Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    888.757

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში ჩავა და 20 სექტემბერს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაში მონაწილეობას მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიუ-იორკში ჩავა და 20 სექტემბერს გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ 15-წევრიანი უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის - ალბანეთის, გაერო-ში ელჩმა ფერიტ ჰოჯამ ჟურნალისტებთან განაცხადა. ცნობისთვის, მსოფლიო ლიდერები ნიუ-იორკში 18 სექტემბრიდან შეიკრიბებიან გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაში მონაწილეობის მისაღებად. უკრაინასთან დაკავშირებით გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომა კი 20 სექტემბერს გაიმართება. ინტერპრესნიუსი

ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდებში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და პირველი ლედი, ოლენა ზელენსკა ოფიციალური ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში ჩავიდნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ვოლოდიმირ ზელენსკი „ფეისბუქში" წერს, რომ ვიზიტი უკრაინისთვის საავიაციო მხარდაჭერის აღმოჩენის თემას მიეძღვნება. „როგორც ყოველთვის, გველოდება არსებითი მოლაპარაკებები ბატონ პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან. მთავარი საკითხია F-16-ები უკრაინისთვის, რათა ჩვენი ხალხი რუსული ტერორისგან დავიცვათ. ჩვენ გავძლიერდებით. ასევე დღის წესრიგში

ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ს სამიტში მონაწილეობას მიიღებს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში, ნატო-ს სამიტში მონაწილეობას მიიღებს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, სამიტის მეორე დღეს, 12 ივლისს დაგეგმილია ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგისა და ვოლოდიმირ ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია. მანამდე ვილნიუსის სამიტში ზელენსკის მონაწილეობა საეჭვო იყო, რადგან უკრაინის პრეზიდენტმა უარი თქვა მონაწილეობაზე, თუ იქ რეალური ნაბიჯები არ გადაიდგმებოდა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

ვოლოდიმირ ზელენსკი მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის გამო “დიდი ოცეულის” და გაეროს მკაცრ რეაქციას ელოდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებიდან რუსეთის გასვლის გამო “დიდი ოცეულის” და გაეროს მკაცრ რეაქციას ელოდება. ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში განაცხადა. “ახლა მკაცრი საერთაშორისო რეაქციაა საჭირო. როგორც გაეროს, ისევე სხვა დონეებზეც, მათ შორის “დიდი ოცეულის” დონეზე. როგორ შეიძლება რუსეთი G20-ში სხვა სახელმწიფოებს შორის იყოს, როდესაც ის გააზრებულად მუშაობს რამდენიმე კონტინენტზე შიმშილისთვის? ეს ნონსენსია. “დიდ ოცეულში” რუსეთის ადგილი არ არის”, - გან

ვოლოდიმირ ზელენსკი ლოიდ ოსტინს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ის თავდაცვის მდივანს, ლოიდ ოსტინს სინგაპურში შეხვდა, - ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს. „ძალიან მადლობელი ვართ პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენისა და მისი ადმინისტრაციის, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში გაწეული დახმარებისთვის“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეხვედრაზე. მან ასევე ხაზი გაუსვა კონგრესის მიერ მიღებული სამხედრო დახმარების პაკეტის გადამწყვეტ მნიშვნელობას. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით, მხ

ვოლოდიმირ ზელენსკი კუპიანსკზე თავდასხმაზე - ტერორისტული ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მთლიანად გაგვანადგუროს - გვაქვს უფლება და ვუპასუხებთ

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკზე რუსების მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ უკრაინა ტერორისტულ ქვეყანას პასუხს გასცემს. „კუპიანსკი, ქალაქის ცენტრი, მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. ტერორისტული ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მთლიანად გაგვანადგუროს, გაანადგუროს: ჩვენი ისტორია, კულტურა, ჩვენი ხალხი, კლავს უკრაინელებს აბსოლუტურად ბარბაროსული მეთოდებით. არ გვაქვს უფლება, ეს ერთი წამითაც კი დავივიწყოთ. ჩვენ გვაქვს უფლება და

ვოლოდიმირ ზელენსკი კუნძულ ზმეინიზე ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ კუნძულ ზმეინიზე ჩავიდა. უკრაინის პრეზიდენტმა ომში დაღუპული მებრძოლების საფლავებს პატივი მიაგო და მადლობა გადაუხადა თითოეულ უკრაინელს, რომელიც ომის 500 დღის განმავლობაში ქვეყანას იცავს. „დღეს ჩვენ კუნძულ ზმეინზე ვიმყოფებით, ჩვენს კუნძულზე, რომელსაც არასოდეს დაიპყრობს ოკუპანტი ისევე, როგორც მთელს უკრაინას. დღეს ჩვენ პატივი მივაგეთ ჩვენს უკრაინელ გმირებს, ყველა მეომარს, ვინც იბრძოდა ამ კუნძულისთვის, ვინც გაათავისუფლა ის. მიუხედავად იმისა, რომ ეს არის პატარა მ

