Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    888.656

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სი ძინპინი უკრაინაში მიიწვია

მე მსურს სი ძინპინთან საუბარი, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ასოშიეითიდ პრესთან“ ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკიმ ჩინეთის ლიდერი უკრაინაში მიიწვია. „ჩვენ მზად ვართ, ის აქ ვიხილოთ. მე მსურს მასთან საუბარი. მე მქონდა მასთან კონტაქტი სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, მაგრამ ამ წლის განმავლობაში აღარ მქონია კონტაქტი“, – განაცხადა ზელენსკიმ. ერთი თვის წინ, უკრაინაში ომის დაწყების წლისთავზე, ჩინეთმა ე.წ. მშვიდობის გეგმა წარადგინა, რომელიც 12 პუნქტისგან

ვოლოდიმირ ზელენსკიმ სამ ოლქში ახალი გუბერნატორები დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების სახელმწიფო ადმინისტრაციების ახალი ხელმძღვანელები დანიშნა. შესაბამისი განკარგულებები უკრაინის სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. კერძოდ, სერგეი ლისაკი დნეპროპეტროვსკის საოლქო სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად, იური მალაშკო ზაპოროჟიეს ოლქის, ალექსანდრე პროკუდინი კი ხერსონის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა ოლექსი კულება კიევ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსულ და ბელარუსულ კომპანიებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 200-ზე მეტ რუსულ და ბელარუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა. ზელენსკის განკარგულების თანახმად, სანქციები რუსეთის 51 მოქალაქეს, მათ შორის მეცნიერებსა და ქარხნების გენერალურ დირექტორებს, ასევე რუსეთთან დაკავშირებულ 220 იურიდიულ პირს დაუწესდა. სანქციების სიაში შედის რუსული კომპანია "მობილური ტელესისტემებისა" და „რუსეთის რკინიგზის“ სტრუქტურები, ასევე ბელარუსული კომპანიები, მათ შორის მინსკის საავტომობილო ქარხანა, მინსკის მექანიკური ქარხანა, ვიტებსკის

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის კიდევ 100-ზე მეტ მოქალაქესა და 37 კომპანიას სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოსცა განკარგულება, რითაც ძალაში შედის „პერსონალური სპეციალური ეკონომიკური და სხვა შემზღუდავი ზომების (სანქციების) გამოყენებისა და ცვლილების შესახებ“ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს 2023 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილება, - ინფორმაციას უკრაინული მედია. მათივე ინფორმაციით, სანქციების სიაში მოხვდა დიმიტრი საბლინის, დიმიტრი სვიატაშის, დიმიტრი ტაბაჩნიკის, იური კოტის, ნიკოლაი აზაროვის, სერგეი აქსენოვის და ოლეგ ცარევის სახელები. ა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის 33 მოქალაქეს და 225 რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის 33 მოქალაქეს და 225 რუსულ კომპანიას სანქციები დაუწესა, - ამის შესახებ პრეზიდენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განკარგულებაშია აღნიშნული. განკარგულების თანახმად, პერსონალური სანქციები დაწესებულია ათი წლის ვადით და ითვალისწინებს აქტივების ბლოკირებას, უკრაინიდან კაპიტალის გატანის აკრძალვას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შესრულების შეწყვეტას, ინტელექტუალური საკუთრების უფლების ობიექტებზე ტექნოლოგიებისა და უფლებების გადაცემის აკრძალვას.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს სპორტსმენებს, IT-კომპანიებსა და საწარმოებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს სპორტსმენებს, ასევე კომპანიებს – „იანდექსსა“ და „რამბლერს“ სანქციები დაუწესა. უკრაინის პრეზიდენტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრების განკარგულებას ხელი მოაწერა. პრეზიდენტის განკარგულებით, სანქციები დაუწესდათ რუს სპორტსმენებს, ასევე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. კერძოდ, პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი განკარგულებით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, სანქციები დაუწესდა 87 ფიზიკუ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რადას ირანის წინააღმდეგ 50 წლით დამატებითი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადას ირანის წინააღმდეგ 50 წლით დამატებითი სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით მიმართა. როგორც მედია წერს, კანონპროექტი ირანთან ვაჭრობის, ინვესტიციებისა და ტექნოლოგიების გადაცემის სრულ აკრძალვას ითვალისწინებს. გარდა ამისა, კანონპროექტის მიხედვით, უკრაინის ტერიტორიაზე ირანული ტრანზიტის შეწყვეტა და ირანული აქტივების უკრაინიდან გატანის აღკვეთა უნდა მოხდეს. მედიის ცნობით, უკრაინის პარლამენტს აღნიშნულზე კენჭისყრა ჯერ არ ჩაუნიშნ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოლექსი დანილოვი გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის თანამდებობიდან ოლექსი დანილოვი გაათავისუფლა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის 26 მარტის განკარგულებაში წერია. განკარგულების თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე უკრაინის საგარეო დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრ ლიტვინენკო დანიშნა. ipn

