Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    901.930

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

თბილისში მარში ლოზუნგით - "მარად და ყველგან, საქართველოვ მე ვარ შენთანა" მიმდინარეობს

ფილარმონიასთან შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეები ჭავჭავაძის გამზირის გავლით, მარშით ვაკის პარკისკენ მიემართებიან. აქციით მონაწილეებს სიმბოლურად გაშლილი აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. მსვლელობის მონაწილეები "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ კანონპროექტის მიღება საქართველოდ ევროპას დააშორებს. დღევანდელი აქციის ლოზუნგია - "მარად და ყველგან, საქართველოვ მე ვარ შენთანა". აქციაში მონაწილეობენ სტუდენტებ

თბილისში მარში - “შეჩერდეს გამოსახლებები” გაიმართა

“შეჩერდეს გამოსახლებები” - ამ ლოზუნგით თბილისში მარში გაიმართა. მარში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტერიტორიიდან დაიწყო. აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ ბანერები წარწერებით: “არა მევახშეებს! ხალხი გამოსახლების წინააღმდეგ”, “ხმაური ჩაახშობს სუყველა მევახშეს”, “არ გამოვასახლებინოთ”, “ბანკირები გვწოვენ სისხლს, როგორც ვამპირები”, “ჩვენ მთავრობამ გვითხრა გუშინ - ვართ მევახშის სამსახურში”, “სტუდენტები გამოსახლების წინააღმდეგ”. მათი მთავარი მოთხოვნაა, რომ სახელმწიფომ გამოსახლებებზე

თბილისში მარიჯანის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის ერთი კედელი ძლიერი ქარის გამო გადაინგრა და ბლოკებმა ავტომობილები დააზიანა

თბილისში მარიჯანის ქუჩაზე მშენებარე კორპუსის ერთი კედელი ძლიერი ქარის გამო გადაინგრა და ბლოკებმა ავტომობილები დააზიანა.  თვითმხილველების თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. რადიო თავისუფლება

თბილისში ლოზუნგით: “თეატრი და მაყურებელი ტირანიის წინააღმდეგ” მარში მიმდინარეობს

ქართული თეატრის დღეს, მსახიობების მარში მიმდინარეობს ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრიდან რუსთაველის თეტრის მიმართულებით. მარშის ლოზუნგია: “თეატრი და მაყურებელი ტირანიის წინააღმდეგ”. შეკრებილებს მიტანილი აქვთ ბანერები წარწერით: “ვის ეშინია თეატრის”, “შემოუერთდი გაფიცვას”, “ქალაქის თეატრი”. მარშის მონაწილეები საკანონმდებლო ორგანოსთან გადაინაცვლებენ, სადაც დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.   იპნ

თბილისში თიბისი ბანკზე თავდამსხმელი პირი დაკავებულია – შსს

თბილისში თიბისი ბანკზე თავდამსხმელი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, 1984 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი გ.გ. ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. როგორც შსს აცხადებს, ბრალდებული თბილისში, თიბისი ბანკის ერთ-ერთ ფილიალში შეიჭრა და იარაღის მუქარით თანხის დაუფლებას შეეცადა, თუმცა განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „პოლიციამ, გატა

თბილისში ერთ საპარკინგე ადგილზე 24 მანქანა მოდის - IDFI

2018-2023 წლებში თბილისში მოწყობილი საპარკინგე ადგილების ჯამური რაოდენობა ყოველწლიურად საშუალოდ 3%-ით მცირდებოდა. აქედან, სტანდარტული საპარკინგე ადგილების ზონალურით ჩანაცვლება მხოლოდ ნაწილობრივად მოხდა. ამის შესახებ ინფორმაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) კვლევაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, ბოლო 5 წლის განმავლობაში სტანდარტული საპარკინგე ადგილები შემცირდა 12 754-ით, ხოლო ზონალური გაიზარდა 10 217 ადგილით. „კვლევის ფარგლებში, IDFI-ს ინ

თბილისში დღეს აქცია და მარში რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება

თბილისში დღეს აქცია და მარში რამდენიმე ლოკაციაზე გაიმართება. გავრცელებული ინფორმაციით, 19:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე „თავისუფლების მარში“ გაიმართება და შეკრებილი აქციის მონაწილეები მსვლელობით შინაგან საქმეთა სამინისტროსკენ (გულუას ქუჩა) გადაინაცვლებენ. როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი მშვენიერაძე „ინტერპრესნიუსთან“ აცხადებს, პროტესტის მონაწილეები ყველა დაკავებულსა და დაზარალებულს სოლიდარობას გამოუცხადებენ. „დღევანდელი აქცია, არის შსს-მიერ უკანონოდ დაკავებული ადამია

