Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    888.488

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ნატო-სგან უსაფრთხოების გარანტიებს ალიანსში გაწევრიანებამდე ელის

უკრაინა ნატო-სგან უსაფრთხოების გარანტიებს ალიანსში გაწევრიანებამდე ელის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პრემიერ-მინისტრთან სანა მარინთან კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „რაც შეეხება [ნატოს] სამიტს ვილნიუსში. დაპატიჟებულები ვართ, მაგრამ სურვილი გვექნებოდა, რომ შესაბამისი წინ გადადგმული ნაბიჯები იყოს, გარდა იმ სტატუსისა, რომელიც ახლა გვაქვს ნატოსთან მიმართებაში”, - განაცხადა ზელენსკიმ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მადლობას უხდის ნატო-ს ყველა წე

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მხარდაჭერის კრიტიკულ მასას აგროვებს, რათა შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით

უკრაინა აგროვებს მხარდაჭერის კრიტიკულ მასას, რათა შეიქმნას სპეციალური ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულთან დაკავშირებით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ახლა საკმაოდ აქტიური მოძრაობაა უკრაინული მშვიდობის ფორმულის კიდევ ერთ პუნქტზე – სასურსათო უსაფრთხოებაზე. ზელენსკიმ პირობა დადო, რომ გააგრძელებს ბრძოლას უკრაინის „სულიერი დამოუკიდებლობისთვის“. „ლონდონი, პარიზი, ბერლინი, ვარშავა და

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა მზად არის, დაიწყოს დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა

უკრაინა მზად არის, დაიწყოს დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიის დასაბრუნებლად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ წარმატებას მივაღწევთ“, – აღნიშნა ზელენსკიმ „უოლ სთრით ჯორნალთან“ ინტერვიუში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევს იმედი აქვს, რომ კონტრშეტევა შეცვლის ომის დინამიკას. „სიმართლე გითხრათ არ ვიცი, რამდენი დრო დასჭირდება. შეიძლება, ვითარება სრულიად განსხვავებული გზით წავიდეს, მაგრა

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა იმსახურებს ალიანსში ყოფნას - ახლა არა, ახლა ომია, მაგრამ ჩვენ გვჭირდება მკაფიო სიგნალი და ეს სიგნალი ახლა გვჭირდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას ზუსტად ახლა სჭირდება მკაფიო სიგნალი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მომავალი წევრობის შესახებ. მისივე თქმით, ვილნიუსის სამიტი შეიძლება გახდეს ისეთი, რომელიც სჭირდება უკრაინას, თვით ალიანს და გლობალურ უსაფრთხოებას. უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ სხვადასხვა ქვეყნის პოზიციის მიუხედავად, უკრაინა იმსახურებს ნატოში გაწევრიანებას. „უკრაინა ვილნიუსის სამიტის მოლოდინშია. ეს სამიტი შეიძლება გახდეს ზუსტად ისეთი, რაც სჭირდება

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა თავისი ტერიტორიების დეოკუპაციას ძალით მოახდენს თუ არა, მხოლოდ რუსეთზეა დამოკიდებული

უკრაინა თავისი ტერიტორიების დეოკუპაციას ძალით მოახდენს თუ არა, მხოლოდ რუსეთზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამხრეთ ამერიკულ მედიასაშუალებებთან ინტერვიუში განაცხადა. „რუსეთს დიპლომატიური მიმართულება თუ სურს, უნდა გავიდნენ და არ ელოდონ, სანამ ბევრი ხალხი მოკვდება და ძალით გავაგდებთ. ვთვლი, რომ ეს დიდი სხვაობაა. კი, შედეგი ერთნაირია, ერთის მხრივ. [მაგრამ] მე ვთვლი, რომ არა. ვთვლი, რომ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციას მოვახდენთ. ხოლო როგორ, ეს ჩემთვის ძალ

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა დაიწყებს კონტრშეტევას და არ დაელოდება პარტნიორებისგან სამხედრო თვითმფრინავების მიღებას

