Jump to content
Planeta.Ge

ახალი ამბები

  • entries
    13.708
  • comments
    0
  • views
    888.756

Contributors to this blog

About this blog

Entries in this blog

ზელენსკი: დღეს ისტორიული დღეა, დღეიდან აითვლება EU-ში ჩვენი წევრობის დაწყება

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინასა და მოლდოვასთან ევროკავშირში გაწევრების მოლაპარაკებების ოფიციალურად დაწყებას ეხმაურება. ის აცხადებს, რომ დღევანდელი დღიდან აითვლება უკრაინის EU-ში წევრობის დაწყების რეალური დრო. ის მადლობას უხდის ყველას მხარდაჭერისთვის და აღნიშნავს, რომ უკრაინა არასდროს გადავა ერთიანი ევროპის გზიდან. მე მადლიერი ვარ ყველასი, ვინც უკრაინას, ჩვენს ქვეყანასა და ხალხს იცავს. მე მადლიერი ვარ გუნდისთვის, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რათა ევროკავშირის ნაწილად გ

ზელენსკი: აშშ-ის Patriot-ის სისტემა უმნიშვნელოვანესი იქნება უკრაინის თავდაცვისთვის

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, აშშ-ის მხრიდან უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის ხმელეთი-ჰაერის ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მიწოდება მნიშვნელოვანი ნაბიჯია ეფექტიანი საჰაერო თავდაცვის შექმნაში. "ეს არის ერთადერთი გზა, რითაც ჩვენ შევძლებთ ამ ტერორისტულ სახელმწიფოს [რუსეთს] ჩამოვართვათ ტერორის მთავარი ინსტრუმენტი - შესაძლებლობა დარტყმები განახორციელოს ჩვენს ქალაქებზე, ჩვენს ენერგიაზე", - განაცხადა ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.

ზელენსკი: ათასობით ადამიანი ქრთამის გზით წავიდა საზღვარგარეთ, მოხელეები პასუხს აგებენ

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ათასობით ადამიანი ქრთამის და სამხედრო-სამედიცინო კომისიების საეჭვო გადაწყვეტილების გზით საზღვარგარეთ წავიდა და რომ მექრთამეებს პასუხს მოსთხოვენ. ზელენსკიმ ამის თაობაზე ვიდეომიმართვაში თქვა 30 აგვისტოს. „ ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს სამხედრო-სამედიცინო კომისიების შემოწმება, სამართალდამცავები მალე დაასრულებენ მუშაობას. უკვე არსებობს რამდენიმე დასკვნა“ - თქვა ზელენსკიმ და დასძინა, რომ „აუცილებელია შემოწმდეს ინვალიდობისა და სამხედრო

ზელენსკი, ისრაელს სთხოვს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 24 ოქტომბერს მოუწოდა ისრაელს, შეუერთდეს რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას და გაიმეორა თხოვნა, ისრაელის საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების შესახებ. "აღარ დადგა დრო, რომ თქვენმა სახელმწიფომაც აირჩიოს, ვისთან ერთად ხართ?" თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ისრაელის გაზეთ Haaretz-ისთვის გამართულ კონფერენციაზე. ხართ "დემოკრატიულ სამყაროსთან, რომელიც გვერდიგვერდ იბრძვის არსებობისთვის ეგზისტენციალური საფრთხის წინააღმდეგ? თუ მათთან, ვინც თვალს ხუჭავს რუსულ ტერორზე

ზელენსკი უკრაინელებს აფრთხილებს შესაძლო თავდასხმებზე სადღესასწაულო დღეებში

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა გაფრთხილებით რუსეთის მხრიდან შესაძლო თავდასხმების შესახებ სადღესასწაულო პერიოდში და უკრაინელებს მოუწოდა განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ მომავალი დღეების განმავლობაში. "ახლოვდება სადღესასწაულო პერიოდი, და რუსი ტერორისტები შეიძლება ისევ გააქტიურდნენ" - თქვა ზელენსკიმ თავის საღამოს მიმართვაში 23 დეკემბერს. უკრაინის არმიის ხელმძღვანელობა ახლახან გამოვიდა გაფრთხილებით ახალი სარაკეტო დარტყმების შესაძლებლობაზე ქვეყნის ინფრასტრუქტურაზე და ენ

