Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.096.650

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

სალომე ზურაბიშვილი ისლანდიასა და მექსიკაში ქალ პრეზიდენტებს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ისლანდიის და მექსიკის ახლადარჩეულ ქალ პრეზიდენტებს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა მილოცვის პოსტები. მექსიკის პირველი ქალი პრეზიდენტი მეხიკოს ყოფილი მერი, კლაუდია შეინბაუმი გახდა. ისლანდიაში კი საპრეზიდენტო არჩევნებში ჰალა ტომასდოტირმა გაიმარჯვა. სალომე ზურაბიშვილმა მასაც მიულცოა პრეზიდენტად არჩევა და დაწერა, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობის და საერთო ღირებულებების გასაძლიერებლად მუ

კახაბერ ქემოკლიძე - ჩვენ ვდგავართ იმ რისკის წინაშე, რა რისკის წინაშეც დავდექით 90-იან წლებში, ჩვენი უგუნური ხელისუფლების გადამკიდე (ვიდეო)

ჩვენ ვდგავართ იმ რისკის წინაშე, რა რისკის წინაშეც დავდექით 90-იან წლებში, ჩვენი უგუნური ხელისუფლების გადამკიდე. დარწმუნებული ვარ, რომ ეს დროებითია, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ეს დრო რამდენი ხანი გაგრძელდება? მოვახერხებთ, თუ არა არჩევნების შემდეგ ამ მოჯადოებული წრის გარღვევას?  კახაბერ ქემოკლიძე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1024025282775597/

დღეიდან ევროკავშირი უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს

დღეს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვასთან გაწევრების შესახებ მოლაპარაკებები გახსნა. ინფორმაციას უკვე გამოეხმაურა ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელმაც ორივე ქვეყანას ეს წინსვლა მიულოცა და აღნიშნა, რომ გზა იქნება შესაძლებლობებით სავსე. ამ დღეს ისტორიული უწოდა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ და დაწერა, რომ ეს გადაწყვეტილება აძლიერებს სრულიად ევროკავშირს. 7 ივნისს ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, ევროკავშირმა დაიწყოს გაწევრების მოლაპარაკებები მანამ, სანა

ხუთი ქვეყნის ლიდერები - უკრაინას სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს მივაწვდით

ხუთი ქვეყნის - აშშ-ის, გერმანიის, იტალიის, ნიდერლანდებისა და რუმინეთის - ლიდერები პირობას დებენ, რომ უკრაინას საჰაერო თავდაცვის დამატებით საშუალებებს მიაწვდიან. „დღეს ჩვენ ვაცხადებთ, რომ უკრაინას ერთობლივად მივაწვდით სტრატეგიულ საჰაერო თავდაცვის დამატებით სისტემებს, მათ შორის, აშშ-ის, გერმანიისა და რუმინეთის მიერ შემოწირულ Patriot-ის დამატებით ბატარეებს; Patriot-ის კომპონენტებს, რომელიც შემოწირულია ნიდერლანდების და სხვა პარტნიორების მიერ, რათა უზრუნველყონ Patriot-ის დამატებითი ბატარეის ფუნქ

ბათუმში, მშენებლობაზე დასაქმებული არასრულწლოვანი სიმაღლიდან ჩამოვარდა - ის ადგილზე დაიღუპა

ბათუმში, მშენებლობაზე დასაქმებული არასრულწლოვანი სიმაღლიდან ჩამოვარდა – ის ადგილზე დაიღუპა. ინფორმაცია „პუბლიკას” შსს-მ დაუდასტურა. გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო. გავრცელებული ინფორმაციით, 17 წლის ბიჭი მეოთხე სართულიდან გადმოვარდა. ის ადგილზე მისულ ექიმებს უკვე გარდაცვლილი დახვდათ. „ბათუმელების” ცნობით, შემთხვევა ლეონიძის ქუჩაზე მოხდა, სადაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ეზრა ზეია - მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასწოროს კურსი და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით საზოგადოების მისწრაფებები შეასრულოს

მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასწოროს კურსი და საქართველოს ევროპულ მომავალთან დაკავშირებით საზოგადოების მისწრაფებები შეასრულოს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ეზრა ზეია საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელში წერს. ეზრა ზეიამ აღნიშნა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გულწრფელი საუბარი ჰქონდა. „აშშ კვლავ სერიოზულად შეშფოთებულია იმის გამო, რომ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები, მათ შორის ე.წ. „უცხოური

