Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.097.911

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ფრაქციებს, მხარი არ დაუჭირონ ამ კანონპროექტს - PACE "ხალხის ძალის" ინიციატივაზე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) ტვიტერზე ეხმაურება "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და მოუწოდებს ქართულ პოლიტიკურ ფრაქციებს, მხარი არ დაუჭირონ მას. ამის შესახებ საქართველოს საკითხზე მომხსენებლებმა კლოდ კერნმა და ედიტა ესტრელამ განაცხადეს: "კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც "ხალხის ძალამ" წარადგინა, შეშფოთებას იწვევს დემოკრატიული და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან თავსებადობის გამო. ჩვენ მოვ

5 ტყუილი "უცხოეთის აგენტების" კანონპროექტების განმარტებითი ბარათებიდან - ნონა ქურდოვანიძის კითხვები იურიდიულ კომიტეტში

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში "უცხოეთის აგენტების შესახებ" კანონპროექტების ავტორებს უთხრა, რომ ამ დოკუმენტების განმარტებითი ბარათები არსებით ტყუილებს შეიცავს და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. მან ასევე თქვა, რომ გაუგებარია, რატომ არ ხდება კანონპროექტების განხილვა ადამიანის უფლებების კომიტეტში, როცა ისინი პირველ რიგში ადამიანის უფლებების შემზღუდავია და აღნიშნა, რომ წინა ჯერზე, საგარეო ურთიერთობებისა და უს

პარლამენტი რუსული კანონპროექტების განხილვას, 9 მარტის ნაცვლად, დღესვე იწყებს

საქართველოს პარლამენტში პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ შალვა პაპუაშვილს შესთავაზა, რომ უმჯობესია დღესვე დაიწყონ „უცხოული გავლენის აგენტების შესახებ“ კანონპროექტების განხილვა. მმართველი პარტიამ გუშინ განაცხადა, რომ რუსული კანონპროექტების განხილვას პლენარულ სხდომაზე 9 მარტს დაიწყებდნენ. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ შემოთავაზება მისაღებია და კარგი იქნება დღესვე დაიწყონ განხილვა დროის მოგების მიზნით. ამ გადაწყვეტილებ

ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ

ევროკავშირის და ნატოს წევრი ლატვიის, ესტონეთის და ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული კანონპროექტი „უცხოეთის აგენტების“ შესახებ, სერიოზულ შეკითხვებს აჩენს საქართველოში დემოკრატიის პერსპექტივების მიმართ. ედგარს რინკევიჩსის, ურმას რეინსალუს და გაბრიელიუს ლანდსბერგისის ერთობლივი განცხადება დღეს, 8 მარტს გამოქვეყნდა. ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს პარლამენტს მოუწოდებენ, მთელი პასუხისმგებლობით

ილჰან კიუჩუკი - გავაგრძელებთ დაკვირვებას, ვიდრე „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი რეალურად არ იქნება გაწვეული

მივესალმები „ქართული ოცნების“ დაპირებას, გააუქმოს კრემლის მიერ შთაგონებული სახიფათო კანონი „უცხოელი აგენტების“ შესახებ, მაგრამ გავაგრძელებთ დაკვირვებას, ვიდრე ის რეალურად არ იქნება გაწვეული პარლამენტში, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი ილჰან კიუჩუკი „ტვიტერში“ წერს. ევროპარლამენტარი ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს. „სრული და მუდმივი მხარდაჭერა ქართველებს, რომლებსაც სურთ თავიანთი ქვეყნის ევროპული მომავალი“, - წერს ილჰან კიუჩუკი. ipn

ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ნატო-სგან უსაფრთხოების გარანტიებს ალიანსში გაწევრიანებამდე ელის

უკრაინა ნატო-სგან უსაფრთხოების გარანტიებს ალიანსში გაწევრიანებამდე ელის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის პრემიერ-მინისტრთან სანა მარინთან კიევში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „რაც შეეხება [ნატოს] სამიტს ვილნიუსში. დაპატიჟებულები ვართ, მაგრამ სურვილი გვექნებოდა, რომ შესაბამისი წინ გადადგმული ნაბიჯები იყოს, გარდა იმ სტატუსისა, რომელიც ახლა გვაქვს ნატოსთან მიმართებაში”, - განაცხადა ზელენსკიმ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინა მადლობას უხდის ნატო-ს ყველა წე

დედაქალაქის ვიცე-მერის ინფორმაციით, მეტროსადგური „გოცირიძე“ დაახლოებით, ერთ კვირაში გაიხსნება