ზელენსკი უკმაყოფილოა თავშესაფრების შემოწმების შედეგებით

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 12 ივნისს უკმაყოფილება გამოხატა მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედი, დაბომბვისგან თავდაცვის თავშესაფრების შემოწმების შედეგებით. თავშესაფრების შემოწმების ბრძანება მან გასცა მას შემდეგ, რაც დაიღუპა 3 ადამიანი, რომლებმაც რუსეთის საჰაერო იერიშის დროს ვერ შეძლეს კიევში მდებარე თავშესაფარში შეღწევა. საღამოს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ თქვა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა იჰორ კლიმენკომ, სტრატეგიული მრეწველობის მინისტრმა ოლექსანდრ კამიშინმა და ვიცე-პრე

ზელენსკი საუბრობს პოლონეთის პოტენციალზე უხელმძღვანელოს "თვითმფრინავთა კოალიციას"

უკრაინის პრეზიდენტი გამოვიდა მოწოდებით შეიქმნას დასავლეთის ძალების კოალიცია, რომელიც კიევს მიაწვდის თანამედროვე საბრძოლო თვითმფრინავებს. ზელენსკის თქმით, მისი ძალები კვლავაც აკონტროლებენ აღმოსავლეთის ქალაქ ბახმუტს, თუმცა ქალაქის დატოვება შესაძლებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუკი ამით უკრაინელი სამხედროების სიცოცხლე გადარჩება. ვარშავაში ვიზიტით მყოფმა ზელენსკიმ 5 აპრილს ისაუბრა პოლონეთის როლზე დასავლეთის ქვეყნების დარწმუნებაში უკრაინისთვის საბრძოლო ტანკების მიწოდების პროცესში და განაცხადა, რომ

ზელენსკი რუსეთს საშობაოდ უკრაინიდან ჯარის გაყვანის დაწყებას სთავაზობს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მოუწოდებს რუსეთს, შეეცადოს დაამტკიცოს, რომ შეუძლია უარი თქვას აგრესიაზე და შობის წინ დაიწყოს თავისი ჯარების გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან. "ჩვენ კი რუსეთს ვთავაზობთ, გადადგას კონკრეტული მნიშვნელოვანი ნაბიჯი კონფლიქტის დიპლომატიური მოგვარებისკენ, რაზეც მოსკოვში ასე ხშირად საუბრობენ. წინ არის დღესასწაულები, რომლებსაც მილიარდობით ადამიანი აღნიშნავს: შობა გრიგორიანული კალენდრის მიხედვით, ახალი წელი, შობა იულიანეს კალენდრის მიხედვით. ეს არის დრო, როდესაც ნო

ზელენსკი რეის MH17-ის თაობაზე ვერდიქტს მიესალმება და აცხადებს, რომ ტრიბუნალის წინაშე დამკვეთებიც უნდა წარდგნენ

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „მნიშვნელოვანი“ უწოდა რეისი MH17-ის კატასტროფის თაობაზე ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას და განაცხადა, რომ შემსრულებლების გარდა, ტრიბუნალის წინაშე ამ დანაშაულის დამკვეთებიც უნდა წარდგნენ. 17 ნოემბერს ჰააგის სასამართლომ 2014 წლის ივლისში დონბასის ცაში მალაიზიური ბოინგის ჩამოვარდნაში მონაწილეობისთვის დამნაშავედ ცნო რუსეთის ორი და უკრაინის ერთი მოქალაქე: იგორ გირკინი (სტრელკოვი), სერგეი დუბინსკი და უკრაინის მოქალაქე ლეონიდ ხარჩენკო. „არის პირველი

