შეიძლება ითქვას, რომ ბურთი ჩვენს მოედანზეა და ჩვენ თუ ვიქნებით მზად, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება ის კარი ღია - რაღაც უნდა შევცვალოთ და ეს ცვლილება არა ზედაპირული, არამედ საფუძვლიანი უნდა იყოს, - ამის შესახებ საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტმა, ზურაბ ბატიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის განცხადებას გამოეხმაურა.
როგორც ზურაბ ბატიაშვილმა აღნიშნა, საქართველომ თუ არ შეასრულა ის მოთხოვნები, რომელიც დასავლეთს ბუნებრივად გააჩნია, ძალი
ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
განცხადების თანახმად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.
მათი ცნობით, ჯანდაცვის ახალ მინისტრს კობახიძე უახლოეს დღეებში წარადგენს.
პუბლიკა
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით კლინიკებთან შეთანხმება, სავარაუდოდ, მაისის ბოლომდე დასრულდება და ივნისიდან ბავშვებს მკურნალობის დაწყების შესაძლებლობა მიეცემათ.
როგორც აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მშობლებს საშუალება ექნებათ, კლინიკა თავად შეარჩიონ.
„140-მდე ახალი შემთხვევაა, 160 არის გასული წლის შემთხვევები. პასუხისმგებლობა ავიღ
,,ვიძლევით უპირობო გარანტიას, თუ სექტემბრის მონაცემებით, ევროკავშირის რამდენიმე წევრი ქვეყანა აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს“, - ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამის შესახებ მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობლებთან შეხვედრაზ
იმ შეხვედრას, სხვათა შორის, მეც არ ვესწრებოდი და არც მთავრობის ბევრი წევრი, - ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა კითხვას, რატომ ვერ დაინახა მთავრობამ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრის აუცილებლობა.
„ასეთი დონის შეხვედრებზე პროტოკოლით რაც არის გათვალისწინებული იმის მიხედვით ხდება სტუმრების დაპატიჟებაც და შეხვედრების გამართვაც. ალბათ აქედან გამომდინარე იყო, რომ არ ესწრ
ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განმარტებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ადგილას ახალი კლინიკის მშენებლობის პერიოდში სამედიცინო პერსონალი სხვა კლინიკებში გადანაწილდება, თანამშრომლები იმუშავებენ იმავე პოზიციებზე და შეუნარჩუნდებათ იმავე რაოდენობის ანაზღაურება.
ამასთან, როგორც მინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ანაზღაურება შეუნარჩუნდებათ სამედიცინო პერსონალის იმ ნაწილსაც, ვისი სხვა კლინიკაში გადაყვანაც ამ პერიოდის განმავლობაში ვერ მოხდება.
„ჩვენ იმდენად მასშტაბური პროექტის დ
რესპუბლიკური და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოები დღეისთვის ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს იქ არსებული ინფრასტრუქტურული თუ სხვადასხვა ტიპის პრობლემის გამო, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ახალი ინფექციური საავადმყოფოს რემონტი რამდენიმე თვეში დასრულდება, სადაც განთავსდება როგორც ბავშვთა, ისე მოზრდილთა ინფექციური განყოფილებები.
რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, მინისტრის განმარტებით, მიმდი
რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით რამდენიმე ხანში გვექნება საბოლოო დასკვნა და, დიდი ალბათობით, წინასწარი დასკვნა რაც იყო, იგივე დასკვნა იქნება საბოლოოდ, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
„მე ვთხოვდი მეგობრებს და კოლეგებს, რომ დაველოდოთ ამ დასკვნებს. წინასწარ ხმაურს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ამ და
ონკომედიკამენტების გაძვირებასთან დაკავშირებით ჩვენი ინფორმაცია სწორია, ეს თავის გამართლების მცდელობები კი არასწორია, – ასე უპასუხა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, როგორ შეაფასებს PSP-ს არგუმენტს, რომ „ონკოლოგიური პროდუქტი ქსელში იყიდებოდა სპეციალურ ფასად, თვითღირებულებაზე სამჯერ უფრო იაფად, რადგან ჰქონდა მოკლე ვადა, ამიტომ ფასის ძველ ნიშნულზე დაბრუნება მოხდა და არა – გაძვირება“.
