თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ვიოლა ფონ კრამონი ან რომელიმე ევროპარლამენტარი „არ არის ევროპა“.
„ამ ადამიანებს, ვინც დღეს ევროპის სახელით გველაპარაკებიან, საერთოდ ევროპულ ღირებულებებთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ. ერთეული ევროპარლამენტარის განცხადებებიც მინდა აქ შემოვიტანო. მართლაც შეურაცხმყოფელია ის განცხადებები, რასაც ეს ადამიანები კადრულობენ. იგივე ოპოზიციის მიტინგებზე მისვლა… იმ ქალბატონის სახელი არ მახსოვს…“ — თქვა კალაძემ „იმედის“ ეთერში.
წამყვანებმა მას შეახსენეს ვიოლ
1 ლარი და 60 თეთრი დაუჯდა აფხაზეთის მე-10 საჯარო სკოლას [მდებარეობს ჩხოროწყუში] ერთი პირველკლასელის გამოკვება.
ექსპერიმენტის სახით სკოლამ უზრუნველყო 1 კვირის განმავლობაში 24 პირველკლასელის უფასო კვება – მენიუში შედიოდა როგორც ბოსტნეული, ასევე ხილი და ბურღულეული.
ამავე სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი მელორ ცქვიტაია, რომელიც ამ იდეის ერთ-ერთი განმახორციელებელია, ნეტგაზეთთან ამბობს, რომ ჯამში, 1 კვირის პროდუქტები დაახლოებით 211 ლარი დაჯდა, რაც სკოლის სამეწარმეო კლუბმა დააფინანსა.
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა არ გულისხმობს საგამოძიებო უწყების ჩანაცვლებას. კომისიას და საგამოძიებო უწყებას ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მიზნები აქვთ, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით, კომისიის შექმნის აუცილებლობა დგება მაშინ, როცა არსებობს ინფორმაცია სახელმწიფო ორგანოს ან თანამდებობის პირის მხრიდან კანონის დარღვევაზე და სახელმწიფო (საგამოძიებო) უწყებები სათანადოდ არ რეაგირებენ.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ევროპაში მიმდინარე სამხედრო სწავლებაში საქართველოს არმონაწილეობაზე განცხადებას ავრცელებს. აშშ-ის საელჩოს განმარტებით, სწავლებაში არმონაწილეობასთან დაკავშირებით შეერთებულმა შტატებმა და საქართველომ გადაწყვეტილება ერთობლივად მიიღეს და ძალისხმევას სხვა სწავლებებისკენ მიმართავენ.
„შეერთებული შტატები აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ერთგული რჩება და ერთობლივ მუშაობას განაგრძობს, რათა ორივე ქვეყანა გახდეს უფრო უსაფრთხო და დაცული.
2023 წე
Meta-ს ახალი ანგარიშის მიხედვით, მათ გამოავლინეს არაავთენტური ქცევის ათობით მომხმარებელი და ჯგუფი, რომელიც ჩართული იყო საქართველოში პროსახელისუფლებო გზავნილების პოპულარიზაციასა და ოპოზიის კრიტიკაში, განსაკუთრებით ე.წ. უცხუური გავლენის აგენტებზე კანონის მიღებისას დაწყებული აქციების დროს.
Meta-ს განცხადებით, მათ წაშალეს 80 Facebook-მომხმარებელი, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და 2 Instagram-მომხმარებელი. ქსელი იყენებდა Facebook-ს, Instagram-სა და TikTok-ს და ცდილობდა გაეზარდა თავიანთი მასალების გავრცელებ
თბილისში საღებავი შეასხეს და კვერცხები ესროლეს ავტობუსს, რომლის სალონშიც ჩამოკიდებულია ემბლემა, წარწერით “რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახური”.
ავტობუსს რუსულენოვანი ნომერი აქვს. სანომრე ნიშანზე მითითებულია რუსეთში მოქმედი სატრანსპორტო კომპანიის, BBUS-ის ვებგვერდის მისამართი.
ემბლემის შესახებ, რომლის მსგავსი აქსესუარები ონლაინ სივრცეშიც იყიდება, დამატებითი დეტალები უცნობია. “ნეტგაზეთი” შსს-სგან ელის პასუხს.
