Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.701
  • comments
    0
  • views
    831.528

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ - 2024 წელს, მედიის წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის, ასევე დაშინებისა და გაჩუმების მცდელობების 200-მდე შემთხვევა აღირიცხა, აქედან 80% ოქტომბრის ბოლოდან დღემდე

2024 წელს, მედიის წარმომადგენლების მიმართ სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის, ასევე მათი სხვადასხვა ფორმით დაშინებისა და გაჩუმების მცდელობების 200-მდე შემთხვევა აღირიცხა, აქედან 80% ოქტომბრის ბოლოდან დღემდე, - ამის შესახებ მედიის მიმართ ძალადობის შემთხვევებისა და მათზე სახელმწიფოს რეაგირებაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2024 წელს ჟურნალისტების მიმართ საჯაროდ დაფიქსირებული ძალადობის შემთხვევები 2023 წლის ან

გადადგეს რექტორი – თეატრალურ უნივერსიტეტში სტუდენტების ახალი ნაწილი შევიდა

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი  30 დეკემბრის ღამეს უნივერსიტეტის შენობაში შევიდნენ. ისინი შეუერთდნენ იქ მყოფ 7 სტუდენტს, რომლებსაც ბოლო ორი დღე ადმინისტრაცია არ აძლევდა როტაციის შესაძლებლობას.  “დღეს პროტესტის მე-13 დღეა. დღეს სტუდენტების დიდი ნაწილი, მშვიდობიანად შემოვედით უნივერსიტეტში და შევუერთდით 2 დღის განმავლობაში აქ მყოფ 7 სტუდენტს. ვართ ძალიან ბევრი. ჩვენი პროტესტი დღითიდღე უფრო მასშტაბური ხდება და არ შეჩერდება”, – აცხადებენ სტუდენტები.  “გვაქვს მყარი მოთხოვნა – გ

„დღეს ყველაზე ლეგიტიმური სუბიექტი ქართული პოლიტიკის გახლავთ ხალხი, რომელიც რუსთაველზე ქმნის პოლიტიკურ დღის წესრიგს“ — გიორგი გახარია

„დღეს ყველაზე ლეგიტიმური სუბიექტი ქართული პოლიტიკის გახლავთ ხალხი, რომელიც რუსთაველზე ქმნის პოლიტიკურ დღის წესრიგს“ — გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე. ვიდეო: https://www.facebook.com/TVFormula/videos/606932155243942

„ჩვენი გეგმა დღეს უნდა მოძრაობდეს რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ხაზის ირგვლივ. პირველი — ახალი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება“ — გიორგი გახარია

„ჩვენი გეგმა დღეს უნდა მოძრაობდეს რამდენიმე კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ხაზის ირგვლივ. პირველი — ახალი არჩევნები და პატიმრების გათავისუფლება“ — გიორგი გახარია, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარე.   სრული ინტერვიუ  youtu.be/lRIlZuFb_Yc

ველდკამპი საქართველოს ხელისუფლებას: განიხილეთ შესაძლო ახალი არჩევნები

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი, კასპარ ველდკამპი აცხადებს, რომ დროა საქართველოს ხელისუფლებამ აღადგინოს საზოგადოების ნდობა ეუთოს რეკომენდაციების განხორციელებით და ამ რეკომენდაციებზე დაყრდნობით განიხილოს შესაძლო ახალი არჩევნები.

