უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, სამხედროებმა ლუგანსკისა და დონეცკის ოლქის ოთხი დასახლებიდან ოკუპანტების განდევნა შეძლეს. საუბარია კარმაზინოვის, მიასოჟაროვის, ნევისა და ნოვოსადოვის დასახლებებზე.
გენშტაბის ცნობით, უკრაინულმა ავიაციამ 17 დარტყმა განახორციელა, რის შედეგადაც მოწინააღმდეგის საბრძოლო მასალებისა და აღჭურვილობის 13 წერტილი და საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების ოთხი პოზიცია გაანადგურეს.
ასევე, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინულმა ძალებმა მოიგერიეს ოკუპანტების ი
რიში სუნაკი დაინიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად მას შემდეგ, რაც 25 ოქტომბერს კონსერვატორული პარტიის ახალი თავმჯდომარე მეფე ჩარლზმა თავის სასახლეში მიიწვია და მას მთავრობის შექმნა დაავალა.
წინა დღით,24 ოქტომბერს რიში სუნაკმა თავისი კანდიდატურა კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე წარადგინა.
პრემიერის პოსტზე მის კანდიდატურას მიემხრო ასზე მეტი კანონმდებელი, რაც საკმარისი იყო კანდიდატურის ოფიციალურად წარდგენისთვის.
ლიზ ტრასი 20 ოქტომბერს გადადგა, პრემიერის თანამდ
საქართველოში 2 ნოემბრამდე უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +14, +19 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.
2 ნოემბრამდე უნალექო ამინდია მოსალოდნელი თბილისშიც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +18, +20 გრადუსის ფარგლებში იქნება.
თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ლევან ნაროუშვილმა თანამდებობა დატოვა.
როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცახდა, აღნიშნულ პოსტზე მას გიორგი აბუთიძე შეცვლის.
„მუნიციპალიტეტში გვაქვს საკადრო ცვლილებები. მინდა, მადლობა გადავუხადო ლევან ნაროუშვილს თბილისის მუნიციპალიტეტში მრავალწლიანი მუშაობისთვის. ლევან ნაროუშვილი ბოლოს ხელმძღვანელობდა ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურს. მან მიიღო გადაწყვეტილე
ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის პატიმრობაში დატოვებაზე სასამართლოს განაჩენს ტვიტერზე გამოეხმაურა. იგი აცხადებს, რომ მიუღებელია საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნა.
"ვუერთდები ნიკა გვარამიას ირგვლივ შექმნილი მდგომარეობის გამო შეშფოთებას. საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და მედიის თავისუფლების შემდგომი გაუარესება მიუღებელია", - დაწერა ევროპარლამენტარმა ტვიტერის გვერდზე.
სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ დღ
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.7261 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7328 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0067 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7114 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7446 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0332 ლარი შეადგინა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.
უკრაინაში შეჭრის წინ, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სარაკეტო დარტყმით დაემუქრა დიდი ბრიტანეთის მაშინდელ პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონს. პუტინთან 2022 წლის თებერვალში გამართულ ამ სატელეფონო საუბარს ჯონსონი იხსენებს BBC-ს დოკუმენტურ ფილმში, რომელიც ბრიტანული მაუწყებლის ეთერში დღეს საღამოს გავა. ფილმი ეხება უკრაინაში ომის დაწყებამდე პუტინის კონტაქტებს მსოფლიოს ლიდერებთან.
ბორის ჯონსონის თანახმად, მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინი გააფრთხილა, რომ უკრაინაში ომს კატასტროფული შედეგები ექნებოდა,
მოლდოვაში ექვს სატელევიზიო არხს ლიცენზია შეუჩერეს. ამის შესახებ ინფორმაციას „ასოშიეთედ პრესი„ ავრცელებს. როგორც მარეგულირებელ ორგანოში აცხადებენ, აღნიშნული ტელეკომპანიები უკრაინაში მიმდინარე ომის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ და „საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებას ცდილობდნენ“.
სამაუწყებლო ლიცენზია შეუჩერდა შემდეგ ტელეარხებს: „პირველი მოლდოვაში“, „რტრ მოლდოვა“, „აქცენტ ტვ“, „ენ-ტე-ვე მოლდოვა“, „ტვ6“, „ორჰეი ტვ“. ინფორმაციის თანახმად, ამ ტელეარხებიდან ოთხი რეგულარულად ახდენდა რუსული
პოლიციამ თბილისში ორი ადამიანის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებებისა შედეგად, უცხო ქვეყნის მოქალაქე 1987 წელს დაბადებული ჰ.მ. დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 დეკემბერს, თბილისში, ფინანსური დავის ნ
დღეს გამოქვეყნებული ანგარიში ავსებს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადებთან დაკავშირებით ევროკავშირის 2022 წლის მოსაზრებას, – ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი „ტვიტერის“ მიკრობლოგზე წერს.
