Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    1.108.318

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

მიშა დაეშვილი - ჩვენი ამოცანა არის შემდეგი, ამ არჩევნებზე მივაღწიოთ იმას, რომ “ოცნებამ” და “ნაცებმა” ერთად ვერ აიღონ 50%-ზე მეტი (ვიდეო)

ჩვენი ამოცანა არის შემდეგი, ამ არჩევნებზე მივაღწიოთ იმას, რომ “ოცნებამ” და “ნაცებმა” ერთად ვერ აიღონ 50%-ზე მეტი. საკმარისია “ოცნებამ” უმრავლესობა ვერ აიღოს და ეს ოცნება, ამ ფორმით ვერ შენარჩუნდება. მიშა დაუშვილი, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1012490063995387/

საფრანგეთში, ქალაქ რუანში უძველესი გოთიკური ტაძარი იწვის

საფრანგეთში, ქალაქ რუანში უძველესი გოთიკური ტაძარი იწვის. ფრანგული მედიის ინფორმაციით, ცეცხლი ტაძრის შპილსაც მოედო. თვითმხილველების ცნობით, ტაძარს შავი კვამლი თითქმის მთლიანად ფარავს. ამ ეტაპზე ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ადგილზე მობილიზებულები არიან მეხანძრეები და საგანგებო სიტუაციების სამსახურები. მათ ტაძრის მიმდებარე პერიმეტრი გადაკეტილი აქვთ. ადგილობრივი მერიის ცნობით, რუანის ტაძარს რესტავრაცია უტარდებოდა. რუანის ღვთისმშობლის ტაძარი საფრანგეთის ეროვნული საგანძუ

გენერალური პროკურორის არჩევა რიგგარეშე სესიაზე მოხდება, რომელიც სავარაუდოდ, 18-19 ივლისს გაიმართება

პარლამენტს საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა წარედგინა. ბიურომ საკითხი განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადასცა. გენერალური პროკურორის არჩევა რიგგარეშე სესიაზეა დაგეგმილი, რომელიც მომავალ კვირაში, სავარაუდოდ, 18-19 ივლისს გაიმართება. ipn

ბანგლადეშში საპროტესტო აქციებზე სულ მცირე 105 ადამიანი დაიღუპა

ბანგლადეშში საპროტესტო აქციებზე სულ მცირე 105 ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, სტუდენტების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციებზე შვიდასზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ასი პოლიციელი და ოცდაათი ჟურნალისტი. გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესმა კომისარმა, ვოლკერ ტურკმა დემონსტრანტებზე თავდასხმებს „შოკისმომგვრელი და მიუღებელი“ უწოდა და პასუხისმგებელი პირების დასჯა მოითხოვა. 19 ივლისს, ხელისუფლებამ მთელი ქვეყნის მას

„მოსამართლემ დაარღვია კონსტიტუციური პრინციპი“ — იუსტიციის საბჭოს წევრის შესარჩევი კომისია

„საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატის შესარჩევი კომისიის“ განცხადებით თბილისის საქალაქო სასამართლომ საბჭოში პრეზიდენტის მიერ შერჩეული კანდიდატის დანიშვნის შესახებ განკარგულების შეჩერებით კონსტიტუცია უხეშად დაარღვია. როგორც კომისია საკუთარ განცხადებაში აღნიშნავს, მათ მუშაობა დაასრულეს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტს წარუდგინა რეკომენდაციები კონკრეტული კანდიდატების თაობაზე თუმცა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიაჩნიათ, საზოგადოებას მივაწოდოთ

სოფიო ხორგუანი სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულს ბესიკ ამირანაშვილს საფრთხეების დროული იდენტიფიცირებისკენ და მოქალაქეების დაცვისკენ მოუწოდებს