უკრაინა დაიწყებს კონტრშეტევას და არ დაელოდება პარტნიორებისგან სამხედრო თვითმფრინავების მიღებას, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უცხოურ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, დასავლეთის სამხედრო თვითმფრინავები უკრაინას ომში დაეხმარებოდა, თუმცა ქვეყანა კონტრშეტევას მანამდე დაიწყებს, ვიდრე „ეფ 16“-ის ტიპის ან სხვა ტიპის სამხედრო თვითმფრინავებს მიიღებს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის კონტრშეტევისთვის კვლავ საჭიროა ის იარაღი, რომელსაც

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა გამარჯვებისკენ ამ გზას გაივლის და ეს აღარ არის ოცნება, ეს სინამდვილეა!

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა გამარჯვებისკენ გზას გაივლის და დღეს ეს ოცნება აღარ არის. როგორც ზელენსკი "ტელეგრამ" გვერდზე წერს, გზის სირთულის მიუხედავად, უკრაინის გამარჯვების შესაძლებლობა უკვე "სიმართლეა". „ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ჩვენი გზა გამარჯვებისკენ რთულია და დღეს არავის შეუძლია იმის თქმა, თუ როდის გავივლით ამ გზას ბოლომდე, მაგრამ, როდესაც მიზანი მკაფიოა, სამართლიანია, მაშინ არც ისე მნიშვნელოვანია, თუ რამდენად რთული იქნება გზა ამ მიზნისკენ. უ

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა აღარასდროს გადაიხდის სუვერენიტეტით მშვიდობის მოჩვენებითი დაპირებებისთვის

უკრაინა აღარასდროს გადაიხდის საკუთარი შვილების მომავლითა და საკუთარი სუვერენიტეტით მშვიდობის მოჩვენებითი დაპირებებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. "დღეს უკრაინელების თანამედროვე თაობებს გვაქვს შესაძლებლობა, მივაღწიოთ იმაზე მეტს, ვიდრე აქამდე ვახერხებდით. ჩვენი უკრაინის დაცვა რუსული შემოჭრისგან ეფუძნება ჩვენი საზოგადოების ისტორიულად უდიდეს ერთობას. ერთობას, რომელსაც ჩვენ ვაფასებთ. უკრაინა სარგებლობს მსოფლიოს ისტორიულად უდიდესი მხარდაჭერით ის აღარასდ

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა არასოდეს იქნება ნგრევის ადგილი - უკრაინა არასოდეს მიიღებს ბრძანებებს მოსკოველი "ამხანაგებისგან"

უკრაინა არასოდეს იქნება ნგრევის ადგილი. უკრაინა არასოდეს მიიღებს ბრძანებებს მოსკოველი "ამხანაგებისგან". ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ აღვადგინოთ ოკუპანტების მიერ დანგრეული ყველა ობიექტი, ყველა სახლი, ყველა საწარმო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღამის მიმართვაში განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. "დღეს, როგორც ყოველ მეორე დღეს, ოკუპანტებმა კვლავ დაბომბეს ხერსონი და რეგიონის თემები. მხოლოდ ერთ კვირაში მტერმა 258-

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა 42 ამერიკულ F-16 მოიერიშე თვითმფრინავს მიიღებს

უკრაინა, პილოტებისა და ინჟინრების მომზადების დასრულების შემდეგ, 42 ამერიკულ F-16 საბრძოლო თვითმფრინავს მიიღებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. „მარკ რუტე და მე შევთანხმდით F-16-ების რაოდენობაზე, რომელიც გადაეცემა უკრაინას ჩვენი პილოტებისა და ინჟინრების მომზადების შემდეგ - 42 თვითმფრინავი და ეს მხოლოდ დასაწყისია. გმადლობთ, ნიდერლანდელებო!" - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, F-16-ებს უკრ

ვოლოდიმირ ზელენსკი - ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას წყლით, რაკეტებით და სხვა რამით - ისინი უნდა განიდევნონ უკრაინის მიწის ყოველი კუთხიდან

