რუსული მედიის ცნობით, თბილისში მოსკოვიდან ჩამოსული ტურისტი, ახალგაზრდა ქალი მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა და თავის მრავლობითი დაზიანება მიიღო. საავადმყოფში ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
მედია ინფორმაციას ბლოგერ ნიკოლაი ლევშიცის ტელეგრამარხზე დაყრდნობით ავრცელებდა.
ბლოგერი წერს, რომ მან ახალგაზრდა ქალის ტრაგიკული დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ოჯახის და მეგობრების თხოვნით წაშალა.
თუმცა მედიაში ვრცელდება უბედური შემთხვევის ამსახველი ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ ორი ახალგაზრდა
თბილისში, სულხანიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მმართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა ღამით მოხდა.
ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და სახანძრო ეკიპაჟი.
იპნ
თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მეხანძრე-მაშველებმა ბინაში სავარაუდოდ, მოხუცი ქალის ცხედარი იპოვეს.
მათივე ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია.
იპნ
თბილისში საღებავი შეასხეს და კვერცხები ესროლეს ავტობუსს, რომლის სალონშიც ჩამოკიდებულია ემბლემა, წარწერით “რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახური”.
ავტობუსს რუსულენოვანი ნომერი აქვს. სანომრე ნიშანზე მითითებულია რუსეთში მოქმედი სატრანსპორტო კომპანიის, BBUS-ის ვებგვერდის მისამართი.
ემბლემის შესახებ, რომლის მსგავსი აქსესუარები ონლაინ სივრცეშიც იყიდება, დამატებითი დეტალები უცნობია. “ნეტგაზეთი” შსს-სგან ელის პასუხს.
ფოტოები: Tite Gedenidze/Facebook; დავით ქაცარავა/Facecoo
თბილისში სასულიერო პირი დაჭრეს. შემთხვევა დღეს დილით, ნუცუბიძის მე-4 მიკრო რაიონში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, სასულიერო პირს ერთი ადამიანი ეკლესიასთან დახვდა და დაზიანებები მიაყენა.
სასულიერო პირი მიყენებული ჭრილობების გამო კლინიკაში გადაიყვანეს.
დამნაშავე პოლიციას სავარაუდოდ, იდენტიფიცირებული ჰყავს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულის
სარკინიგზო ავარიის შედეგად თბილისში ორი ადამიანი დაიღუპა. დღეს ფეიქრების ქუჩასთან სამგზავრო მატარებელი სამუშაო პლატფორმას შეეჯახა. არსებული ინფორმაციით, მატარებლის მგზავრებს შორის დაშავებულები არ არიან.
„პუბლიკა” დამატებითი დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ცდილობს.
პუბლიკა
დედაქალაქის მერის კახა კალაძის განცხადებით, თბილისში გამოავლინეს სამი ობიექტი, სადაც სამშენებლო სამუშაოები უსაფრთხოების წესების დარღვევით მიმდინარეობდა.
მისივე თქმით, სამივე ობიექტზე სამუშაოები შეჩერებულია.
„როგორც იცით, მუნიციპალური ინსპექცია მუდმივად ახორციელებს, მშენებარე ობიექტების მიერ სამშენებლო ნორმებისა და უსაფრთხოების წესების შესრულების მონიტორინგს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ გამოწვევაზე არაერთხელ გვისაუბრია. გვახსოვს 2017 წელს, როდესაც ხელისუფლებაში მოვედით, რამდენად
თბილისში, ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტიდან მუშა გადმოვარდა. არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, სავარაუდოდ, მე-8 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე დაიღუპა.
როგორც “ინტერპრესნიუს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის 240-ე მუხლით დაიწყო.
მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.
იპნ
თბილისში რუსული კლინიკების ქსელ „ჩაიკის“ სამედიცინო ცენტრის ფილიალი გაიხსნა. ინფორმაცია რადიო თავისუფლების პროგრამა „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. კლინიკა ჭავჭავაძის გამზირზე მდებარეობს.
„ჩაიკის“ კლინიკების ქსელის მიერ ეს საზღვარგარეთ გახსნილი პირველი სამედიცინო ცენტრია. ინვესტიციის საერთო ღირებულება 200 ათასი დოლარია.
კლინიკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, თბილისის კლინიკა პაციენტებს თერაპევტის, პედიატრის, დერმატოლოგის და მეან-გინეკოლოგის მომსახურებას სთავაზობს.
საქართველოში ა
მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა გადაიკეტა.
აქციის - „თავისუფლება სინდისის ყველა პატიმარს” მონაწილეებს მზია ამაღლობელის მხარდამჭერი მარში შეუერთდა. შესაბამიის ლოზუნგით აქცია მიმდინარეობს თსუ-ს პირველ კორპუსთანაც.
პარალელურად, საზოგადოებრივი მაუწყებლის მარშის მონაწილეები საპროტესტო მსვლელობას მართავენ, რომელიც გალაკტიონის ხიდთან სინდისის პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე მარშს შეუერთდება.
პროტესტის მონაწილეები ერთობლივი მსვლელობით პარლამე
თბილისში საექსტრადაციო პატიმრობაში მყოფმა აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, აფგან სადიგოვმა შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ პუბლიკას მისმა ცოლმა, სევინჩ სადიგოვამ უთხრა.
სევინჩ სადიგოვა „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ აფგანი უკანონო პატიმრობაშია და მისი უფლებები ილახება.
ვშიშობ, თუ შიმშილობას გააგრძელებს, აფგანის ჯანმრთელობას სერიოზული საფრთხე დაემუქრება“, – ამბობს სევინჩ სადიგოვა „პუბლიკასთან“.
აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან სადიგოვს საექსტრადიციო პატიმრობა 4 აგვისტოს შეუფარდა, სააპელაციო
2023 წელს 7 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დედაქალაქში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა 308%-ით გაიზარდა.
კერძოდ, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2023 წლის იანვარ-ივლისში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 9,371 მლნ ლარი შევიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში - 2,294 მლნ ლარი.
ამასთან, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ბიუჯეტში
2023 წელს 5 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დედაქალაქში პარკირებისთვის გამოწერილი ჯარიმების მოცულობა თითქმის, 276%-ით ანუ თითქმის 4-ჯერ გაიზარდა.
კერძოდ, საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2023 წლის იანვარ-მაისში დედაქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 6,360 მლნ ლარი შევიდა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდში - 1,690 მლნ ლარი.
ამასთან, გაზრდილია ზოგადად საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის გამო ბიუჯეტ
თბილისში, ლავრენტი არდაზიანის ქუჩაზე მცხოვრებ ოჯახს სახლიდან ასახლებენ. აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებს ისინი სახლიდან ძალის გამოყენებით გამოჰყავთ.
მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ბიუროს თანამშრომლები ღობიდან გადადიან ეზოში და ხელბორკილებს ადებენ, ვინც ხელის შეშლას ცდილობს. აღსრულების ბიუროს თანამშრომლებმა საცხოვრებელი სახლის ხის კარი უროთი შეამტვრიეს და ადამიანები სახლიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.
აღსრ
თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ორი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს.
გარდაცვლილების ასაკი 25 წლამდეა, მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.
ნეტგაზეთს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ნეტგაზეთი
2018-2022 წლებში, დედაქალაქის ტერიტორიაზე ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების გამო, ჯამში, 4 446 623 ლარის ჯარიმა გამოიწერა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, მხოლოდ 2022 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, თბილისში 1612 საჯარიმო ოქმი გამოიწერა, რის მიხედვითაც, ჯარიმის ოდენობამ 1 029 320 ლარი შეადგინა. რაც შეეხება 2018-2021 წლებს, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ნაწარმოები სტატისტიკის თანახმად, ჯამში, დაჯარიმებულია 9573 ფიზიკურ
მოქალაქე, რომელიც შოვში დაკარგულთა სიაში ირიცხებოდა და პოლიციამ დღეს იპოვა, შოვში საერთოდ არ ყოფილა, ხოლო სიაში სახელი და გვარი არასწორად იყო შეყვანილი, განმარტა ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ.
დღეს, 8 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ თბილისში მიაკვლია მოქალაქეს, რომელიც შოვში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაკარგულთა სიაში იყო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის ცნობით, „იყო კითხვები“, ნამდვილად იმყოფებოდა თუ არა ეს პირი შოვში, მ
თბილისში მშენებარე კორპუსიდან მუშა გადმოვარდა, რომელიც ადგილზევე დაიღუპა.
შემთხვევა თემქაზე მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი მე-10 სართულიდან გადმოვარდა.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას შსს ადასტურებს და აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
იპნ
თბილისში მტკვარში სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, მტკვარში ბავშვს ეძებენ.
როგორც ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, უწყებაში შესულია შეტყობინება მდინარეში ადამიანის ჩავარდნის შესახებ. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
თბილისში, ვაკეში მომხდარი ავარიის შედეგად 5 ადამიანი დაშავდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მსუბუქი ავტომობილი ავტობუსს გაჩერებაზე შეეჯახა.
მათივე ინფორმაციით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ipn
თბილისში გზის გაწმენდის სამუშაოები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის განცხადებით, დედაქალაქში მოსული ნალექის გამო, კოჯორში, კიკეთში, შინდისში, ტაბახმელასა და წყნეთი-სამადლოს გზაზე ტექნიკური მარილი იყრება.
მათივე ცნობით, „თბილსერვის ჯგუფი“, საჭიროების მიხედვით, ტექნიკური მარილის დაყრას სხვა დასახლებებშიც უზრუნველყოფს.
თოვლიანობის გამო გზებზე საავტომობილო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოქალაქეებს შეუძლითა დარეკონ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ტ.ძ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ნაცნობს – 1996 წელს დაბადებულ თ.ხ.-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატი
თბილისში მკვლელობა მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2002 წელს დაბადებულმა ლ.ტ.-მ 1998 წელს დაბადებულ ლ.ჯ.-ს ბლაგვი საგნის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი დაზიანება მიაყენა და მშენებარე კორპუსის მაღალი სართულიდან გადააგდო, შემდეგ კი, კვალის დაფარვის მიზნით, ცხედარს ცეცხლი წაუკიდა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა - ბრალდებული პირი დაკავებულია.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშ
არსებული ინფორმაციით, თბილისში, ე.წ. მალაკნების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მკვლელობა მოხდა.
მედიაში გავრცელებული ცნობით, მოკლულია მამაკაცი.
მომხდარს წინ, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.
„ინტერპრესნიუსი“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.
იპნ
თბილისში, სააკაძის დაღმართზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის „საზოგადოებრივი ოფისი“ გაიხსნა.
როგორც სააკაშვილის წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა, ოფისი ღია იქნება ყველა მოქალაქისთვის და ისინი შეძლებენ პირდაპირ კომუნიკაციას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან.
ოფისის გახსნაზე შეკრებილი იყვნენ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, პოლიტიკოსები. ოფისში განთავსდა მიხეილ სააკაშვილის ტანსაცმელი და სხვა ნივთებიც.
„„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრების, თითოეული თქვე