ზელენსკი კონგრესს - ბახმუტში ეს დროშა გადმომცეს და მთხოვეს, თქვენთვის მომეტანა, დაე, ის დარჩეს თქვენთან, როგორც ომში ჩვენი გამარჯვების სიმბოლო - ვდგავართ, ვიბრძვით და გავიმარჯვებთ, რადგან ჩვენ ვართ ერთიანი - უკრაინა, ამერიკა და მთელი თავისუფალი მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კონგრესს საჩუქრად გადასცა ბახმუტიდან ჩატანილი უკრაინის დროშა უკრაინელი ჯარისკაცების ხელმოწერებით. „როდესაც გუშინ ბახმუტში ვიყავი, ჩვენმა გმირებმა გადმომცეს დროშა. მათი დროშა, ვინც იცავს უკრაინას, ევროპასა და მსოფლიოს საკუთარი სიცოცხლის ხარჯზე. მთხოვეს, ეს დროშა თქვენთვის მომეტანა. კონგრესმენებისთვის, რომელთა გადაწყვეტილებებსაც შეუძლია მილიონობით ადამიანის გადარჩენა. დაე, მოხდეს ამ გადაწყვეტილებების მიღება. დაე, ეს დროშა დარჩეს თქვენთან. ქალბატონებო

ზელენსკი ზურაბიშვილს: ერთმანეთს მხარი უნდა დავუჭიროთ ჩვენი თავისუფლებისა და ხალხის დასაცავად

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჰოლოდომორის ხსოვნის დღესთან დაკავშირებით უკრაინის მიმართ სოლიდარობა გამოხატა. ზურაბიშვილს პოსტის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. ზელენსკი აღნიშნავს, რომ უკრაიანამ და საქართველომ ერთმანეთს მხარი უნდა დაუჭირონ.

ზელენსკი დონბასში ფრონტის ხაზზე იმყოფებოდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლoდიმირ ზელენსკი შაბათს, 29 ივლისს დონბასს ფრონტის ხაზზე მყოფ „სპეციალურ ძალებს“ ესტუმრა, მაღალი შეფასება მისცა მათ საქმიანობას და განაცხადა, რომ უკრაინელი სამხედროები რუსულ არმიას რამდენიმე მიმართულებით "განსაკუთრებით ხელშესახებ დარტყმებს" აყენებენ. კონტრშეტევის ძირითად მიმართულებად ზელენსკიმ ბახმუტი, ავდევკა, მარიინკა, სოლედარი და კრასნოგოროვკა დაასახელა. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა 29 ივლისს დონეცკის რაიონის ბახმუტთან სამხრეთ

ზელენსკი დავოსის ფორუმზე: გააძლიერეთ ჩვენი ეკონომიკა, ჩვენ გავაძლიერებთ თქვენს უსაფრთხოებას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში, მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს სიტყვით მიმართა და მოუწოდა, გააძლიერონ უკრაინის ეკონომიკა, სანაცვლოდ კი უკრაინა დასავლეთის უსაფრთხოებას გააძლიერებს. მისივე თქმით, „თუ ვინმე ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ უკრაინას ეხება, ძალიან ცდება”. უკრაინის პრეზიდენტმა ომის გაყინვის საფრთხეზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი „მტაცებელია, რომელიც არ კმაყოფილდება გაყინული საკვებით”. მისი თქმით, 2014 წელს, როცა რუსეთმა ყირიმის ა

ზელენსკი და შოლცი ერთმანეთს პარასკევს ფრანკფურტში შეხვდებიან

AFP-ის ინფორმაციით, გერმანიის მთავრობის სპიკერმა პარასკევს, ფრანკფურტში გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცისა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა დაადასტურა. შეხვედრას „ერთი-ერთზე“ სახე ექნება და გაიმართება მას შემდეგ, რაც უკრაინის სამხედრო მხარდამჭერები, მათ შორის, შეერთებული შტატები, შეიკრიბებიან გერმანიაში აშშ-ს საჰაერო ბაზაზე, რათა კოორდინაცია გაუწიონ კიევის მხარდაჭერას. მედიის ცნობით, შეხვედრაზე ზელენსკის დასწრება ხაზს უსვამს სიტუაციის სერიოზულობას. პუბლიკა

ზელენსკი ბერლინის კინოფესტივალის გახსნის მონაწილეებს მიმართავს

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიის მონაწილეებს მიმართავს ვიდეო ხიდის საშუალებით. ამის შესახებ იტყობინებიან 73-ე „ბერლინალეს“ ორგანიზატორები. კინოფესტივალის გახსნა დაგეგმილია 16 თებერვლისთვის. ზელენსკის სტუმრების წინაშე წარადგენს ჰოლივუდის ამერიკელი ვარსკვლავი შონ პენი, რომელმაც ფესტივალზე ჩაიტანა თავისი დოკუმენტური ფილმი უკრაინაზე „Superpower-ი.“ ორგანიზატორების თანახმად უკრაინის ლიდერის მონაწილეობა, რომლის ქვეყ

