Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.096.588

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მილიარდერმა ნიკოლაი სტორონსკიმ უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე

ბრიტანული საფინანსო ტექნოლოგიური კომპანია Revolut-ის დირექტორმა, მილიარდერმა ნიკოლაი სტორონსკიმ „გარკვეული ხნის წინ“ უარი თქვა რუსეთის მოქალაქეობაზე. ამის შესახებ Revolut-ის წარმომადგენელმა უთხრა The Telegraph-ს. სტორონსკის ბრიტანეთის პასპორტიც აქვს. უკრაინაში ომის მიმართ სტორონსკის პოზიცია საყოველთაოდ ცნობილია: „ომი სრულ ზიზღს იწვევს და ის კვლავაც გადაჭრით მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები“, - აცხადებს Revolut-ი. რუსეთის მოქალაქეობაზე უარი სტორონსკიმ ახსნა იმით, რომ

სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის საგანგაშო მონაცემები ქვემო ქართლში

სკოლამდელი აღზრდა და განათლება არის საყოველთაო და ხელმისაწვდომი შესაბამისი ასაკის ყველა ბავშვისთვის - საქართველოს კანონმდებლობით განათლების მიღების უფლება სიტყვასიტყვით ასეა გარანტირებული. მუნიციპალიტეტი ვალდებულია დანერგოს და უზრუნველყოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მიწოდება ბავშვებისთვის - კანონი კი ადგენს, მაგრამ მაღალმთიან და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში კრიტიკულად მძიმე და უთანასწორო ვითარებაა. წალკის მუნიციპალიტეტში სკოლამდელ განათლებაზე სულ მცირე 979 ბავშვს

პარლამენტმა“დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა 80-ხმით 9-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით - “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი მიიღო. “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პრინციპების დონეზე 2 ნოემბრის სხდომაზე განიხილეს, დღეს კი პროექტს კენჭი ეყარა. კანონპროექტით შემდეგი საკითხები წესრიგდება: ხდება “ოლიგარქის“ ცნების განმარტება; განისაზღვრება პირის ოლიგარქად ცნობისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის, ოლიგარქის რეესტრიდან ამორიცხვისა და აღნიშნული რეესტრის წარმოების საკითხები; პირის ოლიგარქად ცნობის სამართლებრივი შ

„საქსტატის“ ინფორმაცით, წინა წელთან შედარებით, პური 26.1%-ით,ზეთი 18.3%-ით, ყავა და ჩაი 20.6%-ით, რძე, ყველი და კვერცხი კი 22,1 %-ით გაძვირდა

„საქსტატის“ ინფორმაცით, წინა წელთან შედარებით, პური 26.1%-ით,ზეთი 18.3%-ით, ყავა, ჩაი და კაკაო კი 20.6%-ით გაძვირდა. მათივე მონაცემების თანახმად, წინა წელთან შედარებით ფასები 22.1%-ით გაზრდილია რძეზე, ყველსა და კვერცხზეც. „წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 15.8 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: პური და პურპროდუ

რუსეთში, ქალაქ კოსტრომის კაფეში გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა

რუსეთში, ქალაქ კოსტრომის კაფე „პოლიგონში“ გაჩენილ ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა. რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს შენობაში 260-მდე ადამიანი იმყოფებოდა. მაშველებმა ტერიტორიიდან მათი უმეტესობის გამოყვანა დროულად შეძლეს. შემთხვევის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაშავდა. ისინი მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებენ. ერთ-ერთი ვერსიით, ხანძარი პიროტექნიკის გამოყენების გამო გაჩნდა. საქმეზე დაწყებულია გამოძიება. ipn

ვლადიმერ პუტინი - უკრაინის ტერიტორიაზე ნაცისტურ რეჟიმთან დაპირისპირება გარდაუვალი იყო

უკრაინის ტერიტორიაზე ნაცისტურ რეჟიმთან დაპირისპირება გარდაუვალი იყო, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რუსეთის ერთიანობის დღესთან დაკავშირებით, რუსეთისა და გლობალური ისტორიის შესახებ რელიგიურ და პოლიტიკურ მოღვაწეებთან ერთად გამართულ დისკუსიაში. რუსეთის პრეზიდენტმა, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, დასავლური ქვეყნები უკრაინის საქმეებში პირდაპირ და ფარულად ჩარევაში, ასევე მილიონობით უკრაინელის გონებაში „ფსევდოღირებულებების“ ჩანერგვაში დაა