დედაქალაქის ვიცე-მერის ირაკლი ხმალაძის განცხადებით, მეტროსადგური „გოცირიძე“ დაახლოებით, ერთ კვირაში გაიხსნება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მეტროსადგური ამჟამად ექსპლუატაციაში მიღების ბოლო ეტაპზეა. „ბოლო სტადიაზეა, ექსპლუატაციაში მიღების ეტაპზე ვართ. დღეს ვიღებთ საგანგებო სიტუაციების სამსახურიდან დასკვნას, სახანძრო უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის ინსპექციაში გადაიგზავნება. ჩემი ვარაუდით, დაახლოებით ერი კვირის გა

დანაშაული მძიმეა, დაბრალებაც არანაკლებ მძიმეა — წილოსანი რამიშვილის საქმეზე

საქართველოს პარლამენტის გენდერული საბჭოს თავმჯდომარე, დეპუტატი ნინო წილოსანი იმ ქალებზე საუბრისას, რომლებიც აცხადებენ, რომ შალვა რამიშვილმა სექსუალურად შეავიწროვა, ამბობს, რომ მართალია, ამგვარი დანაშაული მძიმეა, „ერთი ხელის მოსმით დასკვნების კეთება ან დაბრალება არანაკლებ მძიმეა“. განცხადებაში, რომელიც წილოსანმა საკუთარ ფეისბუკგვერდზე გამოაქვეყნა, იგი ამბობს, რომ ხელისუფლებამ ბევრი გააკეთა, რათა დადასტურების შემთხვევაში, სექსუალური ხასიათის ნებისმიერ დანაშაული სათანადოდ დასჯილიყო.

“ვოლტის” კურიერებს კანცელარიასთან აქცია-კონცერტისთვის სცენა არ გააშლევინეს

“ვოლტის” კურიერები აცხადებენ, რომ აქცია-კონცერტის გამართვისთვის თბილისში, სახელმწიფო ადმინისტრაციის შენობასთან სცენის გაშლის შესაძლებლობა არ მისცეს. აქცია დღეს, 6 აპრილს 19.30 საათზეა დაგეგმილი. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, სანდრო ლომინაშვილის განცხადებით, ის, რომ მათ სცენის გაშლის შესაძლებლობა არ მისცეს არც კანცელარიასთან და არც პარლამენტთან, კანონდარღვევაა. “აქცია მოიაზრებდა მუსიკალურ კონცერტს. არ მოგვცეს სცენის გაშლის საშუალება, რაც არის კანონდარღვევა. აქციაზე სცენა და მიკროფონი რ

აკაკი გვიანიძე - "მცირე ქვათაცვენის" შედეგად აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო ერთმანეთს მოწყვეტილია და ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენ თვეში აღდგება მოძრაობა

"მცირე ქვათაცვენის" შედეგად აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო ერთმანეთს მოწყვეტილია და ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენ თვეში აღდგება მოძრაობა, -  ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს წევრი აკაკი გვიანიძე წერს. მისი თქმით, ქუჩები და მეტროც პარალიზებულია, იმ სატრანსპორტო კოლაფსის გამო, რაც მერიის მიერ არაკომპეტენტურად დაგეგმილმა და შესრულებულმა  სამუშაოებმა გამოიწვია.     "დედაქალაქის ქუჩები და მეტროც კი პარალიზებულია, იმ სატრანსპორტო კო

არსებული ინფორმაციით, გოგებაშვილის ქუჩაზე სროლა იყო

არსებული ინფორმაციით, თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე სროლა იყო. ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. სოციალური ქსელის მომხმარებლები ადგილიდან ვიდეომასალასაც ავრცელებენ, სადაც ჩანს, რომ ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური, საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი. „ინტერპრესნიუსი“ დეტალებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს და მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. იპნ

მიხეილ დაუშვილი - მამუკა ხაზარძემ ხალხის ფულით რომ გადაწყვიტა თავისი პროექტის მშენებლობა და უარი მიიღო, ამის შემდეგ გახდა ოპოზიციონერი (ვიდეო)

მამუკა ხაზარძემ ხალხის ფულით რომ გადაწყვიტა თავისი პროექტის მშენებლობა და უარი მიიღო, ამის შემდეგ გახდა ოპოზიციონერი.  მიხეილ დაუშვილი - პარტია „საქართველოსთვის" daushvili.mp4

უკრაინის ეკლესიის წინამძღოლმა “ქართული ლეგიონის” ლიდერი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა

26 მაისის აღსანიშნავად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის (არ ექვემდებარება მოსკოვის საპატრიარქოს) წინამძღოლმა და უმაღლესმა იერარქმა ეპიფანემ “ქართული ლეგიონის” მეთაური მამუკა მამულაშვილი წმინდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ ინფორმაციას “ქართული ლეგიონი” ავრცელებს. “ქართული ლეგიონი” უკრაინის არმიაში შემავალი უცხოელთა ყველაზე დიდი დანაყოფია. მამუკა მამულაშვილის ინფორმაციით, ლეგიონში 30-ზე მეტი ქვეყნის 1000-მდე მებრძოლი ერთიანდება. netgazeti