ლინას ლინკევიჩუსი - ხშირად ვმარცხდებით, როდესაც ვერ ვიკავებთ ერთიან, ძლიერ პოზიციას გარდამტეხ მომენტში, ახლა ქართული დემოკრატიის დაცემა ხდება - მკაფიოდ უნდა დავუჭიროთ მხარი საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის ევროპულ გზაზე დატოვების მცდელობაში

ჩვენ ძალიან ხშირად ვმარცხდებით, როდესაც ვერ ვიკავებთ ერთიან, ძლიერ პოზიციას გარდამტეხ მომენტში. ახლა ქართული დემოკრატიის დაცემა ხდება, - ამის შესახებ ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და ამჟამინდელი ელჩი შვედეთში ლინას ლინკევიჩუსი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. მისი თქმით, მხოლოდ ახალ თავისუფალ არჩევნებს შეუძლია საქართველოში არსებული კრიზისის გადაჭრა. „მხოლოდ ახალ თავისუფალ არჩევნებს შეუძლია ამ კრიზისის გადაჭრა. ჩვენ მკაფიოდ უნდა დავუჭიროთ მხარი საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის ევრ

ნორდიკული და ბალტიის ქვეყნები - მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გადადგას დაუყოვნებელი ნაბიჯები კრიზისიდან გამოსვლის კუთხით, მათ შორის, ეუთოს რეკომენდაციების განხორციელებით და მის საფუძველზე ახალი არჩევნების შესაძლებლობის განხილვით

შეშფოთებულები ვართ იმით, რომ ქვეყანა უფრო ღრმა პოლარიზაციისა და კრიზისისკენ მიმავალ გზას ადგას. საქართველოს სასწრაფოდ სჭირდება გამოსავალი კრიზისიდან, რათა აღდგეს საზოგადოების ნდობა დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ, - ამის შესახებ ნორდიკული და ბალტიის ქვეყნების (დანია, ესტონეთი, ფინეთი, ისლანდია, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, შვედეთი) ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული. „სერიოზულად შეშფოთებულები ვართ საქართველოში შექმნილი სიტუაციით. ჩვენ მოვითხოვეთ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინ და მის

სამხრეთ კორეაში თვითმფრინავის კატასტროფას 179 ადამიანი ემსხვერპლა, ქვეყანაში 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა

სამხრეთ კორეაში ავიაკომპანია Jeju Air-ის სამგზავრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად 179 ადამიანი დაიღუპა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ქვეყანაში 7-დღიანი გლოვა გამოცხადდა, რომლის დროსაც სამთავრობო უწყებებზე დროშები დაშვებული იქნება. გამოცემის ცნობით, მაშველებმა ეკიპაჟის ორი წევრის გადარჩენა შეძლეს, როლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. შეგახსენებთ, Boeing 737-800-ი, რომელსაც მგზავრები ტაილანდის დედაქალაქ ბანგკოკიდან გადაჰყავდა, მუანის საერთაშორისო აეროპორტში დაშვ

კარლ ბილდტი - საქართველოში რეჟიმმა მანკიანი არჩევნების შემდეგ საკუთარი მარიონეტი პრეზიდენტი დანიშნა

საქართველოში რეჟიმმა თავისი მანკიანი არჩევნების შემდეგ საკუთარი მარიონეტი პრეზიდენტი დანიშნა, სალომე ზურაბიშვილმა კი ხალხის მხარდაჭერის პოლიტიკური ლეგიტიმაცია მიიღო, - ამის შესახებ შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და საგარეო ურთიერთობების საკითხებში ევროპული საბჭოს თანათავმჯდომარე, კარლ ბილდტი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „გადამწყვეტი ორთაბრძოლა საქართველოში. რეჟიმმა თავისი მანკიანი არჩევნების შემდეგ საკუთარი მარიონეტული პრეზიდენტი დანიშნა, სალომე ზურაბიშვილმა კი ხალხის მხარდაჭერის პოლიტიკ

ქაშვეთთან პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა

რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარედ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავეს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი არ იკავებდნენ გზის სავალ ნაწილს და გაურკვეველია რატომ დაიწყო პოლიციამ დემონსტრანტების დაკავება. ადგილზე იყო დაპირისპირება. უცნობია ჯამში რამდენი პირი დააკავა პოლიციამ. „პუბლიკა“ ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან პასუხის მიღებას. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ შეფასებით, 14:14 საათზე შსს-ს თანამშრომლებმა ძალადობრივი მეთოდებით დ