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ილონ მასკი უკრაინაში მიიწვია

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელი ბიზნესმენი ილონ მასკი უკრაინაში მიიწვია. ამის შესახებ მან ვიდეოკავშირით განაცხადა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც მსოფლიო პოლიტიკისა და ბიზნესის უმნიშვნელოვანეს მოვლენებს ეძღვნებოდა. „თუკი გსურთ გაიგოთ, რა გააკეთა აქ რუსეთმა, ჩამობრძანდით უკრაინაში და ამას საკუთარი თვალით ნახავთ. ამის შემდეგ გვეტყვით, როგორ უნდა დასრულდეს ეს ომი, ვინ დაიწყო ის და როდის შევძლებთ მის დასრულებას“, - მიმართა ზელენსკიმ მასკს. ოქტომბრის დამდეგს ილონ მასკ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ივანო-ფრანკოვოს საავადმყოფოში სამხედროები მოინახულა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ივანო-ფრანკოვოში საავადმყოფოს ეწვია, სადაც სამხედროები მკურნალობენ. „სარეაბილიტაციო ცენტრი, სადაც ჩვენი დამცველები მკურნალობენ. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ჩვენს ჯარისკაცს გაწეული გმირობისთვის. მადლობა ყველა უკრაინელს ჩვენი სახელმწიფოს დაცვისთვის. აუცილებლად იქნება გამარჯვება! სწრაფ გამოჯანმრთელებას გისურვებთ!", - წერს უკრაინის პრეზიდენტი „ფეისბუქზე“. ზელენსკიმ, ასევე, გამართა ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის შეხვედრა, სადაც

ვოლოდიმირ ზელენსკიმ იენს სტოლტენბერგს მიმართა - ფრთხილად იყავით, გვჭირდებით

ფრთხილად იყავით, გვჭირდებით, – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს, რომელმაც კიევში პრესკონფერენციის დაწყებისას, სადენებს ფეხი წამოჰკრა და წაბორძიკდა. ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი კიევში დღეს ჩავიდა. იენს სტოლტენბერგის ვიზიტი დაანონსებული არ ყოფილა.   ავტორი - ქეთი ჩოხელი

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიქტორ ორბანი კიევში დაპატიჟა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი კიევში დაპატიჟა. შესაბამის ინფორმაციას უნგრული მედია საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის ფარგლებში ვიქტორ ორბანი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. სამიტის შემდგომ ევროკავშირის ლიდერები უკრაინის პრეზიდენტს ოთხ ჯგუფად შეხვდნენ. ორბანმა ზელენსკისთან მოლაპარაკებები ბულგარეთის, კვიპროსის, საბერძნეთის, ხორვატიის, სლოვენიისა და ავსტრიის ლიდერებთან ერთად გამართა. როგორც უნგ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრთან ერთად მიკოლაევის საავადმყოფოში დაჭრილი სამხედროები მოინახულა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დანიის პრემიერ-მინისტრთან, მეტე ფრედერიქსენთან ერთად მიკოლაევის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაჭრილი უკრაინელი სამხედროები მოინახულა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს და სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტის ვიდეოს აქვეყნებს. „მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მეომრებმა შეძლონ არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის გავლა. მადლობა ყველა მედმუშაკს, რომლებიც ჩვენი დამცველების ჯანმრთელობაზე ზრუნავენ. სწრაფ გამოჯანმრთელებას გ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროკომისიის პრეზიდენტმა მაკროფინანსური დახმარების საკითხი განიხილეს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს ესაუბრა. როგორც ზელენსკიმ „ტვიტერზე“ დაწერა, საუბარი ეხებოდა უკრაინის მაკროფინანსური დახმარების საკითხს. შეხვედრაზე აღინიშნა მარცვლეულის ინიციატივის გაგრძელების მნიშვნელობა, მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოებისთვის. ამასთან, ზელენსკის თქმით, განიხილეს სანქციების გაზრდის საკითხი და ქმედებები ირანის წინააღმდეგ, რომელიც მხარს უჭერს აგრესიას.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ანჯეი დუდამ უკრაინას თავდაცვითი საჭიროებები განიხილეს

უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ანჯეი დუდამ უკრაინის ამჟამინდელი თავდაცვითი საჭიროებები და ერთობლივი დიპლომატიური ძალისხმევა განიხილეს. „ანჯეი დუდას ვესაუბრე საომარი მოქმედებების მიმდინარეობაზე, ფრონტის გარკვეულ ნაწილებში არსებულ ვითარებაზე. განვიხილეთ უკრაინის ამჟამინდელი თავდაცვითი საჭიროებები და უახლოესი მომავლისთვის ერთობლივი დიპლომატიური ძალისხმევა. ვემზადებით მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის“, - წერს ზელენსკი „ტვიტერზე“. იპნ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ანჯეი დუდამ სატელეფონო საუბრის დროს ვილნიუსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე ისაუბრეს

უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ანჯეი დუდამ სატელეფონო საუბრის დროს ვილნიუსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე ისაუბრეს. „ანჯეი დუდასთან ნაყოფიერი საუბარი დავასრულე. განვიხილეთ ჩვენი მოლოდინები ვილნიუსის ნატო-ს სამიტიდან. გვესმის, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით ალიანსის მიერ გადადგმული ძლიერი ნაბიჯების მნიშვნელობა“, - განაცხადა ზელენსკიმ. მისი თქმით, პრეზიდენტებმა განიხილეს უკრაინის შემდგომი პრიორიტეტული საჭიროებები ფრონტზე. ვოლოდიმირ ზელენსკიმ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის პარლამენტის სპიკერს უკრაინელი პილოტის ჩაფხუტი გადასცა წარწერით: “ჩვენ თავისუფლება გვაქვს, მოგვეცით ფრთები, რომ იგი დავიცვათ” და საავიაციო კოალიციის შექმნისკენ მოუწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დიდ ბრიტანეთს უკრაინისთვის საავიაციო კოალიციის შექმნისკენ მოუწოდა. ამის შესახებ მან დიდი ბრიტანეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინის ავიაცია ეამაყება და დიდი ბრიტანეთის პარლამენტის სპიკერს ლინდსი ჰოილს უკრაინელი პილოტის ჩაფხუტი გადასცა წარწერით: “ჩვენ თავისუფლება გვაქვს, მოგვეცით ფრთები, რომ იგი დავიცვათ”. “მე მჯერა, რომ ეს სიმბოლო დაგვეხმარება ჩვენი შემდგომი - საავიაციო - კოალიციის ფორმირებაში. მოგმა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბელარუსში უკრაინის ელჩი დაითხოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ იგორ ქიზიმი ბელარუსში უკრაინის ელჩის თანამდებობიდან გაათავისუფლა. „გათავისუფლდეს ქიზიმ იგორ იურიევიჩი ბელარუსის რესპუბლიკაში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობიდან“, - ნათქვამია პრეზიდენტის განკარგულებაში. იგორ ქიზიმს ბელარუსში უკრაინის ელჩის თანამდებობა 2017 წლის თებერვლიდან ეკავა. უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, როდესაც რუსულმა ტანკებმა უკრაინის საზღვარი ბელარუსიდან გ

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი ზელანდიის პარლამენტს ვირტუალურად მიმართა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი ზელანდიის პარლამენტს ვირტუალურად მიმართა. როგორც მედია წერს, ზელენსკი ისტორიაში, მეორე უცხოელი ლიდერია, რომელსაც ახალი ზელანდიის პარლამენტისთვის ოდესმე მიუმართავს. უცხო ქვეყნის მთავრობის ერთადერთი მეთაური, რომელმაც ახალი ზელანდიის პარლამენტს ზელენსკიმდე, 2011 წელს სიტყვით მიმართა, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრი ჯულია გილარდი იყო. ზელენსკიმ ახალ ზელანდიას მოუწოდა, ხელი შეუწყოს მშვიდობას და გაერთიანდეს იმ 10-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის გა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ 40 ფიზიკურ და 382 იურიდიულ პირს სანქციები დაუწესა, მათ შორის სანქცირებულია რუსეთის ცესკო და პოლიტიკური პარტიები