რუსი ტერორისტები. კახოვსკას ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის განადგურება მხოლოდ უდასტურებს მთელი მსოფლიოს, რომ ისინი უნდა განიდევნონ უკრაინის მიწის ყოველი კუთხიდან, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ჰიდროელექტროსადგურის კაშხლის აფეთქებას. „მათ არც ერთი მეტრი მიწა არ უნდა დარჩეს, რადგან ყველა მეტრს ტერორისთვის იყენებენ. მხოლოდ უკრაინის გამარჯვება დააბრუნებს უსაფრთხოებას და ეს გამარჯვება მოვა. ტერორისტები ვერ შეაჩერებენ უკრაინას წყლით, რაკეტებით და სხვა რ

ვოლოდიმირ ზელენსკი - ტერორისტები ახალ თავდასხმებს ამზადებენ - გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ საჰაერო განგაშის სიგნალს

გვესმის, რომ ტერორისტები ახალ თავდასხმებს ამზადებენ. ჩვენ ეს დანამდვილებით ვიცით. სანამ მათ აქვთ რაკეტები, სამწუხაროდ, არ გაჩერდებიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მომავალი კვირა შეიძლება ისეთივე რთული იყოს, როგორიც გასული. „ჩვენი უნარი, დავეხმაროთ ერთმანეთს და ვიზრუნოთ ყველაზე დაუცველებზე - მოხუცებზე, ბავშვებიან ოჯახებზე, მათზე, ვინც ომში დაკარგა სახლები და ნათესავები - ჩვენი ურთიერთდახმარება ტერორისგან დაცვისა და ჩვენი სიძლიერის ერთ-ე

ვოლოდიმირ ზელენსკი - სწორედ ახლა, სწორედ უკრაინაში წყდება წესებზე, ჰუმანურობაზე, პროგნოზირებულობაზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის ბედი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სწორედ ახლა უკრაინაში მსოფლიო წესრიგის ბედი წყდება. ამის შესახებ მან ყოველდღიურ ვიდოემიმართავში განაცხადა. ზელენსკიმ კიევში ჯო ბაიდენის ვიზიტის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინასა და აშშ-ის შორის მოკავშირეობა მშვიდობას აძლიერებს. „სწორედ ახლა და სწორედ უკრაინაში წყდება წესებზე, ჰუმანურობაზე, პროგნოზირებულობაზე დაფუძნებული მსოფლიო წესრიგის ბედი. პრეზიდენტ ბაიდენთან ვისაუბრეთ, კერძოდ, იმაზე, თუ როგორ გავაკეთოთ უკვე მიმდინარ

ვოლოდიმირ ზელენსკი - სტრატეგიული კომპანიების აქტივები უზრუნველყოფენ უკრაინის თავდაცვითი სექტორის საჭიროებების დაკმაყოფილებას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სტრატეგიული კომპანიების აქტივები უზრუნველყოფენ უკრაინის თავდაცვითი სექტორის საჭიროებების დაკმაყოფილებას. ამის შესახებ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ დაწერა. მისი თქმით, სამხედრო მეთაურობის შტაბის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კომპანიების სახელმწიფო საკუთრებაში გადასვლის შესახებ. კერძოდ, უკრაინული მედიის ცნობით, საუბარია უკრაინელ მილიარდერებთან, იგორ კოლომოისკისთან, ვიაჩესლავ ბოგუსლაევთან, კონსტა

ვოლოდიმირ ზელენსკი - სიტყვა უკრაინის გვერდით ყოველთვის იქნება სიტყვა დამოუკიდებელი - ჩვენ ამისთვის ვიბრძვით და ჩვენ გავიმარჯვებთ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელებს, რომლებიც რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ორი წლის განმავლობაში გამარჯვებისთვის იბრძვიან, მადლობა გადაუხადა. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქ ჰოსტომელიდან, რუსების მიერ კიევის სამ დღეში აღება უნდა დაწყებულიყო ვიდეომიმართვა გაავრცელა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა გამარჯვებასთან უკვე 730 დღით არის ახლოს. „დიდი ქვეყნის დიდი ხალხი! თითოეული მათგანით წარმოუდგენლად ვამაყობ. თითოეული მათგანით აღფრთოვანებული ვარ. მე თითოეული მათგანის მჯერა. ო