თბილისში დისტრიბუციისთვის 80 ლოკაციაა გამოყოფილი - მერია

თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოსა და დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციას შორის გამართული სამუშაო შეხვედრისა და კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ ბიზნეს ასოციაცია სააგენტოს მიაწვდიდა სადისტრიბუციო მანქანებისთვის შერჩეულ ადგილებს, ხოლო სააგენტო შეისწავლიდა წარმოდგენილ წინადადებებს, - ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერიის ურბანული სამსახური ავრცელებს. „ბიზნეს ასოციაციამ თბილისის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს სადისტრიბუციო კომპანიებისთვის მნიშვნელოვანი

თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში „ერთობის ჯაჭვი“ შეიკრა

თბილისში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში „ერთობის ჯაჭვი“ შეიკრა. საქართველოს მოქალაქეებს ქვეყნის მასშტაბით გაბმული აქვთ „ერთობის ჯაჭვი“, რითაც ქვეყნის ევროპული არჩევანის მიმართ მხარდაჭერას აფიქსირებენ. „ერთობის ჯაჭვში“ მოქალაქეებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები. 28 დეკემბერს, საპროტესტო აქციების დაწყებიდან 1 თვის თავზე, საქართველოს ქალაქებში „ერთობის ჯაჭვი" იმართება. ცოცხალ ჯაჭვში მოქალაქეები ქვეყნის მასშტაბით 15:00 საათიდან ჩადგნენ. თბილისში ცოცხალი ჯაჭვი შე

თბილისში ბინების გასაყიდი ფასი დოლარში 21%-ით, ხოლო ქირა 53%-ით გაიზრდება - TBC Capital

თიბისი კაპიტალის საცხოვრებელი უძრავი ქონების ყოველთვიური მიმოხილვის მიხედვით, თებერვალში თბილისში სულ 3 383 ბინა გაიყიდა. გაყიდული ბინების რაოდენობამ 2023 წლის იანვრის მაჩვენებელს 19%-ით, ხოლო გასული წლის თებერვლის მონაცემებს 12%-ით გადააჭარბა. განახლებული მიმოხილვიდან ჩანს, რომ თებერვალში ბინების საშუალო გასაყიდმა ფასმა ზრდა განაგრძო და 1,136 დოლარს გაუტოლდა. რაც თვე თვესთან შედარებით 3%-ით, წელი წელთა შედარებით კი 30%-ით მეტია. რაც შეეხება თებერვალში საშუალო გასაქირავებელი ფასს, იანვართან შ

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცს, ნუკრი დაგნაძეს ეძებენ. ოჯახის ცნობით, იგი წერეთლის გამზირზე მდებარე სახლიდან გუშინ, 22 სექტემბერს, 21 საათზე გავიდა და გაუჩინარდა. მასზე ინფორმაციის ფლობის შემთხვევაში შეგიძლიათ 112-ს დაუკავშირდეთ.

თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

თბილისში ახალგაზრდა კაცი დაჭრეს. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაზარალებულს საკუთარ სახლში დაჭრეს, მას დაზიანებები მუცლის არეში აქვს. გავრცელებული ცნობით, დაჭრილი პირი კოსტა სანიკიძეა, რომელსაც ამჟამად ოპერაცია უტარდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით ერთი პირია დაკავებული. როგორც უწყებაში განმარტავენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდ

თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ

თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ახლობლების ცნობით, ბაკურ თოლორაია ორი დღეა სახლში არ მისულა და ოჯახი მასთან დაკავშირებას ვერ ახერხებს.  ის პატარა გლდანში, ჯანჯღავას ქუჩაზე ცხოვრობს.  ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ნომრებზე: 592 003 823 574 25 13 45.

თბილისში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

თბილისში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი მოკლეს. გავრცელებული ინფორმაციით, კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. შემთხვევა წუხელ მოხდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ტარებას გულისხმობს. მომხდარის სხვა დე

თბილისში აქციის დარბევისას IDFI-ის იურისტი გიორგი დავითური დააკავეს

2 დეკემბერს გამთენიისას თბილისში საპროტესტო აქციის დარბევისას „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი დავითური დააკავეს. როგორც ნეტგაზეთს IDFI-ის პროგრამების დირექტორმა ლევან ავალიშვილმა განუცხადა, ჯერ დავითურთან ადვოკატი არ შესულა და იგი დროებითი მოთავსების იზოლატორშია. მისივე თქმით, უცნობია აქვს თუ არა ფიზიკური დაზიანებები დავითურს მიყენებული, ასევე უცნობია რა ბრალდებითაა დაკავებული.