„ბატონი ზელენსკიც იძახდა მაგას, NATO-ს გულიზე ომს დავიწყებთო“ - გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებთან ბრატისლავაში ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა შეაფასა და თქვა, რომ პრემიერ-მინისტრს ახალი არაფერი უთქვამს. მან თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების შემდეგ საერთაშორისო პარტნიორების გამოხმაურება და შეფასებები არ უნახავს. გუშინ ბრატისლავაში გამართული გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი იყო NATO-ს გაფართოება და უკრაინის სურვილი, გამხდარიყო ალიანსის წე

„მე მწამს საქართველოსა და ქართველ ხალხის ევროპული გზის“ — მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას თქმით, საქართველოს გასატარებელი აქვს რეფორმები და გასაცემი კითხვებზე პასუხები. „როგორც გუშინ ვთქვი საქართველოს პრეზიდენტთან, ჩვენ მოუთმენლად ველოდებით საქართველოს პერსპექტივას ევროკავშირში. რეფორმები არის გასატარებელი. კითხვებზე პასუხი გასაცემია. მაგრამ რეფორმები გზაშია და მე მაქვს საქართველოსა და ქართველ ხალხის რწმენა მათ გზასა და პერსპექტივაში“ — განაცხადა მეცოლამ დღეს, 1 ივნისს, მოლდოვაში, ევროპის პოლიტიკური საზოგადოების შეხვედრის დაწყებამდე.

გუბერნატორი - ხერსონში წყლის დონე კლებას იწყებს

ხერსონის ოლქში წყლის დონემ კლება დაიწყო - გასული ღამის განმავლობაში წყალი დაახლოებით 20 სმ-ით შემცირდა, ადამიანებისა და ცხოველების ევაკუაცია კი გრძელდება, - ამის შესახებ ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ალექსანდრ პროკუდინმა განაცხადა. „მარჯვენა სანაპიროზე წყლის დონე საშუალოდ დაახლოებით 5,38 მეტრია, ხერსონში - 5,35 მეტრი. უკვე ვხედავთ, რომ ღამით წყალი 20 სმ-ით დაცხრა. წინასწარი ინფორმაციით, ხერსონის ოლქის 32 დასახლებაში 3 624 სახლია დატბორილი“, - აღნიშნა გუბერნატორმა.

არასამთავრობო ორგანიზაციები ჭიათურაში მაღაროელების საპროტესტო აქციების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

არასამთავრობო ორგანიზაციები ჭიათურაში მაღაროელების მიერ გამართული საპროტესტო აქციების შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. უფლებადამცველები მიმართავენ შრომის ინსპექციის სამსახურს, დაუყოვნებლივ ჩაერთონ პროცესში, ადგილზე შეისწავლონ სიტუაცია და დანიშნონ სამინისტროს მედიატორი, შრომის პირობებზე საქმიანი დიალოგისა და სამართლიანი მედიაციის პროცესის დაწყების მიზნით, ასევე მიმართავენ სახალხო დამცველს, რომ პირნათლად შეასრულოს მასზე დაკისრებული მოვალეობა, ჩავიდეს ჭიათურაში და ადგილზე გაეცნოს მაღაროელებ

რუსუდან თევზაძე - როგორ პირობებში უწევთ დღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ცხოვრება (ვიდეო)

14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება.  როგორ პირობებში უწევთ მათ დღეს ცხოვრება? რუსუდან თევზაძე, პარტია „საქართველოსთვის" 354190239_655166223123251_8842076989052062411_n.mp4

ანა ბუჩუკური - თუ ხელისუფლებას კომპრომისზე წასვლის არანაირი საშუალება არ გააჩნია, ეს მხოლოდ მის სისუსტეზე მეტყველებს (ვიდეო)

„თუ ხელისუფლებას კომპრომისზე წასვლის არანაირი საშუალება არ გააჩნია, ეს მხოლოდ მის სისუსტეზე მეტყველებს... იმის შიშებშია, რომ ოდნავადაც ვერ გააკონტროლოს ვინმე ან რამე. ერთადერთი მიზანი აქვს საარჩევნო კოდექსის ცვლილებას - “ქართულ ოცნებას” დაწყებული აქვს მომავალი არჩევნების გაყალბება. გაგახსენებთ, რაც კი რამ თავისუფალი ინსტიტუტები გვქონდა, ხელისუფლებამ ან გააუქმა, ან პარტიულ ვერტიკალს დაუქვემდებარა. მნიშვნელოვანია, რომ ასევე ხდება პრეზიდენტის როლის ჩახსნა ამ პროცესებიდან. მანამდე

