უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოლდოვაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად ჩავიდა.
როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, პარტნიორებთან შეხვედრაზე ისაუბრებს მოიერიშე თვითმფრინავების კოალიციაზე, ასევე უკრაინის ახალ ინიციატივაზე „პატრიოტების“ კოალიციასთან დაკავშირებით და უკრაინის „მშვიდობის ფორმულაზე“.
„მოგესალმებით, პირველ რიგში, მადლობა მოწვევისთვის. მიხარია რომ აქ ვარ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია მოლდოვას მხარდაჭერა. გვიხარია რომ ისტორიულად ჩვენ ისევ ერთა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს გაერთიანებულ სამეფოს ეწვევა. პრეზიდენტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკს შეხვდება.
ვოლოდიმირ ზელენსკის გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლა მისი მეორე საერთაშორისო ვიზიტია ომის დაწყების შემდეგ.
მანამდე პრეზიდენტი ვაშინგტონში იმყოფებოდა, სადაც კონგრესის წინაშე სიტყვით წარსდგა.
ავტორი - სალომე თორაძე
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოულოდნელი ვიზიტით დონეცკის რეგიონში ჩავიდა, სადაც ბახმუტის დამცველები დააჯილდოვა.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ზელენსკის ვიზიტის ამსახველ კადრებს ავრცელებს.
„ჩემთვის პატივია დღეს აქ ყოფნა, ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთში, დონბასში. პატივია დავაჯილდოვო ჩვენი გმირები - მადლობა გადაგიხადოთ, ხელი ჩამოგართვათ. მადლობა სახელმწიფოს, სუვერენიტეტისა და უკრაინის აღმოსავლეთის დაცვისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ინტერპრესნიუსი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში ჩავიდა.
სლავიანსკში ზელენსკიმ ვიდეომიმართვა ჩაწერა, რომელშიც უკრაინელ სამხედროებს უკრაინის შეიარაღებული ძალების დღე მიულოცა.
„ამ დღეს ჩვენს მებრძოლებთან წინა ხაზზე ვხვდები. დღეს ჩვენ დონბასში ვართ. საბრძოლო მოქმედებების ზონა გახდა კიდევ უფრო დიდი, ბრძოლა უფრო მძიმე, ფასი – უფრო მაღალი“, – განაცხადა ზელენსკიმ. მან მოუწოდა ყველას, დღეს წუთიერი დუმილით პატივი მიაგონ ბრძოლაში დაღუპულ ყველა სამხედროს.
„ახლ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს კიევში იწვევს.
ამის შესახებ ზელენსკიმ ბრიტანულ ბრიტანულ ტელეარხ Channel 4 News-თან ინტერვიუში განაცხადა.
უკრაინის ლიდერმა ტრამპის განცხადებას, რომლის მიხედვითაც 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში რუსეთ-უკრაინაში ომს 24 საათში დაასრულებს, ძალიან სახიფათო უწოდა.
„გეპატიჟებით უკრაინაში, კიევში. თუ თქვენ შეძლებთ ომის შეჩერებას 24 საათში, ვფიქრობ, ეს საკმარისი იქნება, რათა ჩამოხვიდეთ. ძალ
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მხარდამჭერებთან გამართული შეხვედრის დროს მომხდარ სროლას ეხმაურება.
„შემაძრწუნა ცნობამ პენსილვანიაში, წინასაარჩევნო შეკრების დროს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიმართ განხორციელებული სროლის შესახებ. ასეთ ძალადობას გამართლება არ აქვს და მას მსოფლიოში ადგილი არსად არ უნდა ჰქონდეს. ძალადობამ არასოდეს უნდა გაიმარჯვოს“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელ X-ზე.
მისი თქმით
მორიგი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. შედეგად, დნიპროში ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორსული. სამი დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წერს.
მისი თქმით, უკრაინის პასუხი იქნება სამართლიანი და გარდაუვალი.
„ყოველდღე ვებრძვით ტერორისტებს. ვინც კლავს მშვიდობიან მოსახლეობას, ბომბავს ქალაქებს, ანადგურებს უკრაინელების სიცოცხლეს და ბედს. დღეს მორიგი სარაკეტო შეტევა განხორციელდა. შედეგად დნიპროში ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ორსული.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დიდ ბრიტანეთში ჩავიდა. აეროპორტში ზელენსკის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი დახვდა.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ქვეყნის გარეთ ეს ზელენსკის მეორე ვიზიტია. პირველად ზელენსკი აშშ-ში იმყოფებოდა.
Sky News-ი გაერთიანებული სამეფოს პრემიერ -მინისტრის ოფისზე დაყრდნობით იუწყება, რომ ზელენსკი დიდი ბრიტანეთის პრემიერს, რიში სუნაკს და უკრაინელ სამხედროებს შეხვდება.
საინფორმაციო სააგენტო AP-ის ცნობით კი, უკრაინის პრეზიდენტი დიდი ბრიტ
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოს ეწვია, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“ წერს, რომ ვიზიტის ფარგლებში ის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, რიში სუნაკს შეხვდება.