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

„ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 25 ივლისს 07:00-დან 10:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთაში აღმაშენებლის, არმაზის, მირიანის, ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე სოფლებში ძეგვი, არმაზი და მიმდებარე სოფლებში. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს. 07:00-დან 07:10 საათამდე და 09:50-დან 10:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში მისაქციელი, ნატახტარი, მუხრანი, საგურამო და მიმდებარე ს

ბერდია სიჭინავა - კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "ოცნების" დამარცხების გასაღები გიორგი გახარიას გუნდს გვიჭირავს (ვიდეო)

კვლევამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოცნების დამარცხების გასაღები გიორგი გახარიას გუნდს გვიჭირავს. ჩვენს პარტიას პოლიტიკური სვლები ჯერ არც კი დაუწყია და ბევრი სიურპრიზი გელოდებათ, ჩვენ საარჩევნოდ ბევრად ძლიერები ვიქნებით.  ბერდია სიჭინავა, პარტია "გახარია საქართველოსთვის" აღმასრულებელი მდივანი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1209637343384067/

მიშა დაუშვილი - თუ არა კორუფცია, თუ არა ნეპოტიზმი, ამხელა ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური დოვლათი სად ქრება, რამდენიმე ათეული ოჯახის ჯიბეში?

თუ არა კორუფცია, თუ არა ნეპოტიზმი, ამხელა ეკონომიკური ზრდა, ეკონომიკური დოვლათი სად ქრება,  რამდენიმე ათეული ოჯახის ჯიბეში? რატომ არ ნაწილდება ჩვენს მოქალაქეებზე?  მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/27492999603620688/

რუსტემ უმეროვი - უკრაინამ სარაკეტო პროგრამა შეიმუშავა, პარტნიორებმა მის დაფინანსებაზე თანხმობა განაცხადეს

თავდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა საკმარისად ძლიერი სარაკეტო პროგრამა უკრაინისთვის და პარტნიორებმა უკვე მისცეს სიტყვიერი თანხმობა მის დაფინანსებაზე, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინა, სიტყვიერი თანხმობის შემდეგ, წერილობით დადასტურებებსაც უახლოეს მომავალში ელის. „ჩვენ უკვე გავაცანით ეს პროგრამა პარტნიორებს და ველოდებით ამ შესაძლებლობიდან (რა რაკეტების და დრონების ან რაკეტა-დრონების აწყობა შეგვიძლია) რამდენს დაუჭერენ ისინი მხარს“, -

გიორგი გახარია - პრემიერი აშშ-ში ჩავიდა ქვეყნის ინტერესების კი არა, ერთი კონკრეტული ადამიანის გზავნილების ჩასატანად და არ დაელაპარაკნენ - უთხრეს, რომ შენ არავინ ხარო

ბაიდენთან ვიზიტის გაუქმების ფორმალური მხარე არის ის, რომ პირდაპირ უთხრეს, ჩვენ შენ არ გთვლით პრემიერად, შენ არავინ ხარ, შენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს, - ამის შესახებ პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, გიორგი გახარიამ განაცხადა, რითაც შეაფასა აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიღებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მოსაწვევის გაუქმება. როგორც გახარიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ აღნიშნა, პრემიერი აშშ-ში ჩავიდა ქვეყნის ინტერესების კი არა, „ერთი კონკრეტული

ლევან გოგიჩაიშვილი - ყველა კორუმპირებულ ჩინოვნიკს მოუწევს მოპარული ფულის უკან დაბრუნება (ვიდეო)

ყველა კორუმპირებულ ჩინოვნიკს მოუწევს მოპარული ფულის უკან დაბრუნება. ”ოცნებას” იმდენად ცუდად აქვს საქმე, რომ კაკებეშნიკურ, უბინძურეს მეთოდებზე გადავიდნენ. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/896276632396797/

ვერა იუროვა - საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და რიტორიკის საპასუხოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა - ეს ზომები შესაძლოა შებრუნდეს, გამოსავალი მარტივია - თუ არსებობს პოლიტიკური ნება

