Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.096.042

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ცესკოს თავმჯდომარე განმარტავს, როგორ უნდა მისცენ ამომრჩევლებმა ხმა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით - გიორგი კალანდარიშვილმა ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები პირდაპირ ეთერში თავად გამოსცადა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი განმარტავს, რა პროცედურების გავლა მოუწევთ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრის დროს. შესაბამისი ტექნოლოგიები კალანდარიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმის“ პირდაპირ ეთერში თავად გამოსცადა და საზოგადოებას აჩვენა, ზუსტად როგორ მუშაობს ამომრჩევლის ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატები. კალანდარიშვილის თქმით, კენჭისყრის პროცესში, მარკირება კვლავ შენარჩუნ

ბექა ლილუაშვილი -  წეღან ვნახე თემურ ალასანიას მავნებლური განცხადება, აი მაგიტომ ვერ მობრუნდებიან ნაცები ვერასდროს ხელისუფლებაში, ეგეთი "ფასეულობებით" რომ ხელმძღვანელობენ და ასეთ ძალას „ოცნება" უწევს პროპაგანდას (ვიდეო)

წეღან ვნახე ალასანიას განცხადება, მავნებლური განცხადება, აი მაგიტომ ვერ მობრუნდებიან ნაცები ვერასდროს ხელისუფლებაში, ეგეთი "ფასეულობებით" რომ ხელმძღვანელობენ და ასეთ ძალას „ოცნება" უწევს პროპაგანდას.    „ოცნება" თავიანთი პროპაგანდისტული რესურსის 99% პროცენტს გახარიას გაშავებაზე ხარჯავენ და 1%-საც არ აკეთებენ, რომ ნაცები დაამარცხონ და იცით რატომ? იმიტომ, რომ 2021 წელს „ოცნება" წკიპზე იყო ხელისუფლების დაკარგვის და ამის გამო სააკაშვილი ჩამოიყვანა საქართველოში. 2024 წელს წკიპზე აღარ

რა გამოწვევებია ქვეყანაში ადამიანის უფლებების მხრივ | ომბუდსმენის განცხადება

საქართველოს სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მიმოიხილავს გამოწვევებს, რომელიც ქვეყანაში ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით არსებობს. ოკუპაცია სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ 2023 წელს ადამიანის უფლებების დაცვას საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობამ დამღა დაასვა. აღნიშნული მძიმე ფაქტი, ომბუდსმენის შეფასებით, გამოძახილია იმისა, რომ ამ დრომდე დაუსჯელია საქართველოს ოთხ

„რამდენიმე თვეში წარმოვადგენთ გეგმა-გრაფიკს" - მინისტრი სასკოლო კვების ეტაპობრივად დაწყებას განიხილავს

განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის თქმით, უფასო სასკოლო კვებასთან დაკავშირებით სამინისტრო გეგმა-გრაფიკის შედგენაზე მუშაობს, რათა ეტაპობრივად დაიწყოს კვების საკითხის გადაჭრა, – ამის შესახებ მინისტრმა „რუსთავი 2-ის” გადაცემაში ისაუბრა. აქამდე გაცხადებული პოზიციებისგან განსხვავებით, ამილახვარმა აღნიშნა ისიც, რომ მას არ სურს დაელოდოს სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროცესს; რომ სულ რამდენიმე თვეში მზად იქნება აღნიშნული გეგმა-გრაფიკი და შედეგად გავიგებთ, რა იქნება შესაძლებელი. მინ

"საქართველოსთვის" - ჩვენი პარტია მხოლოდ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს - „ოცნების“ მიერ შემოტანილი ბიუჯეტების მიღება რუსთავში, ზუგდიდსა და ჩხოროწყუში ჩვენი მხარდაჭერით განხორციელდა...

პარტია "საქართველოსთვის" განცხადება ოპოზიციურ მუნიციპალიტეტებში მიმდინარე საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშირებით:   "როგორც საკუთარი მოქალაქეების წინაშე ანგარიშვალდებულმა პოლიტიკურმა პარტიამ, ინფორმირების მიზნით, გვსურს გაცნობოთ, რომ იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც პარტია „საქართველოსთვის“ ფლობს გადამწყვეტ სადეპუტატო მანდატებს: რუსთავში, ზუგდიდში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში, მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე, მხარი დაუჭირა და მიიღო ამ მუნიციპალიტეტების 2024 წლის ბიუჯეტები. მათ შორის: - 21 დე

“ეს ფილმი ქართულ საზოგადოებაში აფხაზად ყოფნაზეა” – ანა ძიაპშიპას “ავტოპორტრეტი ზღვარზე”