უკრაინამ რუსული პოლიტიკური პარტიებისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, შესაბამის განკარგულებას ხელი დღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა. გავრცელებული ინფორმაციით, სანქციები ჯამურად 320-ზე მეტ რუსულ კომპანიასა და 40 ფიზიკურ პირს ეხება. ფიზიკური პირებიდან 25 რუსეთის მოქალაქეა, 4 შვეიცარიის მოქალაქე, 2 ირანის მოქალაქე, 8 მალის მოქალაქე და ერთი პირი დაუდგენელი მოქალაქეობით. სანქცირებული

ვოლოდიმირ ზელენსკიმ „რუსული იმპერიული პოლიტიკის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“ კანონს ხელი მოაწერა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული „იმპერიული პოლიტიკის პროპაგანდის აკრძალვის შესახებ“ კანონს მოაწერა ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს. მიღებული კანონის ნორმების თანახმად, უკრაინაში რუსული იმპერიული პოლიტიკის სიმბოლიკის დამზადება, გავრცელება და საჯაროდ გამოყენება იკრძალება. რუსული იმპერიული პოლიტიკის სიმბოლიკას მიეკუთვნებიან: იმ პირთა ძეგლები, რომლებიც ხელმძღვანელ თანამდებობებს იკავებდნენ რუსეთის ხელისუფლებისა და მ

ვოლოდიმირ ზელენსკი: ახლა მთავარი ენერგიაა, ენერგოსისტემაში მწვავე დეფიციტია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ოდესის რეგიონში ვითარება ძალიან მძიმეა, რადგან ღამით ირანული დრონების დარტყმის შემდეგ ოდესა და რეგიონის სხვა ქალაქები და სოფლები სრულ სიბნელეშია. მისი თქმით, ამ დროისთვის ოდესაში 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა. თავის ტრადიციულ ვიდეომიმართვაში ზელენსკი ამბობს, რომ ელექტროენერგია მხოლოდ კრიტიკულ ინფრასტრუქტურას მიეწოდება. „ენერგოსისტემა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან შორს არის ნორმალური მდგომარეობიდან - სისტემაში მწვავ

ვოლოდიმირ ზელენსკი ჰოლოდომორის წლისთავთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს - უკრაინელების განადგურება ოდესღაც შიმშილით სურდათ, ახლა სიბნელით და სიცივით

უკრაინელების განადგურება ოდესღაც შიმშილით სურდათ, ახლა სიბნელით და სიცივით, – ამის შესახებ ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვაში, რომელიც ჰოლოდომორის წლისთავთან დაკავშირებით გაავრცელა. 26 ნოემბერი უკრაინაში, 1932-1933 წლებში მასობრივი შიმშილის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნის დღეა. „უკრაინელებმა გამოიარეს ძალიან საშინელი რამ. ამასთან ერთად, შეინარჩუნეს დაუმორჩილებლობის უნარი და თავისუფლების სიყვარული. ჩვენი განადგურება ოდესღაც შიმშილით სურდათ, ახლა სიბნელით და სიცივი

ვოლოდიმირ ზელენსკი ჰააგის სასამართლოში მივიდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელიც ნიდერლანდებს სტუმრობს, ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მივიდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ვოლოდიმირ ზელენსკი სასამართლოში შეხვედრებს გამართავს. ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ამჟამად იძიებს რუსეთის სავარაუდო სამხედრო დანაშაულებს უკრაინაში. ცნობილია, რომ მარტში სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრუ

ვოლოდიმირ ზელენსკი ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინის დაპატიმრების ორდერის გაცემაზე - ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომლიდანაც ისტორიული პასუხისმგებლობა დაიწყება

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება ისტორიულია, რეალური პერსპექტივის მქონე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა. „დღეს საერთაშორისო იუსტიციის წონიანი გადაწყვეტილება გვაქვს. საქმეში, რომელშიც არის რეალური პერსპექტივა. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ორდერი გასცა პუტინის დასაკავებლად. ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომლიდანაც ისტორიული პასუხისმგებლობა დაიწყება”, - განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ბავშვების ოჯახებისგან დაშ
×
×
  • შექმენი...