"დღეს - ლონდონი. გაერთიანებული სამეფო არის ლიდერი, როდესაც საქმე ეხება ჩვენი შესაძლებლობების გაფართოებას ხმელეთსა და ჰაერში. ეს თანამშრომლობა დღეს გაგრძელდება. მე შევხვდები ჩემს მეგობარ რიშის. ჩვენ ჩავატარებთ არსებით მოლაპარაკებებს პირისპირ და დელეგაციებთან ე
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბულგარეთში ჩავიდა, სადაც ქვეყნის მაღალჩინოსნებთან და პოლიტიკოსებთან შეხვედრებს გამართავს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, განსახილველ საკითხებს შორისაა თავდაცვის მხარდაჭერა, უკრაინის ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ნატო-ს მოახლოებული სამიტი, უსაფრთხოების გარანტიები და უკრაინის სამშვიდობო ფორმულის განხორციელება.
„სოფია. ბულგარეთი. გავმართავ დეტალურ მოლაპარაკებებს პრემიერ-მინისტრ ნიკოლაი დენკოვთან, შევხვდები პრ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, სავარაუდოდ, ხუთშაბათს ბრიუსელს ეწვევა. ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ევროკავშირის დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, უკრაინის პირველი პირი ხვალ ევროკავშირის ლიდერებს სამიტზე პირადად შეხვდება. ამასთან, ზელენსკი ევროპარლამენტს საგანგებო სესიაზე მიმართავს.
ინტერპრესნიუსი
ვესტმინსტერის დარბაზში სიტყვით გამოსვლისას, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს პირადად გადაუხადა მადლობა.
„ბორის, შენ გააერთიანე სხვები, როცა ეს აბსოლუტურად, აბსოლუტურად შეუძლებელი ჩანდა. მადლობა“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მან მხარდაჭერისთვის მადლობა ასევე გადაუხადა დიდი ბრიტანეთის პრემიერ - მინისტრ რიში სუნაკს და მეფე ჩარლზ III-ს.
ამასთან, ზელენსკიმ ბრიტანეთს მადლობა გადაუხადა უკრაინისთვის ტანკების მიწოდებისა და უკრაინელი ს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ბერლინში ჩავიდა, სადაც ის თავის გერმანელ კოლეგას, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა, მოგვიანებით კი კანცლერ ოლაფ შოლცსაც შეხვდება.
ეს ზელენსკის პირველი ვიზიტია გერმანიაში ომის დაწყების შემდეგ. გუშინ კი უკრაინის ლიდერი იტალიაში იმყოფებოდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტსა და რომის პაპთან აუდიენცია გამართა.
მოგვიანებით ზელენსკიმ აღნიშნა, რომ კონტრიერიში, რომლის შესახებაც ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად საუბრობენ, მალე დაიწყება.
ავ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ხერსონის ოლქში გათავისუფლებულია 60 დასახლებული პუნქტი. ამის შესახებ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ხერსონიდან უკან დახევისას რუსეთის არმიამ კრიტიკული სამოქალაქო ინფრასტრუქტურა სრულად გაანადგურა.
„საღამოს მონაცემებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა კონტროლი დაამყარეს ხერსონის ოლქის 60 დასახლებულ პუნქტზე. პოლიციამ დაიწყო სტაბილიზაციის ღონისძიებები. თავად ხერსონშიც გრძელდება სტაბილიზაციის
უკრაინის პრეზიდენტმა ახალი საკადრო ცვლილებები დააანონსა. ამის შესახებ განცხადება ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტრადიციულ ვიდეომიმართვაში გააკეთა.
მისი თქმით, მას ჯერ არ დაუსრულებია მთავრობაში ცვლილებების პროცესი და ყველას, ვინც არ შეესაბამება სახელმწიფო მოთხოვნას, გათავისუფლება ელოდება.
„ახლა ერთგვარი საკადრო სიჩუმეა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველა საჭირო ნაბიჯები უკვე გადადგმულია. კიდევ იქნება გადაწყვეტილებები. ვინც სახელმწიფოსა და საზოგადოების პრინციპულ მოთხვნებს არ შეესაბამება, მათი სა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პარასკევის ღამის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ფრონტზე შექმნილი ვითარება შეაფასა და აღნიშნა, რომ დონბასში გრძელდება სასტიკი ბრძოლები, მაგრამ უკრაინელი სამხედროები ინარჩუნებენ პოზიციებს და ცალკეულ მონაკვეთზე წინაც მიიწევენ.
„ბახმუტი, სოლედარი, კრემინა...მთლიანობაში პოზიციებს ვინარჩუნებთ. არის ფრონტის ისეთი მონაკვეთები, სადაც ნელ-ნელა წინ მივიწევთ. და მე მადლობელი ვარ ყველა ჩვენი მებრძოლისა, რომლებიც ამას უზრუნველყოფენ. თქვენ ნამდვილი გმირები ხართ“, - განა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები, შესაძლოა, მიმდინარე წელს დაიწყოს. ამის შესახებ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა, სადაც მან უკრაინა-ევროკავშირის სამიტის შედეგებზე ისაუბრა.