“აფხაზეთის თემა არც ამ ფილმით დაწყებულა ჩემთვის და არც დამთავრდება”, – ამბობს ავტობიოგრაფიული დოკუმენტური ფილმის “ავტოპორტრეტი ზღვარზე” ავტორი ანა ძიაპშიპა, რომელიც ნეტგაზეთან საკუთარ ფილმზე, აფხაზეთში გადაღებებზე, ქართულ-აფხაზურ ოჯახსა და ქართულ საზოგადოებაში აფხაზად ყოფნაზე გვიყვება. თბილისში ფილმის ჩვენებისას მაყურებლის რეაქციები სხვადასხვაგვარი იყო. ფილმის გადაღებამდე თუ გქონდა მოლოდინი, როგორ აღიქვამდა ფილმს/ შენს სათქმელს მაყურებელი?  ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი სათქმელი იყო ამ

HRW - საქართველოში მედიის თანამშრომლების მიმართ არაერთი მუქარა და თავდასხმა განხორციელდა

მედიის თანამშრომლების მიმართ არაერთი მუქარა და თავდასხმა განხორციელდა. ოქტომბრისთვის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა მიიღო 37 საჩივარი და დაიწყო 12 გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში მავნე ჩარევის ფაქტზე, - ამის შესახებ ორგანიზაცია Human Rights Watch-ის ანგარიშშია აღნიშნული, რომელშიც საქართველოზეც არის საუბარი. ანგარიშში საუბარია ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებელ მიშა მშვილდაძეზე განხორციელებულ თავდასხმაზე და ასევე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტო

შსს-მ 2 პირი დააკავა, მათ შორის ერთ-ერთია დედა, რომელიც არასრულწლოვან შვილს ფსიქოლოგიური ზეწოლით თბილისში მოწყალების თხოვნას აიძულებდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, არასრულწლოვანით ვაჭრობის დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს, 2 პირი დააკავეს, ხოლო ერთ პირს ბრალი წარედგინა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, 1989 წელს დაბადებული ნ.ა.-ს ბრალი არასრულწლოვანით ვაჭრობაში ედება, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანა

მსხვილფეხა პირუტყვის ექსპორტი იმპორტს 3-ჯერ აღემატება - სად ვყიდით და ვყიდულობთ საქონელს

საქართველო იმაზე სამჯერ მეტ მსხვილფეხა რქოსან პირუტყვის ყიდის, ვიდრე ყიდულობს. საქსტატის მონაცემებით, 2022 წელს ქვეყნიდან გავიდა 79,610 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი, იმპორტით კი 25,177 მლნ დოლარის შემოვიდა. ამავე სტატისტიკის მიხედვით, წინა, ანუ 2022 წელთან შედარებით გაზრდილია როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტიც. იმპორტის ზრდამ თითქმის 605% შეადგინა, (2022 წელს 3,572 მლნ დოლარი) ექსპორტი (ადგილობრივი) კი მხოლოდ 37,2%-ით გაიზარდა (2022 წელს 57,970 მლნ დოლარი). „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ

პრეზიდენტი - ელიტარულმა კორუფციამ ახალი მასშტაბი მიიღო, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია

ელიტარულმა კორუფციამ ახალი მასშტაბი მიიღო, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ელიტის მადას ზღვარი არ გააჩნია და რეალურად, არაფერი კონტროლდება და არც ვინმეს პასუხისმგებლობა ვლინდება; ეს იმიტომ, რომ ელიტარული კორუფცია აუცილებელი ცემენტია, რომელიც მონოლითური ძალაუფლების ირგვლივ ჰკრავს სანდო კასტას. ისინი არ ეცილებიან ძალაუფლებაში, სანაცვლოდ კი, დოვლათს ინაწილებენ,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც წლიურ ანგარიშ

13-14 თებერვალს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 20-25 გრადუსამდე მოიმატებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13-14 თებერვალს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა +20, +25 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო 15 თებერვლიდან დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, შესაბამისად ჰაერის ტემპერატურაც დაიკლებს. მათი ცნობით, თბილისში 13-14 თებერვალს თბილი და უნალექო ამინდი იქნება, 15 თებერვალს კი მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 13-14 თებერვალს დღისით +20, +22, ხოლო 15 თებერვალს +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება. სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 13

გახარია საკუთარი პარტიის რეიტინგზე, ოპოზიციაზე, ივანიშვილის და ოცნების ცვეთაზე (ვიდეო)

#5 ეპიზოდი: გახარია საკუთარი პარტიის რეიტინგზე, ოპოზიციაზე, ივანიშვილის და ოცნების ცვეთაზე    

ბექა ლილუაშვილი - მმართველი პარტია, რომელიც ყოველდღე ატყუებს საზოგადოებას, რომ აქვთ 60%-იანი მხარდაჭერა, მათი შედეგი რეალურად 40%-თან ახლოსაც არ არის (ვიდეო)

