უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ყირიმს „კომბინირებული გზით“ გაათავისუფლებს, მაგრამ ეს სამხედრო მოქმედებების გარეშე შეუძლებელია.
„კომბინირებული გზით - ეს არ არის მხოლოდ დიპლომატიური, მხოლოდ სამხედრო, კიდევ ბევრი განსხვავებული ვარიანტია. მაგრამ სამხედრო მოქმედებების გარეშე ეს შეუძლებელია, როგორც მთელი ამ წლების განმავლობაში ვამბობდი... კომბინირებულად ყველაფერს დავიბრუნებთ. რას ნიშნავს- ახლა ახსნა-განმარტებას არ გავაკეთებ", - აღნი
ფსკოვის აეროპორტზე, რომელიც უკრაინისგან 700 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და რომელშიც რუსეთის 334-ე სამხედრო-სატრანსპორტო პოლკია დისლოცირებული, დრონებით განხორციელდა შეტევა.
რუსული სამთავრობო მედიის ცნობით, დაზიანებულია ოთხი სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავი „ილ-76“.
„ფსკოვსკაია გუბერნია“, ერთ-ერთი პირველი გამოცემა, რომელმაც აეროპორტის რაიონში აფეთქებების შესახებ დაწერა, იტყობინება, რომ ადგილობრივებმა გაიგეს აფეთქების და ავტომატის ჯერის ხმა. სხვადასხვა მონაცემით, აეროპორტზე იერიში მიიტა
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 2 და 3 სექტემბერს დღის მეორე ნახევრიდან 4 სექტემბრის დილამდე საქართველოს ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა, ზოგან ძლიერი, ელჭექი, სეტყვა და ქარი.
„მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
publika
,,ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს ადებს.
როგორც სალომე ზურაბიშვილი განცხადებაში განმარტავს, ,,ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებებს ვეტოს ადებს, რადგან "არც საჭირო, არც საჩქარო და არც არგუმენტირებულია!".
პრეზიდენტისთვის გაუგებარია, რა საჭიროა დამატებითი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, მაშინ, როცა მოქმედი სამი ვიცე პრეზიდენტიდან თავისუფლად შესაძლებელია ერთ-ერთმა შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობა, რასაც პრაქტიკა ადასტურებს
მოქალაქეებს, ტექნიკური ხარვეზისა და 112-ში ზარების შეფერხებით შესვლის გამო, ალტერნატიულ ნომრებზე დარეკვა შეუძლიათ.
ამის შესახებ ინფორმაციას საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112 ავრცელებს.
„ტექნიკური ხარვეზის გამო, 112-ში ზარები შეფერხებით შემოდის. თუ გესაჭიროებათ გადაუდებელი დახმარება და 112-ზე ვერ გვიკავშირდებით, დარეკეთ ალტერნატიულ ნომრებზე:
599842206
598087761
577011139
577011174
591544384
591946840
591946870
591544375
ტექნიკური
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 31 მაისს, ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ ქართველი ხალხი სოლიდარულია რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფი უკრაინისადმი.
მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ მალე როგორც საქართველოს, ისე უკრაინის წარმომადგენლები, ევროპარლამენტის სხდომათა დარბაზში ისხდებიან.
“საქართველოს აქვს ნამდვილად ტრაგიკული ისტორია, რომელიც ორ-ნახევარ საუკუნეს ითვლის: საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმი, რეპრესიები და უწყვეტი რუსული აგრესია და ოკუპაცია.
ა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა ჩინეთში ვიზიტი, რომელიც პარასკევს უნდა დაწყებულიყო, გადადო მას შემდეგ, რაც აშშ-ის საჰაერო სივრცეში შემჩნეულ იქნა ჩინეთის სადაზვერვო საჰაერო ბურთი, განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
ABC News-ს მოჰყავს შეერთებული შტატების ოფიციალური წარმომადგენლის სიტყვები, რომ ბლინკენს არ სურს ვიზიტის მთლად გაუქმება და ვითარების უკონტროლოდ დატოვება. მაგრამ ამავე დროს მას არ სურდა, საჰაერო ბურთთან დაკავშირებული ინციდენტი ჩინეთის ხელისუფლების წარმომადგენლ
ბათუმში, ერთ-ერთ კორპუსში ლიფტი ჩავარდა, შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა, – ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ში ადასტურებენ.
„ერთი პაციენტი კლინიკა „ბრაზერში“, ხოლო ორი კი სამედიცინო ცენტრში არიან გადაყვანილი. ხუთიდან ორი მოქალაქე თავს კარგად გრძნობს, კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადეს. საბედნიეროდ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – უთხრეს IPN-ს შესაბამის უწყებაში.
როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყ
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქში ზვავი ჩამოწვა, – ამის შესახებ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, უხვი ნალექის შედეგად ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქულბაქთან დამაკავშირებელ გზაზე ზვავი ჩამოწვა და მსუბუქი ავტომანქანა მოიყოლა.
ადგილზე სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
ავტორი - ირმა ჭოლაძე
ხვალ დაგეგმილ აქციაზე მისვლას ვაპირებ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია "საქართველოსთვის" წევრმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარტიაში აღნიშნულთან დაკავშირებით ყველა ინდივიდუალურად მიიღებს გადაწყვეტილებას.
„პარტიას რაც შეეხება, ჩვენ ყოველთვის გვქონდა პოზიცია, რომ ყველას თავის შეხედულების შესაბამისად შეუძლია დააფიქსიროს პოზიცია და ჩვენ არ ვუკრძალავთ არავის, ვისაც სურვილი აქვს შეუძლია შეუერთდეს პარტიიდან. ჩემი მიზანი აქციაზე მისვლის უკრაინის მხარდაჭერაა, მე იქ მივდივარ,
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი, რომელიც ახლებურად დაარეგულირებს თავდაცვის სამინისტროს მოწყობის, საქმიანობისა და სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებს. პროექტის თანახმად, სავალდებულო სამხედრო სამსახურს შეეცვლება სახელი და ეწოდება - „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური“.
კოდექსის თანახმად, იგეგმება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის შემცირება. კერძოდ, 12-თვიანი ვადის ნაცვლად შემოთავაზებულია სამსახურის დიფერე
სართიჭალაში მშენებლობაზე მძღოლი დაიღუპა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლს რამდენიმეტონიანი ბეტონის ფილა დაეცა.
როგორც „პუბლიკას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
publika
“ანაკლია გაუკაცრიელებულია, ყველა ძველი და ახალი პროექტი გაჩერებულია”, – ვკითხულობთ დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის [DRI] ახალ ანგარიშში, რომელიც 2023 წლის ივლისში საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში არსებული ვითარებას შეეხება.
ორგანიზაციის ცნობით, მათ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის პრობლემების შესწავლის მიზნით წალენჯიხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების სოფლები – განმუხური, ხურჩა, ორსანტია, რუხი, ტყაია, რიყე, ანაკლია, მუჟავას თემი, ფახულანის თემი, ფოცხო-ეწერის დევნილთა ჩასახლება და გა
დაბა ჩაქვში ერთ-ერთ სახელოსნოში 50 წლამდე მამაკაცი მძიმე ტექნიკის დაცემის შედეგად გარდაიცვალა. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. შუახნის მამაკაცი ტრაქტორის მძღოლი იყო, რომელიც ამავე სახელოსნოში იყო დასაქმებული.
„როგორც გავიგეთ სახელოსნოში მუშაობდა, ტრაქტორიდან ჩამოვარდა და შემდეგ კი ტრაქტორი ამოყირავდა და მძღოლს დაეცა. სასწრაფო დამხმარების ბრიგადა მოვიდა, თუმცა სამწუხაროდ მამაკაცი გარდაიცვალა“, - ამბობენ ადგილობრივები.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იყვნე
ნობელის პრემიის დაჯილდოებაზე რუსეთის, ბელარუსისა და ირანის ელჩების მოწვევები გაუქმდა.
ამის შესახებ განცხადებას ნობელის ფონდი ავრცელებს.
ნობელის ფონდის ინფორმაციით, ნობელის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე ყველა ელჩის მოწვევის გადაწყვეტილებამ მხურვალე რეაქცია გამოიწვია.
„ასეთი გადაწყვეტილების საფუძველი გახდა ის, რომ ჩვენ მნიშვნელოვნად და სწორად ვთვლით, რაც შეიძლება ფართოდ გავავრცელოთ ღირებულებები და მესიჯები, რომლებსაც ნობელის პრემია იცავს“, - წერია განცხადებაში.
მათი თქმით, სწ
86 წლის ასაკში მსახიობი მედეა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
მათივე ცნობით, მსახიობს, 13 აგვისტოს თბილისის ზღვის სასაფლაოზე დაკრძალავენ.
იპნ
უკრაინის საპარლამენტო ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია რუსეთთან მოლაპარაკების პირობებს ასახელებს. უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლის თქმით, უკრაინა მზად არის, უზრუნველყოს რუსეთის უსაფრთხოების გარანტიები, თუმცა მოლაპარაკებების დასაწყებად რუსეთმა ოთხი პირობა უნდა შეასრულოს.