მისი თქმით, ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხარდაჭერას.
„დღეს ჩვენ გამოვაქვეყნეთ ანალიტიკური ანგარიში უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს შესაბამისობაზე ევროკავშირის საკანონმდ
ევროკავშირის წევრებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი შეათანხმეს.
როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა შვედეთი იუწყება, სანქციები მკაცრ შეზღუდვებს ითვალისწინებს რუსეთში ორმაგი დანიშნულების საექსპორტო პროდუქციასა და ტექნოლოგიებზე. ასევე გაფართოვდება ე.წ. შავი სია ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ, რომლებიც მხარს უჭერენ ომს და ავრცელებენ პროპაგანდას ან აწვდიან რუსეთს დრონებს.
აღსანიშნავია, რომ მე-10 პაკეტზე შეთანხმება ვერ ხერხდებოდა პოლონეთის პოზიციის გამო,
პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი კახაბერ ქემოკლიძე, სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ITB Berlin-ის გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლას ვრცელი პოსტით ეხმაურება, რომელსაც PLANETA.GE უცვლელად გთავაზობთ:
"მოვისმინე ბ-ნი ღარიბაშვილის ფსევდოპატრიოტული, ღრმა პოპულიზმით გაჯერებული დემაგოგია. აი რატომ ვფიქრობ ასე (გრძელი პოსტია)?!
რა გვითხრა დღეს ბ-ნმა ღარიბაშვილმა ბერლინიდან:
- კანონის („უცხო ქვეყნის აგენტების“) ორი ვერსია არის შეტა
UFC-ის სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში მებრძოლმა მერაბ დვალიშვილმა კარიერის უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა! 32 წლის ქართველმა დაამარცხა დივიზიონის ყოფილი ჩემპიონი, რუსი პიოტრ იანი და საჩემპიონო ქამრის ერთ-ერთი უმთავრესი კანდიდატი გახდა.
დვალიშვილმა უძლიერეს მეტოქეს ხუთრაუნდიან ბრძოლაში აშკარად აჯობა და მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.
„ეს ბრძოლა ჩემთვის ძალიან პრინციპული იყო - რუსი მოწინააღმდეგე აუცილებლად უნდა დამემარცხებინა. უდიდესი მოტივაცია მქონდა და მიხარია, რომ ეს გ
ძალიან დიდხანს ვფიქრობდი გამომექვეყნებინა ეს წერილი თუ არა. ერთი კვირის წინ მქონდა მძიმე საუბარი მასთან, ვისაც ეხება ეს წერილი და ავუხსენი რასაც ვაპირებდი, რადგან მსურდა მზად ყოფილიყო ამ ყველაფრისთის. არ მამოძრავებს შურისძიების წყურვილი და არ მსურს ფიზიკური ზიანი მივაყენო ვინმეს. ეს ბოლო დღეები უმძიმესი იყო ჩემთვის, რადგან ჩემი წარსულის გახსენებამ, ისევ გამიცოცხლა ყველა ტკივილი და გავაცნობიერე რომ უთქმელობა არის უსამართლობა, არა მარტო ჩემთვის, არამედ ჩემი ოჯახის მიმართაც.
ხალხთან უ
თბილისში 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი ახალი თავშესაფარი აშენდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ მზადაა ამ მიმართულებით კომპლექსური მუშაობისთვის. მისი თქმით, უპირველად უნდა განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა კერძო სკოლების დირექტორებსა და ასოციაციების წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა, რომლის ფარგლებშიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა.
განათლების სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი ამილახვარმა შეხვედრის მონაწილეებს ზოგადი განათლების განვითარების მიმართულებით საკუთარი ხედვები გააცნო და მათგან არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია მიიღო. მინისტრმა შე
რუსი ოკუპანტები მიკოლაივის ოლქს X-22 ტიპის 5 რაკეტით დაესხნენ თავს, - ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვიტალი კიმი იუწყება.
მისი ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სამრეწველო საწარმოს შენობა დაზიანდა.
„წინასწარი ინფორმაციით, Tu-22M3 სტრატეგიული თვითმფრინავიდან ოლშანსკაიასა და კონსტანტინოვსკაიას თემებს X-22 ტიპის 5 რაკეტა ესროლეს, დაზიანდა სამრეწველო საწარმოს შენობა“, - აცხადებს ვიტალი კიმი.