უზრუნველყავით საგანგებო სიტუაციისათვის მზადყოფნა, რათა ინციდენტზე/საგანგებო სიტუაციაზე რეაგირება იყოს დროული და შედეგიანი - უზრუნველყავით ყველა შესაძლო საფრთხის იდენტიფიცირება და რისკების გათვალისწინებით, შეიმუშავეთ შესაბამისი საგანგებო სიტუაციის მართვის გეგმა,- ასე მიმართავს იურისტი სოფიო ხორგუანი სამცხე-ჯავახეთის რწმუნებულს ბესიკ ამირანაშვილს, ტყისა და მინდვრის ხანძრების გაჩენის რისკების ზრდასთან დაკავშირებით. იურისტის შეფასებით, ყველა სახელმწიფო თუ ადგილობრივმა უწყებამ, ჯეროვნად უნდა შეა

ანა ბუჩუკური - არც ივანიშვილი და არც სააკაშვილი არ არის საქართველო -  საქართველო არის სახელმწიფო და მთავარი არის ქართველი ხალხი! (ვიდეო)

არც ივანიშვილი და არც სააკაშვილი არ არის საქართველო -  საქართველო არის სახელმწიფო და მთავარი არის ქართველი ხალხი!     ანა ბუჩუკური, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი “საქართველოსთვის” წევრი. ვიდეო: https://www.facebook.com/ForGeoGe/videos/1264996608157388/

რობინ დანიგანი - საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები არც საქართველოსა და არც ქართველ ხალხს არ ეხმარება

საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები არც საქართველოსა და არც ქართველ ხალხს არ ეხმარება, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა ჟურნალისტებს განუცხადა. „საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ანტიდემოკრატიული ქმედებები, დეზინფორმაცია აშშ-ისა და დასავლეთის შესახებ და განცხადებები, პრემიერ-მინისტრის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადების მსგავსი, არც საქართველოსა და არც ქართველ ხალხს არ ეხმარება. ქმედებები და განცხადებები, რომლებ

პაველ ჰერჩინსკი - თუ ამჟამინდელი ტრაექტორია გაგრძელდება, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იქნება დადებითი რეკომენდაცია საქართველოსთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით - „ტრიოს“ შორის უფსკრული შემცირების ნაცვლად სულ უფრო იზრდება

ისე, როგორც ახლა მიდის საქმეები და იმ შემთხვევაში, თუ ამჟამინდელი ტრაექტორია გაგრძელდება, ვფიქრობ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ევროკომისიის მხრიდან იქნება დადებითი რეკომენდაცია გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის 27 ლიდერის გადაწყვეტილებით, უმაღლეს დონეზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზა შეჩერებულია. „ველოდებით მმარ

რუსტემ უმეროვი - უკრაინა Gripen-ისა და Eurofighter-ის თვითმფრინავების მიღებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს

უკრაინა აწარმოებს მოლაპარაკებებს ისეთი მებრძოლების მიწოდებაზე, როგორიცაა Gripen-ი და Eurofighter-ი, - ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, რუსტემ უმეროვმა განაცხადა. „ჩვენ უკვე გვაქვს ვალდებულება ჩვენი პარტნიორებისგან F-16-ებზე, გვაძლევენ ვალდებულებას Mirage-ებზე, კონსულტაციები მიმდინარეობს Gripen-ზე და Eurofighter-ზე, ანუ ეს არის ძალიან კარგი პლატფორმების სია და ჩვენ განვიხილავთ, როდის დაიწყება ისინი“, - აღნიშნა მინისტრმა. მისი თქმით, უკრაინა უახლოეს მომავალში უკრაინა მიიღებს შედ

აშშ-ის საელჩო - „მეორე ფრონტთან“ დაკავშირებული ცრუ ბრალდებების გამო აშშ-მა „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნები გადადო - ძლიერ ქვეყნებს ძლიერი მოკავშირეები სჭირდებათ, რატომ გავანადგურებთ იმას, რასაც 32 წელია სათუთად ვაშენებთ?

