Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.092.908

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

გერმანიამ საქართველო უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა

გერმანიამ საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.­ გერმანიის კოალიციურმა მთავრობამ შინაგან საქმეთა მინისტრის ნენსი ფაიზერის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი დაამტკიცა და საქართველო და მოლდოვა უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანა. აღნიშნული გადაწყვეტილების შედეგად, საქართველოდან და მოლდოვიდან გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა აპლიკაციები უფრო სწრაფად განიხილება და უარყოფილ აპლიკანტთა დეპორტაცია უფრო სწრაფად მოხდება. გერმანიი

კირილ ბუდანოვი - არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ომი ხანგრძლივი იქნება

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი, კირილ ბუდანოვი მიიჩნევს, რომ რუსეთის ფედერაციის ომი უკრაინის წინააღმდეგ გრძელვადიანი არ იქნება. „არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ეს იქნება ხანგრძლივი ომი. ეს არის ჩემი პირადი აზრი, რომელიც ეფუძნება იმ მონაცემების ანალიზს, რაც გვაქვს, პირველ რიგში, მოწინააღმდეგის შესახებ", - განაცხადა ბუდანოვმა. მისი თქმით, რუსებს ფიზიკურად არ შეუძლიათ გრძელვადიანი ომის წარმოება. ”მაგრამ, თუ თქვენ საუბრობთ ექვს თვეზე, შვიდ თვე

რისთვის იყენებდნენ ოჩამჩირის პორტს, სადაც რუსეთს საზღვაო ფლოტის განთავსება სურს

ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტისთვის მუდმივი ბაზის განთავსების შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ოთხ ოქტომბერს გამოაცხადა, რაც საქართველოში „საომარი მოქმედებების გადმოტანის მცდელობად“, „უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციად“ და მოსკოვის პოლიტიკურ განაცხადად შეაფასეს. მართალია, კონკრეტულ გეგმებზე ამ ეტაპზე არაფერი ვიცით, – კრემლში სულაც უარი განაცხადეს საკითხზე დამატებითი კომენტარისგან, – მაგრამ ოჩამჩირეში რუსული საზღვაო ბაზის განთავსების იდეა ახალი არ არის. ვაჭ

„ჰამასის“ თავდასხმა ისრაელზე – განახლებადი

შვიდი ოქტომბრის დილით ისლამისტური „ჰამასის“ მებრძოლებმა ისრაელზე მასშტაბური შეტევა დაიწყეს – განახორციელეს სარაკეტო დარტყმები და ისრაელის ტერიტორიაზეც შევიდნენ და მძევლებიც აიყვანეს. ისრაელის პრემიერმა მიმდინარე მოვლენებს ომი უწოდა, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაცაა გამოცხადებული. ოფიციალური იერუსალიმის ცნობით, ისრაელის თავდაცვის ძალები ოცდაორ ლოკაციაში აწარმოებენ ბრძოლებს. ამ განახლებად მასალაში „ნეტგაზეთი“ სანდო და გადამოწმებულ წყაროებზე დაყრდნობით მიმდინარე მოვლენებს გაგაცნობთ. ცნო

უკრაინისთვის განკუთვნილი Leopard 2-ის საბრძოლო ტანკი კანადიდან პოლონეთში ჩავიდა

კანადის თავდაცვის მინისტრის, ანიტა ანანდის განცხადებით, Leopard 2-ის პირველი ტანკი, რომელიც კანადამ უკრაინას გადასცა, პოლონეთში ჩავიდა. „პირველი კანადური Leopard 2-ის საბრძოლო ტანკი, რომელიც ჩვენ უკრაინას გადავეცით, ახლა პოლონეთში ჩავიდა“, - წერს თავდაცვის მინისტრი „ტვიტერზე“. მისი თქმით, კანადა, მოკავშირეებთან ერთად, უკრაინელ ჯარისკაცებს ამ ტექნიკის გამოყენების მიზნით მოამზადებს. „ჩვენს მოკავშირეებთან ერთად მალე მოვამზადებთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ამ ტექნიკის გამოყენების მიზნ

პარლამენტის აპარატმა „პუბლიკის“ სამ ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერა

პარლამენტის აპარატმა „პუბლიკის“ 3 აკრედიტირებულ ჟურნალისტს, ნათია ამირანაშვილს, ქეთი გოგუაძესა და ნათია ლევერაშვილს ერთი თვით აკრედიტაცია შეუჩერა. „პუბლიკას“ პარლამენტის აპარატიდან აცნობეს, რომ გადაწყვეტილების წერილობითი დასაბუთება სამუშაო დღეს ჩაგვბარდება, თუმცა სიტყვიერად განგვიმარტეს, რომ გადაწყვეტილება 2 მარტს პარლამენტში გამართულ პროტესტს უკავშირდება. „პუბლიკის“ ჟურნალისტები,  სხვა მედიასაშუალებებთან ერთად, ხუთშაბათს, 2 მარტს პარლამენტის შენობაში გაერთიანებული კომიტეტის სხდომის გა