ზელენსკი აცხადებს, რომ რუსეთი ხელოვნურად აფერხებს ხორბლით დატვირთული 150 გემის გასვლას უკრაინის ნავსადგურებიდან

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი შეგნებულად აფერხებს გემების გასვლას უკრაინის ნავსადგურებიდან და ხელოვნურად შექმნა 150 გემისგან შემდგარი რიგი. ამის შესახებ მან 21 ოქტომბერს, თავის საღამოს მიმართვაში ისაუბრა. ამ კვირაში ვითარება სულ უფრო იძაბება საექსპორტო მარცვლეულის გატანის შეფერხების გამო, თქვა ზელენსკიმ. „მტერი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ შეაფერხოს ჩვენი სურსათის ექსპორტი. ვთვლი, რომ ამ მოქმედებებით რუსეთი სრულიად შეგნებულად ამწვავებს სასურსათო კრი

ზელენსკი "დიდი ოცეულის" სამიტში მიიღებს მონაწილეობას

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მონაწილეობას მიიღებს მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკების მქონე ქვეყნების, „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტში, რომელიც მომავალ კვირაში გაიმართება. ამის შესახებ ზელენსკის წარმომადგენელმა 8 ნოემბერს განუცხადა უკრაინულ ეროვნულ მაუწყებელ „სუსპილნეს“. მისი თქმით, ის დიდი ალბათობით ონლაინ რეჟიმში მიიღებს მონაწილეობას სამიტის მუშაობაში. გასულ კვირაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ის არ მიიღებს სამიტის მუშაობაში მონაწილეობას, თუკი მას რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დაესწრებ

ზელენსკი - სიცოცხლე ღირს ვილნიუსში გამართულ სამიტზე ერთ ფრაზად – უკრაინა ნატო-ში შემოვა ომის დასრულების შემდეგ

ვილნიუსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე თუ არ მივიღებთ მკაფიო სიგნალს, როდის შეძლებს უკრაინა ალიანსში გაწევრიანებას, მაშინ იქ არაფერი გვესაქმება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, კიევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, მოისმინოს, რომ უკრაინა ალიანსში გაწევრიანებას ომის შემდეგ შეძლებს. „გვესმის, რომ ომის მიმდინარეობისას ჩვენ ვერ ვიქნებით ნატო-ში ან უსაფრთხოების რაიმე ძლიერ ალიანსში, მაგრამ მითხარით, რამდენი სიცოცხლე ღირს ვი

ზედიზედ მეორედ - სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

სანდრო ბაზაძე ევროპის საუკეთესო მოფარიკავე კიდევ ერთხელ გახდა. ქართველმა სპორტსმენმა ევროპის ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიგო. სანდრო შარშან თურქეთის ქალაქ ანტალიაში დაეუფლა ოქროს მედალს, ხოლო წელს ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში მოიგო ოქრო. ქართველმა მოფარიკავემ უკრაინელი იური ცაპი მარტივად 15:5 დაამარცხა, რის შემდეგაც რუმინელ რაზვან ურსაჩს სძლია - 15:10. ბაზაძის მეტოქე მეოთხედფინალში ფრანგი ბოლად აპიტი იყო, რომელსაც ასევე ადვილად აჯობა - 15:7. სანდრომ ნახევარფინალში თურქ ენვერ ილდირიმსაც1

ზბიგნევ რაუ - ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური ოპონენტები ბუნებრივი სიკვდილით არ კვდებიან

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ზბიგნევ რაუ "ვაგნერის“ ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის პოლიტიკური ოპონენტები ბუნებრივი სიკვდილით არ კვდებიან. "ძალიან გაგვიჭირდებოდა ვინმეს დასახელება, ვინც ინტუიციურად იფიქრებდა, რომ ეს დამთხვევა იყო. ისე ხდება, რომ პოლიტიკური ოპონენტები, რომლებსაც ვლადიმერ პუტინი თავის ძალაუფლებისთვის საფრთხედ მიიჩნევს, ბუნებრივად ბუნებრივი სიკვდილით არ კვდებიან“, - განაცხადა ზბიგნევ რაუმ მედიასთან საუბარშ