საქართველოს მთავრობის უპრეცედენტო ანტიდემოკრატიული ქმედებებისა და რიტორიკის საპასუხოდ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. ამის შესახევ ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ვერა იუროვამ ევროპარლამენტში საქართველოს შესახებ გამართულ პლენარულ სხდომაზე განაცხადა. ვიცე-პრეზიდენტმა იუროვამ ისაუბრა საქართველოს მთავრობის ქმედებების საპასუხოდ ევროკავშირის მიერ გატარებულ ზომებზე, თუმცა განაცხადა, რომ გამოსავალი მარტივია: „თუ არსებობს პოლიტიკური ნება“. იუროვას თქმით, საქართველოს მთავრობამ

ლევან გოგიჩაიშვილი - არ მივიღებთ ისეთ პროცესში მონაწილეობას, რომელიც ამ ქვეყნის ევროპულ გზას ჩრდილს მიაყენებს (ვიდეო)

არ მივიღებთ ისეთ პროცესში მონაწილეობას, რომელიც ამ ქვეყნის ევროპულ გზას ჩრდილს მიაყენებს. არ მივიღებთ ისეთ პროცესში მონაწილეობას, რომელიც ქართულ ოცნებას მოპარულ არჩევნებს გაუთეთრებს. ეს არის ჩვენი მარტივი პოზიცია. ლევან გოგიჩაიშვილი, პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1627442161200312

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი - ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე სპექტაკლები გადადებულია

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე 30 ნოემბრის და 1-ელი დეკემბრის სპექტაკლები "დაისი" გადადებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ავრცელებს. მათივე ცნობით, განახლებულ თარიღებთან დაკავშირებულ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში დააანონსებენ. „გაცნობებთ რომ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე 30 ნოემბრის და 1-ელი დეკემბრის სპექტაკლები "დაისი" გადადებულია. ბილეთების მფლობელების საყურადღებოდ - განახლებულ თარიღებთან დაკავშირებულ ინფორმაციას და

თბილისში აქციის დარბევისას IDFI-ის იურისტი გიორგი დავითური დააკავეს

2 დეკემბერს გამთენიისას თბილისში საპროტესტო აქციის დარბევისას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი დავითური დააკავეს. როგორც ნეტგაზეთს IDFI-ის პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა განუცხადა, ჯერ დავითურთან ადვოკატი არ შესულა და იგი დროებითი მოთავსების იზოლატორშია. მისივე თქმით, უცნობია აქვს თუ არა ფიზიკური დაზიანებები დავითურს მიყენებული, ასევე უცნობია რა ბრალდებითაა დაკავებული.

ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვახსენოს, რომელი ქიმიური აგენტებია გამოყენებული პოლიციის მიერ - ექიმი

„დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენება ! ამ დღეებში ლაივში ვხედავთ ძალოვანი სტრუქტურების მიერ საქართველოს მცველების წინააღმდეგ ფაქტიურად ქიმიური იარაღის გამოყენებას“,- ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი გიორგი კამკამიძე წერს. როგორც კამპკამიძე განმარტავს, შეკრებების დასაშლელად განკუთვნილ ნივთიერებებს ქიმიურ იარაღად აქცევს მათი შერევა წყალთან, რომელიც მაღალი წნევის ნაკადით, დამიზნებით მიემართება მიტინგის მონაწილეებისაკენ. მისივე განმარტებით, ამგვა

გვარამია დააკავეს – პოლიცია ოპოზიციური პარტიების ოფისებს ჩხრეკს

ოპოზიციური პარტიების ოფისებსა და აქტივისტების საცხოვრებელ სახლებში პოლიცია ჩხრეკის ჩასატარებლად შევიდა. ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს “ნაციონალური მოძრაობის”, “ახალის”, “დროას”, “გირჩი – მეტი თავისუფლების” და ჯგუფ “დაიტოვეს” ლიდერების, ილია ღლონტისა და ნენსი ვოლანდის საცხოვრებელ სახლებში. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები და აქტივისტები ადგილზე მისულ პოლიციელებს სთხოვენ განუმარტონ, რის საფუძველზე ატარებენ საგამოძიებო მოქმედებებს, თუმცა ისინი პროცესის დასრულებამდე

ვატო გვაზავა - ადგილი ჰქონდა მუქარას, რომ აქციაზე აღარ გამოვჩნდებოდით, მიუხედავად ამისა, უფრო მეტმა ადამიანმა უნდა გამოიჩინოს სიმამაცე და ალაპარაკდეს! (ვიდეო)