ლევან ხაბეიშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა დაასახელა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აპირებს. ამის შესახებ ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩემმა მეგობრებმა, თანამებრძოლებმა რამდენიმე დრის წინ გაახმოვანეს და მოითხოვეს „ნაციონალური მოძრაობაში“ შიდადემოკრატიული არჩევნები, სადაც მხარდამჭერების მიერ არჩეული უნდა იყოს ახალი თავმჯდომარე. მნიშვნელოვანია, რომ ამ იდეას მხარი დაუჭირეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებმა, საკრებულოს წევრებმა და ასევე მხა

ოკუპირებულ გალში "დააპატიმრეს" ქართული მინერალური წყალი

ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ გალში „აღმოაჩინეს და ამოიღეს ქართული წარმომავლობის მინერალური წყლის პარტია“. ამის შესახებ ადგილობრივი სააგენტო „აფსნიპრესი“ წერს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საბაჟო კომიტეტზე დაყრდნობით. ინფორმაციის მიხედვით, საუბარია 192 ბოთლ წყალზე, რომელიც „კონტრაბანდასა და საბაჟო სამართალდარღვევებთან ბრძოლის სამმართველოს“ თანამშრომლებმა აღმოაჩინეს არასაცხოვრებელ შენობაში. კონკრეტულად რომელი მინერალური წყალია და ვინ იყო მისი მფლობელი, მითითებული არ არის.   ნოემბრის

არსებული ინფორმაციით, ხონში მკვლელობა მოხდა - მოკლულია ახალგაზრდა მამაკაცი

ხონის მუნიციპალიტეტში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 33 წლის კაცი ე.წ. სამხედრო დასახლებაში მოკლეს. მკვლელობას სიტყვიერი და ფიზიკური კონფლიქტი უძღოდა. არსებული ცნობით, ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით არის მოკლული. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. იდენტიფიცირებულია დანაშაულის ჩამდენი პირი.

ომის დაწყების შემდეგ საქართველოში 20 371 რუსული და ბელარუსული ბიზნესი დარეგისტრირდა - რა სფეროში საქმიანობენ სუბიექტები

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის 1-ლი მარტიდან 31 დეკემბრამდე საქართველოში რუსულ და ბელარუსულ მხარეთა მონაწილეობით ჯამში 20 371 ბიზნესი დარეგისტრირდა. საქსტატის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, აქედან რუსულია 14 733, ბელარუსული - 5 358 ერთეული. დანარჩენი კი ორი ქვეყნის მოქალაქეების მიერ ერთობლივად დარეგისტრირებული ბიზნესებია, მათ შორის, საქართველო-რუსეთის, საქართველო-ბელარუსის და ა.შ. ამასთან, 20 371 დარეგისტრირებული ბიზნესიდან 1 178 ერთეული

აშშ: საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა სანქციების საფრთხეს ქმნის

საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამომოსვლის აღდგენა სანქციების საფრთხეს შეუქმნის კომპანიებს, რომლებიც საქართველოს აეროპორტებში რუსულ კომპანიებს მოემსახურებიან. ეს კომენტარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა მისცა „ამერიკის ხმას“: „ბევრი დასავლური ქვეყანა, მათ შორის, შეერთებული შტატებიც კრძალავს რუსული თვითმფრინავების საკუთარ საჰაერო სივრცეში შესვლას. ჩვენ შეგვაშფოთებს ის, თუ რუსეთსა და საქართველოს შორის ფრენები განახლდება, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს აეროპორტებშ

პაველ ჰერჩინსკი - ოპოზიცია უნდა დარჩეს პარლამენტში

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ოპოზიციას მოუწოდებს, დარჩეს პარლამენტში და კონსტრუქციულად მიუდგეს 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს. ამის შესახებ ელჩმა „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა. მისი თქმით, მშვიდობიანი პროტესტი ნებისმიერი დემოკრატიული სისტემის ნაწილია, თუმცა მთავარი პოლიტიკური დისკუსია პარლამენტში უნდა მიმდინარეობდეს. „მინდა მოვუწოდო ყველას საქართველოში - როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, რომ იმუშაონ ერთად, რათა მიაღწიონ მაქსიმალუ

სემეკში წარსადგენი განცხადებისა და საჩივრის ჩაბარება იუსტიციის სახლში იქნება შესაძლებელი