კნუტ აბრაჰამი ანალენა ბერბოკს - კანდიდატ ქვეყანაში, საქართველოში სიტუაცია დღითიდღე უარესდება - „ვაიმარის სამკუთხედის“ საგარეო საქმეთა მინისტრები ახლა თბილისში უნდა წავიდნენ

გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, კნუტ აბრაჰამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრს, ანალენა ბერბოკს მიმართავს და საქართველოში ჩასვლისკენ მოუწოდებს. „პატივცემულო მინისტრო ბერბოკ, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანაში, საქართველოში სიტუაცია დღითიდღე უარესდება. „ვაიმარის სამკუთხედის“ (საფრანგეთი, გერმანია, პოლონეთი) საგარეო საქმეთა მინისტრები ახლა თბილისში უნდა წავიდნენ. საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის რეზოლუცია და ბალტიისპირეთის გამოცდილება წინსვლის გზას გვიჩვენებს“, - წერს ბუნდესტაგის დეპუტატი.

ზაზა თავაძე - პრეფიქსი, რასაც ე.წ. ხელისუფლება ჰქვია, არ მოშორდებათ მანამ, ვიდრე არ ჩატარდება თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები - ეს პარლამენტი არალეგიტიმურია

პრეფიქსი, რასაც ე.წ. ხელისუფლება ჰქვია, არ მოშორდებათ მანამ, ვიდრე არ ჩატარდება თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები. ეს პარლამენტი არალეგიტიმურია, -ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ზაზა თავაძემ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, 26 ოქტომბრის შემდეგ საქართველოში გვყავს არალეგიტიმური ხელისუფლება. „ეს პრეფიქსი, რასაც ე.წ. ხელისუფლება ჰქვია, არ მოშორდებათ მანამ, სანამ არ ჩატარდება თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები. ეს პარლამენტი არალეგიტიმურია. მათ არჩევანი მოჰპარეს ქართველ ხალ

გიტანას ნაუსედა მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაზე - ნახევრად საიდუმლო ცერემონიაზე მხოლოდ საკუთარი პარტიის მიერ არჩეული და აღიარებული ადამიანის ინაუგურაცია მოხდა

კიდევ ერთი დღე "ტრადიციულ" ევროპულ დემოკრატიაში, სადაც "ოცნების პარტიას" სერიოზულად ვერავინ აღიქვამს და ნახევრად საიდუმლო ცერემონიაზე მხოლოდ საკუთარი პარტიის მიერ არჩეული და აღიარებული ადამიანის ინაუგურაცია მოხდა, - ამის შესახებ ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. ნაუსედა საარჩევნო კოლგიის მიერ პრეზიდენტის თანამდებობაზე არჩეული მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციას გამოეხმაურა. მისი თქმით, საქართველომ ან დემოკრატიის ახალი განსაზღვრება უნდა იპოვოს, ან საერთოდ უ

მაია სანდუ - დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით

დღეს, როგორც არასდროს, ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხის გვერდით თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და ევროპული მომავლისთვის მათ ბრძოლაში, - ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი, მაია სანდუ სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „თქვენი გამბედაობა და მონდომება შთაგვაგონებს ყველას და მოლდოვა თქვენს გვერდით რჩება ამ საერთო გზაზე“, - აცხადებს მაია სანდუ.   იპნ

სალომე ზურაბიშვილი - საჭიროა, ვებრძოლოთ რეპრესიულ სისტემას - ჩვენი, ყველას მოვალეობა, რომ ვიყოთ სოლიდარულები მათ მიმართ, ვინც დღეს გისოსებს მიღმაა, ვინც გათავისუფლებულია საჯარო სამსახურებიდან