ადგილი ჰქონდა მუქარას, რომ აქციაზე აღარ გამოვჩნდებოდით, მიუხედავად ამისა, უფრო მეტმა ადამიანმა უნდა გამოიჩინოს სიმამაცე და ალაპარაკდეს! ეს არის ჩვენი მომავალი, ჩვენი შვილები კი იამაყებენ ჩვენით. ვატო გვაზავა, ექიმი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/592947709879967

პრეზიდენტი - ტერორი საქართველოში: „ქართული ოცნების“ სასტიკი რეჟიმი ნამდვილ სახეს აღარ მალავს, პირდაპირ ეთერშიც კი

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სოციალურ ქსელში რამდენიმე ახალი პოსტით ეხმაურება, მათ შორის ქვეყნის პირველი პირი „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმას „ტერორს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ „ქართული ოცნება“ მის ნამდვილ სახეს აღარ მალავს. „ტერორი საქართველოში: „ქართული ოცნების“ სასტიკი რეჟიმი ნამდვილ სახეს აღარ მალავს, პირდაპირ ეთერშიც კი. წარმოუდგენელი და მზარდი ტერორი მედიის წინააღმდეგ - ძალადობა მედიაზე და ჟურნალისტების სასტიკი ცემა, რომლებიც უბრალოდ ასრულე

საბა ქევხიშვილის დაკავების და სასტიკად ცემის საქმეზე სოციალური სამართლიანობის ცენტრი ვიდეოს ავრცელებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ავრცელებს სპეცრაზმელების მიერ სასტიკად ნაცემი საბა ქევხიშვილის და ძალოვნებთან მისი გამოლაპარაკების ვიდეო ეპიზოდს, რომელიც წინ უძღოდა ქევხიშვილის დაკავებას და მასზე ძალადობას. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ცნობით, საბა ქევხიშვილზე სპეცრაზმის თანამშრომლებმა 1-ელ დეკემბერს, გამთენიისას რუსთაველის გამზირზე მასობრივი მშვიდობიანი შეკრების თვითნებური დაშლის შემდეგ იძალადეს. ნიღბიანმა სპეცრაზმელების მიერ განხორციელებული სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორების შედეგად, მა

კიდევ ორი კლინიკა გამოთქვამს მზადყოფნას, უანგაროდ დაეხმაროს დაშავებულებს

კიდევ ორი კლინიკა გამოთქვამს მზადყოფნას, უანგაროდ დაეხმაროს დაშავებულებს. „კლინიკა ინოვა და მისი სამედიცინო პერსონალი სრულ სოლიდარობას უცხადებს და გვერდით უდგას საქართველოს მოსახლეობას. ჩვენ, მუდმივ რეჟიმში, მზად ვართ უანგაროდ გავუწიოთ საჭირო დახმარება – იქნება ეს ნებისმიერი სამედიცინო ჩარევა თუ გამოკვლევა – ყველა იმ ადამიანს, რომელიც ბოლო დღეებში მომხდარი ძალადობის შედეგად დაშავდა“, — წერს სამედიცინო ცენტრი Innova. მსგავსი განცხადება ასევე გამოაქვეყნა ნ.ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურ

"როგორც კი შეიქმნება პრეზიდენტის მიერ დაანონსებული საბჭო, ჩვენ იქ ვიქნებით" - გახარია

პარტია "გახარია საქართველოსთვის" პრეზიდენტის მიერ დაინიცირებული საბჭოს იდეას, რომლის მანდატიც ხელახალი არჩევნების მომზადება იქნება, იზიარებს. როგორც ყოფილი პრემიერი, გიორგი გახარია "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, ან თავად, ან მისი გუნდის რომელიმე წარმომადგენელი საბჭოს დაკომპლექტებასა და საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებს. ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ ესწრება პრეზიდენტის სასახლეში მიმდინარე კონსულტაციებს, გიორგი გახარია პასუხობს - "ჩვენ ამ პროცესებში აქტიურად ვართ, ხან მე ვიქნე

პარტია "საქართველოსთვის" იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა   ვეხმაურებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ლევან მურუსიძისა და დიმიტრი გვრიტიშვილის არჩევას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ნაბიჯი ძირს უთხრის სასამართლოს მიმართ სანდოობას და მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროკავშირის რეკომენდაციებს და ბარიერია კანდიდატის სტატუსის მისაღებად. იუსტიციის უმაღლეს საბჭო კონსტიტუციური ორგანოა და კანონით სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტია. კანონის საპირისპიროდ, დღეს აღნიშნული ორგანო გადა
×
×
  • შექმენი...