„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” ინფორმაციით, ქალმა ფეხბურთელებმა სექსუალური შევიწროების საქმე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოშიც მოიგეს. ორგანიზაციის ცნობით, გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი.
მათი თქმით, სხდომის თავმჯდომარე იყო ირმა პერანიძე, ხოლო მოსამართლეები: მალხაზ ჩუბინიძე და ინდირა მაშანეიშვილი. საქმეზე მუშაობდნენ PHR-ის ადვოკატები სოფი მენაბდიშვილი, ანა თავხელიძე და ანა აბაშიძე.
პუბლიკა
ისე, როგორც ახლა მიდის საქმეები და იმ შემთხვევაში, თუ ამჟამინდელი ტრაექტორია გაგრძელდება, ვფიქრობ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკომისიის მხრიდან იქნება დადებითი რეკომენდაცია გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირის 27 ლიდერის გადაწყვეტილებით, უმაღლეს დონეზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზა შეჩერებულია.
„ველოდებით მმარ
გასულ წელს ევროკავშირმა EU4Business ინიციატივის მეშვეობით, მცირე და საშუალო საწარმოების (SMEs) ზრდისა და განვითარების მხარდასაჭერად საქართველოში 44 მილიონი ევროს ინვესტიცია განახორციელა - ინვესტიციის შედეგად შეიქმნა სამუშაო ადგილები, გაიზარდა ექსპორტი, დაინერგა ინოვაციები, რამაც ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის მდგრადობის გაძლიერებასა და განვითარებას,- ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მხოლოდ გასულ წელ
მაშინ, როდესაც 26 ოქტომბერი გადამწყვეტი თარიღია, რათა საქართველო ევროპულ გზაზე დავაბრუნოთ, ბუნებრივია, იქნება საქართველოში შექმნილი ვითარების ობიექტური კრიტიკა და მთავარი მოწოდება, რომ არჩევნები თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს, რაც „ოცნების“ პასუხისმგებლობაა, - ამის შესახებ ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, თეონა აქუბარდიამ ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოსთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, მხარდამჭერი რეზოლუციები თუ განცხ
ყოფილი პრემიერმინისტრი, გახარია საქართველოსთვის პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარია ამბობს, რომ ქართული ოცნების გუნდში ყოფნისას მისი პერსონალური რეიტინგი GORBI-ს კვლევის მიხედვით სხვა ლიდერებთან შედარებით მაღალი იყო, რის გამოც მხოლოდ ქართული ოცნების ლიდერის საშუალო შეწონილი რეიტინგი გამოაქვეყნეს. ამაზე გახარიამ ფორმულას ეთერში ისაუბრა.
მმართველი გუნდის რეიტინგებზე საუბრისას წამყვანმა თქვა, რომ GORBI-ს კვლევით ქართული ოცნება 60%-მდე რეიტინგს იწერს და გიორგი გახარიას ჰკითხა, მაშინ, როცა ამ პოლ
ცესკოს მონაცემებით, 17:00 საათისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით ხმა 1 768 816 მოქალაქემ მისცა, რაც საერთო რაოდენობის 50,6%-ია.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში 17:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა 45,77% იყო.
დღეს, 26 ოქტომბერს საქართველოში მე-11 მოწვევის პარლამენტის არჩევნები იმართება.
წელს პირველად არჩევნები სრულად პროპორციული წესით ჩატარდება. ასევე, პირველად ჩატარდება ელექტრონული არჩევნები, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90% ხმას საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული ელექტრონული
ეს არჩევნები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას. მას არ აქვს ლეგიტიმაცია, არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ.
ჩვენთვის მთავარია, რომ არჩევნებს დაუბრუნდეს ნდობა და ქვეყანა დავაბრუნოთ განვითარების იმ რელსებზე, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა აირჩიეს.
თეონა აქუბარდია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1501132370589906
ეს არჩევნები არ ასახავს ხალხის ნებას, ასე თუ არ თვლის იოსელიანი და ვენესუელა, ნუ...
გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.
ვიდეო:
AQN5y8NELdUAbL58tZkRz17fGtqJetJ6izqWeuDQPDWvBnnRPwyuDyBUjiRbG6JI30yC0PNTAt_-0cZGmg2urdkV.mp4
საარჩევნო კანონმდებლობა ახლად არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს არც პარტიების მიერ მომართვის და არც პირადი განცხადებით მომართვის შემთხვევაში.
ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, რითაც ცესკო „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობისა“ და "კოალიცია ცვლილებისთვის“ მიერ ცენტრალურ საარჩევნო კომისიისთვის საპარლამენტო სიის ჩახსნასთან დაკავშირებით მიმართვას ეხმაურება.