ვოლოდიმირ ზელენსკი - სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო კახოვკას კაშხლის განადგურებას იძიებს

კახოვკას კაშხლის განადგურებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გამოძიება დაიწყო, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. „ბოლო დღეებში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები ხერსონის ოლქს ეწვივნენ. სტიქიის შემდეგ პირველივე დღეს გენერალურმა პროკურორმა სტიქიის გამოძიების თხოვნით ICC-ის პროკურატურას მიმართა და მუშაობა უკვე დაწყებულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულების წარმომადგენლებმა საკუთარი თვალ

ვოლოდიმირ ზელენსკი - სი ძინპინთან უკრაინისთვის სამართლიან და მყარ მშვიდობაზე ვისაუბრეთ - არანაირი მშვიდობა არ შეიძლება იყოს ტერიტორიული კომპრომისების ხარჯზე

უკრაინისთვის სამართლიან და მყარ მშვიდობაზე ვისაუბრეთ. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა. “ერთსაათიანი საუბრის დროს ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხების მთელი კომპლექსი განვიხილეთ. განსაკუთრებული ყურადღება უკრაინისთვის სამართლიანი და მყარი მშვიდობის დამყარებისთვის შესაძლო ურთიერთქმედების გზებს დავუთმეთ. უკრაინელ ერზე მეტად მშვიდობა არავის არ სურს. ჩვენ მიწაზე ვართ და ჩვენი მომავლისთვი

ვოლოდიმირ ზელენსკი - საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის მხრივ უკრაინას კარგი ამბები ელოდება

უახლოეს კვირებში უკრაინას კარგი ამბები ელის საჰაერო და ანტისარაკეტო თავდაცვის მხრივ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. “უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის მორიგი სხდომა ჩავატარე - საკმაოდ დიდ ხანს გაგრძელდა, სამი საათი. ძალიან დეტალურად გავაანალიზეთ ვითარება წინა ხაზზე, ყველა მიმართულებით... ვიცით მტერი რისთვის ემზადება. ვუპასუხებთ და გავაგრძელებთ ჩვენი მიწის გათავისუფლებას. ასევე ძალიან დეტალურად გავაანალიზეთ ყველაფერი, რაც თავდაცვის ძალებისადმი

ვოლოდიმირ ზელენსკი - სახლში ახალი პოლიტიკური მხარდაჭერით, ახალი შეთანხმებებით ვბრუნდებით - ბოლო ვიზიტების შედეგად უკრაინა თვითმფრინავებს, დამატებით ჯავშანტექნიკას მიიღებს და საჰაერო თავდაცვას გააძლიერებს

ბოლო ვიზიტების შედეგად უკრაინა თვითმფრინავებს, დამატებით ჯავშანტექნიკას მიიღებს და საჰაერო თავდაცვას გააძლიერებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „მოკლე ანგარიში ბოლო დღეების ჩვენი აქტიურობის შესახებ. ოთხი ვიზიტი: შვედეთი, ნიდერლანდები, დანია, საბერძნეთი. სამიტი უკრაინა-ბალკანეთი. სამიტის ფარგლებში მოლაპარაკებები ბულგარეთთან, სერბეთთან, ხორვატიასთან, მონტენეგროსთან, ჩრდილოეთ მაკედონიასთან, მოლდოვასთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან. სახლში ახალ

ვოლოდიმირ ზელენსკი - საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით აშშ-ის ქმედებები სუსტია - დღეს საქართველო, რომელიც გუშინ თავისუფალი და დემოკრატიული იყო, ოლიგარქების მიერ არის უზურპირებული

საქართველოში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით აშშ-ის ქმედებები სუსტია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც უკრაინული მედია ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის დამარცხება „ომების აფეთქებებს“ გამოიწვევს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში, როგორც ევროპაში, ისე მის საზღვრებს გარეთ და ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაგალითისთვის საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ისაუბრა. „ვფიქრობ, დღეს საქართველოში არსებულ ვითარებასთან და