არახამიას თქმით, რუსეთმა შემდეგი ნაბიჯები უნდა გადადგას: დატოვოს უკრაინა, გადაიხადოს რეპარაციები, დაისაჯოს ომის ყველა დამნაშავე, ნებაყოფლობით დათმოს ბირთვული იარაღი.
„ამის შემდეგ ჩვენ მზად
საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი, სებასტიან ლეკორნუ კიევში ჩავიდა. ინფორმაციას გამოცემა The Kyiv Post ავრცელებს.
როგორც მედია აღნიშნავს, ეს მისი პირველი ვიზიტია უკრაინაში მას შემდეგ, რაც 2022 წლის მაისში თანამდებობაზე დაინიშნა.
France 24-ის რეპორტიორის ცნობით კი, ლეკორნუ, სავარაუდოდ, დღეს ომში დაღუპულთა მემორიალს ეწვევა.
ამასთან, მედია იუწყება, რომ ლეკორნუ კიევს ემანუელ მაკრონის იმ განცხადების შემდეგ სტუმრობს, რა დროსაც საფრანგეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ მისი ქვეყან
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიქსენთან ერთად მიკოლაევის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაჭრილი უკრაინელი სამხედროები მოინახულა.
ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს და სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტის ვიდეოს აქვეყნებს.
„მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეომრებმა შეძლონ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის გავლა. მადლობა ყველა მედმუშაკს, რომლებიც ჩვენი დამცველების ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. სწრაფ გამოჯანმრთელებას გ
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის წლისთავის წინ ბაიდენი უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსკის ხვდება. ინტერნეტში ვრცელდება ვიდეოკადრებიც, რომელშიც ჩანს, რომ ბაიდენი და ზელენსკი, სავარაუდოდ კიევში, მიხაილოვსკაიას მოედანზე არიან.
ამავდროულად, უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე საჰაერო განგაში გამოცხადდა, მედიის ინფორმაციით, ბელარუსში რუსული ავიაცია გააქტიურდა და
2022 წელს საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 84 წევრზე 1,739,782 ლარი დაიხარჯა. ამის შესახებ ინფორმაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“(TI) ანგარიშშია მოცემული, რომელიც პარლამენტის 2022 წლის საქმიანობას აფასებს.
რაც შეეხება პარლამენტის წევრთა აქტიურობას, TI-ის ანგარიშის თანახმად:
2022 წელს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებით ისარგებლა პარლამენტის 99-მა წევრმა, აქედან ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორია ოპოზიციიდან დავით უსუფაშვილი (39 კანონის პროექტი) და უმრავლესობიდან
რუსების მიერ ჩერნიგოვის ცენტრის დაბომბვის შედეგად დაშავებულთა რაოდენობა 117-მდე გაიზარდა, გარდაცვლილია 7 პირი, - ამის შესახებ ინფორმაციას ჩერნიგოვის მერის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრ ლომაკო “ტელეგრამის” პირად გვერდზე ავრცელებს.
„15:25 საათის მდგომარეობით ჩერნიგოვის ცენტრზე ტერორისტების დარტყმის შედეგად დაშავდა 117 ადამიანი, მათგან 7 გარდაიცვალა,” - წერს ლომაკო.
მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ჩერნიგოვზე ტერორისტული დარტყმის გამო 19-21 აგვისტო გლოვის დღეებად არის გამოცხა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში და ევრკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოს 7-8 სექტმებრს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ჯოზეფ ბორელი საქართველოში მისი პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განიხილავს ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნის პროგრესს. ბორელი ქართულ მხარესთან ასევე განიხილავს უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებს.
საქართველოში ვიზი
საქართველოს სახელით მოასპარეზე მოციგურავე ანასტასია გუბანოვამ მოიგო ფიგურული სრიალის ჩელენჯერ კატეგორიის ტურნირი – ლომბარდიის თასი.
გუბანოვამ მოიგო მოკლე პროგრამა, ხოლო თავისუფალ პროგრამაში გავიდა მეოთხე ადგილზე. ორი პროგრამის ჯამში დაგროვილი ქულები საკმარისი აღმოჩნდა ტურნირზე მისი გამარჯვებისთვის.
ანასტასია გუბანოვა მესამე სეზონია, რაც საქართველოს სახელით ასპარეზობს, იქამდე იგი წარადგენდა რუსეთის ფედერაციას. 2022 წელს, მოციგურავემ საქართველოს სახელით მოიგო ფიგურული სრიალის ევრ