ცეს
სიების ჩახსნაზე ვერავინ ვერ მოახდენს ჩვენზე ზეწოლას - მანდატებს დავტოვებთ მაშინ და ისეთი ფორმით, როცა ჩავთვლით საჭიროდ -ამის შესახებ ჟურნალისტებს „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ განუცხადა.
მისივე თქმით, საპარლამენტო სიების ჩახსნით ოპოზიცია იმ კრიზისზე ვერ მოიხსნის პასუხისმგებლობას, რომელშიც დღეს ქვეყანაა.
„რაც შეეხება სიების ჩახსნის თემას, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სიების ჩახსნაზე ვერავინ ვერ მოახდენს ჩვენზე ზეწოლას. ჩვენ მკაფიოდ ვამბობთ, რომ დღეს სიების ჩახსნის თ
ევროკავშირი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა, ვინც მიმდინარე საპროტესტო აქციებისას დააკავეს.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის მთავარმა სპიკერმა, ანიტა ჰიპერმა განაცხადა.
„თითქმის ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობა იცავს თავის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს, პოლიციის მხრიდან სასტიკი, უკანონო ძალის გამოყენების პირისპირ, გამოხატვის თავისუფლების უფლების რეალიზებისას. გრძელდება საპროტესტ
"გახარიას იქ არც ერთი ბრძანება არ გაუცია... კაუჩუკის ტყვიები შესყიდული იყო 2011 წელს, 2019 წლამდე არ გამოყენებულა, ანუ ტყვიები გახმა..." - რას ჰყვება ირაკლი შაიშმელაშვილი 20 ივნისის შესახებ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილი უფროსი, ირაკლი შაიშმელაშვილი 2019 წლის 20 ივნისს იხსენებს და ამბობს, რომ "გიორგი გახარიას "იქ არანაირი ბრძანება არ გაუცია". ამის
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის წევრი ექიმები ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ შესაძლოა, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს.
როგორც მათ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, მზია ამაღლობელს თან აქვს რამდენიმე ქრონიკული დაავადება, რაც შიმშილობასთან შეუსაბამოა.
„მას აქვს რამდენიმე ქრონიკული დაავადება, რომელიც შიმშილობასთან შეუსაბამოა და ამ პროცესთან შეუთავსებელია. გვინდა გავაფრთხილოთ ხელისუფლება, რომ შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში
ყოველთვის ვიძახდით, რომ ჩვენთვის იყო წითელი ხაზი რაიმე სახით კოალიცია ან ერთობლივი მუშაობა "ნაციონალურ მოძრაობასთან"
ტატა ხვედელიანი, პარტია "გახარია საქარტველოსთვის" წევრი.
ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1395315198571775
ევროპარლამენტი შეთანხმდა, არ ცნოს რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული სამოგზაურო დოკუმენტები. შესაბამის გადაწყვეტილებას 540-მა ევროპარლამენტარმა მისცა ხმა, ექვსი ინიციატივის წინააღმდეგი იყო, 36-მა კი თავი შეიკავა.
აქტის საბოლოო ვერსიის ჩამოყალიბებაზე ევროპულ საბჭოსა და ევროპარლამენტს შორის მოლაპარაკებები გაიმართება. ორივე ინსტიტუტის მიერ დამტკიცებისა და ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნების შემდეგ, საკანონმდებლო ინიციატივა ძალაში შევა.
ევროპარლამენტის წევრებ
90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტი, ბექა ღვინიაშვილი აბუ დაბის გრან-სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა.
ფინალში მან ფრანგი ლორის ტასირი 43 წამში შესრულებული იპონით დაამარცხა.
ფინალურ ბრძოლამდე ღვინიაშვილმა პირველ წრეში აზერბაიჯანელი ვუგარ ტალიბოვი დაამარცხა, მეორე ეტაპზე ავსტრიის სახელით მოასპარეზე ვაშიდ ბორჩაშვილს სძლია. მეოთხედფინალში ღვინიაშვილმა საბერძნეთის წარმომადგენელს, თეოდოროს ცელიდისს აჯობა, ხოლო ნახევარფინალში ქართველმა ძიუდოისტმა სერბი ნემანია მაიდოვი დაამარცხა.
უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, ალექსეი რეზნიკოვმა აშშ-ის თავდაცვის მდივან ლოიდ ოსტინთან სატელეფონო საუბრისას უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების მორიგი პაკეტი განიხილა. ამის შესახებ რეზნიკოვმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
„მივესალმები პროვოკაციებზე რეაგირების არქონის და შანტაჟის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის აშშ-ის მკაფიო პოზიციას. ასევე განვიხილეთ უკრაინისთვის უსაფრთხოების სფეროში ამერიკული დახმარების მორიგი პაკეტი. დეტალები მოგვიანებით“ , – წერს რეზნიკოვი.