ეს ცვლილებები საარჩევნო წესში, ასახავს "ოცნების" სისუსტეს, მათივე ნაბიჯები აჩვენებს, რომ მათ არ აქვთ საზოგადოების მხარდაჭერა. მმართველი პარტია, რომელიც ყოველდღე ატყუებს საზოგადოებას, რომ აქვთ 60%-იანი მხარდაჭერა, მათი შედეგი რეალურად 40%-თან ახლოსაც არ არის.  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე.   ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/378525641818765/

მიშა დაუშვილი - ჩვენმა გუნდმა დავაინიცირეთ ალტერნატიული კანონპროექტი, რომლის შინაარსიც არის ის, რომ- რეალური, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე, რათა ჩვენმა ქვეყანამ შეძლოს რუსული გავლენებისგან თავის დაცვა

ჩვენ, ჩვენმა გუნდმა დავაინიცირეთ ალტერნატიული კანონპროექტი, რომელიც ხვალ გავა ბიუროზე და რომლის შინაარსიც არის ის, რომ- რეალური, ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე, რომ ჩვენმა ქვეყანამ შეძლოს რუსული გავლენებისგან თავის დაცვა. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. 

ბექა ლილუაშვილი - როგორ შეიძლება შავ ფულზე საუბრობდეს ხელისუფლება, რომელიც ქოლ-ცენტრების საგამოძიებო კომისიას არ ქმნის, მთავრობის განკარგულებებს არ აქვეყნებს და რომლის სასამართლოც კორუფციის გამო არის სანქცირებული

როგორ შეიძლება შავ ფულზე საუბრობდეს ხელისუფლება, რომელიც ქოლ-ცენტრების საგამოძიებო კომისიას არ ქმნის, მთავრობის განკარგულებებს არ აქვეყნებს და რომლის სასამართლოც კორუფციის გამო არის სანქცირებული.  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმდჯომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/962381388241893/

მიშა დაუშვილი - ქოჩორაშვილი და მთელი გუნდი მხარს რასაც უჭერს, ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია, ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული და თავი დაანებონ მათზე და მათი ოჯახის წევრებზე სისულელეების ლაპარაკს

ქოჩორაშვილი და მთელი გუნდი მხარს რასაც უჭერს, ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაცია, ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული და თავი დაანებონ მათზე და მათი ოჯახის წევრებზე სისულელეების ლაპარაკს. ამ ქვეყნაში თუკი ვინმეს დესტაბილიზაცია, არეულობა და ომი უნდოდა და უნდა, ეს არის რუსეთის ფედერაცია, რომელიც ჩვენი ქვეყნის ოკუპანტია. "ოცნება" გვეუბნება, რომ ამ ქვეყანაში, თურმე არეულობა უნდა ევროკავშირს იმ სახელმწიფოებს, რომლებიც ჩვენი მეგობრები არიან და რუსული ოკუპაციისგან გვიცავენ, გვეხმარებიან სუვერენიტ

სალომე ზურაბიშვილი - მთავარი საკითხი, რაც ამ არჩევნებზე დაისმება არის ის, რა გვინდა ჩვენ - ევროპა თუ რუსეთი? - დარწმუნებული ვარ, რა იქნება ქართული მოსახლეობის პასუხი ამ კითხვაზე

მთავარი საკითხი, რაც ამ არჩევნებზე დაისმება არის ის, რა გვინდა ჩვენ - ევროპა თუ რუსეთი? დარწმუნებული ვარ რა იქნება ქართული მოსახლეობის პასუხი ამ კითხვაზე - მე [„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] კანონპროექტს ვეტოს დავადებ! - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, დღეს ნათელია, რომ მოსახლეობის უმრავლესობას არ სურს საკანონმდებლო ორგანოს უმრავლესობა, თუ ისინი რუსეთისკენ მიემართებიან. „მე მას ვეტოს დავადებ, როგორც

ბექა ლილუაშვილი - მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო საჯარო მოხელეებსა და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს. პოლიტიკოსები ყველთვის იცვლებიან, მაგრამ კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები არიან ისინი, ვინც ეს ქვეყანა აქამდე მოიყვანა

მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო საჯარო მოხელეებსა და ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლებს. პოლიტიკოსები ყველთვის იცვლებიან, მაგრამ კეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები არიან ისინი, ვინც ეს ქვეყანა აქამდე მოიყვანა. მთავარი არ არის რომელ აქციაზე იდგებით თქვენ 29 აპრილს, მთავარია სად დადგებით 26 ოქტომბერს.      ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/947746630128130/

"ივანიშვილმა ქართველები, ახალგაზრდები თავის ზონდერებს აცემინა. ზონდერებს, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს, განსხვავებული აზრის მიმართ, ზუსტად ასეთივე სადამსჯელო ღონისძიებებს ახორციელებდნენ"