ფოტოები: Tite Gedenidze/Facebook; დავით ქაცარავა/Facecoo
მიხაილ პოდოლიაკის, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, განცხადებით, თავდასხმა კრემლზე, რომელშიც მოსკოვი უკრაინას სდებს ბრალს, სავარაუდოდ „წინააღმდეგობის ადგილობრივმა ძალებმა“ მოაწყვეს.
პოდოლიაკი ხაზს უსვამს, რომ უკრაინა აწარმოებს მხოლოდ თავდაცვით ომს და არ ესხმის თავს ობიექტებს რუსეთის ტერიტორიაზე. მისივე თქმით, უკრაინისთვის მსგავსი თავდასხმები „არანაირ სამხედრო ამოცანას არ ხსნის“, რუსეთს კი უკრაინელ სამოქალაქო პირებზე თავდასხმის გამართლების საფუძველს აძლევს.
გირჩე
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო გაეროს პროგრამებს გამჭვირვალობის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, დახურვით ემუქრება.
როგორ უწყების განცხადებაშია ნათქვამი, პროექტების შესახებ ინფორმაციის კონტროლის მიზნით აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აფხაზეთში UNDP-ის ოფისის ხელმძღვანელთან შეხვედრა მოითხოვა.
2021 წელს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლის, ინალ არძინბას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის შემდეგ, საგარეო უწყება აფხაზეთის ტერიტორიაზე მო
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია [არ ექვემდებარება რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას] განიხილავს ახალ, გრიგორიანულ კალენდარზე გადასვლას. ასეთ შემთხვევაში, მაგალითად, შობა 7 იანვრის ნაცვლად 25 დეკემბერს აღინიშნება.
როგორც ეკლესიის ხელმძღვანელმა, მიტროპოლოტმა ეპიფანემ უკრაინულ „გაზეტა.უა“-ს უთხრა, გადაწყვეტილება ამ თვეში იქნება მიღებული.
მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება გადასვლის შესახებ მიღებული არაა, მიტროპოლიტი ამბობს, რომ ეკლესიამ უკვე დაიწყო მუშაობა მრევლისთვის ლ
რუსეთის ხელისუფლება ამბობს, რომ უკრაინამ კრემლზე დრონებით იერიში მიიტანა. უკრაინა ამ ინფორმაციას უარყოფს. რუსული პროსახელისუფლებო გამოცემა „რია ნოვოსტი“ წერს, რომ კრემლს ორი უპილოტო საფრენი აპარატი დაესხა თავს, მაგრამ ვლადიმერ პუტინს საფრთხე არ შექმნია. შეტევას არ მოჰყოლია მსხვერპლი და ნგრევა.
კრემლზე თავდასხმის ფოტო და ვიდეოკადრები გუშინ ინტერნეტსა და რუსულ მედიაში გავრცელდა. კადრებში ჩანს საფრენი აპარატი, კრემლის ნაწილში მომხდარი აფეთქება და კვამლი.
მოსკოვში ამ იერიშს „კრემლზე თავდას
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) ახალი კვლევის თანახმად, მოსახლეობისთვის ფასების ზრდა (29%), სამუშაო ადგილები (28%) და სიღარიბე (27%) კვლავ ყველაზე დიდი გამოწვევებია – ასე უპასუხეს მოქალაქეებმა შეკითხვას, თუ რომელი ეროვნული საკითხებია მათთვის, ან მათი ოჯახისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.
ამავე კვლევის თანახმად, ყოველი მეორე მოქალაქე (48%) საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას „ცუდად“ აფასებს.
გარდა ამისა, მოსახლეობის ნახევარს ეჭვი ეპარება, რომ მთავრობა ეკონომიკური პრობლემების მოგვარება
ბუნდესტაგის ევროპულ საკითხებში საპარლამენტო ჯგუფის სპიკერი ქრისტიან პეტრი აცხადებს, რომ თუ საქართველოს პარლამენტი ფრიდონ ინჯიას ინიციატივას კანონად აქცევს, ეს ევროპულ გზაზე ნამდვილი დაბრკოლება იქნება.