ვოლოდიმირ ზელენსკი - საქართველოს ევროპულ ოჯახში ყოფნას ვუსურვებ

საქართველოს ევროპულ ოჯახში ყოფნას ვუსურვებ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელშიც საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. „მთლიანად ქართველ ერს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს, და მინდა, რომ ჩვენთან და ევროპის ყველა სხვა ერებთან ერთად თავისუფლად, მშვიდობიან და გაერთიანებულ ევროპულ ოჯახში იყვნენ. მთელ საქართველოს ვუსურვებ ამას - და თქვენი ქვეყნის იმ ნაწილებსაც, რომლებიც ჯერჯერობით რუსულ ოკუპაციაში იმყოფებიან. ჯერჯერობით! საქართველო ერთ-ერთ

ვოლოდიმირ ზელენსკი - საფრანგეთის პარლამენტმა „ჰოლოდომორი“ გენოციდად აღიარა - მადლობელი ვარ ამ პრინციპული და სამართლიანი ნაბიჯისთვის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის გადაწყვეტილებას, რომელმაც „ჰოლოდომორი“ უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა, პრინციპულ და სამართლიან ნაბიჯად აფასებს. „გვაქვს საფრანგეთის პარლამენტის გადაწყვეტილება, რომელმაც „ჰოლოდომორი“ უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. მადლობელი ვარ ამ პრინციპული და სამართლიანი ნაბიჯისთვის,“- განაცხადა ზელენსკიმ. საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ, რომელიც საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატაა, სამშაბათს, ხმათა უმრავლესობით მიიღო რეზო

ვოლოდიმირ ზელენსკი - სასტიკი ბრძოლები გრძელდება, მაგრამ გვაქვს წინსვლა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადებით, ფრონტზე სასტიკი ბრძოლები გრძელდება, მაგრამ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთით წინ წაიწიეს. „ფრონტი. სასტიკი ბრძოლები. სამხრეთი - ვანადგურებთ მტერს. დონეცკის ოლქი - ვანადგურებთ მტერს. კუპიანსკის მიმართულება - რაც არ უნდა დაგეგმონ რუსმა ტერორისტებმა - გავანადგურებთ მტერს. სამხრეთში წინსვლა გვაქვს. მადლობა მეომრებო! აღმოსავლეთში თავდაცვის ხაზს ვინარჩუნებთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინელ ჯარისკაცებს

ვოლოდიმირ ზელენსკი - სამიტის დროს წავშალეთ ყოველგვარი ეჭვი და გაურკვევლობა, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ში - იქნება!

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ვილნიუსში ნატო-ს ორდღიანმა სამიტმა გააქარწყლა ყოველგვარი ეჭვი და გაურკვევლობა იმასთან დაკავშირებით, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ს წევრი. „ძალიან მნიშვნელოვანია: სამიტის ამ ორი დღის განმავლობაში წავშალეთ ყოველგვარი ეჭვი და გაურკვევლობა, იქნება თუ არა უკრაინა ნატო-ში. იქნება! ადრე არასდროს არ გაჟღერებულა ნატო-ს სხვა წევრების მხრიდან სიტყვები : "თქვენ თანასწორები ხართ თანასწორთა შორის". ახლა ყველას ესმის: ეს ფაქტია - თანასწორთა შორის თანასწ

ვოლოდიმირ ზელენსკი - სამი ქვეყანა მზადაა უკრაინას F-16 თვითმფრინავები გადასცეს

სამი ქვეყანა მზად არის უკრაინას F-16 თვითმფრინავები გადასცეს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ იონას გარ სტერესთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „სამი ქვეყანა არის, რომლებიც დათანხმდნენ წვრთნის შემდეგ უკრაინას F-16-ები გადასცენ - დანია, ნიდერლანდები, ნორვეგია. ძალიან მადლობელი ვართ ამ ქვეყნების”, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ნორვეგიის პრემიერ-მინისტრს „მნიშვნელოვანი და ისტორიული” გადაწყვეტილებ
×
×
  • შექმენი...