კომუნალური მომსახურების სფეროში მიმართვიანობის გამარტივების მიზნით საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასა (სემეკ) და იუსტიციის სახლს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და იუსტიციის სახლის თავმჯდომარემ, ლაშა ლობჯანიძემ. მემორანდუმის ფარგლებში იუსტიციის სახლი სემეკს გაუწევს მომსახურებას, რაც გულისხმობს იუსტიციის სახლის მიერ სემეკის სახელზე წარდგენილი ნებისმიერი შინაარსის განცხადებ

მოვუწოდებთ საქართველოს პოლიტიკურ ფრაქციებს, მხარი არ დაუჭირონ ამ კანონპროექტს - PACE "ხალხის ძალის" ინიციატივაზე

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) ტვიტერზე ეხმაურება "ხალხის ძალის" მიერ ინიცირებულ კანონპროექტს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" და მოუწოდებს ქართულ პოლიტიკურ ფრაქციებს, მხარი არ დაუჭირონ მას. ამის შესახებ საქართველოს საკითხზე მომხსენებლებმა კლოდ კერნმა და ედიტა ესტრელამ განაცხადეს: "კანონპროექტი "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ", რომელიც "ხალხის ძალამ" წარადგინა, შეშფოთებას იწვევს დემოკრატიული და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან თავსებადობის გამო. ჩვენ მოვ

გერმანია საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთში არ გაემგზავრონ

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, რუსეთის ფედერაციაში არ იმოგზაურონ. უწყებაში აცხადებენ, რომ ეს ეხება მოგზაურობას ისეთ რეგიონებში, რომლებიც ახლოს არიან უკრაინის საზღვართან: როსტოვს, კრასნოდარს, კურსკს, სარატოვს, ვორონეჟსა და ვოლგოგრადს. გერმანია მოქალაქეებს მოუწოდებს, განსაკუთრებული ყურადღება და სიფრთხილე 20-დან 26 თებერვლამდე პერიოდში გამოიჩინონ, როდესაც რუსეთის ფედერაციაში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი. „ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეებს უნდა გ

გიორგი გახარია - დღეს საქართველოს რეალური შესაძლებლობა აქვს გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი, რუსეთთან პირისპირ მარტო დარჩენა კი ნიშნავს ომს

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ახლა უკვე ოპოზიციური პარტია "საქართველოს" თავმჯდომარე, გიორგი გახარია თავის ყოფილ თანაგუნდელებს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში იყო ხელისუფლებაში, ქვეყნის ევროპული მომავლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებაში ადანაშაულებს. პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მან თქვა, რომ "ქართული ოცნება" "ევროპული მომავლის ნაცვლად ირჩევს ხელისუფლებაში დარჩენას ნებისმიერ ფასად". "ჩვენს ევროპულ მომავალს დღეს ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, რომლის პოლიტიკა არც ფრ

გორში შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ერთი პირი დაიღუპა, ერთი კი დაიჭრა

გორში რკინიგზის სადგურის დასახლებაში მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ორმა პირმა სხეულის დაზიანება მიიღო. ორივე მათგანი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გორის ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა „ინტერპრესნიუსს“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღით დაზიანება თავის არეში ჰქონდა მიყენებული, კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე დაჭრილს გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია უტარდება. როგორ „ინტერპრესნიუსის“ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მო

ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ რუსეთისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების შემთხვევაში, აშშ ჩინეთს სანქციებს დაუწესებს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ჩინეთი რუსეთს ლეტალურ იარაღს თუ მიაწვდის, ვაშინგტონი ოფიციალურ პეკინს სანქციებს დაუწესებს. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხს ამერიკის შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება. „არ დავფიქრდებით ჩინური კომპანიებისთვის და ინდივიდებისთვის სანქციების დაწესებაზე, იმ შემთხვევაში თუ ჩინეთი დაარღვევს ჩვენს სანქციებს და ეცდება რუსეთის დახმარებას. ჩვენ ამას პირველივე დღიდან ყურადღებით ვადევნებთ თვალს. მიზეზი, რის გამო

"ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები", "უსამშობლო მოღალატეები" - თბილისში ახალი პლაკატები გამოჩნდა

თბილისში, რამდენიმე ადგილას გამოჩნდა ახალი პლაკატები, რომლებიც ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის კონკრეტული წარმომადგენლების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. "უსამშობლო მოღალატეები", "ეკლესიის მაგინებელი ჯაშუშები" - წერია პლაკატებზე, რომლებზეც გამოსახული არიან სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე, ყოფილი ომბუდსმენი ნინო ლომჯარია, დეპუტატები ხათუნა სამნიძე და თამარ კორძაია, ასევე ლიტერატორი ლევან ბერძენიშვილი, პოლიტოლოგი გია ნოდია, აქტივისტი ზუკა ბერძენიშვილი, პარტია "ლელოს" ლიდერ