2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 1-ელ აგვისტოს, 10:00 საათიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფიო გორგოძის თქმით, 2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება 1-ელ აგვისტოს, დილის 10:00 საათიდან ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. როგორც მან გამოცდების ეროვნულ ცენტრში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ყველა საგნის შედეგების გამოცხადების შემდეგ, აბიტურიენტებს სამი დღე ექნებათ იმისთვის, რომ ქულებთან დაკავშირებით სააპელაციო განაცხადები შეიტანონ. მისივე თქმით, აპელაციის შედეგების გამოცხადებიდან, მეორე დღის საღამოს

ცესკოს თავმჯდომარე განმარტავს, როგორ უნდა მისცენ ამომრჩევლებმა ხმა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით - გიორგი კალანდარიშვილმა ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები პირდაპირ ეთერში თავად გამოსცადა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი განმარტავს, რა პროცედურების გავლა მოუწევთ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრის დროს. შესაბამისი ტექნოლოგიები კალანდარიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმის“ პირდაპირ ეთერში თავად გამოსცადა და საზოგადოებას აჩვენა, ზუსტად როგორ მუშაობს ამომრჩევლის ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. კალანდარიშვილის თქმით, კენჭისყრის პროცესში, მარკირება კვლავ შენარჩუნ

ბექა ლილუაშვილი -  წეღან ვნახე თემურ ალასანიას მავნებლური განცხადება, აი მაგიტომ ვერ მობრუნდებიან ნაცები ვერასდროს ხელისუფლებაში, ეგეთი "ფასეულობებით" რომ ხელმძღვანელობენ და ასეთ ძალას „ოცნება" უწევს პროპაგანდას (ვიდეო)

წეღან ვნახე ალასანიას განცხადება, მავნებლური განცხადება, აი მაგიტომ ვერ მობრუნდებიან ნაცები ვერასდროს ხელისუფლებაში, ეგეთი "ფასეულობებით" რომ ხელმძღვანელობენ და ასეთ ძალას „ოცნება" უწევს პროპაგანდას.    „ოცნება" თავიანთი პროპაგანდისტული რესურსის 99% პროცენტს გახარიას გაშავებაზე ხარჯავენ და 1%-საც არ აკეთებენ, რომ ნაცები დაამარცხონ და იცით რატომ? იმიტომ, რომ 2021 წელს „ოცნება" წკიპზე იყო ხელისუფლების დაკარგვის და ამის გამო სააკაშვილი ჩამოიყვანა საქართველოში. 2024 წელს წკიპზე აღარ

„გავაკვირვეთ მთელი მსოფლიო - ქართულ ზეთისხილში ისეთი ახალი არომატები იპოვეს, მანამდე არცერთ ქვეყანას რომ არ ჰქონია“

„გავაკვირვეთ მთელი მსოფლიო - ქართულ ზეთისხილში ისეთი ახალი არომატები იპოვეს, მანამდე არცერთ ქვეყანას რომ არ ჰქონია,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ბიზნესმენმა, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს საპატიო პრეზიდენტმა გიორგი სვანიძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქართველოში უკვე გახსნა სანერგე მეურნეობა, სადაც ქართული ზეთისხილი გამოჰყავთ. „10 წლის წინ პირველი ხე რომ დავრგეთ, სულ 8 ჰექტარი იყო, დღეის მდგომარეობით მილიონზე მეტი ზეთის

მუნიციპალური სერვისების განვითარების ელექტრონული სერვისები ხარვეზით ფუნქციონირებს - ხარვეზის აღმოფხვრამდე, ზონალურ საათობრივი სისტემის გამოუყენებლობის გამო არავინ დაჯარიმდება

მუნიციპალური სერვისების განვითარების ელექტრონული სერვისები ხარვეზით ფუნქციონირებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ხარვეზის აღმოსაფხვრელად კი მუშაობა მიმდინარეობს. „აღნიშნულ პერიოდში ზონალურ საათობრივი სისტემის გამოუყენებლობის გამო არავინ დაჯარიმდება, ზონალური პარკირების სისტემა ავტომატურად გაითიშება, ხარვეზის მიმდინარეობის პერიოდში ბალანსიდან თანხა არ გაიხარჯება. ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მოგეწოდებათ“,-

გახარია - ამიტომ არის საქართველოში კორუფცია ღალატის ტოლფასი (ვიდეო)

ამიტომ არის საქართველოში კორუფცია ღალატის ტოლფასი... გიორგი გახარია, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.  408921498_290436033995648_2924928676644988178_n.mp4
×
×
  • შექმენი...