ვოლოდიმირ ზელენსკი კრამატორსკზე თავდასხმაზე - რუსეთი მხოლოდ ერთს იმსახურებს: დამარცხებასა და ტრიბუნალს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი კრამატორსკზე რუსეთის მიერ განხორციელებულ თავდასხმას „ტერორის გამოვლინებად“ აფასებს. „ტერორის ყოველი ასეთი გამოვლინება არაერთხელ გვიმტკიცებს ჩვენ და მთელ მსოფლიოს, რომ რუსეთი მხოლოდ ერთს იმსახურებს იმ ყველაფრის შედეგად, რაც გააკეთა - დამარცხებასა და ტრიბუნალს, სამართლიან და კანონიერ სასამართლოს ყველა რუსი მკვლელისა და ტერორისტის წინააღმდეგ“, - განაცხადა ზელენსკიმ. შეგახსენებთ, გუშინ რუსეთმა კრამატორსკის ცენტრში სარაკეტო თავდასხმა განახორციელა, რის

ვოლოდიმირ ზელენსკი კონტრშეტევაზე - პროგრესი სასურველზე ნელია, მაგრამ ეს ჰოლივუდური ფილმი არაა

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ კონტრშეტევის დაწყების შემდეგ ბრძოლის ველზე პროგრესი „სასურველზე ნელია“, თუმცა მისი თქმით, კონტრშეტევა „ჰოლივუდური ფილმი“ არაა. "ზოგიერთს მიაჩნია, რომ ეს ჰოლივუდური ფილმია და შედეგებს ახლავე ელის. ეს ასე არ არის", - განაცხადა ზელენსკიმ BBC-თან ინტერვიუში. მისი თქმით, სასწორზე ადამიანების სიცოცხლე დევს. ზელენსკიმ ხაზი გაუსვა, რომ წარმატება ადვილი არაა, რადგან უკრაინის ტერიტორიის 200 000 კვადრატული კილომეტრი რუსული ძალების მიერაა დანაღმული. „რაც არ უნ

ვოლოდიმირ ზელენსკი კონტრიერიშზე - თქვენ ამას დაინახავთ, ხოლო რუსეთი იგრძნობს

თქვენ ამას დაინახავთ, ხოლო რუსეთი იგრძნობს, - ასეთი კომენტარი გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმიტალიურ გამოცემებთან ინტერვიუში კონტრიერიშის გეგმებზე საუბრისას. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ კონტრიერიშიც „პირველი ნაბიჯები მალე იქნება“, მაგრამ ზუსტი თარიღები არ დააკონკრეტა. „ძალიან სერიოზულად ვემზადებით. ვიცი, რომ ყველა მოტივირებულია, მაგრამ სამწუხაროდ, [თარიღებზე] თქვენ კითხვაზე ვერ გიპასუხებთ, მაგრამ ამას ნამდვილად დაინახავთ, ხოლო რუსეთი ამას ნამდვილად იგრძნობს“, - გ

ვოლოდიმირ ზელენსკი კონგრესს - რუსები ყველაფერს იყენებენ, მაგრამ უკრაინა არასოდეს დანებდება

რუსები ყველაფერს იყენებენ უკრაინის ქალაქების, მათ შორის ბახმუტის, წინააღმდეგ, მაგრამ უკრაინა არასოდეს დანებდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "შარშან ბახმუტში 70 000 ადამიანი ცხოვრობდა. ახლა მხოლოდ რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქეა დარჩენილი. ამ მიწის ყოველი სანტიმეტრი სისხლით არის გაჟღენთილი. დონბასი რამდენჯერმე გადავიდა ხელიდან ხელში სასტიკი ბრძოლით, მაგრამ უკრაინული დონბასი დგას. რუსები ყველაფერს იყენებენ, რაც აქვთ

ვოლოდიმირ ზელენსკი კონგრესს - თქვენი ფული არ არის ქველმოქმედება, ეს არის ინვესტიცია გლობალურ უსაფრთხოებასა და დემოკრატიაში - ჩვენ გვაქვს არტილერია, დიახ, მადლობა, საკმარისია? სიმართლე გითხრათ, არა

აშშ-სა და მოკავშირეების მხარდაჭერა გადამწყვეტია ბრძოლის ველზე უკრაინის გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ომის დაწყებიდან 300 დღეზე მეტი გავიდა, უკრაინაში ჯარისკაცები იცავენ თავიანთ ქვეყანას, მაგრამ მათ მეტი იარაღი სჭირდებათ ბრძოლის ველზე გამარჯვების მისაღწევად. "აქ, ფრონტის ხაზია, ტირანია - რომელსაც არ აკლია სისასტიკე თავისუფალი ადამიანების ცხოვრების მიმართ - და თქვენი მხარდაჭერა გადამწყვეტია ა

ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში, სასურსათო უსაფრთხოების საკითხზე, საერთაშორისო სამიტს მასპინძლობს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში, სასურსათო უსაფრთხოების საკითხზე, საერთაშორისო სამიტს მასპინძლობს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს. საერთაშორისო ფორუმში, ვოლოდიმირ ზელენსკისთან და პრემიერ-მინისტრ დენის შმიგალთან ერთად, მონაწილეობენ კიევში მყოფი უნგრეთის პრეზიდენტი კატალინ ნოვაკი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო, ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა სიმონიტე და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი მატეუშ მორავიეცკი. სამიტს ონლაინ რეჟიმში შეუერთდებიან

ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, ფინეთის, შვედეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ნორვეგიის, ფინეთის, შვედეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. „მათი ვიზიტი არის მეგობარი, პარტნიორი ქვეყნების მხრიდან უკრაინის მიმართ მტკიცე მხარდაჭერის და სოლიდარობის მნიშვნელოვანი გზავნილი, განსაკუთრებით, ყველაზე სერიოზული გამოწვევების დროს. მადლობას ვუხდი ბალტიისა და ჩრდილოეთ ევროპის სახელმწიფოებს მათი მუდმივად აქტიური და ეფექტიანი მხარდაჭერისთვის უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და დამოუკიდებლ

ვოლოდიმირ ზელენსკი იტალიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ოფიციალური ვიზიტით იტალიაში ჩავიდა, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტი ზელენსკი „ტელეგრამ“ არხზე წერს. „რომი. შეხვედრები იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელასთან, პრემიერ მინისტრ ჯორჯა მელონთან და პაპ ფრანცისკესთან. მნიშვნელოვანი ვიზიტი უკრაინის გამარჯვებისთვის“, - წერს ზელენსკი. იტალიური მედიის ცნობით, კიევის დროით 11:13 საათზე ზელენსკი რომში, „ჩამპინოს“ აეროპორტში დაეშვა, სადაც მას იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანტონიო ტაია

ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელს მიმართავს, ჩამოყალიბდნენ, ვის უჭერენ მხარს, უკრაინას თუ რუსეთს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ისრაელს მიმართავს, ჩამოყალიბდნენ, ვის უჭერენ მხარს, უკრაინას თუ რუსეთს. პრეზიდენტმა ჰაარეცის დემოკრატიულ სამიტში ვიდეოკონფერენციის სახით მიიღო მონაწილეობა და ისრაელს მოუწოდა, განსაზღვროს, სურთ თუ არა დემოკრატიულ სამყაროსთან ყოფნა. „დრო ხომ არ დადგა, თქვენმა სახელმწიფომ აირჩიოს, ვისკენ ხართ? ან დემოკრატიულ სამყაროსთან, რომელიც იბრძვის არსებობის საფრთხის წინააღმდეგ, ან მათთან, ვინც თვალს ხუჭავს რუსულ ტერორზე მაშინაც, როდესაც ეს გლობალურ უსაფრთხოებას სრულ

ვოლოდიმირ ზელენსკი ირანელებს - რატომ უნდა იყოთ რუსული ტერორის თანამონაწილეები? რატომ ხართ ბოროტი სახელმწიფოს მხარეს?

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ირანელ ხალხს მოუწოდებს, რუსეთის სისხლიანი ომის თანამონაწილეები არ გახდნენ, რომლებიც ირანულ „კამიკაძე“ დრონებს უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების დასახოცად იყენებს. „დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი თავდასხმები მუდმივად გრძელდება, მინდა მივმართო უშუალოდ ირანელ ხალხს, თითოეულ ოჯახს, იმ ადამიანებს, ვისაც შეუძლია გავლენა მოახდინოს სახელმწიფოს გადაწყვეტილებებზე ირანში. კითხვა მარტივია: რატომ უნდა იყოთ რუსული ტერორის თანამონაწილეები? რატომ ხართ ბოროტი სახე

ვოლოდიმირ ზელენსკი იაპონიაში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ჩავიდა. CNN-ის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი იაპონიაში საფრანგეთის მთავრობის თვითმფრინავით ჩავიდა, რომელიც ჰიროსიმაში ცოტა ხნის წინ ჩაფრინდა. ვოლოდიმირ ზელენსკი ჰიროსიმაში მიმდინარე „დიდი შვიდეულის“ სამიტში მიიღებს მონაწილეობას.

ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩავიდა. ამის შესახებ იგი “ტელეგრამის” პირად არხზე წერს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე საკითხი დაასახელა, რომელსაც თურქეთის პრეზიდენტთან განიხილავს, მათ შორის „მშვიდობის ფორმულას“, უსაფრთხოების გარანტიებს და ე.წ. მარცვლეულის ინიციატივას. “მოვლენებით სავსე დღეს თურქეთში ვამთავრებთ. მოლაპარაკებები პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან. პოზიციების კოორდინაცია მშვიდობის ფორმულაზე, ნატო-ს სამიტზე, უსაფრთხოების გარანტიებსა და მარცვლეულის ინიციატივაზე.

ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთში ჩადის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს თურქეთს ეწვევა, - ინფორმაციას უკრაინული მედია თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანს შეხვდება და ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომის, მარცვლეულის შეთანხმების, რეგიონში მშვიდობის პერსპექტივებისა და ორმხრივი ურთიერთობების გაძლიერების საკითხებს განიხილავენ. „ვიზიტის ფარგლებში დეტალურად განიხილება ომის მიმდინარეობა, რომელიც გრძელდება რუსეთსა და უკრაინას შორის

ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეში იმყოფებოდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეს რეგიონს სტუმრობდა, სადაც სამხედროების პოზიციები მოინახულა. ინფორმაციას უკრაინული მედია პრეზიდენტის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, უკრაინის პირველი პირი გაეცნო ოპერატიულ სიტუაციას და სამხედროებს ჯილდოები გადასცა. "ზაპოროჟიეს ოპერატიული ჯგუფის სამეთაურო პუნქტს ვეწვიე. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული გვარდიის, ეროვნული პოლიციის, სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლ

ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინზე - მან ჩემი, ჩემი ოჯახის და გარემოცვის მკვლელობის ბრძანება გასცა - ვინ არის მზად ამ მანიაკთან სალაპარაკოდ? მას ხელები იდაყვებამდე სისხლში აქვს

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მზად არ არის რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან სასაუბროდ, რადგან ის ფაშისტი და სადისტია. აფრიკულ მედიასთან ინტერვიუში ზელენსკიმ გაიხსენა, რომ როდესაც რუსული ძალები შეიჭრნენ უკრაინაში და გაემართნენ კიევისკენ, უკრაინის ხელისუფლებამ უარი თქვა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბარზე მისი ულტიმატუმების საფუძველზე. "როდესაც მან ჩემი, ჩემი ოჯახის და გარემოცვის მკვლელობის ბრძანება გასცა, ჩვენ ვთქვით, რომ ეს ულტიმატუმიც არ გაუვიდოდა",

ვოლოდიმირ ზელენსკი ვიშეგოროდში ჩავიდა, სადაც რუსეთის ძალების იერიშს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევის ოლქის ქალაქ ვიშეგოროდში იმყოფებოდა, სადაც 23 ნოემბერს, რუსეთის ძალების იერიშს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 30 დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი. უკრაინის პრეზიდენტმა ქალაქში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დანგრეული ოთხსართულიანი სახლი დაათვალიერა. ზელენსკი ასევე მივიდა ე.წ. „უძლველობის პუნქტში“, რომლებიც უკრაინულ ქალაქებში იხსნება. აღნიშნულ პუნქტებში მოქალაქეებს შეუძლიათ გათბნენ, ტელეფონები დატენონ და ინტერნეტით ისარგებლონ. „ერთად ჩ

ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში ჩავიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ვილნიუსში ჩავიდა, სადაც ნატო-ს სამიტი მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერი სერჰი ნიკიფოროვი ავრცელებს. მისი თქმით, თვითმფრინავი, რომელშიც ზელენსკი იმყოფებოდა, ვილნიუსში დაჯდა. ასევე, უკრაინული სააგენტოს “ინტერფაქს-უკრაინა” ცნობით, ვილნიუსში ასევე ჩავიდა უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვიც. ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის თქმით, ზელენსკი დღეს მხოლოდ ლიდერების ვახშამში მიიღებს მონაწილეობს, ხო

ვოლოდიმირ ზელენსკი ემანუელ მაკრონს ესაუბრა

უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ემანუელ მაკრონთან საუბრისას მან მადლობა გადაუხადა საფრანგეთის ლიდერს უკრაინის მიმართ ყოვლისმომცველი და ეფექტური მხარდაჭერისთვის. ზელენსკის თქმით, მაკრონთან უკრაინის მშვიდობის ფორმულისადმი სხვა საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის კონსოლიდაცია განიხილა. ამასთან, როგორც უკრაინის ლიდერმა აღნიშნა, მან და საფრანგეთის პირველმა პირმა მათი პოზიციების კოორდინაცია მოახსენეს და შემდგომ კონ
×
×
  • შექმენი...