მოგიწოდებთ, გააძლიეროთ მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის კუთხით ვალდებულებები - კლევერლი

გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანმა ჯეიმს კლევერლიმ საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. მან დღეს, 17 მარტს, თბილისში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად გამართა პრესკონფერენცია. "საქართველომ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის განვითარების თვალსაზრისით, მარგარეტ ტეტჩერის ისტორიული ვიზიტის შემდეგ, 1987 წელს. იმისთვის, რომ გამყარდეს დემოკრატია და გაძ

„არ დაანგრიოთ რესპუბლიკური“ — საავადმყოფოს თანამშრომლების სახელით მიმართვა გავრცელდა

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების სახელით, დღეს, 22 მარტს, ფეისბუკზე ღია წერილი გავრცელდა, სადაც კლინიკაში დასაქმებულები ჯანდაცვის მინისტრს მიმართავენ და საავადმყოფოს შენობის ნგრევის დაანონსებაზე განმარტებას ითხოვენ. წერილის ავტორები აცხადებენ, რომ საავადმყოფოს შენობის დანგრევაზე და ახლის აშენებაზე ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას წინ უძღოდა პროცესები, რომელიც, მათი შეფასებით, საავადმყოფოს სრულად ფუნქციონირებას მიზანმიმართულად უშლის ხელს. განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ უკვე დაიხ

მონტენეგროში დასრულდა მილო ჯუკანოვიჩის 30-წლიანი მმართველობა

მონტენეგროს პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა ქვეყნის ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, მემარჯვენე-ცენტრისტული მოძრაობის „ევროპა ახლა“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაკოვ მილატოვიჩმა. არჩევნების წინასწარი შედეგებით, მას მხარი დაუჭირა კენჭისყრაში მონაწილეთა 60%-მა. არჩევნებში დამარცხება აღიარა ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, სოციალისტმა მილო ჯუკანოვიჩმა. 61 წლის ჯუკანოვიჩი მონტენეგროს 30 წელზე მეტხანს მართავდა. 1991 წლიდან ხუთჯერ იყო პრემიერ-მინისტრი, ხოლო 1998-2002 წლებში და 2018 წლიდან დღემდე - პ

აკაკი გვიანიძე - "მცირე ქვათაცვენის" შედეგად აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო ერთმანეთს მოწყვეტილია და ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენ თვეში აღდგება მოძრაობა

"მცირე ქვათაცვენის" შედეგად აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო ერთმანეთს მოწყვეტილია და ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენ თვეში აღდგება მოძრაობა, -  ამის შესახებ სოციალურ ქსელში პარტია "საქართველოსთვის" ბათუმის საკრებულოს წევრი აკაკი გვიანიძე წერს. მისი თქმით, ქუჩები და მეტროც პარალიზებულია, იმ სატრანსპორტო კოლაფსის გამო, რაც მერიის მიერ არაკომპეტენტურად დაგეგმილმა და შესრულებულმა  სამუშაოებმა გამოიწვია.     "დედაქალაქის ქუჩები და მეტროც კი პარალიზებულია, იმ სატრანსპორტო კო

ნატოს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი - უკრაინის გვერდით უნდა ვიყოთ, ამას ველით საქართველოსგან და ყველა პარტნიორისგან

უკრაინის გვერდით უნდა ვიყოთ, ამას ველით საქართველოსგან და ყველა სხვა პარტნიორისგან, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ, რომელიც საქართველოში ვიზიტად იმყოფება, მედიასთან განაცხადა. მან ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენის კონტექსტში და განაცხადა, რომ რეაქციები, რომელიც საქართველოს ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლისგან ნახეს, შეშფოთების საგანია, რაც ქმნის „გარკვეულ სივრცეს“, რომ რუს

მიხეილ დაუშვილი - მამუკა ხაზარძემ ხალხის ფულით რომ გადაწყვიტა თავისი პროექტის მშენებლობა და უარი მიიღო, ამის შემდეგ გახდა ოპოზიციონერი (ვიდეო)

მამუკა ხაზარძემ ხალხის ფულით რომ გადაწყვიტა თავისი პროექტის მშენებლობა და უარი მიიღო, ამის შემდეგ გახდა ოპოზიციონერი.  მიხეილ დაუშვილი - პარტია „საქართველოსთვის" daushvili.mp4
×
×
  • შექმენი...