ზაჰესის იზოლატორშია 6 პირი, 2 მათგანი მიუთითებს ფიზიკურ დაზიანებებზე - ომბუდსმენი

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციაზე დაკავებულები მოინახულა, რომლებიც ავჭალის იზოლატორში არიან მოთავსებულნი. სახალხო დამცველი ამბობს, რომ იზოლატორში 6 ადამიანი იმყოფება, რომელთაგან 2 ფიზიკურ დაზიანებებზე მიუთითებს. მისივე თქმით, მათგან ერთ დაკავებულს დაზიანებები სახის არეში ეტყობა. მისივე თქმით, ერთი ადამიანი გადაყვანილია ბოკერიას სახელობის კლინიკაში. ომბუდსმენი ამბობს, რომ პოლიციის ქმედებები აბსოლუტურად განსხვავებული იყო აქციის პირველ და მეორ

ზახაროვა: მხარს დავუჭერთ ნებისმიერ წამოწყებას რუსულ-ქართული ნორმალიზებისთვის

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა ამბობს, რომ რუსეთი მხარს დაუჭერს ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობის ნორმალიზებას უკავშირდება. 26 ივნისის ბრიფინგზე მარია ზახაროვამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც პრორუსული პარტია „სოლიდარობა მშვიდობისთვის” ინიციატივას ეხებოდა – რამდენიმე დღის წინ პარტიის ლიდერმა, სერგეი გავრილოვთან დაახლოებულმა ბიზნესმენმა, მამუკა ფიფიამ ბრიფინგი ჩაატარა და ვლადიმირ პუტინს მიმართა, სრულად გააუქმოს საქართველოს

ზარქუას სიძის კომპანია 20-მილიონიან ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას სიძის კომპანიამ 20-მილიონიანი ტენდერი მოიგო. სატენდერო კომისიის 21 მარტის გადაწყვეტილებით, შპს „ლაგი კაპიტალი“ გამარჯვებულად გამოცხადდა. ამ ეტაპზე კი ხელშეკრულების მომზადების პროცედურები მიმდინარეობს. სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, აღნიშნული სამშენებლო კომპანიის 50% ეკუთვნის შპს „ჯე5-ს“, რომლის 100%-ის მფლობელი ალექსანდრე ამისულაშვილია. ამისულაშვილი საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი და ირაკლი ზარქუას დის ქმარია. დანარჩენ 25%-25%-ს გიორგი

ზარქუა: თუ დედას დედა ვერ დაუძახე და მამას მამა, რა ჯანდაბად გინდა ევროკავშირი

„ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ზარქუა თავისივე გუნდის მიერ ინიციირებულ ჰომოფობიურ კანონპროექტს მხარს უჭერს და ამბობს, რომ, თუ „სარწმუნოება და ტრადიცია წაგართვეს, რა ჯანდაბად გინდა ევროკავშირი და დანარჩენი გაერთიანებები”. არ არსებობს მეცნიერულად გამყარებული მტკიცებულება, რომ „პროპაგანდა“ ადამიანების სექსუალურ ორიენტაციას ან გენდერულ იდენტობას ცვლის. ასევე, საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლის თანახმად, რომელიც ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება, „კონსტიტუციურმა

ზარქუა პრეზიდენტზე: ადამიანი არის არაადეკვატურობა, მეტი არაფერი

კულტურისა და სპორტის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილის საკითხზე განცხადებები მისი კომპეტენციის ფარგლებში უნდა გააკეთოს. „საქართველოს პრეზიდენტი იმის გარკვევით კი არ უნდა იყოს დაკავებული, სასამართლო რას გააკეთებს, არამედ როდესაც მას მიმართავენ, მისი კომპეტენციის ფარგლებში თვითონ გააკეთოს განცხადება, მისი პოზიცია როგორია შეწყალებასთან დაკავშირებით. სასამართლო თავისი კომპეტენციის ფარგლებში თავის საქმეს მიხედავს. მთავარია კითხვა პრეზიდენტთან – ეთანხმება
×
×
  • შექმენი...