„ჩვენ
ვთხოვდი ყველას, რომ დაველოდოთ საბოლოო დასკვნას, ვინაიდან გადაწყვეტილებაც ამ დასკვნის საფუძველზე უნდა მივიღოთ, - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს შესახებ დეტალურ ინფორმაციას, უწყება, მომდევნო კვირაში წარადგენს.
„მინდა ერთი რამ აღვნიშნო, ყველა სპეციალისტს აქვს თავისი ფუნქცია, მე ვერ გავაკეთებ შეფასებას ვერც მზიდი კონსტრუქციის, ვერც საძირკვლის, ან წ####ბის არიდების შესახებ. დიდ პატივს ვცემ
დავიწყეთ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადება, რომლითაც სახელმწიფო კიდევ უფრო აქტიურად იქნება ჩართული ფარმაცევტული ბაზრის რეგულირებისა და კონტროლის ნაწილში. ამ ცვლილებებით, ვაძლიერებთ სამინისტროს, როგორც რეგულატორისა და მაკონტროლებლის როლს, რომ საჭიროების შემთხვევაში ოპერატიულად მოხდეს რეაგირება, – განაცხადა ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა.
ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილება ფარმაცევ
ვიძლევით უპირობო გარანტიას, თუ სექტემბრის მონაცემებით, ევროკავშირის წევრი რამდენიმე ქვეყანა აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის ახლად შექმნილ სამკურნალო მედიკამენტს, საქართველო იქნება მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა, რომელიც ამ პასუხისმგებლობას გაიზიარებს და წამლის შესყიდვისთვის საჭირო პროცედურებს განახორციელებს, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე პაციენტების მშობლებთან შეხვედრაზე გან
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, აფთიაქების უმრავლესობაში მნიშვნელოვნად გაიზარდა მედიკამენტების ფასები როგორც თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებზე, ასევე იმ მედიკამენტებზეც, რომლებზეც ე.წ. რეფერენტული ფასები არ მოქმედებდა.
აზარაშვილის თქმით, დიდი ალბათობით, საქმე ეხება შეთანხმებულ მოქმედებებს.
„მინდა, შევეხო მნიშვნელოვან ფაქტს, რომელიც წინა კვირაში დაფიქსირდა. 15 თებერვლიდან მედიკამენტების ნაწილთან მიმართებით ძალაში შევიდა რეფერენტული ფასები და მაქსიმალ
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კლინიკების მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, გასული წლიდან მოყოლებული უწყება აქტიურად ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებას.
მისივე თქმით, ამ ღონისძიებების ფარგლებში კლინიკებისთვის შესაბამისი სტანდარტები განისაზღვრება.
„კლინიკების მომსახურების ხარისხის გაზრდის კუთხით გასულ წელს აქტიურად დავიწყეთ სხვადასხვა ღონისძიება. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია სტანდარტების განსაზღვრა სხვადასხვა მიმართულებით. წინა შემთხვევაში გ
1-ელი ნოემბრიდან DRG მეთოდოლოგიით საბაზისო ტარიფის მიხედვით, გამოითვლება კონკრეტულ სამედიცინო ჩარევაზე ტარიფი - პაციენტის კლინიკაში შესვლიდან მკურნალობის და კლინიკიდან გაწერის ჩათვლით, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მინისტრის განმარტებით, ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი და სამართლიანი მეთოდი, რომელიც წლებია სხვა ქვეყნებშიც არის დანერგილი.
„დღეს მთავრობის სხდომაზე მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ეხ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინთან სატელეფონო საუბრის ჩანაწერის ავთენტურობას ადასტურებს და აცხადებს, რომ ჩანაწერი ორჯერ მოისმინა და სასკანდალო რა არის, ჯერ ვერ მიხვდა.
მისი თქმით, როცა ფორსმაჟორული სიტუაცია იქმნება საზღვარზე სატრანსპორტო თვალსაზრისით, მაშინ ერთმანეთს ყოველთვის უკავშრდებიან და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა.