აშშ-ს საელჩო ე.წ. მეორე ფრონტთან დაკავშირებით ბრალდებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება და აღნიშნავს, რომ „სამწუხაროდ, დეზინფორმაციამ თავი კვლავ იჩინა“. „მეორე ფრონტთან" დაკავშირებული ცრუ ბრალდებების გამო ამ ზაფხულს შეერთებულმა შტატებმა „ღირსეული პარტნიორის" წვრთნები განუსაზღვრელი ვადით გადადო. სამწუხაროდ, დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი, მათ შორის ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ხელმძღვანელი პოლიტიკური პირების გამოსვლებში. სიმართლე კი მარტივია“, - წერს საელჩო „ფეისბუქზე“ და საპასუხოდ აქვეყნე

თბილისში მკვლელობა მოხდა

არსებული ინფორმაციით, თბილისში, ე.წ. მალაკნების ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მკვლელობა მოხდა. მედიაში გავრცელებული ცნობით, მოკლულია მამაკაცი. მომხდარს წინ, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. „ინტერპრესნიუსი“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს.   იპნ

ცაჰკნა: ცნობები საქართველოს არჩევნებზე დარღვევების შესახებ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა არჩევნების შედეგებს ეხმაურება და წერს, რომ ცნობები საქართველოს არჩევნებზე დარღვევების შესახებ „სერიოზულ შეშფოთებას” იწვევს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, დათვლილია უბნების 99% – ცესკოს მიხედვით, „ქართულ ოცნებას” 54.2%-იანი მხარდაჭერა აქვს. ცესკოს მიერ პირველადი შედეგების გამოცხადების შემდეგ, გუშინ განცხადებები გააკეთეს სხვადასხვა ოპოზიციურმა გაერთიანებებმა. „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ” განაცხადა, რომ „მოპა

კახა ქემოკლიძე - შეხვედრებში, რომელიც კონკრეტულად მიტინგების ორგანიზებას ეხება, მონაწილეობას არ ვიღებთ - 25 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით ჩვენი წარმომადგენლები იქნებიან, მონაწილეობას მიიღებენ დაგეგმვაშიც

იმ თემებზე შეხვედრებში, რომელიც კონკრეტულად მიტინგების ორგანიზებას შეეხება, ჩვენ მონაწილეობას არ ვიღებთ , - ასე უპასუხა „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ შეკითხვას იმის შესახებ, თუ რატომ არ იღებენ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრები „ძლიერი საქართველოს“ ოფისში მიმდინარე საკოორდინაციო შეხვედრაში მონაწილეობას, სადაც მომავალი დღეების სამოქმედო გეგმა განიხილება. კახა ქემოკლიძის განცხადებით, ის თვლის, რომ იმ შეხვედრებში მო

აქციაზე დაშავებული 22 წლის ბიჭის მამიდა - ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ თვალის ბუდის შეშუპების გამო ვერ შეძლეს დასრულება, რეანიმაციულ განყოფილებაშია ღია ჭრილობით - აქვს ტვინის დაზიანება, დამსხვრეული აქვს ძვალი

ახლობლების ინფორმაციით, აქციაზე დაშავებულ 22 წლის ბიჭს ოპერაცია ჩაუტარდა, თუმცა თვალის ბუდის შეშუპების გამო ექიმებმა მისი დასრულება ვერ შეძლეს. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბიჭის მამიდა სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, ბიჭს ტვინის დაზიანება აქვს. „ოპერაცია ჩაუტარდა, მაგრამ თვალის ბუდის შეშუპების გამო ვერ შეძლეს დასრულება. ამ ეტაპზე არის რეანიმაციულ განყოფილებაში, ღია ჭრილობით და ინფექციის დიდი რისკით. აქვს ტვინის დაზიანება. კაფსულა მოხვდა შუბლზე და დამსხვრეული აქვს ძვ

„შეწყვიტე მედიაზე ძალადობა!“ - თბილისსა და რეგიონებში მედიის მხარდამჭერი აქციები გაიმართა