მისივე თქმით, სარაკეტო დარტყმას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ipn
დღეს მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის ბოსები არაფერს აკონტროლებენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
„დღეს მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთის ბოსები არაფერს არ აკონტროლებენ. საერთოდ არაფერს. სრული ქაოსი. პროგნოზირებადობის სრული არარსებობა. უპირველეს ყოვლისა, მსოფლიოს არ უნდა ეშინოდეს. ჩვენ ვიცით რა გვიცავს. ჩვენი ერთიანობა. უკრაინას ნამდვილად შეეძლება ევროპის დაცვლა ნებისმიერი რუსული ძალისგან და მნიშვნელობა არ აქვს მათ ვინ ხელმძღვანელობს. ჩვენ დავი
2023 წლის უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირი კაცებში დასრულდა. ესპანელმა ამომავალმა ვარსკვლავმა, 20 წლის კარლოს ალკარასმა ფინალში ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელად მიჩნეული სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა და პრესტიჟული გათამაშება პირველად მოიგო.
ნერვიული სტარტისა და პირველ სეტში მარცხის შემდეგ, ესპანელმა თამაშში დაბრუნება შეძლო და 4 საათიანი და 42 წუთიანი მატჩი, საბოლოოდ, მისი გამარჯვებით დასრულდა. უიმბლდონის 4-გზის ჩემპიონისთვის, ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის ეს მატჩი კარიერაში ერთ-ერთი ყველაზ
უკრაინის დაზვერვის ცნობით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ კრასნოდარის მხარეში მდებარე ბაზას ხურავს და ბელარუსის ტერიტორიაზე გადადის.
გავრცელებული ინფორმაციით, „ვაგნერის“ მებრძოლები ბელარუსის ტერიტორიაზე 100-ზე მეტ სატრანსპორტო საშუალებისგან შემდგარი კოლონით, შეიარაღების გარეშე შევიდნენ.
სამონიტორინგო ჯგუფის ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში ეს კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ უკვე მესამე კოლონაა, რომელიც ბელარუსის ტერიტორიაზე შევიდა და მოგილევის ოლქში მდებარე საველე ბანაკში დაბინა
მარტში ჩაგდებული რუსული კანონი მნიშვნელოვნად განსხვავდება ამერიკული კანონისგან, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
„ეს დოკუმენტები არ მინახავს, მაგრამ ვფიქრობ, რომ რუსული სტილის კანონი, რომელიც მარტში ჩააგდეს, ფოკუსირებული იყო ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომლებიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებში მუშაობენ.
ამერიკული კანონი ლობისტებსა და იურიდიულ ფირმებზე ფოკუსირდება, რომლებიც გარე წყაროების მიერ არიან დაქირავებულნი, რათა ა
“სამწუხაროდ, დღეს გვაქვს სწორედ ეს რეალობა, როდესაც კორუფცია ფაქტობრივად უსპობს განვითარების ყველანაირ შანსს ამ ქვეყანას. “
გიორგი შარაშიძე, პარტია "საქართველოსთვის" თბილისის საკრებულოს დეპუტატი.
გშ.mp4
საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენელი ანასტასია და „რანინა“ ხვალ საფრანგეთის ქალაქ ნიცაში, Palais Nikaïa-ს სცენაზე იმღერებენ.
პროექტ „რანინას“ გამარჯვებული ანასტასია ვასაძე და „რანინას“ მონაწილეები ოთო ბაზერაშვილი და ნიკოლოზ ხარატი საქართველოს სახელით საბავშვო ევროვიზიაზე სიმღერით Over The Sky მეათე ნომრად წარდგებიან.
მომღერლებთან ერთად, ევროვიზიის სცენაზე კიდევ ორი მოცეკვავე – ნიტა ჯამაგიძე და ბარბარე ქაჯაია გამოვლენ.
წლევანდელ საბავშვო ევროფესტივალს ესპანეთი გახსნის და
2024 წლის პირველი ივლისიდან საქართველოს მოქალაქის პირადობის ის არაელექტრონული მოწმობები გაუქმდება, რომლებიც გაცემულია 2011 წლის 28 ივლისამდე.
შესაბამისი ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.
ცვლილებებით, აღნიშნული პირადობის მოწმობების მფლობელ პირებზე სანაცვლოდ გაცემულ პირადობის ახალ მოწმობებზე შესაბამისი პირის იგივე საიდენტიფიკაციო მონაცემები დაიტანება.
კანონპროექტის ინიციატორი „ქართული ოცნების“ წევრები არიან. მათი განმარტებით, პროექტის მიზანია, საქართვ
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკი ცემის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვა რუსეთის მიერ ადამიანის უფლებების აშკარა დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა.
„ოკუპირებულ აფხაზეთში ადგილობრივი მილიციის მხრიდან სასტიკი ცემის შედეგად საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე, თეიმურ კარბაია დაიღუპა - ეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ელემენტარული უფლებების აშკარა დარღვევის ტრაგიკული შეხსენებაა. მწუხარე 75