„ეს არის გასული წლის 21
ზუგდიდში, გვიან ღამით გაჩენილ ხანძარს ორი ბავშვი ემსხვერპლა. ცეცხლი ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე გაჩნდა. ხანძრის შედეგად 6 წლამდე ძმები დაიღუპნენ. სახლში მყოფი კიდევ ორი მცირეწლოვანის გადარჩენა კი მაშველებმა შეძლეს. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ჯგუფთან ერთად მობილიზებული იყო პოლიცია. ცეცხლის სხვა სართულებზე გავრცელების საფრთხე არსებობდა, თუმცა რამდენიმესაათიანი მუშაობის შედეგად მაშველებმა ხანძრ
შეხვედრაზე 2023-2026 წლების პრიორიტეტების დოკუმენტის პირველადი ვერსია განიხილეს და საბიუჯეტო ინიციატივები წარადგინეს.
მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ გიგა ფარულავამ, მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებს შეხვედრის ორგანიზებისთვის, NDI-ს თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ საქმიანობაზე, ბიუჯეტის ფორმირებაში NDI-ს ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მუნიციპალიტეტის საკეთილდღეოდ საქმიანი, მჭიდრო და ნაყოფიერი თან
ზუგდიდში, დადიანის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსის მეცხრე სართულიდან მუშა ჩამოვარდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული კლინიკაში გადაიყვანა, თუმცა, ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი შენობის მოსაპირკეთებელ სამუშაოებს ასრულებდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და გადმოვარდა.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები.
გავრცელებული, ინფორმაციით გარდაცვლილი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
იპნ
ზუგდიდში, ახალშობილი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.
სამართალდამცველები საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.
იპნ
ზუგდიდელი აქტივისტები წერენ, რომ დააკავეს შალვა ესართია, საპროტესტო აქციების ერთ-ერთი აქტიური მონაწილე.
აქტივისტი მარიამ სიჭინავა წერს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში ესართია ადვოკატმა მოინახულა.
სიჭინავას ცნობით, ადვოკატმა თქვა, რომ აქტივისტი დააკავეს პოლიციის შენობაში, სადაც ადმინისტრაციული ოქმის ჩასაბარებლად იყო მისული. მას თან ჰქონდა ტელეფონი, რომლის ჩაბარებაც პოლციამ მოითხოვა.
29 იანვარს ზუგდიდში შალვა ესართიამ
სამართალდამცავებმა ზუგდიდში, არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე 17 წლის ახალგაზრდა დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყობის ცნობით, ბრალდებულმა არასრულწლოვანს სხეულზე ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2005 წელს დაბადებული ე.ც., არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარე
საქმეს მიხედეთ, საქმეს! ეპისტოლეების გამოქვეყნების ნაცვლად, მოგიწოდებთ შეწყვიტოთ საკუთარი ქალაქის საბოტაჟი და დაბრუნდეთ საკრებულოში, - ასე ეხმაურება ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე, გიგა ფარულავა - პარტია “გახარია საქართველოსთვის” ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ირაკლი გოგოხიას განცხადებას, რომლის თანახმადაც, „გიგა ფარულავამ მორიგი პოლიტიკური დემაგოგიის ტირაჟირება სცადა, როდესაც განაცხადა, რომ ზუგდიდის საკრებულოდან გამოთავისუფლებულ 40 000 ლარს მერიას გადასცემს და ეს თანხა მოხმარდება - სოფ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის სტიპენდია 82 სტუდენტს მიენიჭა. ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის, განათლების განყოფილების განსაკუთრებული ნიჭის მქონე ახალგაზრდებისა და ბავშვთა ფინანსური ხელშეწყობის პროგრამის უზრუნველყოფის კომისიამ მიიღო.
როგორც კონსტანტინე კაკავამ აღნიშნა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის პრიორიტეტად,
აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოზარდის, ზუგდიდელი მხატვრის გიგი სიჭინავას ნამუშევრები პრეზიდენტის სასახლეში გამოიფინა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს მხატვარმა საკუთარი შემოქმედება ორბელიანების სასახლის სტუმრებს გააცნო.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, შშმ პირთა ნამუშევრების გამოფენა პრეზიდენტის სასახლეში საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით შშმ პირთა საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის სიმონ პეტრიდისის ინიციატივითა