უკრაინის ლიდერის თქმით, სამიტზე განხილული იყო ასევე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტის მზადების საკითხი. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ევროკომისიას უკრაინის აღდგენის გეგმისთვის ერთი მილიარდი ევროს გამოყოფისთვის
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ სასურსათო უსაფრთხოების პირველი სამიტის შედეგად 150 მილიონ დოლარამდე თანხის მობილიზება გახდა შესაძლებელი. ამის შესახებ ზელენსკიმ სამიტის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
აღნიშნული თანხა მოხმარდება ინიციატივას „მარცვლეული უკრაინიდან“ (Grain from Ukraine), რომელიც ღარიბი ქვეყნებისთვის უკრაინიდან მარცვლეულის მიწოდებას ითვალისწინებს.
უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ინიციატივას შეუერთდა 20-ზე მეტი ქვეყანა და ევროკა
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კახოვკის ჰესის აფეთქებასთან დაკავშირებით "წითელი ჯვრისა" და გაეროს “სიჩუმით” შოკირებულია. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა BILD-თან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, ბევრმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, მათ შორის "წითელმა ჯვარმა" და გაერომ, უკრაინის დახმარების შესახებ თხოვნებს ან იგნორირება გაუკეთეს ან დიპლომატიური ფორმულირებით უარი განაცხადეს.
“ხალხი, ცხოველები დაიღუპნენ. დატბორილი სახლების სახურავებიდან ხალხი დამხრჩვლებს ხედავს.
ხერსონის ოლქ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ევროპული ქვეყნებიდან უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტებით და მშვიდობის ფორმულის გაზრდილი მხარდაჭერით ბრუნდება, – ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
უკრაინის ლიდერი ბოლო დღეების განმავლობაში იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში იმყოფებოდა ვიზიტით.
„სამი ხანგრძლივი დღე და ჩვენი მეომრები, ჩვენი სახელმწიფო უფრო ძლიერი ხდება. დარწმუნებული ვარ, მნიშვნელოვნად უფრო ძლიერი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დანიის სამთავრობო დელეგაციასთან შეხვედრისას უკრაინის თავდაცვით საჭიროებებსა და აღდგენაზე ისაუბრეს. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიქსენთან ერთად ზელენსკი დღეს მიკოლაევსა და ოდესაში იმყოფებოდა.
„ჩვენ ძალიან დეტალურად ვისაუბრეთ უკრაინის თავდაცვით საჭიროებებზე. იმაზე, რა შეიძლება დაგვეხმაროს ჩვენი ტერიტორიის, ჩვენი სამხრეთისა და ჩვენი აღმოსავლეთის გათავისუფლებაშ
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN-ი უკრაინის პრეზიდენტის მგზავრობის განრიგის მცოდნე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
“სხვა წყარომ თქვა, რომ მისი თვითმფრინავი ენრდიუსის ავიაბაზაზე დაჯდა”, - წერს გამოცემა.
ზელენსკიმ “ფეისბუქის” პირად გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ უკრაინასა და აშშ-ის შორის ორმხრივ თანამშრომლობას განიხილავს.
“დღეს მე ვაშინგტონში ვარ, რათა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს, პრეზიდენტსა და კონგრესს მათი
ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში მომხდარი ავიაკატასტროფის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„შოკისმომგვრელი ცნობები ვაშინგტონიდან. დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებთ. ვხედავთ, თუ როგორ იჩენენ მაშველები განსაკუთრებულ თავდადებას სამძებრო-სამაშველო ოპერაციის დროს. ამ ტრაგიკულ დროს პრეზიდენტ ტრამპსა და ამერიკელ ხალხს ჩვენს მხარდაჭერას ვუცხადებთ“, - წერს უკრაინის პრეზიდენტი X-ზე.
ცნობისთვის, აშშ-ში ვაშინგტონის რეიგანის აეროპორტთან ახლოს American Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი აშშ-ის არმიის
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის გადაწყვეტილებას უკრაინასთან ერთად იარაღისა და თავდაცვის სისტემების ერთობლივი წარმოების შესახებ ისტორიულს უწოდებს.
"არსებობს ამერიკის ისტორიული გადაწყვეტილება იარაღისა და თავდაცვითი სისტემების, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემის, ერთობლივი წარმოების შესახებ. ეს არის ის, რაც ბოლო დროს აბსოლუტურად ფანტასტიკა იყო, მაგრამ რეალობად იქცევა. ჩვენ ამას რეალობად ვაქცევთ", - აღნიშნა ზელენსკიმ.
22 სექტემბერს უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეერთ
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის ეროვნული თავდაცვის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აშშ-ში გადაუჭრელი საკითხები მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შთააგონებს.
“ნება მომეცით, გულწრფელი ვიყო თქვენთან, მეგობრებო. თუ ვინმე არის შთაგონებული კაპიტოლიუმში გადაუჭრელი საკითხებით, ეს მხოლოდ პუტინი და მისი ავადმყოფი ხროვა. ისინი ხედავენ ოცნებების ახდენას, როდესაც ხედავენ შეფერხებებს და სკანდალებს. ისინი ხედავენ, რომ თავისუფლება ეცემა, როდესაც თავისუფლებისთვის მებრ