ეს არის ჩვენი ყველას მოვალეობა, რომ ვიყოთ სოლიდარულები მათ მიმართ, ვინც არიან დღეს გისოსებს მიღმა და მალე გამოვლენ, ვინც დღეს არის გათავისუფლებული საჯარო სამსახურებიდან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ზურაბიშვილის თქმით, პროტესტში ჩართულ ყველა ადამიანს სჭირდება თანადგომა და ერთიანობა. “საჭიროა, რომ ვებრძოლოთ რეპრესიულ სისტემას - ეს ნიშნავს იმ ფონდების გაძლიერებას, რომლებიც ემსახურებიან ადამიანებს, რომლე

სალომე ზურაბიშვილი - მზად ვარ, ბოლომდე გამოგყვეთ, დარწმუნებული ვარ, ეს ბოლო ძალიან ახლოს არის, მაგრამ უნდა გავუძლოთ - დავიწყებ მასშტაბურ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტთან, წავალ უცხოეთში და დავბრუნდები უცხოეთიდან

მე ვარ მზად, რომ ბოლომდე გამოგყვეთ. დარწმუნებული ვარ, ეს ბოლო ძალიან ახლოს არის, მაგრამ უნდა გავუძლოთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლის წინ გამართულ ბრიფინგზე საზოგადოებას განუცხადა. ზურაბიშვილის თქმით, ის უახლოეს დღეებში მასშტაბურ შეხვედრებს დაიწყებს, როგორც ქვეყნის შიგნით რეგიონებში, ისე ქვეყნის გარეთაც. მისი თქმით, ის შეხვდება საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტს - ბიზნესის წარმომადგენლებს, საჯარო მოხელეებსა და ასევე იმ ადამიანებს, რომლები

საქართველოში მყოფი ევროპარლამენტარები „ერთობის ჯაჭვს“ შეუერთდნენ

საქართველოში მყოფი ევროპარლამენტარები - დაინიუს ჟალიმასი და მიხალ ვავრიკიევიჩი „ერთობის ჯაჭვს“ შეუერთდნენ. ისინი მეტეხის ხიდზე მივიდნენ, სადაც მოქალაქეების მიერ გაკეთებულ ჯაჭვში ჩაერთნენ. მანამდე ევროპარლამენტარები შეხვდნენ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ასევე მათ შეხვედრა გამართეს ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებთანაც. შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 თვის თავზე, საქართველოს ქალაქებში „ერთობის ჯაჭვი" იმართება. ცოცხალ ჯაჭვში მოქალაქეები ქვეყნის მასშტ

ზაზა თავაძე - ნებისმიერი სანქცია, რომელიც დაუწესეს ივანიშვილს და მის გუნდს დაკავშირებულია ქართველ ხალხთან, რომლებიც 30 დღეა იბრძვის ქუჩაში (ვიდეო)

ნებისმიერი სანქცია, რომელიც დაუწესეს ივანიშვილს და მის გუნდს დაკავშირებულია ქართველ ხალხთან, რომლებიც 30 დღეა იბრძვის ქუჩაში. ზაზა თავაძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/553002877565305

ვიკა ფილფანი - დღეს გამოსავალი ივანიშვილისთვის, არის ხელახალი არჩევნები და ყველა დაკავებულის გათავისუფლება (ვიდეო)

დღეს გამოსავალი ივანიშვილისთვის, არის ხელახალი არჩევნები და ყველა დაკავებულის გათავისუფლება. ვიკა ფილფანი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1516040025745267

სალომე ზურაბიშვილი ყაველაშვილის ინაუგურაციაზე - ეს არის ნამდვილი პაროდია - იქ არიან ჩაკეტილნი, შეშინებულნი, გაყიდულნი, არალეგიტიმური, არაღიარებული არავისგან, სანქცირებულნი და დაბოღმილები

დღემდე, აი, ამ წუთამდე დრო იყო მიცემული. ეს არ იყო ულტიმატუმი, მაგრამ დრო იყო მიცემული იმისთვის, რომ მოსულიყვნენ ან „ოცნების“ წარმომადგენლები ან თვით ბიძინა ივანიშვილი იმისთვის, რომ მოგვეძებნა ამ ღრმა კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავალი. ან შეთანხმება ახლა, თავისუფალ, ნამდვილ არჩევნებზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან განაცხადა. მან აღნიშნა, რომ მის შეთავაზებაზე ხელისუფლების მხრიდან პასუხი იყო მუქარა. „ეს იყო ჩემი მოწოდება, ჩემი შეთავაზება