„ძალიან მნიშვნელოვანია, როცა კანონპროექტები საზოგადოებიდან მოდის და პარლამენტში მოსახლეობიდან შემოდის. თუმცა, რაც შეეხება ლგბტ საკითხს, ვფიქრობ, ქვეყანა იმით ფასდება, თუ როგორ ექცევა სხვადასხვა ჯგუფებს. თავისუფლება უნდა ჰქონდეს ყველა ადამიანს, განურჩევლად მისი შეხედულებებისა, ეს უნდა იყოს დისკ
პარლამენტში „ოცნების” სატელიტური პარტიის „ევროპელი სოციალისტების” ლიდერი, ფრიდონ ინჯია ამბობს, რომ 30 აპრილის აქციის მოთხოვნათა შესაბამისად მიმდინარე კვირაში პარლამენტს საკანონმდებლო პაკეტით მიმართავენ. აღსანიშნავია, რომ ამ აქციაზე გაჟღერებული იყო ჰომოფობიური და ანტიდასავლური შეფასებებიც.
ინჯიამ პლენარულ სხდომაზე კიდევ ერთხელ გაახმოვანა აქციის მოთხოვნები, რომელთა შორის იყო ასევე „ლგბტ-პროპაგანდის” კანონით აკრძალვაც და აღნიშნა, რომ უერთდება მათ.
„ყველა გამომსვლელს მადლობა მინდა ვუ
ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, „ქართულ ოცნებას“ გამოკითხული მოსახლეობის 20% დაუჭერდა მხარს, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ - 5%, სხვა პარტიებს ჯამურად გამოკითხულთა 6% მისცემდა ხმას. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ავრცელებს.
კითხვაზე ხვალ, რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა უმეტესობა - 34% აცხადებს, რომ არც ერთ პარტიას არ მისცემდა ხმას, 26% კი გადაუწყვეტელი ამომრჩეველია და ამბობს, რო
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჰელსინკში ჩავიდა. ფინური მედიის ცნობით, მოგვიანებით, უკრაინის პირველი პირი ფინეთის პრეზიდენტთან საული ნიინისტოსთან ერთად ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.
ფინეთში ვიზიტისას ზელენსკი შვედეთის, ნორვეგიის, დანიისა და ისლანდიის პრემიერ-მინისტრებსაც შეხვდება.
ინტერპრესნიუსი
საბოლოოდ დადასტურდა, რომ ოცნების ნარატივი, ქვეყნის ევროკავშირის, დასავლური განვითარების გზიდან გადახვევის "გაპრავებაზე" პასუხიმგებლობის გადაბრალებაზე, არ მუშაობს!, - აცხადებს პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი.
მისივე განცხადებით, "ქართული ოცნების" "ნარატივის გადალება", ტყუილზეა დაფუძნებული.
"საზოგადოებაში, ვფიქრობ, კარგადაა გააზრებული, ვინ არის პასუხისმგებელი და მთავარი შემაფერხებელი იმის, რომ დღეს ევროკავშირი საუბრობს უკრაინის, მოლდოვის წევრობის საკით
ცნობილი გახდა მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელი ქალაქების ათეული.
სააგენტო Express-ის ცნობით, ყველაზე ჯანსაღი ქალაქების რეიტინგის გამოსავლენად, ტურისტულმა კომპანიამ holidu-მ ქალაქებში შეისწავლა დაბინძურების ყველაზე დაბალი დონე, ბედნიერების უმაღლესი დონე და სტატისტიკისთვის მნიშვნელოვანი სხვა ფაქტორები.
აღსანიშნავია, რომ სიაში ესპანეთის სამი ქალაქი მოხვდა, თუმცა რეიტინგის მიხედვით, ჯანმრთელობისთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობების მქონე მსოფლიოს ქალაქების სტოკჰოლმი (შვედეთი) და ფარუ (პორტუგალია)
შალვა პაპუაშვილი არის პარლამენტის “ტექნიკური თავმჯდომარე”, - წერს სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი ბერდია სიჭინავა.
მისი თქმით, საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის სპიკერი უფუნქციოა.
"საპარლამენტო რესპუბლიკაში პარლამენტის სპიკერი ფორმალურად ჰქვია, თორემ ოცნებაში “დიდი ბიჭები” ისე წყვეტენ საკითხებს, პერსონალურად მას არაფერს ეკითხებიან.
დარწმუნებული ვარ, ბატონ პაპუაშვილს, ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს, რადგან “ოცნებაში” თან
3 მაისს, დილით რუსი ოკუპანტები თავს დაესხნენ ერთადერთ მოქმედ ჰიპერმარკეტს ქალაქ ხერსონში. თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.
ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა იგორ კლიმენკომ საკუთარ Telegram-ზე განაცხადა.
,,ამ დროისთვის სამი დაღუპული, ხუთი დაშავებული. ესენი არიან დაწესებულების თანამშრომლები და მომხმარებლები. ყველა ოპერატიული სამსახური ადგილზეა. ისინი დახმარებას უწევენ ხალხს," - წერს უკრაინის შსს-ს უფროსი.
მოსალოდნელია, რომ რუსეთის მიმართ ევროკავშირის მიერ დაწესებული ახალი შეზღუდვები, სავარაუდოდ, მაისის ბოლოს G7-ის (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, კანადა, საფრანგეთი, იაპონია, აშშ) ლიდერების შეხვედრის დროს გამოცხადდება.
Bloomberg-ის ცნობით, ახალი ზომების მირების მთავარი მიზანი ადრე დაწესებულ სანქციებში არსებული ხარვეზების აღმოფხვრა და მათი გვერდის ავლის გზების გადაკეტვაა.
შეერთებული შტატები და ევროკავშირის ქვეყნები რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ცალკეულ პაკეტებს ამზადებენ, რომელიც
„ქართულ ოცნებას“ გაუქმებული აქვს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი - იცავენ გირგვლიანის სანქცირებულ მოსამართლე მურუსიძეს, ჩინჩალაძეს, ახლა უკვე კეზერაშვილს, საინტერესოა, ვინ იქნება შემდეგი, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
როგორც ბუჩუკურმა აღნიშნა, მსგავსი რამ ახასიათებდა „ნაციონალურ მოძრაობას“ მმართველობის ბოლოს.
„არნახული რამ მოიფიქრა „ქართულმა ოცნებამ“, ასე იქცეოდა „ნაციონალური მოძრაობა“ თავის მმართველობის ბოლო ჟამს. ფაქტია, რომ
პარტია "საქართველოსთვის" წევრი და დეპუტატი ბექა ლილუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს. განცხადებას planeta.ge უცვლელად გთავაზობთ
:
“ბატონო შალვა, როდის ველოდოთ პოლტიტიკური განცხადებების აკრძალვას და მიკროფონის უზურპაციას თქვენი თავმჯდომარეობის პოირობებში ამ პარლამენტში? ეს კითხვა არც თუ ისე რიტორიკულია, რადგან ერთადერთი, რასაც თქვენი ნაბიჯები ემსახურება ჯერჯერობით - ეს არის კონსტიტუციის დარღევევა, რეგლამენტის დარღევვა და პრეცენდენტის შექმნა, რომელიც საფრთხეს უქმნის არამხოლოდ
ენგურის ხიდზე განთავსებულ ეგრეთწოდებულ საბაჟო-გამშვები პუნქტზე აფხაზებმა რუხიდან აფხაზეთისკენ მიმავალ პირს ცხოველებისთვის განკუთვნილი ვაქცინები ჩამოართვეს.
აფხაზური მედიის ცნობით, ამოღებული ვაქცინების საერთო რაოდენობა 466 ფლაკონს შეადგენს.
მებაჟეებმა აღნიშნული პროდუქცია მოქალქის ხელბარგში იპოვეს. აქედან 366 ფლაკონი ძაღლების სხვადსხვა დაავადების საწინააღმდეგო, ხოლო 100 ფლაკონი ცხოველთა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას წარმოადგენს.
როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული სახელმწიფო ს
გიორგი გახარია რეგიონული მიმართულებით პარტიის საქმიანობის გაძლიერების მიზნით შეხვედრებს აგრძელებს.
პარტია “საქართველოსთვის” თავმჯდომარე გიორგი გახარია კახეთის რეგიონის საკრებულოების და პარტიის წევრებს შეხვდა, რომლებსაც პარტიის რეგიონული მდივანი შალვა კერესელიძე წარუდგინა.
შეხვედრაზე საქმიანობის და წარმომადგენლობის გაძლიერება და რეგიონებში პარტიის სამომავლო სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მუშაობის განახლება განიხილეს.
შეხვედრას გიორგი გახარიასთან ერთად პარტიის აღმა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციისა და მომხმარებლის მოტყუების ფაქტებზე პასუხისგებაში სამი პირი მისცა
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციისა და მომხმარებლის მოტყუების ფაქტზე, ჩადენილი დიდი ოდენობით, პასუხისგებ