„ჩემი მხარდაჭერა კრიტიკულ მედიას!“, „შეწყვიტე მედიაზე ძალადობა!“, „მე ვიცავ ჟურნალისტს, ჟურნალისტი გვიცავს ჩვენ!“ – „რესპუბლიკის“ მოედანზე მედიის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა რესპუბლიკის მოედნიდან საპროტეტსო მსვლელობით პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც ნაძვის ხის კონსტრუქციაზე ნაცემი ჟურნალისტების და აქტივისტების ფოტოები მიამაგრეს. დღეს ჟურნალისტების მხარდამჭერი აქციები თბილისის გარდა გაიმართა რეგიონებშიც,- გორში, ბათუმსა და ზუგდიდში.  დღეს, 8 დეკემბრის დილით, რუ

პაველ ჰერჩინსკი - ძალადობრივი ქმედებები, დაშინება და მუქარა, რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ, ამაზრზენია და ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებთან აშკარად შეუთავსებელია

უფლებადამცველების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და აქტივისტების, ჟურნალისტებისა და პოლიტიკოსების წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებები, დაშინება და მუქარა, რასაც ამჟამად საქართველოში ვხედავთ, არის ამაზრზენი და აშკარად შეუთავსებელი ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებთან, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ თბილისის ადამიანის უფლებათა სახლში ვიზიტისას განაცხადა. „ევროკავშირი მტკიცედ უდგას გვერდში მათ, ვინც იცავს ადამიანის უფლებებს საქართველოსა და მთელ მსოფლიოშ

მწარიაშვილი: მზია დღეს უფრო გამხდარია, ვიდრე 2 დღის წინ, ნელა მოძრაობს და ლაპარაკობს

ფოტო: მზია საგანელიძე/რადიო თავისუფლება ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა მზია ამაღლობელი საპატიმროში მოინახულა. შეხვედრის შემდეგ მან თქვა, რომ ამაღლობელი დღეს უფრო გამხდარია, ვიდრე 2 დღის წინ იყო, ნელა მოძრაობს და ლაპარაკობს. მისივე თქმით, საპატიმროში ყოფნის დროს ჩაიბარეს იმ სისხლის საერთო ანალიზის პასუხები, რომელიც 28 იანვარს გაუკეთეს. ამაღლობელთან შესვლამდე მწარიაშვილი ამბობდა, რომ ჰქონდათ მხოლოდ 21 იანვარს გაკეთებული ანალიზების პასუხი. „

ლაღიძის ქუჩაზე 3 ადამიანი დაიჭრა - გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით დაიწყო გამოძიება თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით. არსებული ინფორმაციით, დღეს ამ ქუჩაზე სამი ადამიანი დაჭრეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ისმოდა აფეთქების ხმაც.   ამ ეტაპზე უცნობია, დანაშაულში მხოლოდ დაჭრილი ადამიანები ფიგურირებენ თუ იყო დამნაშავე, რომელიც ჯერ დაუდგენელია.   გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 19-109 მუხლითა (განზრახ მკვლელობის მცდელობა) და 236-ე მუხლით (ცეცხ

ომის შესწავლის ინსტიტუტი - რუსეთის ძალები ხერსონის დასავლეთ ნაწილიდან უკან დახევას განაგრძობენ და თავდაცვისთვის ემზადებიან

რუსეთის ძალები ხერსონის დასავლეთ ნაწილიდან უკან დახევას განაგრძობენ და თავდაცვისთვის ემზადებიან, – ამის შესახებ ნათქვამია ომის შესწავლის ინსტიტუტის ყოველდღიურ ანგარიშში. უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, რუსმა სამხედროებმა ხერსონის ოლქში ორი დასახლება დატოვეს, ქალაქ ბერსლავიდან კი ოფიცრების და სამედიცინო პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა. ამასთან, ხერსონი იქ დარჩენილი მოსახლეობის დიდმა ნაწილმა დატოვა. ომის შესწავლის ინსტიტუტის ცნობით, რუსეთის ძალები შემაკავებელი მოქმედებებისთვის ემზადებიან

"დასავლური იარაღის წყალობით უკრაინა რუსეთთან საარტილერიო ბრძოლაში თამაშის წესს ცვლის" - New York Times

