომ­ღე­რა­ლი გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლი იყო. ოპე­რა­ცია 25 აპ­რილს ჩა­ტარ­და და 12-სა­ა­თი გაგ­რძელ­და. მუ­სი­კო­სე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას პე­რი­ო­დუ­ლად ავ­რცე­ლე­ბენ გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლი­სა და დათო ევ­გე­ნი­ძის ოჯა­ხის წევ­რე­ბი. რო­გორც ირ­კვე­ვა, მა­ხა­რაშ­ვი­ლი და ევ­გე­ნი­ძე უკვე

კარგად ტემპერირებული პოლიტიკური კლავირი

ლეგენდარული პიანისტი, ევგენი კისინი საუბრობს რუსეთის უკრაინაში შეჭრასა და გლობალურ პოლიტიკაზე. 52 წლის რუსი პიანისტი, მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსისა და „გრემის“ პრემიის ორგზის ლაურეატი, ევგენი კისინი  90-იანი წლებიდან მოყოლებული, დასავლეთში  ცხოვრობს. ის დიდი  ბრიტანეთის მოქალაქეა და ყოველთვის აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციით გამოირჩეოდა.   2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ის ღიად აკრიტიკებს პუტინის ხელისუფლებას, ომის აქტიური  მოწინააღმდეგეა

ზუგდიდში ჩვილი იპოვეს

ზუგდიდში, ახალშობილი იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს. სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ. იპნ
×
×
  • შექმენი...