პარტია "გახარია საქართველოსთვის" განცხადება: "ივანიშვილმა ქართველები, ახალგაზრდები თავის ზონდერებს აცემინა. ზონდერებს, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს, განსხვავებული აზრის მიმართ, ზუსტად ასეთივე სადამსჯელო ღონისძიებებს ახორციელებდნენ. მოძალადე და კორუმპირებულ მოსამართლეებთან ერთად, ივანიშვილმა “ნაც.მოძრაობის” ზონდერები და მათი მეთოდებიც გადმოიბარა. ეს არის შიშის და სისუსტის ნიშანი. ასე დასრულდა "ნაციონალური მოძრაობა", ასე დასრულდება "ოცნება".

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს, დაგემუქრნენ ან ოფისთან პლაკატები გააკრეს | რჩევა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში რჩევებს აქვეყნებს, თუ როგორ უნდა მოიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ უცხო ნომრიდან დაგირეკეს და სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგაყენეს, დაგემუქრნენ ან თქვენს ოფისთან პლაკატები გააკრეს. „ბოლო დღეების დაშინების მცდელობებს, პირველ რიგში, აუღელვებლად დავუპირისპირდეთ სამართლებრივი გზებით. მიუხედავად იმისა, გვაქვს თუ არა იმედი, რომ ჩვენ შეტყობინებას შედეგი მოჰყვება, შესაბამისი მიმართვების გაკეთება მაინც მნიშვნელოვანია. ეს

4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში, აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება

4 ივნისს, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ჰელსინკის კომისიის ფარგლებში აშშ-ის კონგრესში მოსმენა გაიმართება, - ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის ჰელსინკის კომისია ავრცელებს. „რუსული სტილის „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონის ამჟამინდელი მიღება მმართველი „ქართული ოცნების“ მთავრობის აშკარა ანტიდასავლურ ნაბიჯს და მის რუსეთთან, ისევე როგორც სხვა ავტორიტარულ ძალებთან, როგორიც ჩინეთია, იმავდროულ დაახლოებას ასახავს. სამი ათწლეულის განმავლობაში არსებული პროდასავლური, დემოკრატიული და ევროატლა

ბექა ლილუაშვილი - იღებს თუ არა განათლების მინისტრი პასუხისმგებლობას საგანმანათლებლო სივრცეებში მიმდინარე ძალადობასა და ამ სივრცეებში მოქალაქეების პოლიტიკური ნიშნით დევნის შესახებ ?! (ვიდეო)

იღებს თუ არა განათლების მინისტრი პასუხისმგებლობას საგანმანათლებლო სივრცეებში მიმდინარე ძალადობასა და ამ სივრცეებში მოქალაქეების პოლიტიკური ნიშნით დევნის შესახებ ?!  ბექა ლილუაშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1000977931635091/

თბილისის მერია - თურქეთი-საქართველოს ნაკრებებს შორის დაგეგმილი მატჩის პერიოდში, ავტობუსების ნაწილი პიკურ დროში განსაზღვრული რაოდენობით იმოძრავებს

ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე, თურქეთი-საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს შორის დღეს დაგეგმილი მატჩის პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი რამდენიმე წუთიანი ინტერვალით იმოძრავებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. კერძოდ, იმ მოქალაქეებს, რომლებიც მატჩის ტრანსლირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, 20:00-დან 23:00 საათის ჩათვლით, ავტობუსები პიკურ დროში განსაზღვრული რაოდენობებით მოემსახურებიან. ღონისძიე

Reuters - ევროკავშირი და ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინის უსაფრთხოების შეთანხმებას გააფორმებენ

ევროკავშირი და უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს, სავარაუდოდ, უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას მოაწერენ ხელს, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს ევროკავშირის ვალდებულებას, დაეხმაროს უკრაინას უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ცხრა სფეროში -მათ შორის იარაღის მიწოდების, სამხედრო წვრთნების, თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობისა და განაღმვითი სამუშაოების შესრულების კუთხით. დოკუმენტის პროექტში ნათქვამია, რომ „მომავალი აგრესიის“ შემთხვე

ნათია მეზვრიშვილი - დღეს გვყავს სუსი, რომელიც რუსული ტიპის გავლენებს კი არ ებრძვის არჩევნებზე, არამედ ეხმარება და კოორდინირებულად მოქმედებენ (ვიდეო)

დღეს გვყავს სუსი, რომელიც რუსული ტიპის გავლენებს კი არ ებრძვის არჩევნებზე, არამედ ეხმარება და კოორდინირებულად მოქმედებენ.  ნათია მეზვრიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/986051393316425/
×
×
  • შექმენი...