თბილისში აფრიკის დასახლებაში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა - სურსათის ეროვნული სააგენტო ეძებს პირებს, ვისაც დაავადებულ ძაღლთან კონტაქტი ჰქონდა

სურსათის ეროვნული სააგენტო ეძებს პირებს, ვინც აფრიკის დასახლებაში ჭიჭინაძის ქუჩა #6 მიმდებარე ტერიტორიაზე ცოფით დაავადებულ ძაღლთან იყვნენ კონტაქტში. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან მიიღო ინფორმაცია, აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის ქუჩა #6 მიმდებარე ტერიტორიიდან ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი უპატრონო ძაღლის სიკვდილის შესახებ. სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადებულ ცხოველთან შეხებაშ

თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს

თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს. თავდაპირველად დაკავების შესახებ ინფორმაცია და ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში ჟურნალისტის მეუღლემ, სევინჩ სადიგოვამ გამოაქვეყნა. აფგან სადიგოვის დაკავება „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. "შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაკავებული იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე ა. ს. მისი შემდგომი ექსტრადირების მ

თბილისში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 ადამიანი ემსხვერპლა

ვაზისუბანში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მოცურდა და ხევში გადავარდა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია ორი დაშავებულის შესახებ, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლი დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს. IPN

თბილისში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

თბილისში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა – ინფორმაცია „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.   publika

თბილისში 2 აპრილს ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართება

უთანასწორობის, ძალადობის, ჩაგვრისა და ტერორის წინააღმდეგ თბილისში, 2 აპრილს, 18:00 საათზე ქალთა სოლიდარობის მარში გაიმართება. მსვლელობა აღმაშენებლის გამზირზე, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის (ყოფ. რკინიგზელთა კულტურის სახლი) მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება. ვისთვისაც ღირებულია ადამიანის სიცოცხლე და ღირსება, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის უფლებები და თავისუფლება, ვისაც სჯერა, რომ დემოკრატია არ არსებობს გენდერული თანასწორობის გარეშე, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარება – ო

თბილისში 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი ახალი თავშესაფარი აშენდება - კალაძე

თბილისში 150 მიუსაფარ ძაღლზე გათვლილი ახალი თავშესაფარი აშენდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ამასთან, კალაძემ აღნიშნა, რომ მზადაა ამ მიმართულებით კომპლექსური მუშაობისთვის. მისი თქმით, უპირველად უნდა განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილებები.

თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დავაკავეთ – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავეს. უწყების განცხადებით, აღნიშნული პირები ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, ქვემო ქართლის, აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დააკავეს/ „დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების, გასაღების მცდელობის, ასევე, უკანონო შეძენა-შენახვის, მარიხუანას გასაღებისა

თბილისსა და რეგიონებში დღეს 13-ზე მეტი აქცია-მსვლელობა იგეგმება

თბილისსა და რეგიონებში, დღეს, 13-ზე მეტი აქცია-მსვლელობა იგეგმება. აქცია-მსვლელობები თბილისში სხვადასხვა ლოკაციაზე იმართება, მათ შორის: 14:00 – „მსვლელობა პოლიციური რეჟიმის წინააღმდეგ!“ - სარაჯიშვილის მეტრო 15:00 – „გავაპროტესტოთ უსამართლო სასამართლოს განაჩენი!“ - კორნელი ჩალაძის #1, წინასწარი დაკავების იზოლატორთან 18:00 – „მარში “ვეფხისტყაოსნით” თავისუფლებისაკენ“ - შოთა რუსთაველის ძეგლი 19:00 - აქცია საქართველოს პარლამენტთან 19:00 - აქცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან

თბილისსა და ბათუმში ჟურნალისტები მზია ამაღლობელის მხარდასაჭერ აქციას მართავენ

მედიის წარმომადგენლები „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის მხარდასაჭერად თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს, შემდეგ კი მსვლელობით გენერალური პროკურატურის შენობასთან გადაინაცვლეს.  პარალელურად, ამაღლობელის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს ბათუმშიც. „თავისუფლება მზია ამაღლობელს“, „მედიასთან ომს ვერ მოიგებთ“ – ამ და სხვა შინაარსის ბანერები აქვთ ადგილზე მიტანილი მედიის წარმომადგენლებს. ისინი მოითხოვენ, ირაკლი დგებუა

თბილისს ხვალ ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის პრეზიდენტი ეწვევა

თბილისს ხვალ ოფიციალური ვიზიტით ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტი გუდნი იოჰანესონი ეწვევა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ორბელიანების სასახლეში, გაიმართება ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტისა და საქართველოს პრეზიდენტის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც პრეზიდენტები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ. დაგეგმილია ისლანდიის რესპუბლიკის პრეზიდენტის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.
×
×
  • შექმენი...