ОДКБ სომხეთში მისიის განთავსების ინიციატივით გამოდის

კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმების ორგანიზაცია –  ОДКБ სომხეთის სასაზღვრო რაიონებში საკუთარი მისიის განთავსებაზე სომხეთთან მოლაპარაკებებს ითხოვს. თუმცა უცნობია ამ ეტაპზე სომხეთის პოზიცია, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მწვავედ აკრიტიკებდა ორგანიზაციას იმისთვის, რომ შესაბამისი დახმარება არ გაუწია წევრ ქვეყანას – სომხეთს აზერბაიჯანთან საომარი დაპირისპირებების დროს. „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია“ (ОДКБ) ევრაზიაში NATO-ს მსგავსი, რუსეთის მიერ დომინირებული სამხედრო ბლოკია,

გარდაიცვალა უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი

ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალმცოდ­ნე, სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე კონ­სტან­ტი­ნე კუბ­ლაშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას კუბ­ლაშ­ვი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი ადას­ტუ­რე­ბენ. ცნო­ბის­თვის, კოტე კუბ­ლაშ­ვი­ლი 2000 წელს და­ი­ნიშ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის საბ­ჭოს წევ­რად. 2000-2002 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე, სა­მი­ნის­ტროს სა­პარ­ლა­მენ­ტო მდი­ვა­ნი.   2002-2004 წლე

უკრაინამ გერმანიისგან Leopard 1A5 ტანკების მორიგი პარტია მიიღო

უკრაინამ გერმანიისგან Leopard 1A5 ტანკების მორიგი პარტია მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიის მთავრობა ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ბოლო კვირის განმავლობაში უკრაინას გერმანიისგან დამატებით 10 Leopard 1A5 ტანკი და ერთი TRML-4D რადიოლოკაციური სისტემა გადაეცა. ცნობისთვის, გერმანიამ აქამდე უკრაინას 10 Leopard 1A5 ტანკი და ორი TRML-4D სისტემა გადასცა (ერთი მაისში, მეორე ივნისში). ახალ პაკეტში გერმანიამ კიევს გადასცა დამატებით 16 Vector სადაზვერვო დრონი (ჯამში 104), ოთხი 8х8 HX81

სემეკი მოქალაქეებს აფრთხილებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში მოქალაქეებმა სმს შეტყობინებების სახით მიიღეს შეთავაზება, შეტყობინებაში მითითებული ბმულის საშუალებით კომუნალური გადასახადების გადახდისას, გადახდილი თანხის 50%-ის უკან დაბრუნების (Cashback) შესახებ. სემეკი მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ აღნიშნული შეთავაზება, შესაძლოა, წარმოადგენდეს ინტერნეტ თაღლითობას და მოუწოდებს, მსგავსი სმს შეტყობინების მიღებისას არ ისარგებლონ მითითებული ბმულით

პარლამენტში შალვა პაპუაშვილის კაბინეტთან დარაბები დააყენეს

პარლამენტის შენობის დერეფანში, სადაც შალვა პაპუაშვილის კაბინეტია, დარაბები დააყენეს. აღნიშნული დერეფნის საშუალებით შესაძლებელი იყო დანახვა, თუ ვინ შედის და გამოდის პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში. თუმცა როგორც პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი აცხადებს, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტთან დარაბების დაყენება საგამოფენო სივრცის მოწყობას უკავშირდება. „უბრალოდ, იქ უნდა გაკეთდეს სივრცე, რომელიც დაეთმობა გამოფენას ან სხვა ისეთ ღონისძიებებს, რომელზეც ჟურნალისტებიც იქნებიან საქმის

პრემიერ-მინისტრმა დაზვერვის სამსახურის უფროსი თანამდებობიდან გაათავისუფლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი შალვა ლომიძე თანამდებობიდან გაათავისუფლა. პრემიერის ხელმოწერით, შესაბამისი ბრძანება საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს დაზვერვის გენერალ-მაიორი შალვა ლომიძე საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის თანამდებობიდან“,- ნათქვამია ბრძანებაში. იპნ

Ekho Kavkaza: 30 მარტს ირაკლი ბებუას გაათავისუფლებენ

Ekho Kavkaza ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრზე დაყრდნობით წერს, რომ 30 მარტს ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას გათავისუფლებენ – ბებუას 9 წელი ჰქონდა მისჯილი. ე.წ. მინისტრი უარყოფს, რომ ის ვადაზე ადრე თავისუფლდება – როგორც Ekho Kavkaza წერს, ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედებს მხოლოდ დროებითი მოთავსების იზოლატორები, რის გამოც სასჯელის ვადა „ერთი ორად“ აითვლება. ირაკლი ბებუა გალის რაიონში 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს, მას შემდეგ, რაც ოკუპ