აშშ-ის გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმსის" (The New York Times) 30 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით "დასავლური იარაღის წყალობით უკრაინა რუსეთთან საარტილერიო ბრძოლაში თამაშის წესს ცვლის" (ავტორი - ენდრიუ კრამერი). "თბოვიზორის [ინფრაწითელი] კამერის ეკრანზე ჩანს, თუ როგორ გაქრა კვამლის ღრუბელში რუსული ჯავშანტრანსპორტიორი. "მშვენიერი აფეთქებაა", - თქვა ლეიტენანტმა სერგეიმ, უკრაინული უპილოტო საფრენის აპარატის ოპერატორმა, რომელიც პორტატული მოწყობილობით თვალს ადევნებდა დრონის მოქმედებას რუსე

პარლამენტმა“დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა 80-ხმით 9-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით - “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონის პროექტი მიიღო. “დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონპროექტი პრინციპების დონეზე 2 ნოემბრის სხდომაზე განიხილეს, დღეს კი პროექტს კენჭი ეყარა. კანონპროექტით შემდეგი საკითხები წესრიგდება: ხდება “ოლიგარქის“ ცნების განმარტება; განისაზღვრება პირის ოლიგარქად ცნობისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის, ოლიგარქის რეესტრიდან ამორიცხვისა და აღნიშნული რეესტრის წარმოების საკითხები; პირის ოლიგარქად ცნობის სამართლებრივი შ

კორონავირუსის ყოველთვიური სტატისტიკა აღარ გამოქვეყნდება

საქართველოში კორონავირუსის ყოველთვიური სტატისტიკა აღარ გამოქვეყნდება. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან მიაწოდეს. "ქვეყანაში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დაღმავალი ტენდენციაა და ეპიდსიტუაცია სტაბილურია. აღნიშნულის გათვალისწინებით, კოვიდსტატისტიკის გამოქვეყნების აუცილებლობა აღარ არსებობს", - აცხადებენ უწყებაში. სამინისტროში თქვეს, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა შესახებ სტატისტიკური მონაცემები სხვა ანგარიშებთან ერთად გამოქვეყნდება. "NCDC დაინტერესე

თბილისში ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების გამო, 2018-2022 წლებში, 9573 ფიზიკური და 954 იურიდიული პირი დაჯარიმდა

2018-2022 წლებში, დედაქალაქის ტერიტორიაზე ნარჩენებით გარემოს დანაგვიანების გამო, ჯამში, 4 446 623 ლარის ჯარიმა გამოიწერა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის პასუხად აცნობეს, მხოლოდ 2022 წლის იანვრიდან ოქტომბრის ჩათვლით, თბილისში 1612 საჯარიმო ოქმი გამოიწერა, რის მიხედვითაც, ჯარიმის ოდენობამ 1 029 320 ლარი შეადგინა. რაც შეეხება 2018-2021 წლებს, თბილისის მერიის მუნიციპალური ინსპექციის მიერ ნაწარმოები სტატისტიკის თანახმად, ჯამში, დაჯარიმებულია 9573 ფიზიკურ

დავით ხიდაშელთან დადებული გარიგების შედეგად საქართველომ 2 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა - ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა"

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ წლებია საუბრობს ქვეყანაში მაღალი დონის კორუფციის მზარდ პრობლემაზე. ორგანიზაციის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მასალაში წერია, რომ მაღალი დონის კორუფციის ერთ-ერთი გამოვლინებაა, როდესაც პოლიტიკურ ელიტასთან დაახლოებული ბიზნესმენები გარკვეული სამსახურის სანაცვლოდ სხვადასხვა სარგებელს იღებენ. TI წერს, რომ ბოლო წლებში ამის კარგი მაგალითია რუსული კავშირების მქონე ქართული წარმოშობის ბიზნესმენი დავით ხიდაშელი, რომლის ჩართულობა პოლიტიკურად მოტივირებულ „კარტოგ
×
×
  • შექმენი...