შეგახსენებთ,
ვიდრე დუშეთში ახალმოგონილ მთაბარობას ზეიმობენ და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ათასობით ლარს ხარჯავენ ქეიფისა და დროსტარებისთვის, არხოტის ხეობას, საქართველო-რუსეთის საზღვრისპირა ზოლს, იქ შემორჩენილი თუ ახალდაბრუნებული ადამიანები ტოვებენ. დიდი ხნის განმავლობაში პირველად, წელს ამღა აღარ გათიბულა - სანდუაც მიდის!
„ახიელიდან ომარი და გიორგი ნაროზაულები წავიდნენ. ეს ძალიან მძიმეა არხოტისთვის! სამი ადამიანიღა ვრჩებით - მე ჭიმღას და შიო და გურამი ახიელს! ასიათას ჰექტარ მიწაზე და იცით, ეს სად ხდება?
პარტია “საქართველოსთვის” წევრები და დეპუტატები, ბექა ლილუაშვილი, ანა ბუჩუკური და მიხეილ დაუშვილი საქართველოში ვიზიტით მყოფ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) წარმომადგენლებს შეხვდნენ.
პარლამენტის წევრებმა შეხვედრაზე განიხილეს “ქართული ოცნების” მიერ ინიცირებული ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, მათ შორის ის საკითხები, რომლის გადაჭრასაც ითვალისწინებს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, თუმცა ხელისუფლების მხრიდან მათი ასახვა საკანონმდებლო ცვ
2 ნოემბერს რუსეთის ჯარებმა მოიერიშე კამიკაძე დრონებით განახორციელეს იერიშები უკრაინის აღმოსავლეთსა და ცენტრალურ ნაწილებში, იტყობინებიან უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები.
„13 ჭურვიდან თორმეტი [უკრაინის] საჰაერო თავდაცვის მიერ იქნა განადგურებულ ქვეყნის აღმოსავლეთ და ცენტრალურ რაიონებში,“ ნათქვამია შეიარაღებული ძალების მიერ „ტელეგრამით“ გავრცელებულ ცნობაში.
საჰაერო თავდაცვის თანახმად, აღმოსავლეთ უკრაინაში ჩამოაგდეს ექვსი დრონი, ასევე ექვსი - ცენტრალურ რაიონში.
რუსეთი უკანასკნელი რამ
ირანმა რუსეთისთვის უპილოტო თვითმფრინავების გადაცემა ოფიციალურად დაადასტურა. ამის შესახებ განცხადება ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა გააკეთა.
როგორც ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანმა აღნიშნა, თეირანმა მოსკოვს უპილოტო საფრენი აპარატები უკრაინაში შეჭრამდე რამდენიმე თვით ადრე გადასცა.
„დასავლეთის ზოგიერთი ქვეყნის ამ აურზაურში, რომ ირანმა რუსეთს რაკეტები და უპილოტო თვითმფრინავები უკრაინის ომის დასახმარებლად მიაწოდა, რაკეტის ნაწილი სრულიად არასწორია. უპილოტო თვითმფრინა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" მიერ დათვლილი მონაცემების მიხედვით, 2022 წლის პირველ ცხრა თვეში რუსეთზე საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება გაზრდილია. ამ პერიოდს ემთხვევა უკრაინაში ომის დაწყება. ორგანიზაციამ 2022 წლის მონაცემები გასულ და კორონავირუსის პანდემიამდე პერიოდს შეადარა.
მიმდინარე წელს ქვეყანამ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 2,2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. ეს 2021 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 2,6-ჯერ მეტია და 64 პროცენტით
„ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად ვითხოვთ, პარტიაში ჩატარდეს თავმჯდომარის ახალი არჩევნები , – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ნადირაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს უნდა ჰქონდეს ასობით ათასი მებრძოლი, ერთგული, პატრიოტი ამომრჩევლის ლეგიტიმაცია, რათა ახალი ენერგიით, ახალი გეგმით იბრძოლონ ქვეყნის თავისუფლებისთვის.
„დღეს აქ ვარ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად. ჩვენ გვინდა, გავაჟღეროთ მოთხოვნა „
ახლად აშენებული გაზსადენის ერთიანი გაზმომარაგების სისტემაში ჩართვის მიზნით, ხვალ, 10 ნოემბრის 22:00 საათიდან 11 ნოემბრის 10:00 საათამდე გაზის მიწოდება 11 000-მდე აბონენტს დროებით შეუწყდება. ინფორმაციას „თბილისი ენერჯი“ ავრცელებს.
კერძოდ, გაზის მიწოდება შეუწყდება: მეველის ქ. 11, 13, 17, სერგი წულაძის ქ. 32-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, წულაძის ქ. 15, 23, წულაძის 1 გას. 2, წულაძის ქ. 28-30, ბერი გაბრიელ სალოსის გამზ. 56 (ბერი გაბრიელ სალოსის I შეს. 1), ჩოლოყაშვილის III შეს.