რუსების მიერ კუპიანსკის დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა

რუსული ძალების მიერ კუპიანსკის დაბომბვას 61 წლის ქალი ემსხვერპლა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინიგუბოვის განცხადებით, თავდასხმის შედეგად კიდე ერთი, 60 წლის ქალიც დაშავდა. დაბომბვამ სახლებიც დააზიანა. შეგახსენებთ, თვის დასაწყისში უკრაინის ხელისუფლებამ კუპიანსკიდან და მისი მიმდებარე ტერიტორიებიდან მოქალაქეების სავალდებულო ევაკუაციის განკარგულება გასცა, რადგან რუსეთმა ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაბომბვა გაახშირა.

ჩერნიგოვზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვი 148-მდე გაიზარდა

უკრაინის ქალაქ ჩერნიგოვის ცენტრში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად სამოქალაქო მოსახლეობაში დაშავებულთა რიცხვმა მიაღწია 148-ს, იტყობინება ოლქის ადმინისტრაცია 20 აგვისტოს. საავადმყოფოში მოათავსეს 41 პირი, რამდენიმე მათგანი მძიმე მდგომარეობაშია.   19 აგვისტოს სარაკეტო თავდასხმის შედეგად ჩერნიგნოვში დაიღუპა სულ მცირე, შვიდი ადამიანი, მათ შორის ერთი ექვსი წლის ბავშვი. თავდასხმის გამო დაზიანდა 500-მდე შენობა. რუსეთის არმიის ამ ქმედებას ქალაქის მერის მოვალეობის შე

პრეზიდენტის იმპიჩმენტი სიგნალია EU-ის წინააღმდეგ — რებეკა ჰარმსი

„უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს გაწევრიანება არ არის რაღაც საჩუქრის მსგავსი, ან რასაც ეს სახელმწიფოები იმსახურებენ… ეს არის ნაბიჯი, რომელიც ჩვენს საერთო ინტერესებში შედის“, — მიიჩნევს გერმანელი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტის ყოფილი წევრი რებეკა ჰარმსი. „ნეტგაზეთი“ მას თბილისის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ესაუბრა. ევროკავშირის კანდიდატობა „ევროკომისია ყურადღებით ადევნებს თვალ-ყურს, ნამდვილად ასრულებს თუ არა საქართველო პრიორიტეტებს. გადაწყვეტილება ნაწილობრივ დამოკი

როგორი იქნება მომავლის ადამიანი

ცოტა ხნის წინ, კომპანიამ „TollFreeForwarding“, ექსპერტების პროგნოზებისა და სამეცნიერო კვლევების საფუძველზე, მომავლის ადამიანის 3D-მოდელი შექმნა. მასიური თავის ქალა, მცირე ზომის ტვინი და ორი დამატებითი ქუთუთო – ეს არის ადამიანის სხეულის რამდენიმე ცვლილება, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით იქნება გამოწვეული. „მინდი“ 31-ე საუკუნეში ცხოვრობს. ის დროის დიდ ნაწილს კომპიუტერის მონიტორთან ატარებს. გარდა ამისა, „მინდი“ ხშირად უყურებს სმარტფონს, რის გამოც უფრო მასიური და ძლიერი კისრ

ვოლოდიმირ ზელენსკი კონტრიერიშზე - თქვენ ამას დაინახავთ, ხოლო რუსეთი იგრძნობს

თქვენ ამას დაინახავთ, ხოლო რუსეთი იგრძნობს, - ასეთი კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმიტალიურ გამოცემებთან ინტერვიუში კონტრიერიშის გეგმებზე საუბრისას. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კონტრიერიშიც „პირველი ნაბიჯები მალე იქნება“, მაგრამ ზუსტი თარიღები არ დააკონკრეტა. „ძალიან სერიოზულად ვემზადებით. ვიცი, რომ ყველა მოტივირებულია, მაგრამ სამწუხაროდ, [თარიღებზე] თქვენ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, მაგრამ ამას ნამდვილად დაინახავთ, ხოლო რუსეთი ამას ნამდვილად იგრძნობს“, - გ

ასლან ბჟანია - რუს ტურისტებს თბილად დავხვდებით - თუ ღირსეულად მივიღეთ ლაინერი "კნიაზ ვლადიმირი", ადგილი Astoria Grande-სთვისაც მოიძებნება