სალომე ზურაბიშვილი - მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები - ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ის ორბელიანების სასახლეს დატოვებს. „მე აქედან თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები", - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს. ზურაბიშვილის თქმით, ის ქართველი ხალხის ერთგული რჩება. “მინდა, პირველ რიგში, ყველას დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს იმიტომ, რომ დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქითკენ არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება, იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩ

რაზე ისაუბრა გდდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ინტერვიუში

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს ყოფილმა უფროსმა, პოლკოვნიკმა ირაკლი შაიშმელაშვილმა TV პირველთან, ნოდარ მელაძის შაბათის ეთერში მისი სამსახურიდან წამოსვლის გადაწყვეტილებასა და აქციების ძალადობრივად დაშლის ღონისძიებების შესახებ ისაუბრა. ის აღნიშნავს, რომ ნოემბრის ბოლოს დაწყებული აქციები, რა დროსაც საპოლიციო ძალები მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ, მისთვის „წყალგამყოფი ხაზი” აღმოჩნდა. შაიშმელაშვილი, ასევე, ჰყვება, რომ სამსახურიდან წასვლის შესახ

სალომე ზურაბიშვილი - მოგესალმებით ორბელიანების სასახლიდან - აქ ვარ, აქ ვიქნები, ღამესაც აქ ვატარებ

მოგესალმებით ორბელიანების სასახლიდან - აქ ვარ, აქ ვიქნები, ღამესაც აქ ვატარებ , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმართვაში აცხადებს, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. სალომე ზურაბიშვილი მოუწოდებს საზოგადოებას ხვალ, 10:00 საათზე ორბელიანების სასახლესთან მივიდნენ და აანონსებს, რომ მათ მომდევნო დღეების გეგმას გააცნობს. მოგესალმებით ორბელიანების სასახლიდან. აქ ვარ, აქ ვიქნები, ღამესაც აქ ვატარებ. ხვალ, დილის 10 საათზე, გელოდებით ორბელიანების სასახლესთან

ჯო უილსონი - მომდევნო კვირას „ქართული კოშმარის არაღიარების აქტს“ წარვადგენ, რომელიც აუკრძალავს აშშ-ს საქართველოში არალეგიტიმური დიქტატორული რეჟიმის აღიარებას

მომდევნო კვირას „ქართული კოშმარის არაღიარების აქტს“ წარვადგენ, რომელიც აუკრძალავს შეერთებულ შტატებს საქართველოში არალეგიტიმური დიქტატორული რეჟიმის აღიარებას, - ამის შესახებ ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, კონგრესმენი ჯო უილსონი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. „მომდევნო კვირას „ქართული კოშმარის არაღიარების აქტს" წარვადგენ, რომელიც აუკრძალავს შეერთებულ შტატებს საქართველოში არალეგიტიმური დიქტატორული რეჟიმის აღიარებას და აღიარებს სალომე ზურაბიშვილს, როგორც ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერს საქართველოში მანა

ესტონეთის პრეზიდენტი - სალომე ზურაბიშვილს დავუდასტურე ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა - მკაცრად ვგმობ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ მუქარებს

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დავურეკე, რათა ხელახლა დამედასტურებინა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტი, ალარ კარისი X-ის საკუთარ გვერდზე წერს. "პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს დავურეკე, რათა ხელახლა დამედასტურებინა ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა. საქართველოს მომავლისთვის, ოფიციალური პირებისთვის უმნიშვნელოვანესია, რომ დემოკრატიული პროცესებისადმი ნდობა აღადგინონ. მკაცრად ვგმობ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობას
×
×
  • შექმენი...