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "პრეზიდენტი", ასლან ბჟანია აცხადებს, რომ ე.წ. "რესპუბლიკა" მზადაა მიიღოს საკრუიზო ლაინერი Astoria Grande და რუს ტურისტებს თბილად დახვდეს. "რესპუბლიკა დაინტერესებულია ტურისტული სერვისების გაფართოებით, გეოგრაფიული შესაძლებლობების გათვალისწინებით კი ზაფხულში საკრუიზო ლაინერების მომსახურება ყველაზე პერსპექტიულად ითვლება", - განუცხადა ბჟანიამ რუსულ გამოცემა TASS-ს. გამოცემა წერს, რომ ბჟანიამ ამის შესახებ ბათუმის პორტში რუსი ტურისტების წინააღმდეგ გამართული "არამეგო

„ხალხმა აიტაცა, უნდოდათ, მას უკეთ ეცხოვრა“ - ბინა 4 წლის ლუსისთვის

შოვის ღვარცოფში დაღუპული სოფო ბაკურაძის გოგონას ხალხმა ბინის საყიდელი ფული შეუგროვა. 4 წლის ლუსის სოფო მარტო ზრდიდა. გლოლელი სოფო ბაკურაძე 23 წლის მარტოხელა დედა იყო, შოვის კოტეჯებში დამლაგებლად მუშაობდა და 4 წლის შვილს ზრდიდა. მისი გოგონა ახლა ახლობლებთანაა. ბავშვისთვის არ უთქვამთ, რომ დედა დაიღუპა, არც დაკრძალვას დაასწრეს. „ბავშვის როგორ უნდა ვუთხრათ, არც ვიცით, ჯერ ვერც გაიგებს. რამდენიმე ფსიქოლოგს ვესაუბრე, კიდევ დავუკავშირდები მომავალში. 23 წლის იყო ჩემი

ბერდია სიჭინავა - ეს ქვეყანა “ოცნებისთვის” არის ბაზარი, საშოვარი დახლი... (ვიდეო)

ეს ქვეყანა “ოცნებისთვის” არის ბაზარი, საშოვარი დახლი... ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი.   AQNknvRyCkHzeG_yWkMYVm5KtL7uWy_ueESD1noL5Pc5TgtZ7Ydp9CEeALJW9dr_tiBhY3GNAHUjbAxHrZHpcIl4.mp4

ვალერი ზალუჟნი - ჩვენ გვეყოფა ძალა მტრის დასაძლევად - ბრძოლაში ჩნდება ერი

ბრძოლაში ჩნდება ერი, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი „ფეისბუქის” პირად გვერდზე გავრცელებულ სადღესასწაულო მილოცვაში წერს. „ჩვენ არ აგვირჩევია ომი, მაგრამ ბრძოლა მივიღეთ. თავად ღმერთია ჩვენს მხარეს. ჩვენსა და ჩვენი ახლობლების მხრებზე რთული გამოცდაა, ტკივილი და ტანჯვა. ამ შობას ცრემლების გემო და სისხლის ფერი აქვს, თუმცა ჩვენ გვეყოფა ძალა მტრის დასაძლევად. ბრძოლაში ჩნდება ერი. ღმერთმა დაგიფაროთ, ჩემო ძვირფასებო. დაე, ჩვენი გამარჯვება უკრაინის აღზევებისა

მესტიის სოფელ ეცერში მკვლელობა მოხდა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში მკვლელობა მოხდა. გვიან ღამით სოფელ ეცერში ორი ადამიანი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რამდენიმე ადამიანი დააკავა. შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „ლ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ ორი პირის განზრახ მკვლელობას გულისხმობს. სამართალდამცველები ადგილზე აქტიურ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.

თბილისში 2 აპრილს ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართება

უთანასწორობის, ძალადობის, ჩაგვრისა და ტერორის წინააღმდეგ თბილისში, 2 აპრილს, 18:00 საათზე ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართება. მსვლელობა აღმაშენებლის გამზირზე, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის (ყოფ. რკინიგზელთა კულტურის სახლი) მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება. ვისთვისაც ღირებულია ადამიანის სიცოცხლე და ღირსება, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის უფლებები და თავისუფლება, ვისაც სჯერა, რომ დემოკრატია არ არსებობს გენდერული თანასწორობის გარეშე, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარება – ო

რუსეთის ზაპოროჟიეს ატომური სადგურზე თავდასხმისთვის ემზადება — ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთი სავარაუდოდ ემზადება ტერორისტული თავდასხმისთვის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე, რამაც შეიძლება, რადიაციის გავრცელება გამოიწვიოს. „ჩვენ ახლახან მივიღეთ ანგარიში ჩვენი დაზვერვისა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისგან. დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი განიხილავს ტერორისტული თავდასხმის სცენარს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე. მათ ამისთვის ყველაფერი მოამზადეს“, — განაცხადა ზელენსკიმ 22 ივნისს, საგანგებო ვიდეომიმართვისას
×
×
  • შექმენი...